Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ოქტ 2008, 01:43
დღეს საავადმყოფოში ვიყავით
ერი-ერი თიკო ერი,
ლინდა,
ლომი,
ნაია,
მთაშენკა,
ნუსა,
TuTa
ნამცეცა
მე.
ვიმედოვნებ, სხვა არავინ გამომრჩა.
თიკო და მე შატილიონკას ვესაუბრებოდით.
უნდა გითხრათ, როდესაც ახალი წლის ამბებს და სხვა სიგიჟეებს ვახსენებდი, მარჯვენა თვალს სანახევროდ ხსნიდა.
როდესაც კარაველთა სახელებს ვეუბნებოდი (გვალვა, ნინუკალა, მაო, Toma, კორტი, ლ(ი)ამა, ნაია,
მთაშენკა, TuTa, უმა, ზვიოსული და ა.შ), ნიკაპის მოძრაობით რეაგირებდა. უფრო მეტიც, რაღაც დეტალების
გახსენებისას მისი დახუჭული თვალებიდან სისველე გადმოდიოდა. ექიმი (ან ექთანი იყო) მეუბნებოდა,
ასე რექციები რომ აქვს, ე.ი გადარჩებაო.
ამ ამბის შემხედვარე ''იავნანამ რა ჰქმა'' გამახსენდა.
გახსოვთ, ჰო, 2 წლის ასაკში ლეკების გატაცებულ ქეთოს დიდობაში ''იავნანას'' ჰანგები გაახსენდა.
სულ უფრო ვრწმუნდები, რომ დღეში 1 რომელიმე ჩვენთაგანი რომ მივიდეს ავადმყოფ თამუნასთან და ესაუბროს,
ის აუცილებლად გაახელს თვალს.
ისე კი, როდესაც ხმამაღლა შევძახებდი, ''შატილი, გაახილე თვალი, ის მორჩილად ახელდა (რა თქმა უნდა,
პრობლემის გამო, სანახევროდ, მაგრამ ყველა შეძახილზე ირეაგირა).
ხალხ, ესეაბრეთ მას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები