Post
by guruli » 21 დეკ 2009, 20:11
ახალი ამბავი გიორგის სესახებ.
ამ საღამოს კომპიტერთან ვმუშაობდი, როცა სკაიპში ვინმე ზურა შემოვიდა. მოგეხსენებათ, მამამისსაც ზურა ჰქვია და სკაიპშიც მყავს, მაგრამ იქაური ნიკით - ურაგან. თუმცა მოგვიანებით სკაიპის ახალი ვერსია დავაყენე, რის გამოც სიაში არა ნიკებით, არამედ ნამდვილი სახელებით მიჩვენებს, ზურა კი იქ არავინ მყავს და ამიტომ ვერ მივხვდი, ვინ იყო... თურმე თვითონ გიორგი ყოფილა და მითხრა კიდეც, გიორგი კალანდაძე ვარო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი იმის მიუხედავად, რომ გვარ-სახელი მეცნობოდა... თან, ეტყობა, მასაც აერია ანკეტა, რადგან აშკარად სხვას სწერდა და ვიფიქრე, ისე შემოვიდა ვიღაც-მეთქი და დაბლოკვასაც კი ვაპირებდი, მაგრამ ცოტა ხანში სკაიპში ანკეტის მონაცემები გადავამოწმე და ”ურაგან” რომ წავიკითხე, მაშინ მივხვდი, ვინც იყო...
მერე მამამისსაც ველაპარაკე და გიორგია კომპთან, წევს და ისე შემოდისო. კარავსაც კითხულობს, მაგრამ პაროლი არ ახსოვსო, ეკლესიაშიც დავდივართ და აქტიურად ლოცულობსო... მამამ გვთხოვა, ამოდით, ნუ დაგვივიწყებთო. ვიფიქროთ ამ თემაზე... მიხარია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას.