შატილის ასულის ხსოვნისათვის

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mta Mkvarebia » 19 ნოე 2008, 17:27

ეს ფოტოებიც მაგ დღესაა გადაღებული, შენს მარანში:

Image

Image

Image

შენი პრიზი რომ დაიმსახურა, როგორ უხაროდა!. ამბობდა, მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში უნდა გავხსნაო...

Image

Image

ჭინჭილით დალევა არ უნდოდა, მაგრამ მაინც დალია..

Image

კარვული ჩახუტების სიმბოლო ფოტოც მაგ დღესაა გადაღებული:

Image

მერე ბორჯომში მიმავალი გადარეულები რომ შემოგვიცვივდნენ მაშხალების ბათქუნით, როგორ უხაროდა!..

იმ დღესაც ძველით ახალ წელს მის ბინაში შეხვდა კარველების ნაწილი...
Image

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by korti » 19 ნოე 2008, 17:43

"ადამიანი, რომელთანაც ვერასოდეს მოიწყენ" სულ ასე მივმართავდი, მე გარეჯში ლაშქრობისას გავიცანი, ისეთი ინერგიული იყო და ისე კისკისებდა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, მახსოვს როგორ აპროტესტებდა მე შატილის ასული მქვია ხალხო და არა შატილიო, მერე კი რას არ ვეძახდით. სულ გაფაციცებით ჩავიკითხავდი ხოლმე ლაშქრობის წამომსვლელთა სიას, თუ შატილის ასულს მოვკრავდი თვალს ძალიან მიხაროდა. მერე კი იმას ვადევნებდი გაფაციცებით თვალს ავარიის შემდეგ თუ როგორ იყო...
მახსენდება როგორ ვიგალობეთ ერთად საგურამოს ეკლესიაში, რომ გამოვედით მომიტრიალდა და მითხრა ''რა იყო ქალო ეს გალობა იყოო? ვიცოდვილეთ რაღაცო" კი თამო, უფალს როგორც შეგვეძლო ისე ვუგალობეთ და ახლაც როგორც შემიძლია ისე ვილოცებ შენთვის

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by guruli » 19 ნოე 2008, 23:28

შატილის ასულთან ჩემი ბოლო გასვლა ჯვრის მონასტრის დასუფთავების აქცია იყო ფერეიდნელებთან ერთად - 2008 წლის 30 მარტს... მგონი, იმის შემდეგ კიდევ ერთი გასვლა მოასწრო შატილმა - 17 აპრილს ის საშინელი საღამო დაგვიდგა კარავს... იმ დღესაც ტრადიციულად დაგვამახსოვრა თავი სიცილ-კისკისით, ხუმრობით და ლამაზი სულით. საღამოს, როცა 100 ტომარა ნაგავი მანქანაზე შევყარეთ, რომელზედაც მერე დასატკეპნად შატილიონკამ ჩანადირთან და პოპინსის გეგასთან ერთად იცეკვა, მცხეთაში რესტორანში ვივახშმეთ. იქაც ტავის სტიქიაში იყო - დაღლას არ იმჩნევდა და მხიარულების ცენტრში ტრიალებდა. ამ მახსოვს, რაზე იხუმრა, მაგრამ კარგად მახსოვს, ადმინი რომ სიცილისგან ჩაბჟირდა და "შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარო", ძლივს ამოღერღა, როცა ოდნავ მოითქვა სული...
შენ შენი საქმე ამ ტრაგედიითაც გააკეთე - ეს უბედურება კარავის ერთ ოჯახად ცხოვრების დასტურად იქცა. უბედურებამ თითქოს უფრო შეგვაკავშირა და მძიმე წუთებში მოქცევა გვასწავლა... ისედაც ბევრი რამე გვასწავლა...
მიზეზთა გამო, ლაშქრობებში ფოტოებს არ ვიღებ და არც მისი სურათები მაქვს, რომ დავდო, მაგრამ ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრი დადოთ მისი მოკისკისე, გაცინებული და მხიარული ფოტოები. მინდა, ასე მაინც ვაცოცხლოთ ჩვენი შატილი, რომელიც მხოლოდ მხიარული სახით დაგვამახსოვრდება და არა მოწყენილით...
ძალიან მინდა, ხელი ვკრა იმ კარსაც, რომელიც მწარე სინამდვილეში მატყვევებს, გავანგრიო და გავიდე იქ, სადღაც, სადაც გულიანად მოკისკისე ჩვენი შატილი დაგვიხვდება, ანაც - სახეზე სხივგადაფენილი ტუჩების კუთხეებში ჩაბუდებული ღიმილით; სადაც მის ხუმრობაზე ისევ ვიცინებთ და ადმინი ისევ იტყვის, შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარ! შენ მართლა მაგარი იყავი, ჩვენო თამო... :cry: :cry: ვაი, რომ იყავი და აღარ ხარ... :cry: :cry: მაგრამ კარავთან და კარაველებთან ერთად შენც მუდამ იქნები, ჩვენო კისკისა და მხიარულო დაუდგრომელო გოგოვ. არ იარსებებს გასვლა, კარაველთა შეკრება, რომელშიც შენ არ იქნები, შენ არ გახსენებენ, არ მოიგონებენ შენს ხუმრობებს, ცრემლიან თვალებს ერთმანეთს არ მოარიდებენ...
შენ მხოლოდ რამდენიმე საათი დაგრჩა სამზეოზე. სულ რამდენიმე საათი...
Last edited by guruli on 19 ნოე 2008, 23:42, edited 1 time in total.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by ele » 19 ნოე 2008, 23:28

ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
და დღეს მტრედმა მოუტანა ფრთები. . .
დაგვტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა. . .
ღურუბლებს გაჰყვა. . . სად ვეძებოთ სადა. . .
ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა. . .
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .


არ ვიცნობდი და მეტი არ მეთქმის. . .
მართალი ხარ იკა ჩვენ ახლებს ამ თემის საშუალებით მოგვიწევს შატილის გაცნობა. . .
ამ 7 თვის განმავლობაში კი რაც დავინახე მასზედ უკვე აღარ ღირს წერა. . .
ისედაც ბევრი ითქვა . . .

და მაინც
ყველას არ შეუძლია გულიანი სიცილი
ისეთი შენც რომ აგიყოლიოს. . .
ყველას არ აქვს დიდი წყლიანი თვალები
ისეთი შენც რომ ჩაგაფიქროს. . .
ყველას არ ძალუძს სიცოცხლით ტკბობა ყოველ წუთს - ყოველ წამს
ისე როგორც ეს შატილს შეეძლო. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by anano » 20 ნოე 2008, 02:41

ამ წერილებს ,რომ ვკითხულობ უფრო და უფრო მინდება მანამდე მცნობოდი...იმის იმედიც დიდი მქონდა შენი გამოჯანმრთელების შემდეგ ვიმეგობრებდით.... მაგრამ ეს იმედიც აღარ მაქვს :( გურულს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ შენ მარტო კარავს კი არა სხვა, გარეშე ადამიანებს, ჩემი თამადობით, ამ მწუხარებით დაანახე, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები ,რომელთათვისაც ასე განიცდიან, და კიდევ არსებობენ ადამიანები,თანაც ასეთი დიდი შემადგენლობით, რომლებიც განიცდიან,სიკეთით სავსენი და ღვთისნიერნი არიან...მადლობა თამუნა ამისათვის ....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by navigator » 20 ნოე 2008, 09:05

მე მგონი მარტო ერთხელ ვიყავით ერთად ლაშქრობაში. გამორჩეულად დამამახსოვრდა როგორც ყველაზე მხიარული და სიცოცლხლის მოყვარული.
მე არ ვიცი რამ შეიძლება გაუქარვოს მის ახლობლებს ეს ტკივილი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ უფალი მის სულ მშვიდობით მიიღებს და ნათელში ამყოფებს, ჩვენ კი ყოველ ლაშქრობაში სიმბულურად თან გამოგვყვება ჩვენი შატილიონკა, ჩვენთან ერთად დაათვალიერებს იმ ადგილებს რაც არ უნახავს და რისი ნახვაც სურდა...
აცხა ღორებო Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mta Mkvarebia » 20 ნოე 2008, 20:36

anano wrote:ამ წერილებს ,რომ ვკითხულობ უფრო და უფრო მინდება მანამდე მცნობოდი...იმის იმედიც დიდი მქონდა შენი გამოჯანმრთელების შემდეგ ვიმეგობრებდით.... მაგრამ ეს იმედიც აღარ მაქვს :( ....
დღესაც გითხარი და გიმეორებ, ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება შემთხვევით, შატილიონკამ შენი თავი გვაპოვნინა და ამდენი მეგობარი შეგძინა...
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Tamusia » 20 ნოე 2008, 21:54

ჩემი ამბავი ასეთია:

იყო დრო, როცა დავრჩი უსამსახუროდ. საშინელ დეპრესიაში ვიყავი. რაღაცნაირად მეგობრებიც შემომეცალნენ. საკმაოდ ცუდ დღეში ვიყავი და ცხოვრების ხავსებს ვეჭიდებოდი. სულ რომ არ გამოვშტერებულიყავი, დავიწყე სიარული ქართულ ცეკვაზე. იქ გავიცანი თამუნა. რამდენიმე ხანში აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივ მეზობლები ვიყავით.ზოგჯერ სახლში ერთად ვბრუნდებოდით. იცით, მე მაშინ ადამიანებთან ურთიერთობებისაც კი მეშინოდა რამდენადმე, არადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს ადამიანური ურთიერთობები. თამუნასაც, რაღაცნაირად, ცოტა არ ვენდობოდი თავიდან, მაგრამ რამდენადაც მიწევდა, ვურთიერთობდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისიც დადის ლაშქრობებში და მეც( ოღონდ მაშინ კარავთან არანაირი შეხება არ გვქონდა). ამ თემამ უფრო დაგვაახლოვა. სულ ვამბობდით, სადმე ერთად წავიდეთო. თამუნა ერთ-ერთი იმ პირველ ადამიანთაგანი იყო ურთიერთობებში შიშებამდე იმედგაცრუებების შემდეგ, რომლისაც არ მეშინოდა. ამასობაში კარავზე დავრეგისტრირდი. ზაფხული რომ დადგა, გადავწყვიტე კარავთან ერთად წავსულიყავი სადმე. გოდერძის უღელტეხილით გადასვლა იგეგმებოდა აჭარის ზღვისპირეთში. თამუნასაც ვუთხარი. კიო, წამოვალო და ისიც დარეგისტრირდა. მე ვერსად წავედი: ბებიაჩემს ოპერაცია გავუკეთეთ. კარვის გეგმებიც შეიცვალა, გოდერძი გადაიდო, თამუნა კი სამცხეში მოხვდა. შემოდგომაზე, მოგეხსენებათ, ორივენი აქტიურად შემოგიერთდით. დანარჩენი თქვენც იცით... მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მისი გარდაცვალება პირადად ჩემში სასოწარკვეთას არ იწვევს, რადგან საშინელება და ძალის წამრთმევი რაღაც, არის ბოროტება, რომელიც თამუნას არ ახასიათებდა. გარდაცვალება კი გარდაუვალი,საწყენი, გულისმტკენი თანმხლებია სიცოცხლისა, ოღონდ გააჩნია ვის როგორი მიეცემა. თამუნამ ამ შემთხვევაში თქვა თავისი სათქმელი: იმ ყველაფრის ფასი დაგვანახა უკეთესად, რაც მას, როგორც ადამიანს ახასიათებდა. ისედაც კი ვხედავდით, მაგრამ მაინც, უფრო მძაფრად...
Last edited by Tamusia on 21 ნოე 2008, 17:02, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by lama » 21 ნოე 2008, 00:28

"ჩემო კალიების მადევარო სიხარულო
ეს რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?"

მომენატრები ძალიან ძლიერ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2008, 00:34

ხალხ, რა გადასარევები ხართ.

მთაშენკა,
შენმა ფოტოებმა კისკისა და სიცოცხლის მოსიყვარულე შატილიონკა დამიბრუნეს...
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by lama » 21 ნოე 2008, 00:45

Varvara wrote:
shatilis asuli wrote:და მერე კიდე ყველაზე მაგრად ლამას მინდა ჩავეხუტო, ასეთი სითბო რომ გამოიჩინა და სამცხეში კარლოს ლაშქრობაზე დამპატიჟა.
:))

.........
და მე კი მინდა შენ ჩაგეხუტო და ბევრი ბოდიში გითხრა ძალიან ბევრი :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

მომენატრები ძალიან

ჩემო სილაღევ და სილამაზევ :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by lama » 21 ნოე 2008, 01:21

ესღა დამრჩა მე და ...... :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

http://www.link.ge/file/149502/SHATILIS-ASULI.wmv.html




:cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by guruli » 21 ნოე 2008, 02:05

დღეს, ივერიასთან რომ მოვდიოდი დაკრძალვაზე წასასვლელად, ეს სიტყვები ამეკვიატა რომელიღაც სიმღერიდან - ძველი გზები ძველებურად ერთდებიან... ოდესმე ყველას გზები გაერთიანდება და ისევ შევხვდებით შატილს, მანამ კი ჩვენთან ერტად ივლის ლაშქრობებში - ვირტუალურად და წარმოსახვით, ჩვენს გონებაში და ფიქრში.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Ninukala » 21 ნოე 2008, 11:56

ქვათახევში დიდი ქვების საძებნელად გავეშურეთ... ძალიან დიდი ქვები ვერ ვიპოვეთ, მაგრამ კარვული ნახტომის შესასრულებლად ერთერთი აირჩიეს ვაჟამ და შატილმა

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by MIRANDA » 21 ნოე 2008, 14:25

ჩემი ახალი თანამშრომელი, ნინო, ჩვენი თამუნას ახლო მეგობარი აღმოჩნდა.. იგი თამუნას ავარიაში მოხვედრის შემდეგ ხშირად შემოდიოდა კარავზე თამუნას მდგომარეობის შესახებ გახსნილი თემის სანახავად. ახლა ამ თემის სანახავად შემოდის ხოლმე... ნინო კარავზე არ არის დარეგისტრირებული, მან თამუნას რამდენიმე ფოტო მომაწოდა, რომელიც თამუნას ნინოსთან, ჰოლანდიაში (ამსტერდამსა და ჰააგაში) ვიზიტის დროს არის გადაღებული...

Image

Image

Image

ეს ფოტო აქვს თამუნას ავატარად კარავზე..

Image

ეს კი ამ ფოტოს ორიგინალია:

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]