GPS ორიენტირება(სამოყვარულო) 25-26 აპრილს, Off-Road Competi

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
killerbike
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 22 დეკ 2009, 20:33
Location: tbilisi
Contact:
GPS ორიენტირება(სამოყვარულო) 25-26 აპრილს, Off-Road Competi

Post by killerbike » 18 აპრ 2015, 03:14

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამაწლის 25-26 აპრილს, საქართველოს ოფროუდის ფედერაციის და 4wd მაღაზიის ორგანიზებით გაიმართება სამოყვარულო(არაპროფესიონალური) შეჯიბრი GPS ორიენტირებაში, სადაც მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს ვისაც ყავს 4x4 ავტომობილი.

შეჯიბრი გათვლილია სტანდარტ და ფოტომოდელ ავტომობილებზე შესაბამისად მინიმალური იქნება მანქანების დაზიანების რისკები...
ეკიპაჟის სარეგისტრაციო შესატანი შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს off-road კლუბის წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა!!!

რეგისტრაცია დატექნიკური კომისია ჩატარდება 25 აპრილს 4wd მაღაზიაში

მონაწილე ავტომობილები განაწილდებიან 2 ჩათვლით კატეგორიაში, ტურიზმი და გრანდ ტურიზმი

იხილეთ ქვემოთ მოცემული ტქენიკური მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით.

“ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის და სხვა) გამოცვლა, ან მათი სამაგრი წერტილების გადატანა, აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ყველა სახის ტალახის(MT) საბურავები, ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
აკრძალულია არკების გამოჭრა

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.

ჯალამბარი:
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

“გრანდ ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მცირე გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით.
დასაშვებია ამორტიზატორების სამაგრი წერტილების გადატანა. დასაშვებია დაკიდების ბერკეტების და სხვა ელემენტების სამაგრი წერტილების გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტალახის აგრესიული სპეც საბურავის გამოყენება(simex extrem tracker, insa turbo special track, super swamper bogger და სხვა მსგავსი ტიპის საბურავები), ტრაქტორის საბურავები და ტალახისთვის განკუთვნილი საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.
დასაშვებია მაქსიმუმ სტანდარტული ტალახის (MT) საბურავის გამოყენება.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.

ჯალამბარი:
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.

ნ-------------------------------------------------------------------------
პ.ს. ორივე კატეგორიაში თუ ავტომობილზე დამონტაჟებულია ჯალამბარი ორგანიზატორები მოვახდენთ ამ ჯალამბარის დალუქვას ისეთნაირად, რომ შეჯიბრის მიმდინარეობისას ვერ მოხერხდეს მისი გამოყენება ლუქის დაუზიანებლად.ლუქის დაზიანება გამოიწვევს მონაწილის შედეგის არჩათვლას...


შესაძლებელია დაემატოს ცალკე კატეგორია დელიკებისთვის და ფორესტერებისთვის თუ ამ ავტომობილებით შეჯიბრზე გამომსვლელთა საჭირო რაოდენობა შეიკრიბება.

შეჯიბრის ოფიციალური რეგლამენტი დაიდება ოდნავ მოგვიანებით.

https://www.facebook.com/events/1431965270447900/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]