გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
akhmeta
Posts: 4
Joined: 19 აგვ 2007, 03:03
Location: geo
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by akhmeta » 26 ივლ 2010, 00:16

ვინც იყავით ვიღაცამ რამე დაწერეთ რაა.. ძებნასთან დაკავშირებით კიდევ რა პერსპექტივ არაისო რას ამბობენ? აქ ის სისულელეებითც გავრცელდა რმო ჩეჩნები არ ეხმარებიან და უარს ეუბნებიან ჩვენბმა მათ ტერიტორიაზე რმო მოძებნონო..ან საიდან მოიტანეს ჩეჩნების წინააღმდეგობა როცა საზღვარს სხვა განაგებს... როგორც გავიგეთ მუსოში დაკრძალა ცოლ-შვილი გელამ..გზა მოიჭრა სხვაგან წასვლის..აბ აროგორღა დატოვებს მაგათ იქ?

User avatar
katoo_
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 16 თებ 2009, 21:29
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by katoo_ » 26 ივლ 2010, 00:22

:(

მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას...)

(ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...............)



მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები,
მზისკენ ამიკენკეს განაჩენი,
გუშინ ჩემს ბუდეში ვიგულე და,
დღეს კი შემატოვეს გადარჩენას.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩვენი შეწყვეტილი სიმღერები,
მზემ თქვა, მე მფარველი ვიქნებიო
იმ ცის, რომლისკენაც ვიხედები.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩემი შეწყვეტილი პოეზია.
როგორ გადავურჩე წყალდოდობას,
როცა კიდობანი ნოესია.

რისთვის დავიჩემო პოეტობა,
რისთვის დავამღერო ან ფანდურზე,
თქვენი შეწყვეტილი სიცოცხლიდან
თქვენთან შეხვედრამდე გადავფურცლე..


გვანცა ჯობავა
გამარჯობათ,მე ბედნიერი ვარ


<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by <NINI88> » 26 ივლ 2010, 00:29

რა დავწერო? საცოდაობა იყო...

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by lasharela » 26 ივლ 2010, 00:30

ერთია გზების პრობლემა და ეს პატრიარქმაც თქვა და მეორეა საკომუნიკაციო ვაკუუმი. ექსტრემალურ მდგომარეობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასწრაფოს ან მაშველების დროულ გამოძახებას, რაც პირიქითა ხევსურეთში შეუძლებელია.

ბილაინმა წარმატებით ჩაატარა მზის ბატარეებით მომუშავე გადამცემი საადგურის ტესტირება (გუდაურში), ანუ მაგთისთვის და ჯეოსელისთვის განსაკუთრებული პრობლემა არ უნდა იყოს პირიქითა ხევსურეთის ძირითადი პოლიგონების დაფარვა, მაგრამ არ აკეთებენ, არადა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა გახდებოდა შესაძლებელი
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by <NINI88> » 26 ივლ 2010, 00:31

არა ძებნაზე არავინ აღარაფერს ამბობდა. აზრი აღარ აქვს.
ნაწილებსღა თუ იპოვნიან, მდინარე აიდებულია და ძალიან სწრაფად მოდის

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by <NINI88> » 26 ივლ 2010, 00:36

დედამისი ტიროდა თეონას
რამდენი გეგმები გქონდა შვილოო
გინდოდა მსოფლიოსთვის გაგეცნო საქართველო და შატილიო
აბა სადღაა შენი გეგმები 1 წუთში ყველაფერი დაინგრაო
ამაყობდი -დედა 2 შვილის გაჩენა მოვასწრი და კიდევ ბევრი მაქვს გასაკეტებელიო

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 26 ივლ 2010, 00:42

:( :cry:
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by lomikata » 26 ივლ 2010, 01:02

Tamari-ch. wrote:დღეს თქვეს ტვ -ში
პატრიარქს გადაუხდია პანაშვიდი

თან ერთ ერთი ბავშვი მისი ნათლული ყოფილა

კიდევ დაამატა გზებიაო ცუდი - იქნებ ახლა მაინც გაიყვანონ ნორმალური გზები

-

და კიდევ,
მეც შევაგზავნე წირვაში გარდაცვლილთა სახელები
ოღონდ დემეტრე არ დამიწერია-

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ
0,001% - შანსიანი სასწაულის მაინც მჯერა...


:cry:

შენ გაიხარე, ნეტავ შენს ოპტიმიზმს ღმერთიც შეეწიოს სასწაულით. ჩემი სამსახურის გამო დაკრძალვაზე ვერ წავედი და მთელი დღე დამნაშავის გრძნობა მქონდა. მერე თავს იმით ვიიმედებდი, დემეტრეს ნახავენ ცოცხალს (თან ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემი სურვილი გამართლდეს ) და მერე უფრო მხნედ მივალ გელასთან-მეთქი. სულ მეტირება და მეფიქრება რატომ მოხდა ეს? ამ დღEებში გავიგე საბრალო ვარვარას ამბავიც, ძალიან გული დამწყდა. რატომ წყდება უდროოდ ბედნიერება. რატომ არ იფარავს ღმერთი ჩვენს სიყვარულს და ბედნიერებას? დამტანჯა ამ კითხვებმა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 26 ივლ 2010, 01:08

თან ერთ ერთი ბავშვი მისი ნათლული ყოფილა
მამუკა, ბერდიას ბავშვი.

akhmeta
Posts: 4
Joined: 19 აგვ 2007, 03:03
Location: geo
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by akhmeta » 26 ივლ 2010, 01:16

1) გზა არ არის ნორმალურიო
2) სატელეფონო კავშირი არ არისო
3) სამაშველო და სასწრაფო დახმარებსი სამუშაოოები არ არსი მოგვარებულიო ტურისტულ სეზონზე და მასეთ სახიფათო ადგილებზეო
4) სხვა სახელმწიფოში რომ მოხდე ასეთი ტრაგედია ჩვენი გიჟები იქ დაეცემიან და აქ კიდევ იმათ პატივისაცემად გლოვის დღეებს გამოგვიცხადებენ ხოლმე...
5) ასეთი რაოდენობის მსხვერპლი, ბავშვები, ქალები, თვითონ მსხვერპლი ვერც მოინახა და ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ნუგეში და დახმარება არც ოჯახს უგრძვნია ალბათ და არც ხევსურეთის მოსახლეობას..
6) გელასი და თეონას ყოფნით ერთი ოჯახი კი არა მთლიანად მხარის ყველაზე სტრატეგიული კუთხის შენარჩუნება ხდებოდა..

უბრალო ადამიანები, სამოქალაქო ცხოვრებაში გაცნობილები, არა ახლო ნათესავები წახვედით თქვენ კარაველებო და პატივი ეცით..მგლოვიარეები ხართ ყველა რმო გიყურებთ..აი ეს ცეცხლი და სიყვარული რომ იყოს ბევრში ვერაფერი დაგვამრაცხყდა და ადამიანებიც მიყვარულით იცხოვრებდნენ..მადლობა თქვენ..დიდი მადლობა..

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ საქართველო, მთა და ეროვნული საკითხები ბოდიშთ და ფეხებზე კიდიათ "ამათ"..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 26 ივლ 2010, 01:18

akhmeta
4) სხვა სახელმწიფოში რომ მოხდე ასეთი ტრაგედია ჩვენი გიჟები იქ დაეცემიან და აქ კიდევ იმათ პატივისაცემად გლოვის დღეებს გამოგვიცხადებენ ხოლმე...
5) ასეთი რაოდენობის მსხვერპლი, ბავშვები, ქალები, თვითონ მსხვერპლი ვერც მოინახა და ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ნუგეში და დახმარება არც ოჯახს უგრძვნია ალბათ და არც ხევსურეთის მოსახლეობას..
6) გელასი და თეონას ყოფნით ერთი ოჯახი კი არა მთლიანად მხარის ყველაზე სტრატეგიული კუთხის შენარჩუნება ხდებოდა..
მართალი ხარ! რაღაც ისე ჩანს, მხოლოდ საპატრიარქომ იგლოვა ამდენი ადამიანის, ამდენი ბავშვის დაღუპვა.

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by lasharela » 26 ივლ 2010, 01:25

მოვთხოვოთ მობილურ კომპანიებს დაფარონ ეს უმნიშვნელოვანესი და თან ერთი მუჭა კუთხე


ჯეოსელის გვერდი Facebook-ზე
http://www.facebook.com/geocell

მაგთიკომის გვერდი Facebook-ზე
http://www.facebook.com/magticom
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

akhmeta
Posts: 4
Joined: 19 აგვ 2007, 03:03
Location: geo
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by akhmeta » 26 ივლ 2010, 02:12

ე.ი. გაოცებული ვარ როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად გულგრილი იყო რეგიონებზე რაა..ეს რამდენიმე ყველა საინფორმაციო საშუალება ისეთ სისულელეებს საუბრობდა ძალიანაც დაინტერესებული ადამიანიც ვერ გაიგებდა რეალურად რა ხდებოდა...ბარში ვინმეს რომ სცემენ ან დაჭრიან აუცილებელია ორი მეზობელი ალაარკონ, ორი ექთანი, პოლიცია, სასწრაფო და ამ შატილის ამბისა მოსახლეობას ვერაფერი გააგებინეს..პატრიარქსაც კი ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს გელას თავისმოკვლის მცდელობისა..მაესტომ ამ საღამოს შებრუნებით გადმოსცა გელას ოჯახის და ბერდიას ოჯახის დაკრძალვის ადგილებიც კი..ე.ი. არააითარ პასუხისმგებლობას არ გრძნოებნ და ვისაცრა უნდა იმას ამბობს..იმიტომ რომ ეგ არ არის ამათთვის მნიშვნელოავნი საკითხი..იმიტომაც მიდის მთისა და იქ მაცხოვრებელი ხალხის ცხოვრება უკუმა რაა..

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by paata_ » 26 ივლ 2010, 02:33

ჩამოვედით მე და გელა

ბერდიას ოჯახში გამოვიარეთ და მივუსამძიმრეთ ახლობლებს, გელა მხნდ გამოიყურება და არავთარ წორებს არ აყვეთ

თუ რამე გაინტერესებთ დამირეკეთ და გაგცემთ პასუხს, ჟურნალისტების გასაგონადაც ვიძახი, ყველა ინფორმაციას მოგწვდით, ოღონდ ჭორები და სიცრუე არ გაავრცელოთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]