diklo9

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9

Post by Mta Mkvarebia » 02 აპრ 2010, 21:39

საშინელი ამბავი შემატყობინა წივწივამ. ჩვენი თანაფორუმელი diklo9 დაიღუპა. მოტოციკლეტით ყოფილა და ავარია მოუვიდა :cry: :cry: :cry: :cry:

იმ კარველებს, ვინც ამ ახალ წელს აბასთუმანში შეხვდა, კარგად ემახსოვრება დიკლო, რომელიც წივწივასთან და ნინი 85-თან ერთად მოულოდნელად დაგვადგა თავს, ხელით დამზადებული სურპრიზი საჩუქრებით და ფეიერვერკებით :cry: მეორე დღესაც გვესტუმრნენ, მაშინ თავზე ზანზალაკებიანი ფერადი ქუდი ეხურა, მახსოვს გოგოებმა წავართვით და კარგა ხანს ვიპოზიორეთ მისი ქუდით :(
მერე ჩურჩხელობა 2009-ზე ვნახეთ, "შემოიხედე გენაცვალეში" რომ შემოიხედა ისევ ნინისთან ერთად :(
სხვა კარველები ალბათ ლაშრობებშიც ხშირად ყოფილან მასთან ერთად. ყველა დამეთანხმება რომ ძალიან თბილი და დადებითი ადამიანი იყო :cry: . შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ :( . მაგრამ გაცილებით ძნელი გადასატანი იქნება ეს ამბავი მისი ახლო მეგობრებისთვის და რა თქმა უნდა მისი ოჯახის წევრებისთვის :cry: .

დაკრძალვის დღე ჯერჯერობით არაა ცნობილი.
სამძიმარი კი ხვალ გაიმართება ძეგვში (არმაზში).
ვიკრიბებით ხვალ 15:30-დან 16:00 სთ-მდე სამთო ქიმიასთან და ავალთ ძეგვში.

კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს ლაშქრობების თემებს, მოვძებნი დიკლოს ფოტოებს და გადმოვიტან ამ თემაში.
Last edited by Mta Mkvarebia on 29 აპრ 2010, 17:39, edited 1 time in total.
Image

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
diklo9

Post by nica-nica » 02 აპრ 2010, 21:51

უი რა ცუდი ამბავია :( მე ჩურჩხელობაზე ვნახე პირველად.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
diklo9

Post by guruli » 02 აპრ 2010, 21:56

აუ, რა საშინელი ამბავია! :cry: :cry: არ ვიცნობდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.
სამწუხაროდ, ხვალიდან არ ვიქნები ქალაქში.
ნათელში იყოს!
:cry: :cry:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
diklo9

Post by გვალდა » 02 აპრ 2010, 22:07

ვაი :( :cry: :cry: :cry:
არ ვიცნობდი, სამწუხაროდ.
ღმერთმა გაანათლოს.
:(
სვანეთოლოგი

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
diklo9

Post by Falcon » 02 აპრ 2010, 22:09

ცუდი ამბავია :(

ნათელში ყოფილიყოს!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
diklo9

Post by tamuna_gudarexi » 02 აპრ 2010, 22:09

სიტყვები უძლურია! :cry: :cry: :cry:

ეს ლაგოდეხის გასვლიდანაა - მაშინ ვიფიქრე, არ დავდებ თემაში, ბუნდოვანია და არ გამოვიდა-მეთქი... დღეს კი ყველა კადრი და ყველა მოგონება, სადაც დიკლო გაიელვებს, ისეთი ძვირფასია...

:cry:
Image

:cry:

ესეც ლაგოდეხიდანაა
Image :cry:
Last edited by tamuna_gudarexi on 02 აპრ 2010, 22:28, edited 1 time in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
diklo9

Post by Tamusia » 02 აპრ 2010, 22:10

მართლა საშინელებაა

ის იყო სრულიად კარგი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
diklo9

Post by Hereti » 02 აპრ 2010, 22:12

:cry:
ძალიან სამწუხარო რამ მომხდარა ამ დღეს,ვერცერთი სიტყვა და ნ აწერი ვერ შეუმსუბუქებს მშობლებს და ახლობლებს ტკივლის :!:

ზუსტად არ ვიცი საიდან და სად ვნახე, მაგრამ ეს სიტყვები მინდა მივუძღვნა ჩვენს თანაკარაველს და კარგ ადამიანს რომელსაც არ ვიცნობდი

არავინ იტყვის, რომ კაცურად არ გიცხოვრია,

არ ყოფილიყავ მოყვასისათვის სიკეთის მდომი,

კაცურ-კაცობამ მიგაცილა ბოლო სუნთქვამდე,

თვით სიკვდილსაც კი გამოუცხადე სასტიკი ომი.

ვინა თქვა შენი დამარცხება, თავად დანებდი,

ვით უშიშარი მეომარი კაცი რაინდი,

კარგი ქართველი და ვაჟკაცი, მშვიდად იძინე

ყველა ჩვენთაგანს შეგვეცვლება ერთდროს ამინდი.

თუმცა ეს რა ვთქვი, როგორ იქნები მშვიდად და წყნარად,

როცა ბოლომდე ვერ მიაღწიე სანუკვარ მიზანს,

სად არის შენი წინაპართა ძვალთ-შესალაგი

და ცრემლიანი სამურზაყანოს ძირძველი მიწა.






ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიჰხვდა ჩემი გონება!
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!
Last edited by Hereti on 02 აპრ 2010, 22:55, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9

Post by Mta Mkvarebia » 02 აპრ 2010, 22:13

აი მისი ერთერთი ლაშქრობის თემა ვიპოვე.
მახსოვს საინტერესო რეპორტაჟი ჰქონდა გაკეთებული საინტერესო ფოტოებით :(
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

თამუნა გუდარეხს დაუდევს უკვე რამდენიმე ფოტო ამ ლაშქრობიდან :( ...
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
diklo9

Post by perwkli » 02 აპრ 2010, 22:36

ვაიმე :(


.........................
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
diklo9

Post by Shanshika » 02 აპრ 2010, 22:37

:shock: :shock: :shock:


:( :( :( ...
...Finding Inspiration...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
diklo9

Post by Tamusia » 02 აპრ 2010, 22:39

ლომისაზე

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
diklo9

Post by stranger » 02 აპრ 2010, 22:45

რა საშინელებაააა. ძალიან კარგი ბიჭი ჩანდა,სიცოცხლით და სიკეთით სავსე ადამიანი...
:(
ძალიან სამწუხარო ამბავია.საწყალი. :(

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
diklo9

Post by Gvalva » 02 აპრ 2010, 22:57

რაღაც ამ ეპოქისთვის უჩვეულოდ სუფთა და რაინდული ახალგაზრდა იყო.

ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა.

ვუსამძიმრებ ლილიკას, წივწივას და ყველა მის ახლობელს

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
diklo9

Post by anano » 02 აპრ 2010, 22:57

მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი, ძალიან განვიცდი და ვწუხვარ ამ საშინელ და ტრაგიკულ ამბავს...

ვიზიარებ მისი ოჯახის, მისი მეგობრების და ყველა კარაველის მწუხარებას:(


ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული !
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]