საახალწლო საქველმოქმედო აქცია მარნეულში 2015

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderator: ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 293
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
საახალწლო საქველმოქმედო აქცია მარნეულში 2015

Post by aragvispireli » 22 დეკ 2015, 13:52

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ თემის გვიან გახსნისთვის.

2015 წლის აქციაში მონაწილება მიიღო 84 ადამინმა, მონაწილეთა სია გთხოვთ იხილოთ ქვედა შეტყობინებაში.

შემოწირულობის სახით შეგროვდა 3512 ლარი

საერთო ჯამში დარიგდა 21 დასახელება პროდუქტი.

ეხლა რაც შეეხება აქციას, ბევრი ჩვენთაგანისთვის ამ აქციისთვის მზადება დაიწყო ფაქტიურად წინა აქციის დამთავრებისთანავე, სასიამოვნოა ის ფაქტი რომ ყოველ წელს გვემატება ახალი თანამონაწილეები, რაც კიდევ გვიზრდის მოტივაციას, წელს შემოგვიერთდნენ უცხოელი მეგობრებიც არა მხოლოდ ფინანსურად, ხორვატი გოგონა კარმენი აქტიურად გვეხმარებოდა ნივთების გადანაწილებაში :) რისთვისაც მინდა მადლობა მოვუხადო.
19,12,2015 უცვლელი გუნდი შევიკრიბეთ შაბათს საყიდლების შესაძენად მე, კობერა , GAMARJOBA SAQARTVELO, ანანოს მეუღლე BUKA, Tutmanji da Int3lig3nt -ი და უკვე ჩემი მეუღლეც მამუკა მარგიანი.

ტრადიციულად შევიკრიბეთ დაისი + ში ეს არის კომპანია რომელიც უკვე რამოდენიმე წელია საკმაო ფასდაკლებით გვაძლევს ჰიგიენურ საშუალებებს გარდა ამისა გვამარაგებს პარკებით, რომლის გარეშეც უკვე ძნელი წარმოსადგენია მანდარინის და კანფეტის დაფასოება :)
პროდუქციის შეძენა 17:00-ზე უკვე დამთავრებული გვქონდა.

და აი გათენდა ის დღე რომელიც მთელი წლის განმავლობაში პოზიტიურად დამუხტულებს გვტოვებს, თბილი მზიანი გზა მიგვიძღოდა წინ იმ ბედნიერი თვალების სანახავად რომელიც გვხვდება ხოლმე, გახარებული ბავშვები, საქმიანი ფუსფუსი, შეგრძნება იმის რომ ჩვენ ისინი გვახსოვს და ჩვენ მათ ვჭირდებით! მუხტი რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვაძლიერებს!

გამოცდილება მაინც თავისას შვრება :
გამარჯობა საქართველო საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა, რათქმა უნდა არ დავიწყებია ქართულ ენაზე ზრუნვა და ტრადიციულად აუხსნა მოსახლეობა თუ რა არის სათლი ვარცლი სარჭი და სხვა მრავალი ქართული სიტყვები :)

წელს აქციას დაუბრუნდა მისი ერთ -ერთი მთავარი მონაწილე ანანო ექიმი :) რომლის გარეშე მართლა წარმოუდგენელია ეს აქცია :*

წელსაც რეკორდულად მალე დავამთავრეთ აქცია დღის 2 საათზე უკვე თბილისისკენ გამოვუდექით გზას დადებითი ენერგიით დატვირთულები.

მარნეულის გარდა დავეხმარეთ 1 ოჯახს რომელიც ცხოვრობს აეროპორტის დასახლებაში 6 შვილთან ერად უკიდურეს სიღატაკეში სამწუხაროდ:(.

და ბოლოს ჩვენი საჩუქრების ჩამონათვალი

1. სათლი
2.ვარცლი
3.სარჭი
4.ამოსახაპი
5.აქანდაზი
6.საწური
7.ელ ყავის მადუღარა
8. კონტეინერების ნაკრები (3 ნაჭრიანი)

9. ტანსაცმლი სარეცხი საშუალება
10. საპონი ხელის
11-12. სარეცხი საპონი
13. ჭურჭლის ჟელე
14. სახეხი რკინის (ჭურჭლის)
15. ჭურჭლის ღრუბელი

16. კანფეტი
17. მანდარინი
18. შესქელებული რძე
19. ყავა
20. ლიმონათი
21 ჩაი
Last edited by aragvispireli on 22 დეკ 2015, 14:02, edited 1 time in total.

User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 293
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
საახალწლო საქველმოქმედო აქცია მარნეულში 2015

Post by aragvispireli » 22 დეკ 2015, 13:54

შემომწირველთა სია :

შემომწირველთა სია, რომლებმაც დევნილთა დასახმარებლად
პირადად თანხა და ტანსაცმელი, გაიღეს, ასე გამოიყურება:

1. გიორგი ავსანჯანიშვილი
2. გიორგი ჩხაიძე
3. ია ნაკაშიძე
4. Avtokh
5. გიორგი თოთოსაშვილი
6. გიორგი თოთოსაშვილის + ნინო ნაზღაიძე
7. კობერა
8. Falcon
9. ვახო ფანჯიკიძე
10. Gvalda
11. Mtamkvarebia
12. Wandereri
13. ქეთი რუსიტაშვილი
14. Lilika
15. იაგო ნასიძე ...
16. ალბერტ კირაკოსიანი
17. Tamusia
18. თამუნა გავაშელიშვილი
19. ნათია ბაზღაძე
20. ლიკა ტოგონიძე
21. მარიამ ჩხობაძე
22. გვანცა სონღულაშვილი
23. მარიამ დავითაია
24. Tamuna_gudarexi
25. Ninia
26. Okulone
27. Naia
28. Toma
29. MIRANDA
30. იეტი ვარდანაული
31. გიორგი ოქრიაშვილი
32. ვაჟა მესხი
33. თამარ ნადიბაიძე.
34. მურმან ვაშაძე
35. ლედი იმესაშვილი
36-37. გიორგი მეზვრიშვილი და მისი დისშვილი ანი ჭინჭარაული
38. ჯილდა ამყოლაძე
39. თამუნა ნოზაძე
40. ლუი ნიკორაძე
41. ნანა ჩუბინიძე
42-47. გოგა ლებანიძის +ები
ანუკი ჩხეიძე
გიორგი ქურდაძე
მაია მელანაშვილი
მაკა კაციტაძე
ული კიდერმანი
ერიკ მისი
48. აბო მირზოევი
49-52. გოგა ლებანიძის +ები:
ჰანს-ულრიხ ტროსიენი
მარიამ ურდია
არჩილ ავალიშვილი
კარმენ გრლიკა
53. ოთო ბადაგაძე
54-60. ananoს +ები: ნინი კანდელაკი
ქეთი ბოლქვაძე
მარიკა გელეიშვილი
ნატალია კიკნაძე
ნინო ხელაძე
ანა ვაჩეიშვილი
რენატა მგალობლიშვილი
61-62. anano და ბუკა
63. Zura N
64. ლიკუნა კოტეტიშვილი
65. Teo-
66. NINUCA
67-68. მოდერი ილია და მისი მეუღლე მაია გოგავა
69. ქეთუნა4
70-71. თათია აბესაძე და მისი მეუღლე
72-73. ვანო ნაზღაიძე და ცირა ვახანია
74-77.Ananoს +ები: მაკა კობახიძე
ფიქრია გოგიშვილი
ინოლა ქავთარაძე
78-82. Niniaს +ები: ხატია ქრისტესიაშვილი
თამარ გინტური
დიანა ჯოგლიძე
ნუკა მემანიშვილი
ნანუკა ყენია
83. Tutmaji
84. ხათუნა მიშველიძე





ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]