Page 3 of 3

საახალწლო აქცია (საგურამო/წეროვანში)დევნილებისათვის 22.12.13

Posted: 29 დეკ 2013, 18:46
by Ketevan Guliashvili
აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ღონისძიების სულის ჩამდგმელს GAMARJOBA SAQARTVELO-ს. ყოჩაღ გოგა!

აქციის მომზადებისას მრავალი სირთულე იყო. დევნილთა სამინისტროში ტრანსპორტის გამოყოფის თხოვნაზე პასუხი იგვიანებდა, სამარშრუტო თავადაც სჭირდებოდათ და დადებითი პასუხი მხოლოდ 19ში მოვიდა.

ყველაზე დიდი სირთულე კარავის დღევანდელი მდგომარეობით რაიმეს, მით უფრო ასეთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვა იყო, ამას დიდი გამბედაობა უნდოდა.

საბოლოოდ არაჩვეულებრივი და ყველა წლებზე აღმატებული საქველმოქმედო აქცია გამოვიდა. პროდუქცია სიუხვით გამოირჩეოდა. პირველივე შეხვედრაზე შემოწირულობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, პირველი შემოწირულობაც რეკორდული იყო! ასევე პირველადი საჭიროების ისეთი სასჩუქრე კალათა შეიქმნა, რომელიც ვფიქრობ ყველა დევნილისათვის გამოსადეგი იქნება.

ასევე მინდა აღვნიშნო თუ როგორ ზრუნავდა გამარჯობა საქართველო "გუნდის წევრებზე". გოგოებს მძიმე საქმეები აგვარიდა. თბილ ოთხაში განგვათავსა, ვერც დევნილებს და ვერც ჩემებს ვერ გავყინავო. და ბევრი იყო ასეთი წვრილმანი, რისთვისაც ჩემგანაც და ყველა თანაგუნდელისაგან დიდი მადლობა.





საახალწლო აქცია (საგურამო/წეროვანში)დევნილებისათვის 22.12.13

Posted: 30 დეკ 2013, 14:03
by Falcon
Ketevan Guliashvili wrote:მერე აღმოჩნდა რომ რამოდენიმე ოჯახი გამოყოფილია უკვე, ანუ ერთი ოჯახის ნაცვლად უკვე ორ ოჯახადაა. ჰოდა სრული კომპლექტი ვერ მაგრამ ნაწილობრივ მათაც შევახვედრეთ დანხამრება.
თუმცა თავდაპირველად, სწორედ იმის გამო, რომ სრული და იდენტური 2 კომპლექტი ვერ კეთდებოდა, ხოლო იდეა იყო, რომ ყველას ერთნაირად და თანაბრად შეხვედროდა ნივთები, იმ აზრმაც გაიჟღერა, რომ ამ ორი გამოყოფილ ოჯახს არ გადაცემოდა დახმარება. სხვა შემთხვევაში მათთვის არასრული კომპლექტები უნდა გადაგვეცა, რაზეც ასევე შეიძლება გული დაწყვეტოდათ. საბოლოოდ, ამ ორ ოჯახს მოველაპარაკეთ და ავუხსენით, რომ რაღაც ნივთები ექნებოდათ განსხვავებული. მათთვის ეს მისაღები აღმოჩნდა და დაგვიდასტურეს, რომ არანაირი პრეტენზია (თუ გულისწყვეტა) არ ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ გადაეცათ ოდნავ განსხვავებული კომპლექტები (პრინციპში, სხვაობა ის იყო, რომ კომპლექტში ერთს სახაპი აკლდა, მეორეს - აქანდაზი).
შეიძლება არც ღირდა ამის დაწერა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ვემხრობი "ყველას თანაბრად" პრინციპს, თუმცა კარგია ასეთი მოქნილობის გამოჩენაც სიტუაციის შესაბამისად და მჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება, თუ ოდესმე მსგავსი სიტუაცია შეიქმნება. პრობლემის ამ გზით მოგვარების შედეგად ყველა კმაყოფილი და გახარებული დარჩა. ბევრად ჯობდა ასე, ვიდრე ამ ორიდან არცერთისთვის მიგვეცა საჩუქარი.

მადლობა ჩემგან ყველას! მაგრები ხართ ;)

საახალწლო აქცია (საგურამო/წეროვანში)დევნილებისათვის 22.12.13

Posted: 30 დეკ 2013, 20:45
by Ketevan Guliashvili
მე კიდევ ის გამახსენდა.... ის კაცი, დევნილი რომ აგვიშარდა, რად მინდა თქვენი დახმარებაო... თუ როგორ იყო? და გამარჯობა საქართველომ რომ უთხრა არ გინდა და დააბრუნეო... ჰოდა "აიწია" სიტყვიერი ფარიკაობა, მერე ლაშა და ფალკონი ჩაებნენ იმიტომ რომ არც ის კაცი იყო მარტო. და რომ დააბრუნებინეთ მერე. რა სახე გქონდა ჩხუბის მერე ფალკონიი:) ყოჩაღ ბიჭებო!
თან რა კარგად აეწყო ყველაფერი. ის რაც დააბრუნებინეთ ამ ტიპს შემდეგ წეროვანში 2 ოჯახის სასაჩუქრე კალათას რომ დაემატა.

ორგანიზატორმა და გუნდმა არსებული რესურსები სამართლიანად გადაანაწილა დევნილთა შორის. თანასწორობის პრინციპი ნათლად იყო დაცული.

გასახარია ისიც რომ ზოგიერთი ოჯახი მიუხედავად სამინისტროს გაფრთხილებისა არ მოვიდა დახმარების მისაღებას, რაც იმას ნიშნავს რომ უკვე მოძლიერდნენ და დახმარებას აღარ საჭიროებენ, ჩვენ კი საშუალება მოგვეცა სხვა გაჭირვებულებისათვის მიგვეწვდინა საჩუქარი.

საახალწლო აქცია (საგურამო/წეროვანში)დევნილებისათვის 22.12.13

Posted: 10 იან 2014, 18:51
by Kobera ;)
შობა-ახალ წელს გილოცავთ, კარგ საქმეს აკეთებთ და მუდამ ამის შეძლება და ხალისი მოგცეთ ;)


ზევით ეწერა, რომ: "წელს მეორე რეკორდიც მოიხსნა , სულ 32 დასახელების პროდუქტი + 2014 წლის ულამაზესი კალენდარი(2ც. ოჯახზე) ჩავიტანეთ"


იქაც დაგავიწყდათ ჩათვლა, აქაც 34-ე , ღიმილი :) ესეც ხო გააყოლეთ.