04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by anano » 04 აპრ 2010, 14:09

ქრისტე აღდგა!!!
მრავალს დაესწარით, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
გეწეოდეთ და გფარვიდეთ ამ დღის მადლი და ძალა!!

მეტი მინდა დავწერო,მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ სიტყვები არ მყოფნის.....

გკოცნით თქვენი ანანო
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by tama » 04 აპრ 2010, 14:56

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!


User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by ninia » 04 აპრ 2010, 18:36

ჭეშმარიტად აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
კარაველებო, გილოცავთ დღესასწაულთა დღესასწაულს, უფლი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. მრავალს დაესწარით დღევანდელი დღის სიხარულით აღსავსეები, უფალი გფარავდეთ და მადლი უფლისა გაძლიერებდეთ.

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by likakoo » 04 აპრ 2010, 18:39

გილოცავთ, ჭეშმარიტად აღსდგა უფალი!!!

დღევანდელი დღის მადლი და სიხარული ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრების თანამდევი!

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by stranger » 04 აპრ 2010, 19:07

ჭეშმარიტად აღსდგა! აღდგომის მადლი და ძალა შეგეწიოთ ყველას.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by tamuna_gudarexi » 04 აპრ 2010, 22:29

ჭეშმარიტად აღსდგა!
ქრისტეს აღდგომის სიხარულით სულ-და-გულ-ავსებულები ვყოფილიყოთ მუდამ!
გილოცავთ!

User avatar
spoiler
ასფალტზე მოარული
Posts: 13
Joined: 29 სექ 2009, 13:21
Location: Pitkern Ailen
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by spoiler » 04 აპრ 2010, 22:56

ქრისტე აღსდგა!!!
ჩემი რეპუტაცია იმდენად უმწიკვლოა, რომ უკვე დროა შეიბღალოს... © მნუ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by qvevri » 05 აპრ 2010, 09:02

დღე ს საფლავების კურთხევის დღეა და აქ ედან გამომდინრე ჩემს ნოველას აქაც დავდებ :wink:
ძველი საფლავის ლოდი
ვიქნებოდი ესე თოთხმეტი თხუთმეტი წლისა, მაშინ ჩვენში ჯერ კიდევ იკრძალებოდა საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძარში სიარული, რაზეც ჩვენი სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მკაცრადა სტუქსავდნენ ხოლმე, ჩვენ კი უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა გვწვავდა და ასეთ დღეებში მაინც ვბედავდით და მივიპარებოდით ტაძარ-მონასტრებში. მოწაფეების დატუქსვის მიზეზე შესაძლოა ასევე აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლა და ხელში აღდგომის წითელი კვერცხის ჭერაც გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს თითქმის ყოველთვის წვიმა მოდიოდა ან ჟინჟღლავდა მე საშუალებას არ უშვებდი ხელიდან უფროსებთან ერთად საფლავზე გავსულიყავი. მცხეთელები ისე, როგორც სხვა სოფლებისა თუ ქალაქის მცხოვრებნი იმ დღეს არა ახლობელი ადამიანების საფლავთა კურთხევით, არამედ პირდაპირ ღვინის სმითა და ქეიფით იწყებდნენ იმ იმედით, რომ შუა ქეიფსა და დროსტარებაში მყოფნი სადმე საფლავების მაკურთხეველ მოძღვარს დაინახავდნენ ხელში საცეცხლურით, დაუძახებდნენ— მამაო ერთი აქეთაც გამოიარეო, აკურთხებინებდნენ მოძღვარს თავიანთი ახლობლის საფლავს და ვალმოხდილები და გულიდან ლოდგადაგორებულები უფრო მეტი შემართებით გააგრძელებდნენ ღვინის სმასა და ღრიანცელს. ხოლო თუ მღვდელი არ ჩამოივლიდა, არც იმაზე ნაღვლობდნენ და თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ შარშან ხომ გვყავდა მოძღვარი და წელს რაღა აუცილებელიაო... წავიდოდნენ თუ არა ბანცალ-ბანცალით ქეიფით გულნაჯერები მცხეთელები სახლებისაკენ ეხლა ბავშვებს მიეცემოდათ დრო და ასპარეზი და დაიწყებდნენ გამოკეტილი საფლავების გაღებასა და საფლავებზე სამადლოდ დატოვებული წითელი კვერცხების წამოკრეფას. ერთხელ პაპაჩემის საფლავზე გასული და მერე მთელი “სამეზობლო” საფლავებ შემორბენილი დაღლილი ვიჯექი ერთ ძველ საფლავის ლოდზე და ვუცდიდი როდის წავიდოდნენ “მეზობელი” სასაფლაოდან ერთი ჭიქა შენდობის სათქმელად უკვე ერთი საათის წინ მოსული ხალხი და როდის წავიდოდით სახლში. პაპაჩემის სასაფლაო წმინდა ბარბარეს დანგრეული ტაძრის გვერდით იყო. იქვე ახლოს კი ერთი ძველი, დროისაგან შეჭმული საფლავის ლოდი იდო ეულად. ამ ლოდთან არც არავინ მიდიოდა ამ დღეს შენდობის სათქმელად და არც არავინ ტოვებდა წითელ კვერცხებს როგორც წესი, მაგრამ ეხლა კი საფლავთან ერთი შავოსანი, მოხუცი ქალი მოსულიყო. ლოდის გვერდზე პირდაპირ მიწაზე დამჯდარიყო, შავი ნაჭრის ჩანთა გვერდზე მოედო და ზედ საფლავის ლოდზე დაეწყო წითელი კვერცხები, მწვანილი, პასკა, პური და ორი ბოთლი წითელი ღვინო თავისი ორი ჭიქით. იჯდა მარტოდ-მარტო მოხუცი ქალი დანაღვლიანებული და რაღაცაზე ჩაფიქრებული, ამავე საფლავის ქვასავით გაშეშებულიყო. ამ ყველაფრის შემხედვარე მეც დავნაღვლიანდი და საოცრად შემეცოდა მოხუცი ქალი, რომელთანაც არავინ არ მიდიოდა მისი მიცვალებულისათვის შენდობის სათქმელად. ეტყობა მოხუცმა ჩემი მზერა დაიჭირა, უცბად ჩემსკენ მოტრიალდა და დამიძახა, მოდი შვილო ერთი ჭიქით შენდობა უთხარი ჩემს მიცვალებულსაო. ცოტა დავიბენი, ვერც კი გამეგო როგორ უნდა მოვქცეულიყავი ან რა უნდა მეთქვა. მაინც მივედი, გაიხარა, შენგან უფრო მიუვაო და წითელი ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა. თვითონ პასკის ნაჭერი ეჭირა ხელში და უხალისოდა სჭამდა. ჭიქა რომ მომაწოდა თვითონ ისევ ისე გაშეშდა როგორც ცოტა ხნის წინ, არ მიყურებდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ცალი ყური ჩემსკენა ჰქონდა. მე გონება დავძაბე და გავიხსენე თუ როგორ ამბობდნენ კაცები შესანდობას და რას აკეთებდნენ ამ დროს. გაანათლოს-მეთქი ჩუმადა ვთქვი, მერე ჭიქა ტუჩთან მივიტანე, ცოტა მოვსვი და ღვინო საფლავის ქვასთან დავაქციე ჯვრის სახით. ცარიელი ჭიქა ისევ მოხუცს მივაწოდე, რომელმაც წითელი კვერცხი გამომიწოდა და მითხრა- გამომართვიო. წამოვედი, რამოდენიმე ნაბიჯი გამოვიარე და ისევ ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი. შიგადა-შიგ ისევ ვუცქერდი მოხუცს, რომელიც იჯდა თავისთვის ჩუმად და ღეჭავდა უღიმღამოდ პასკას. მერე წამოდგა, რაღაცით გულნაკლულმა იქაურობას მოავლო თვალი, ერთხანს თავისი მიცვალებულის საფლავის ლოდს უცქირა, თითქოს რაღაცაც ჩაილაპარაკა, თავის შავ, ნაჭრის ჩანთაში ჩაალაგა საჭმელ-სასმელი და ისე გაშორდა იქაურობას, რომ თითქოს არც წასვლა უნდა და არც აქ დარჩენაო... მიმავალმა ერთი კიდევ გამომხედა წამით და იცით მაშინ რა მოხდა? სწორედ ამ წამიერი გამოხდვით მივხვდი, რომ დროისაგან შეჭმული საფლავის ლოდის ქვეშ მამაკაცი იწვა... მამა, ძმა, ქმარი ან იქნებ სულაც გულისსწორი... მას მერე აგერ უკვე ოცი წელი გადის, ღმერთმა გაცხოვნოს მოხუცო ქართველო ქალო, რომელმაც პირველმა მათქმევინე ქართველი კაცის შესანდობარი, ღმერთმა შენც შეგინდოს...

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by kiki » 05 აპრ 2010, 16:24

qvevri

გიო, მაოცებ შენი ნიჭიერებით
:wink:

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by okulone » 05 აპრ 2010, 17:58

qvevri
:) უბრალოდ ნოველაა თუ რეალობა ნოველად გადმოცემული? :)











ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარით ღვთის მადლით :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by qvevri » 05 აპრ 2010, 20:48

okulone
რეალობაა.
ჭეშმარიტად აღსდგა.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
04.04.2010 ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

Post by anano » 05 აპრ 2010, 21:08

ქრისტე აღდგა გიორგი!!

ვისიამოვნე შენი ნოველით.....გმადლობ.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]