გიო-გიორგის შესახებ

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გიო-გიორგის შესახებ

Post by Mta Mkvarebia » 23 მაი 2008, 19:28

Mta Mkvarebia wrote:ბევრი საინტერესო თემის ავტორია და არ შეიძლება თავი არ დაემახსოვრებინა თქვენთვის.
"ვინ გამოიცნობთ ეს რა ადგილია" ამ თემაში, ვერაფერს დადებდი, მას რომ არ გამოეცნო, საიდან იცოდა ამდენი, სად მოასწრო ამდენის ნახვა ამ 22 წლის ბიჭმა? :roll: :cry:
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
გიო-გიორგის შესახებ

Post by navigator » 23 მაი 2008, 20:07

კარავზეც იყო ის ბიჭი? არ ვიცნობდი.
ძაან მძიმე მდგომარეობაშიაო,
თამარის და გიორგის სახელი რომ ითქვას ერთ ლოცვაში არ შეიძლება?
ძალიან ცუდი ამბები ხდება ბოლო დროს, უფალი გვფარავდეს ყველას, როცა შევძლებ მეც წავიკითხავ ხოლმე ლოცვებს.
აცხა ღორებო Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გიო-გიორგის შესახებ

Post by guruli » 23 მაი 2008, 21:42

Mta Mkvarebia
"ვინ გამოიცნობთ ეს რა ადგილია" ამ თემაში, ვერაფერს დადებდი, მას რომ არ გამოეცნო, საიდან იცოდა ამდენი, სად მოასწრო ამდენის ნახვა ამ 22 წლის ბიჭმა?
გიორგი ბაგრატიონის, კახას და კიდევ 1-2 ფორუმელის მსგავსად, მაგანაც ყველაფერი იცოდა. სასიამოვნოდ მაკვირვებდა და მაგის პოსტებს მუდამ ინტერესით ვკითხულობდი. იმედია, ღმერთი დაიფარავს ამ განსაცდელის ჟამს.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გიო-გიორგის შესახებ

Post by ლეონტი » 23 მაი 2008, 21:54

ეხლა ქუჩიდან მუხრუჭის და დარტყმის ხმა გავიგე, გადავიხედე საბედნიეროდ ადამიანს არ დაეჯახა.
საერთოდა რა ხდება ჩვენ თავს, ღმერთი რატო გვიწყრება, თუ ყველგან ეგრეა?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გიო-გიორგის შესახებ

Post by Mta Mkvarebia » 23 მაი 2008, 21:59

navigator
ახლა გამახსენდა რომ შენ ფსალმუნთა ჯგუფში აღარა ხარ. მაშინ როგორ არ შეიძლება, თუ გინდა ერთად, თუ გინდა ცალცალკე რამდენჯერაც მოახერხებ იმდენჯერ მოიხსენიე ლოცვებში. უბრალოდ რადგან საერთო შეთანხმება არ ყოფილა ფსალმუნების კითხვისას ერთად მოხსენიებაზე და რადგანაც მხოლოდ თამოს მოსახსენებლად დავიწყეთ ეს წრე, 27-მდე ალბათ ჯობია ისევ ცალკე მოვიხსენიოთ ფსალმუნებში თამარი და 27-ის მერე, როცა ხელახლა დავიწყებთ კითხვას უკვე ერთად.
დღეს მე წავიკითხე მის სახელზე 20-ვე კანონი. მერე ჩემს მოძღვარს ვესაუბრე, ტაძარში უკვე იციან (შეგახსენებთ ჩვენი მრევლია), კურთხევაც იქნება მიცემული და ხვალიდან ალბათ უკვე ისინიც მოიხსენიებენ. ასე რომ მანამდე ვიღაც აუცილებლად მოიხსენიებს და 27-ში კი ჩვენ გავაგრძელებთ.

ხოლო ისე სნეულთა ლოცვების წაკითხვას რაც შეეხება, როცა კი მოახერხებთ ორივე მოიხსენიეთ, გთხოვთ.
Last edited by Mta Mkvarebia on 26 მაი 2008, 18:08, edited 1 time in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
გიო-გიორგის შესახებ

Post by tiko_r » 23 მაი 2008, 22:07

დღეს ვიყავით რესპუბლიკურში
შატილის მშობლები ვნახეთ

და ძველ რეანიმაციაშიც შევედით (უკანა შEსასვლელიდან)
გიოს დედა ვნახეთ და გვითხრა რომ ის 3.5 ბალიანი კომით მიიყვანეს და მას მერე 7-ზე ავიდა (ანუ უკეთესობა შეინიშნება)


მეტი არაფერი უთქვამს... გარდა იმისა რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნებაო

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გიო-გიორგის შესახებ

Post by GOGONA » 23 მაი 2008, 22:08

:cry: :cry: :cry: :cry: :cry:
Who is John Galt?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გიო-გიორგის შესახებ

Post by ნინი_85 » 24 მაი 2008, 08:51

წუხელ გავიგე ეს ამბავი, მერე თბილისის ფორუმზე თემა წავიკითხე და
ცუდადა გავხდი... ეს რა ხდება ჩვენს თავს :cry:

პირადად არ ვიცნობდი თათიას, თუმცა ფორუმზე გვისაუბრია, ძალიან საყვარელი და ხალისიანი გოგო იყო :cry: პატარა ლუკა დარჩა ობლად :cry:

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას, უფალმა გააძლიეროთ.



გიორგის ჩემს პირად ლოცვებში და კანონებში ვიხსენიებ. მწამს, რომ უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვებს და დაგვიბრუნებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს: თამარს და გიორგის. ამინ
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გიო-გიორგის შესახებ

Post by Gvalva » 24 მაი 2008, 12:45

იქნებ გავიგოთ გიო-გიორგის სისხლის ჯგუფი და უკვე მოვიძიოთ დონორები, ღმერთმა არ დააჭირვოს და უცებ საჭირო რომ გახდეს, ვიცოდეთ კონკრეტულად ვის ვთხოვოთ

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გიო-გიორგის შესახებ

Post by meore monadire » 24 მაი 2008, 17:01

ღმერთმა დაიფაროს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
გიო-გიორგის შესახებ

Post by mzevinari » 26 მაი 2008, 21:07

რატომ არაფერს წერთ,როგორ არის გიორგი?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გიო-გიორგის შესახებ

Post by Mta Mkvarebia » 26 მაი 2008, 22:24

mzevinari

ისევ ისეაო. ცოტა გაუმჯობესება კი არისო მაგრამ გადაჭრით მაინც ვერაფერს ამბობენ ჯერჯერობით :(
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გიო-გიორგის შესახებ

Post by anano » 27 მაი 2008, 20:35

გიო დღსაც მოვინახულე,ექიმს ვესაუბრე, პარასკევის მერე რადიკალური ცვლილება არ ყოფილა, ისევ კომაში რჩება, თუმცა როგორც წინა პოსტებშჳ ეწერა 7 ქულიანი კომაა....აქაც ელოდებიან გართულებებს რათქმა უნდა , ისევე როგორც ეს თამუანს შემთხვევაში იყო , რადგანაც გიორგიც თამუნას მსგავსად მძჳმე პაციენტად ითვლება და რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გიო-გიორგის შესახებ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მაი 2008, 08:55

მე არ ვარ ექიმი, არ ვიცი, როგორ ვუმკურნალო უძლურებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ
ვიცი, რომ ჩემი რწმენით, ლოცვით, მათი დახმარება შემიძლია...

ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.

შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
[/quote]
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გიო-გიორგის შესახებ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მაი 2008, 08:57

Gvalva wrote:იქნებ გავიგოთ გიო-გიორგის სისხლის ჯგუფი და უკვე მოვიძიოთ დონორები, ღმერთმა არ დააჭირვოს და უცებ საჭირო რომ გახდეს, ვიცოდეთ კონკრეტულად ვის ვთხოვოთ
კგ აზრია.
ხვალვე გავიგებ და დავწერ.
ეგებ ფინანსური დახმარებაც დასჭირდეს.
შატილიონკას დაზღვევა მაინც აქვს და ტვირთი დიდი ნაწილი აქვს მოხსნილი. გიორგის ამბავი კი ამ მხრივ, ჯერ არ ვიცით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]