Page 1 of 4

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 15:01
by Gvalva
ზამთარი მოდის და ვერც მოვიდა... კარავი indoor სპორტის სახეობებზე გადავიდა :)

გიორგი ბაგრატიონმა რომ სნუკერს გვაზიარა, ისეთი კმაყოფილი ვარ, მინდა მის მაგალითს მივბაძო და მეც რამე ვასწავლო კარაველებს...

ბევრი არაფერი ვიცი, და ყველაზე ეგზოტიკურად რაც ვიცი იმათში ბრიჯი შევარჩიე. ასევე პრეფერანსი... ბრიჯს აუცილებლად 4 ადამიანი ჭირდება, პრეფერანსი ჯობია 4-მა ითამაშოს, ისე სამიც თამაშობს ხოლმე...

თუ მსურველები იქნებით დიდი სიამოვნებით გაზიარებთ ამ თამაშების საწყისებს :)

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 21:12
by kopeina
პრეფერანსი დიდი ხანია აღარ მითამაშია. ძალიან კი მიყვარს. პრეფერანსი რომ ვისწავლე სხვას ვერაფერს ვეღარ ვთამაშობდი. ღამეებს ვათენებდით თამაშში. ეხლა სიამოვნებით ვითამაშებდი. თან ბევრი ნიუანსი დავიწყებული მაქვს მაგრამ გავიხსენებდი.......

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 21:51
by ilia
Gvalva
სად გვამაცადინებ? :wink:

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 22:08
by Gvalva
ilia

რა იყო ვერ მივხვდი... :)

დიდი სტეპ-ბაი-სტეპ ტერნინგები მაგას არ უნდა, ორჯერ ვითამაშებთ პრეფერანსს აზრზე მოხვალთ და მერე თქვენ იცით ;)

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 22:22
by Nika
პრეფერანშის მასწავლებელი არა მარა ტესტერი ვიქნები თუ გინდათ.

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 18 დეკ 2006, 23:17
by ilia
Gvalva wrote:ilia

რა იყო ვერ მივხვდი... :)

დიდი სტეპ-ბაი-სტეპ ტერნინგები მაგას არ უნდა, ორჯერ ვითამაშებთ პრეფერანსს აზრზე მოხვალთ და მერე თქვენ იცით ;)
ჰოდა მაგას გეკითხები, სად ვითამაშოთ და როდის?

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 01 იან 2007, 22:43
by kopeina
პრეფერანსს აღარ ვთამაშობთ?

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 01 იან 2007, 23:55
by Gvalva
kopeina

პრეფერანსზე ხმას ვეღარ ვიღებ, ერთი ტურნირი ვითამაშე და ისე ძალიან ბოლო ადგილზე გავედი... ეჰ, აბიდნა... :(

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 01 იან 2007, 23:58
by gobe
ისე მსურველებო, ხომ არის ონ-ლაინ თამაშები და ხომ შეგიძლიათ, რომ შეხვიდეთ, გაწევრიანდეთ, ერთმანეთის ნიკები გაარკვიოთ და შემდგომ კი ქსელში ითამაშოთ :wink:

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:15
by kopeina
Gvalva
ეგ ქსელში თამაშობ და იმიტომ წააგე ......

gobe
პრეფერანსს ცოცხალი შესრულებით ვერასოდეს ვერ შეედრება ქსელური თამაში.

გემრიელად რომ დაანარცხებ კარტს მაგიდაზე და იტყვი "ესეც მეო". გვერდით კათხა ლუდი რომ გიდევს და თან ჩიფსებს აყოლებ....... მაგარი "რასკლადი" რომ დაგიჯდება და სიხარულით რომ შეჰკივლებ...... ან მოწინააღმდებეს "მატარებელს" როცა აჰკიდებ და მის გაოგნებულ თვალებს რომ შესცქერი........
აბა ამას რამე შეედრება?

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:17
by Gvalva
kopeina

ისე აღწერე, თანახმა ვარ!! :)

კიდევ ორი ადამიანი და დავანარცხოთ კარტი!!

არც ლუდი მიყვარს, არც ჩიპსები :(

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:20
by Nika
Gvalva
რა კიდევ ორი ადამიანი? :twisted:
მე ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ.

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:26
by kopeina
Gvalva
თუ ლუდი არ გიყვარს შენთვის ღვინო მოვიმარაგოთ. კარგი საფერავი......

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:27
by ilia
მოდი ხვალ ვითამაშოთ, ანუ დღეს, ანუ 2 იანვარს. დრო და ადგილი თქვენ აარჩიეთ.

პრეფერანსი, ბრიჯი

Posted: 02 იან 2007, 00:28
by kopeina
ისე მეოთხე კაციც კარგი იქნება....
ოთხში სადღეგრძელოსაც იტყოდა კაცი...