წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 20 ივნ 2010, 15:03

Makena
თანხა უკვე შეგროვდა :wink:

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Katy » 22 ივლ 2010, 13:50

qvevri

ხატის სურათს ხომ ვერ დადებდი? ჯერ არ იქნება დამთავრებული ალბათ ხო?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 22 ივლ 2010, 14:29

Katy
ხატი დასრულებულია და სავარაუდოთ დღეს წამოვიღებ. სურათსაც დავდებ დღეს ან ხვალ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 22 ივლ 2010, 21:11

დღეს საღამოს ხატი მოვიტანე სახლში, რომელიც გარკვეული დრო ჩემთანვე დარჩება. ხატი ჯერ ნაკურთხი არაა და სადაც მივიტანთ იქვე ვაკურთხებინოთ. ცოტა დავლაგდეთ და მერე ერთად გადავწყვიტოთ ხატის სამუდამო ადგილსამყოფელი. ერთს კი ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი ხატია და კარგადაა შესრულებული.
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 22 ივლ 2010, 21:19

ესეც სკანირებული ვერსია
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 22 ივლ 2010, 21:44

ნელ ნელა ჩამოვყალიბდეთ რამოდენიმე ტაძარზე და როდესაც ორ-სამ ტაძარს შევარჩევთ მერე გადავწყვიტოთ კონკრეტულად რომელ ტაძარს შევწიროთ ხატი. გოგამ თქვა ერთ ადგილას, რომ საზღვრისპირა ტაძარი შევარჩიოთო. კარგი აზრია.
იქნებ რომელიმე ჩვენთაგანმა იცოდეს რაიმე განსაკუთრებული რამ, რაც ჩვენი ვარვარას ბოლოდროინდელ პერიოდს უკავშირდება, რომელი გარემოებაც შესაძლოა ხატის ამა თუ იმ ტაძარში წაბრძანების საბაბი გახდეს? რას ფიქრობთ? რომელი ტაძარ-მონასტერი ამოვირჩიოთ?
მოდით ჩემს წერილებს ნუღარ დაელოდებით და თქვენ თვითონ მომწერეთ თქვენი შერჩეული ტაძარ-მონასტრები, სადაც შემდეგ ხატს წავაბრძანებთ. მომწერეთ იმათაც, რომლებმაც ხატის დასაწერი თანხის შეგროვებაში მონაწილეობა ვერ მიიღეთ მიზეზთა გამო. მოდით ამოირჩიეთ თითომ ორი ადგილი და თქვენი ვერსიები გამომიგზავნეთ PM-ის საშუალებით. დე "კენჭისყრა" გაგრძელდეს თუნდაც ერთი თვე, ამჟამად კარველების დიდი ნაწილი მაინც გასულია ზოგი ქალაქგარეთ და სხვ. მოკლედ ველი თქვენს გამოხმაურებას და სასურველია თუ საბოლოოდ ერთდღიანი და შედარებით მოკლე მანძილი შეირჩევა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრმა მივიღოთ მონაწილეობა ამ გასვლაში. ისე არც თბილისისა ან მცხეთის რომელიმე ტაძარი იქნება ურიგო. მოკლედ გელით.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 23 ივლ 2010, 12:25

ისე შატილში მშენებარე ეკლესიაა და ხატი ბარემ იქ ხომ არ წაგვეღო?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Naia » 24 ივლ 2010, 11:09

qvevri wrote:ისე შატილში მშენებარე ეკლესიაა და ხატი ბარემ იქ ხომ არ წაგვეღო?
კარგი აზრია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by qvevri » 24 ივლ 2010, 11:11

Naia
იქნებ შენ იცოდე იქაური ტაძრის მდგომაროება? დასრულდა თუ ისევ მიმდინაროებს მშენებლობა?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Naia » 24 ივლ 2010, 11:57

qvevri wrote:Naia
იქნებ შენ იცოდე იქაური ტაძრის მდგომაროება? დასრულდა თუ ისევ მიმდინაროებს მშენებლობა?
არ ვიცი, გიო :(

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Nini_A » 24 ივლ 2010, 12:03

qvevri
გიო შატილის ტაძრის ჯერ მხოლოდ საძირკველია :roll:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Mariam » 24 ივლ 2010, 12:26

qvevri wrote:ისე შატილში მშენებარე ეკლესიაა და ხატი ბარემ იქ ხომ არ წაგვეღო?
მგონი აჯობებს, შატილის ტაძრისთვის სხვა ხატი დაიწეროს თეონას და მისი შვილების სახელზე. ეს ხატი კი სხვა ტაძარს შევწიროთ.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by ლეონტი » 26 ივლ 2010, 09:29

წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი

თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კმ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე, შეფენილია ნასოფლარი, დღეს კი სააგარაკო დასახლება წყლულეთი, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია დიდგორის ომთან. სააგარაკო ნაკვეთებს შორის შემორჩენილია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც აგებულია წმინდად გათლილი ქვიშაქვის კვადარებით და შემკულია ყველა ორნამენტით. ტაძარი სტილისტურად და მხატვრულად განეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს.


ეს ეკლესია აღადგიმეს ენთუზიასტებმა და ამ კვირას 2 საათზე იქნება ტაძრის გახსნა, ჩადის მეუფე ანანია ჯაფარიძე.

Image
Last edited by ლეონტი on 26 ივლ 2010, 09:55, edited 1 time in total.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by t.d » 26 ივლ 2010, 09:31

Mariam
გეთანხმები მარიამ.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
წმინდა ბარბარეს ხატი ჩვენი ვარვარას სახელზე.

Post by Mrs. Robinson » 26 ივლ 2010, 22:29

Mariam wrote:მგონი აჯობებს, შატილის ტაძრისთვის სხვა ხატი დაიწეროს თეონას და მისი შვილების სახელზე. ეს ხატი კი სხვა ტაძარს შევწიროთ.
+1

სასურველია ხატი იმ ტაძარში წავაბრძანოთ, სადაც თეას ოჯახის წევრებიც შეძლებენ მისვლას, ამიტომ და მხოლოდ ამიტომ არ ვუჭერ მხარს ლარსს.
თეა ამ ორი წლის წინ ბორჯომში ისვენებდა, და მგონი ძალიან მოსწონდა იქაურობა, ამიტომ ვიფიქრე:
ტიმოთესუბანში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უკან შემაღლებაზე მდგარი პატარა დარბაზული ტიპის საყდარი, რომელიც წმ. ბარბარეს სახელზე აუგიათ მეთერთმეტე საუკუნეში.
იქნებ მართლა გამორჩეულად უყვარდა რომელიმე ადგილი. თეას დას რომ ვკითხოთ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]