"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by guruli » 10 დეკ 2007, 15:28

ამ დილით "ყველაზე ჭკვიანში" ჩვენი კარაველი იყო - ლუკა ხიმშიაშვილი, იგივე ლუკა-95. მართალია, ფინალში ანუ საბოლოო სამეულში ვერ გავიდა, მაგრამ მაინც ყოჩაღ ლუკა!!! ჭკვიანი ბიჭი რომ ხარ, შენს პოსტებსაც ეტყობა (ამ ბოლოს რომ აღარ ჩნდება კარავზე) და პირადი შეხვედრების დროსაც დავრწმუნებულვარ. ასევე დარწმუნებული ვიყავი, რომ დაშიფრულ სიტყვასაც პირველი გახსნიდი და სპორტს აირჩევდი. ნეტა გენახა, როგორ ვნერვიულობდი, როგორ გქომაგობდი და როგორ ვნატრობდი, საიდანმე მეკარნახა ფედერერზე, ზვიადაურზე... :lol: :lol:
ლუკა მეორე ტურიდან და ისიც დამატებითი კითხვის შემდეგ გამოვარდა - მეტოქემ, უბრალოდ, სისწრაფით აჯობა. სამაგიეროდ, დაშიფრული სიტყვა - "მხატვრის ატრიბუტი"- ყველაზე ადრე გახსნა. შესაბამისად, თამაშსაც ის იწყებდა. თავიდან, წარდგენისას ლუკამ კარავსაც გაგვიწია რეკლამა. მას ანკეტაში ჰობებში მოგზაურობაც ეწერა და ხოშტარია ამით დაინტერესდა, სად გიმოგზაურია და ვისთან ერთად დადიხარო. ლუკამ, არის ასეთი საიტი - კარავი, სადაც გასვლები იგეგმება, რომელშიც მერე ოჯახით ვმონაწილეობთო. თქვა, რომ ძირითადად ქართლში უმოგზაურია, ყოფილა კახეთში, მესხეთში, უცხოეთში კი - თურქეთში. ხოშტარიამ მეორე გატაცებაზე - ფოტოგრაფიაზეც ჰკითხა და იმ კონკურსითაც დაინტერესდა, სადაც ლუკას ფოტო ჟიურის სიმპათია გახდა.
ძალიან გამიხარდა, როცა ეკრანზე ნაცნობი სახეები - ლუკა და დედამისი, ქალბატონი ელისო, კარავის არარეგისტრირებული წევრი დავინახე. კიდევ ბევრჯერ გამეხაროს თქვენი დანახვით და არა მარტო დანახვით - შეხვედრითაც მეც და სხვა კარაველებსაც, კარგო ადამიანებო. ლუკას წარმატებებს ვუსურვებ, რომლებიც, მჯერა, ცხოვრებაში კიდევ არაერთი ელოდება.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by gobe » 10 დეკ 2007, 15:34

გუშინ მგონი დღევანდელის გამეორება იყო.

ლუკა, ისე კი, მეც მანერვიულე გუშინ :wink:
მაინც მაგარი ხარ. გუშინ თუ ვერა, ხვალ მოიგებ.
აბა შენ იცი.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by Naia » 10 დეკ 2007, 15:35

guruli
რა სამწუხაროა, რომ ფინალში ვერ გავიდა :( ლუკა ხადას ხეობაში ლაშქრობის დროს გავიცანი. ძალიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ბავშვის შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ კიდევ გავიგებთ მისი წარმატებების შესახებ :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by guruli » 10 დეკ 2007, 15:55

gobe
გუშინ მგონი დღევანდელის გამეორება იყო.
ჰო, გამეორება იყო, მაგრამ მე როცა ვნახე, მაშინ დავწერე.
Naia
რა სამწუხაროა, რომ ფინალში ვერ გავიდა
ეგ არაფერი - ცხოვრებაში შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემა და მაშინ დაამტკიცებს თავისას.
ძალიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ბავშვის შთაბეჭდილება დატოვა.
არა მარტო დატოვა, მართლაც ეგეთია. :D მაგ ბიჭში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ასაკთან შედარებით, ბევრად სერიოზულია - დადინჯებულ-დაღვინებული და დიდი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by Gvalva » 10 დეკ 2007, 16:32

ლუკა, გვიან შემოგიერთდი და ისიც არ ვიცოდი თუ გამეორება ქონდა მაგ გადაცემას!! :(

რა ფრაგმენტიც მე ვნახე, რთულებს პასუხობდა და ადვილებზე შემდეგიო თქვა 2ჯერ. აბა Astro და Nomo რა გამოვა ერთად მაგას რა გამოცნობა უნდა მარა სტრესის მომენტი იყო!

ლუკა კიდევ ბევრჯერ გვაამაყებ ვიცი და ეს მომენტები რომ არ გაგმოგვრჩეს გაგვაგებინე ხოლმე :)

წარმატებები!! მიხარია რომ შენი მეგობარი ვარ! :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by lama » 10 დეკ 2007, 18:11

ლუკა ყოჩაღ გუშინ გნახე და ძალიან გგულშემატკივრობდი

გაიხარე

აბა მომავალი წარმატებები კიდევ წინ გელის :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
luka95
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 27 დეკ 2005, 19:02
Location: Tbilisi
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by luka95 » 11 დეკ 2007, 15:24

დიდი მადლობა მათ ვინც მე მხარს მიჭერდა და ნერვიულობდა :D :D
mogzauroba mogzauroba da mogzauroba.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by Archil » 11 დეკ 2007, 15:40

luka95

აი კაცი :)

გილოცავ, გაიხარე :)

წარმატებებს გისურვებ !!! :)

P.S. ისე, დღეს მამაშენსაც მოვკარი თვალი ტელევიზორში
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by guruli » 12 დეკ 2007, 14:25

luka95 - გაიხარე, ლუკა. ყოჩაღი კარაველი გვყავხარ. ფინალზე არ იდარდო - ცხოვრება წინაა და მჯერა, კიდევ ბევრი წარმატება გელოდება.
Archil
ისე, დღეს მამაშენსაც მოვკარი თვალი ტელევიზორში
ვაი - ეგ არ მინახავს! :P

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"ყველაზე ჭკვიანი" კარაველი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 05:50

luka95

ვა, ლუკა, მეც გნახე ტვ-ში.
ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ.
წარმატებები მისურვებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]