ივლისი!!
ახლა.. აქ რომ ვზივარ და ვერსად გავდივარ.. ეს შაბათი-კვირა რომ თბილისმა და აქაურმა პრობლემებმა მიმიწება უშნოდ.. ვიხსენებ, რომ ივლისი მთაში ვარსკვლავების იუბილეა.. ჩემი ბავშვობის იუბილეა.. ხაფხულში მთაში ანთებული "კუტარელებით" კუდიან ვარსკვლავებს რომ დავდევდი, იმ ლამაზი საღამოების იუბილეა.. ჩემს ერთ შეყვარებულს და მთელს მსოფლიოში ერთ ყველაზე საოცარ გოგოს, მის დაბადების დღეზე რომ დავშორდი, იმის იუბილეა.. მდინარეზე დგომისა და დილით ადრე ადგომის იუბილეა.. ჩემს დაჩაზე, ნაკვეთში ადრეულ ივლისში გოგრა ბალი რომ მოვიდოდა და მთელი სასტავი - ოჯახი, მეგობრები და სანათესაო რომ მივდიოდით მის დასაკრეფად, მისი იუბილეა.. ჩემი ყველაზე ძმასავით ძვირფასი ადამიანის იუბილეა, სწორედ მისი, ორიოდე კვირის წინ რომ შევუარე სასაფლაოზე.. ახლა რომ პრივატიზებას ემორჩილება და გადასახადი რომ უნდა დაუწესდეს სასაფლაოზე, იმის იუბილე.. და 7 ივლისს რომ მისი, ჩემი დეიდაშვილისა და დედაჩემის დაბადების დღეს რომ ვდღესასწაულებდით და მაშინ ყველა ბოლომდე ბედნიერი რომ ვიყავით, იმის იუბილეა.. ბევრი იუბილეა ივლისში.. ჩემმა ბოლოს წინა შეყვარებულმა, აწ უკვე ექსსაცოლემ დაბადების დღეზე რომ სიურპრიზები მომიწყო და მერე რომ გავიფიქრე, მთელი სამყარო მე მეჩუქა და აწი ჩემზე მდიდარი კაცობრიობის ისტორიაში კაცი არ არის თქო.. მაგის იუბილეცაა.. ჩითახევში რომ ვიყავით ოთხი წლის წინ ივლისში სასტავი უკარვოდ და ბევრი არყით.. ამ ამბის იუბილეცაა ივლისში.. არაყს რომ ვყიდულობდით ბიჭები, გოგოებმა თავი გაიგიჟეს, ბევრი არ გინდათო და მერე, მოგვიანებით, ღამით შეციებული გოგონები პირიდან გვაცლიდნენ არყის ბოთლებს, თან გვტუქსავდნენ, ასე ცოტა არაყი რამ გაყიდვინათო.. ღამით სინდიოფალა შემთხვევით სიბნელეში წამოცოცებულ ხეს გამოედო თუ რაღაც და კინაღამ მოგვიკვდა და მერე მგონი კიდეც აღესრულა.. ჰო მისი იუბილე კი არა და ახლა ხსოვნის საღამო გამომივიდა და ეგეც ივლისის ამბავია... ივლისი მაგარი თვეა.. ბევრ ამბავს ინახავს და იუბილედ ჰყოფს.. და მით უმეტეს მოსაგონსა და გასაღიმებელს , რპგპრ ახლა მე.. ივლისი ჩემი მოგონებების იუბილეა... თუმცა.. ამ გამხატვრულებამ მგონი ცოტა გადამაჭარბებინა, ამ უკანასკნელის მხრივ.. საბედნიეროდ თორმეტივე თვე იუბილეა ჩემთვის მრავალი საინტერესო ამბისა...
ჰო.. მეყოფა.. დღეს ზედმეტად ცუდად ვსარგებლობ იმით, რომ ფორუმზე მარტო ვარ და მთელი კარავი გადანაწილებულია ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში... მომავალ წელს, ალბათ, ამასაც იუბილეს გადავუხდი...