სპელეო/დაივინგი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lukrecia
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 18 მაი 2004, 19:32
Location: tbilisi
სპელეო/დაივინგი

Post by lukrecia » 09 აგვ 2004, 14:09

ესე იგი იმ ორ კვირას,რაც მე გავატარე გუშინამდე,ღია ცის ქვეშ აქტივობას ნამდვილად ვერ დაარქმევ.დავარქვათ ღია მიწის ქვეშ აქტივობა.
ვიყავი ჩხოროწყუს თავზე,მიგარიაზე,სპელეო ექსპედიციაში.თან გვახლდნენ ფრანგები,პოლონელები და უკრაინელები.
დავლაშქრე მღვიმეები.უფრო სწორად,ჩავლაშქრე:"ვანო","ზესნახე" და "ხავსიანა".პირველი ორი შედარებით ადვილი იყო,აი ხავსიანაში კი მარტო ჩასასვლელი 60 მეტრიანი ჭაა.ჩახვალ დილას,მერე გააგრძელებ გზას მღვიმეში და საღამოს ზემოთ რომ ამოხვალ,აღმოაჩენ.რომ ეს 60 მეტრი უკან უნდა იცოცო ნავესკებზე.60 მეტრი კიდევ დაახლოებით მინიმუმ 20 სართულიანი სახლია.
მოკლედ ზემოთ რომ ამოვედი თავი უგმირესი გმირი მეგონა.(და ვარ კიდევაც).....მოკლედ სიტყვები უძლურია ამ ყოველივეს აღწერისა,ამიტომ აღარ აღვწერ.თუ რამემ დაგაინტერესათ,მკითხეთ და გეტყვით.
რაც შეეხება მეორე აქტივობას,მას შეიძლება ღია ზღვის ქვეშ აქტივობა დავარქვათ.
ჩვენი მეგობარი სარფში დაივინგის მასწავლებელია.ხოდა არ გავუშვით რა,შანსი ხელიდან აკვალანგებით ზღვის ფსკერს მივაშურეთ.ვერც ამას აღწერს ენა......კლდეები,წყალმცენარეები.კრაბები,თევზები....პირველივე ზახოდზე 17 მეტრზე ჩავყვინთე.
ასეთი იყო მოკლე შინაარსი.თუ რამემ დაგაინტერესათ,მკითხეთ.
ვფიქრობ წარმატებულად გავატარე 2 კვირა.რას იტყვით?
ნამდვილი გმირი ვარ. :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სპელეო/დაივინგი

Post by Gvalva » 23 აგვ 2004, 10:43

Lukrecia!!!

ნამდვილად გმირი ხარ!!!

:idea: მოდით ჯარიმა შემოვიღოთ, თუ ვინმე სადმე "გაიპარება" (ანუ არ იტყვის წასვლის წინ) და მერე ჩამოვა და შურით გაგვავსებს. არადა როგორ შემშურდა!!!

მაგ მღვიმეებზე მსმენოდა, მარა ნასკვებზე აცოცების არანაირი შესაძლებლობა არ გამაჩნია, მით უმეტეს 60 მეტრი რომ ვიცოცო, ასე რომ კიდევ ვიმეორებ, გმირზე უფრო გმირი ხარ!!!

დაივინგით უფრო მოვიხიბლე. უაკვალანგოდ მშვენივრად ვყვინთავ და აღჭურვილობით არ მიცდია. სად არის სარფში ეგ მასწავლებელი და ტარიფები როგორია :) ნაცნობობა არ მოსულა? ;) როდემდე იქნებიან? სექტემბრის დასაწყისში შეილება წავიდე და რამე/ვინმე დამხვდება?


- - - - - -
ეხლა ორგანიზაციული საკითხები (რა უნდა აქ ალფას?!): :)
ამ თემას თავზე გერგეთი აწრია, შენ ახალი თემის გახსნა თუ არ იცი თქვი და ტრენინგებს ჩაგიტარებთ :) ეს "თემის გახლეჩაც" აღარ მემორჩილება. ალბათ სიცხეში არ მუშაობს, კონდიციონერს უნდა დავუწიო ერთი.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
სპელეო/დაივინგი

Post by Wanderer » 30 აგვ 2004, 15:03

lukrecia
ჩვენი მეგობარი სარფში დაივინგის მასწავლებელია
პირველივე ზახოდზე 17 მეტრზე ჩავყვინთე.
მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ქართულ ენაში არსებული ინგლისური და რუსული ბარბარიზმების კეთილხმოვანებით, ჰარმონიულობით და მუსიკალურობით :D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
სპელეო/დაივინგი

Post by Giorgi » 30 აგვ 2004, 15:59

ბარბარიზმზე რა გითხრა , მაგრამ ეს ისე გვაქვს უკვე თავში ჩაბეჭდილი რომ ძალაუნებურად ესე გამოგვდის. რომც არ გინდოდეს , ერთი ორი რუსული ჟარგონი ან რამე ეგეთი გამოგერევა მაინც
В кончиках пальцев -- память, память о лете.

User avatar
Alex-Freediver
ბილიკზე მოარული
Posts: 80
Joined: 20 იან 2006, 11:57
Location: Tbilisi
სპელეო/დაივინგი

Post by Alex-Freediver » 20 იან 2006, 14:35

გუშინ გავიგე ამ ვებ გვერდის არსებობის შესახებ ერთი ადამიანისგან რომელსაც ჩემი გატაცებები გავუზიარე , ძალიან გამეხარდა რომ ასეთი რამ არსებობს ქართულ რეალობაში და იმედი მაქ გაგრძელებაც საინტერესო იქნება . ძალიან კარგი თემაა და რატომღაც 2 წლის განმავლობაში არავინ არ შემოსულა . ორივე თემა რაც აქ არის მოყვანილი ჩემთვის უსაყვარლესია და დიდი იმედი მაქ სხვებსაც შეუყვარდება. ამას დავუწყე ძებნა შემოსვლისთანავე და რო მოვაგენი გამეხარდა! მაგრამ სამწუხაროდ ინტერესი არანაირი არ არის და ეს კი საწყენია ჩემთვის! პირადად მე სიგიჟემდე მიყვარს წყალქვეშ ნადირობა და ამ საქმიანობამ ჩემ ცხოვრებაში ჩემ თვალწინ განიცადა "ევოლუცია" ( გამოცდილებას და გამოყენებული იარაღების განვითარებას ვგულისხმობ) ამაზე თუ დაინტერესდებით კონკრეტულად მოგიყვებით მომავალში! იმის გამო რო არც ასაკი და არც საშუალებები და რაც მთავარია თანამოაზრეების არარსებობა არ მიწყობდა ხელს ხშირად და შორეულ ადგილებში წასასვლელად სულ მიწევდა მარტოს რაღაც რაღაცეების მოგონება. რასაც ვახერხებ არის რომ ზაფხულობით ჩემ სოფელში (სამეგრელოში) მდინარეში ვნადირობ სადაც საუბედუროდ ბრაკონიერები ანადგურებენ თევზს , რაც მირთულებს თევზის პოვნის საშუალებასაც კი! დღეში სადღაც 1-1,5 კილო თევზს ვიჭერ ამ ბოლო დროს . თავის დროზე როცა ვიწყებდი 1-2 პატარა თევზიც დიდი მიღწევა იყო. ხშიარდ ყოფილა გავლურჯებულვარ და ვერაფერი მიპოვია. რამდენჯერმე ვარ სამეგრელოს მთის მდინარეებში კალმახზე ნანადირები და დამიჯერეთ კალმახი წყალქვეშ უდიდესი , უბრალოდ გამაოგნებელი სილამაზეა. ამ ზაფხულს კი სერიოზული გეგმები მაქ და იმედი მაქ არაფერი შემიშლის ხელს მათ განხორციელებაში.
რაც შეეხება სპელეოლოგიას . შარშან ზაფხულში ჯეგეთის მთაზე ( ზუგდიდთან სოფელ ცაიშის ზემოთ სადღაც 7-8 კილომეტრში) გამოუკვლეველ მღვიმეში ჩავედით 3 მეგობარი(ერთ ერთი საკმაოდ გარკვეული იყო ამ საქმეში , ადგილობრივი, ცაიშში მაცხოვრებელი) ! სადღაც 200-250 მეტრის სიღმეზე. ისეთი საოცარი იყო რომ და გადმოცემაც კი ძნელია! იმედი მაქვს კიდე დავბრუნდები და როგორც ვიცი ამ მღვიმის გარდა ისეთი მღვიმეებია იმ მიდამოებში რომელიც ბევრად დიდია და საოცარი! ეხლა სურათი არ მაქ იმ მღვიმის , მომავალში დავაგდებ აუცილებლად. ისე ფირი გაგვიფუჭდა იმ დღეს და სამწუხაროდ რამდენიმე სურათი გადარჩა მხოლოდ.
იმედი მაქ შემომიერთდება მსურველები რომ ზაფხულისთვის ერთი გასვლა მოვაწყოთ ! თუ იქ არა რამე მსგავს ადგილებში.

კეთილი იყოს ჩემი ფეხი კარავში. კიდევ შევხვდებით .
პატივისცემით ლექსო.
.
when u dive u feel completely free.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სპელეო/დაივინგი

Post by Gvalva » 20 იან 2006, 15:04

Alex-Freediver

სალამი,
სიგიჟემდე მიყვარს წყალქვეშ ნადირობა და ამ საქმიანობამ ჩემ ცხოვრებაში ჩემ თვალწინ განიცადა "ევოლუცია" ( გამოცდილებას და გამოყენებული იარაღების განვითარებას ვგულისხმობ) ამაზე თუ დაინტერესდებით კონკრეტულად მოგიყვებით მომავალში!
დაგვაინტერესებს რომელია!!! უამრავი შეკითხვა დამებადა შენი დაწერილის წაკითხვისას. ჯერ ძირითადებს დაგაყრი, ახალი ხარ და ძალიან არ დაგჩაგრავ :) : ნადირობა რით მიმდინარეობს, მახვილით? (გარპუნი ესე ვთარგმნე) და კიდევ, მთის მდინარეებში წყალქვეშ ჩასასვლელ/გასაჩერებელი ადგილები სადაა?

და მთავარი, ნადირობა არ მინდა, დათვალიერებაც საკმარისი იქნება ჩემთვის :)

ისე ეტყობა სამეგრელოში თევზზე ნადირობა ძალიან გავრცელებულია, ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, ლევან ჯანაშიაც, მახსოვს გვიყვებოდა ხოლმე, მარა არა მგონია ის წყალქვეშ ჩასულიყო.

User avatar
Alex-Freediver
ბილიკზე მოარული
Posts: 80
Joined: 20 იან 2006, 11:57
Location: Tbilisi
სპელეო/დაივინგი

Post by Alex-Freediver » 20 იან 2006, 17:17

გამარჯობა გვალვა!
რაც შეეხება იარაღს მაგას ცჰემ შემთხვევაში დიდი ისტორია ა! გარპუნია რეალურად ის რიტიც ეხლა ვნადირობ! ცოტა გადაკეთებული! მანამდე პატარაობაში დავიწყე სრულიად მარტივი გამოგონებით , ცარმოიდგინე ცვრილი ფოლატის ისარი (კატანკა) რომელსაც ერთი ბოლო ისრის ტავივიტააქ გალესისი მეორეზე კი ჟგუტი აქ მობმული (წრეწირის ფორმის) ამ ჟგუტის გამოჭიმავდი და ხელით ამაგრებდი ისარს ! როცა უშვებდი ბუნებრივია ისარი გავარდებოდა სულ რაღაც 40-50 სანტიმეტრზე რც საკმარისი იყო! მერე ეს არბოლეტის პრინციპზე გადავაკეთე ცოტა რო წამოვიზარდე ოღონდ ჩახმახი სულ ცუდად გამომდიოდა და ბოლოს ორი ჭლის წინ მოვიგონე ისრის და ჩახმახის სხვანაირი სისტემა რომელიც გამოდგა სანდო! და აირწინაღის(პროტივოგაზის) რეზინი შევიდზინე მშრალ ხიდზე და მას მერე ნადირობაც წარმატებულად მიდიოდა! შარშან კი ნაღდი გარპუნი დავითრიე პნევმატიური , მაგრამ ძალიან მსხვილი ტავი აქ, დიდია , და ძალიან ძლიერი დარტყმა აქ , ერთი რაც მოვუხერხე "ტოკარს" გავაჩარხინე სამკაპა (ხრახნზე აქ ტავი ) ხრახნით და შესაბამისად 3 წვრილი ისარი აქ ამჟამადდა უფრო მოსახერხებელია! ეს იარაღს რაც შეეხება!
წყალქვეშ გაჩერება ძირითადად ჩანჩქერების ქვესჰ შეიძლება და კიდე თევზი წელამდე წყალში იჭირება (იქ უფრო ზის როგორც წესი) ასე რომ ქვები გაძლევენ გაჩერების საშუალებას! ანაც კანიონებში სადაც არც ისე დიდი დინებაა ( ერტ ერთი ეგეთი კანიონის სურათები დავყარე საქარტველოს ულამაზეს ადგილებზე)
თუ კიდე რამე გაინტერესებს მკითხე რაც გინდა! აქ კი ვარ ახალი მაგრამ ეგეთ რაღაცეებში დიიიიდი ხანია ჩაბმული ვარ! სარფშიც მიყვინთავია და ქობულესიც მაგრამ მაშინ არ მქონდა კაი არჭურვილობა! ეხლა უკვე ნელ ნელა განვავითარებ მაგ საქმეს! ზღვაში ნადირობის მუღამი მაქ და ვნახოთ რა გამოა ამ ზაფხულს! სამსახურს შაბათ კვირას თუ დავუდზვერი და სულ მეცოტავება ხოლმე 2 დღე! ველოდები პასუხებს! ;)
აი შეპირებული მღვიმის სურათიც
when u dive u feel completely free.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]