Page 3 of 3

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 09 აგვ 2012, 05:49
by MIRANDA
მედლების ცხრილში მესამე ადგილი ალბათ ზოგადად ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საპატიო ადგილი მასპინძელ დიდ ბრიტანეთს უკავია, ალბათ აღნიშვნას იმსახურებს.

დიდი ბრიტანეთი მედლების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს 22 ოქროს მედლით, ჯამში კი, ამ დროის მონაცემებით, 48 მედალი აქვს. ასეთი შედეგი დიდ ბრიტანეთს უკვე დიდი ხანია არ უჩვენებია და ერთ-ერთი გაზეთის გარეკანზე დიდი წარწერაც დაიმსახურა - United Blingdom (http://inagist.com/all/232954297502011392/). [Bling უფრო ზუსტად კი bling-bling ჟარგონია და მბზინვარე ნივთს ნიშნავს; უმეტესად ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ასაღწერად იყენებენ.. თუმცა, სხვა კონტექსტშიც გამოიყენება ხოლმე].

რაც შეეხებათ ჩინეთსა და ამერიკას, ამ მომენტისთვის მონაცემები ოდნავ შეცვლილია, თუმცა ცხრილში ისევ იმ თანმიმდევრობით რჩებიან - ჩინეთი პირველ ადგილზეა 36 ოქროს და ჯამში 77 მედლით და აშშ მეორეზეა 34 ოქროს და ჯამში 81 მედლით.

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 09 აგვ 2012, 23:06
by Makena
QEBURIUS wrote:Makena

ხაბარელმა მოიგო რაც შეეძლო, ამოწურა თავი, რა იყო შევარდნაძესავით სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეეცვალათ? ისე ამასწინათ ვუსმენდი კავკასიაზე მწვრთნელმა, ზაინზერბახერმა, გუნდი "გადაწვა" ზედმეტი ვარჯიშებითო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ შავდათუაშვილმა ოქროს მოპოვების მეორე დღეს იცი რა ქნა? დარბაზში წავიდა სავარჯიშოდ(!) გუშინ "კლასიკოსებს" აშკარად შეეტყოთ მოუმზადებლობა გამძლეობაში, ბოლო ჭიდაობებში ასკარად ვერ გაქაჩეს
შევარდნაძეს არაფერი გაუკეთებია სასიკეთო, ხაბარელის დროს კი გუნდი კარგ ფორმაში იყო და წარმატებებს აღწევდა მსოფლიო ასპარეზზე, თუ მაინცადამაინც შეცვლაა საჭირო უკეთესით უნდა შეცვალო და არა უარესით, ავსტრიული ძიუდოს სკოლა გაგიგია, აქვთ რაიმე სერიოზული მიღწევები?

ზოგადად ამ ოლიმპიადამ აჩვენა რომ საქართველო ძალიან სუსტად წარმოსდგა, ძიუდოისტების ასეთი სუსტი გამოსვლა მე არ მახსოვს!

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 10 აგვ 2012, 16:58
by QEBURIUS
Makena

ზაინზერბახერი თავად არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ეგეთი ჩვენ ჯერ არ გვყავს, აგერ მესამეც აიღო მწვრთნელის რანგში, შავდათუაშვილის წყალობით. ესეც შენ ავსტრული ძიუდოს სკოლა ;) სუსტად წარდგნენ რა, პეკინის ოლიმპიადაზეც მხოლოდ ერთი ოქრო ავიღეთ ძიუდოში, შავდათუაშვილის გარდა სხვები გამოვიდნენ დაჩინცლული ქათმებივით, ეგაა გულდასაწყვეტი...


ხინჩაგაშვილს ყოჩაღ, დადო ჯიგარი ტატამზე და მეოთხედფინალშიც გავიდა, იმედია ძალები ეყოფა ბოლომდე, ძალიან დაიღალა

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 11 აგვ 2012, 15:39
by Archil
QEBURIUS

უმუხთლეს გორელს. მსაჯები კი გააგდეს, მარა ჩვენ რა ხეირი

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 12 აგვ 2012, 13:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
დღეს ნახევარფინალში გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე, რომელიც 96 კგსჰი გამოდის.
ძნ მშვიდად და მოხდენილად მოუგო მოლდოველს.
ბეიჯინგის ოლიმპიადაზე გიორგიმ ბრინჯაო აიღო და სულაც არ გამიკვირდება, ახლა ოქრო აიღოს.
2 ბრძოლაღა უნდა მოიგოს დღეს - ნახევარფინალი და ფინალი.
ამავე სტილში 66 კგში მოჭიდავე ოთარ თუშიშვილი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვთან 1ლივე წრეში დამარცხდა.
ჰოლო იმის გამო, რომ შემდეგ ეს უზბეკი ნამდვილად ფიცხელ ბრძოლაში ინდოელთან დამარცხა, ოთარმა სანუგეშოში ასპარეზობის უფლება ვერ მიიღო, რაც ბრინჯოს დაკარგვასაც ნიშნავს.
ოთარიც ბეიჯინგის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 12 აგვ 2012, 13:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ დროისთვის, სა1ო ჩათვლაში საქართველოს 39ე ადგილზეა.
1 ოქორ, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გვაქვს.
სა1ო ჯამში 6 მედალი.
უკეთესიც შიეძლებოდა.
საინტერესოა, რომ 6ვე მედალი მოჭიდავეებმა აიღეს

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 12 აგვ 2012, 16:39
by QEBURIUS
მორჩა კინო, დავიშალეთ, მაქსიმუმბრინჯაო და ჩკა, დედისერთა ოქრო დაგვრჩა.

პ.ს. რიოს ოლიმპიადაზე თემას თუ კვლავ ბრიგაძირი გახსნის თითებს პირადად მოვამტვრევ, ვფიცავ ალახის წვერებს

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 12 აგვ 2012, 22:17
by Makena
QEBURIUS
საერთოდ ჭიდაობის და ძიუდოს გარდა არცერთ სხვა სახეობაში მედალი არ აგვიღია ხომ? ანუ რაღაც უნიჭო ხალხის შთაბეჭდილებას ვტოვებთ არა?

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 13 აგვ 2012, 02:27
by teo-
ისე ამასწინათ ვუსმენდი კავკასიაზე

ქებურია შენი ხმა აღარ გავიგო :lol:

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 13 აგვ 2012, 02:28
by guruli
http://www.myvideo.ge/?video_id=1786361
კინაღამ ვიტირე... ახლა ასმაგად მეცოდება... თან მუხლის ტრავმაც ჰქონია, მეყესებია გაწყვეტილიო, მაგრამ ეს ტურნირის დამთავრებამდე არ თქვა და მაინც როგორ იჭიდავა! ესეც გმირობაა, ამხელა ტკივილის ამდენი ხნით დათმენა! რომ წააგო, უჟმურ ხასიათზე დავდექი - ყველაფერი რომ სულ ერტი ხდება, ისეთზე. თან შემეცოდა და თან გავბრაზდი, როგორ წააგო-მეთქი, მაგრამ მაგხელა ტრავმით კიდევ კარგად უჭიდავია.
ბედიც რომ გაგწირავს რა - მეორე პერიოდში ამოსულიყო ამისი ფერის ბურთულა, ხომ გავიდოდა ფინალში, იქ კი იმ ახალგაზრდა უკრაინელს გაანგრევდა. ოლიმპიური ოქროსთვის დარჩა სპორტში, ასე ახლოსაც მივიდა და მაინც არაფერი... თუმცა ამ პირობებში ეგ ბრინჯაოც მაგარია. ტან მივდივარ სპორტიდანო.
მაინც მადლობა ყველაფრისთვის, ამ წლების ნერვიულობისა თუ სიხარულისთვის. ეგ იმდენად დიდი ფალავანი იყო, გაცალოვთან რომც აგებდა, ოსები, დაღესტნელები, ჩეჩნები, ჩრდილო კავკასიელი მეტოქეები მაშინაც კი აღიარებდნენ მის ტალანტს და მაინც მოწიწებით ახსენებდნენ.
იქნებ 1 წლით გადაიფიქროს წასვლა და გაისად ტბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩეს - ჯერ 32 წლისაა, ტაიმაზოვი კი შაბათს 33 წლისა მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 13 აგვ 2012, 12:47
by GT.ge
guruli wrote:http://www.myvideo.ge/?video_id=1786361
კინაღამ ვიტირე... ახლა ასმაგად მეცოდება... თან მუხლის ტრავმაც ჰქონია, მეყესებია გაწყვეტილიო, მაგრამ ეს ტურნირის დამთავრებამდე არ თქვა და მაინც როგორ იჭიდავა! ესეც გმირობაა, ამხელა ტკივილის ამდენი ხნით დათმენა! რომ წააგო, უჟმურ ხასიათზე დავდექი - ყველაფერი რომ სულ ერტი ხდება, ისეთზე. თან შემეცოდა და თან გავბრაზდი, როგორ წააგო-მეთქი, მაგრამ მაგხელა ტრავმით კიდევ კარგად უჭიდავია.
ბედიც რომ გაგწირავს რა - მეორე პერიოდში ამოსულიყო ამისი ფერის ბურთულა, ხომ გავიდოდა ფინალში, იქ კი იმ ახალგაზრდა უკრაინელს გაანგრევდა. ოლიმპიური ოქროსთვის დარჩა სპორტში, ასე ახლოსაც მივიდა და მაინც არაფერი... თუმცა ამ პირობებში ეგ ბრინჯაოც მაგარია. ტან მივდივარ სპორტიდანო.
მაინც მადლობა ყველაფრისთვის, ამ წლების ნერვიულობისა თუ სიხარულისთვის. ეგ იმდენად დიდი ფალავანი იყო, გაცალოვთან რომც აგებდა, ოსები, დაღესტნელები, ჩეჩნები, ჩრდილო კავკასიელი მეტოქეები მაშინაც კი აღიარებდნენ მის ტალანტს და მაინც მოწიწებით ახსენებდნენ.
იქნებ 1 წლით გადაიფიქროს წასვლა და გაისად ტბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩეს - ჯერ 32 წლისაა, ტაიმაზოვი კი შაბათს 33 წლისა მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
:(
აზრი არ აქვს 32 წლის მოჭიდავის სპორტში დარჩენას.
შემდეგი ოლიმპიადისთვის 36 წლის იქნება, რაც საკმაოდ ბევრია.
ჯობია 4 წლიანი სრული ციკლი სხვამ გაიაროს...
ყველაზე მეტად, ამ კაცის ოქრო მინდოდა...

პ.ს. გორელი ბოლო მომეტში რო არ შეერთებოდა გუნდს, ჩემს ზაინზერბახერს აიღებდაო. :D

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 13 აგვ 2012, 13:45
by QEBURIUS
გოგშელიძე მაგარი კაცია. პეკინშეც დაიჩაგრა, იქაც ბრინჯაო, მაგარი საცოდაობაა. თქვა უკვე მივდივარ სპორტიდანო, იმედია შვილი შეუსრულებს მამას სურვილს.


მოვითხოვ მთელი ან ნახევარი სპორტის სამინისტროს მესვეურების კოცონზე დაწვას!! არჩევნების შემდეგ მაინც გაყარონ ეგ ბოთეები ბლად

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 14 აგვ 2012, 19:37
by guruli
GT.ge
შემდეგი ოლიმპიადისთვის 36 წლის იქნება, რაც საკმაოდ ბევრია.
შემდეგ ოლიმპიადაზე არცაა ლაპარაკი - მხოლოდ საგაისო სეზონზე.
QEBURIUS
თქვა უკვე მივდივარ სპორტიდანო,
გუშინ აეროპორტში თქვა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღიაო. სწორედ თბილისში გაისად გასამართი ევროპის ჩემპიონატია, ყოყმანს რომ იწვევსო.

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 17 აგვ 2012, 21:30
by QEBURIUS
guruli

რატომღაც პრობლემური წონაა 96. რუსებს საერთოდ არ ყავდათ ამ წონაში მოჭიდავე ოლიმპიადაზე. ჯობია დროზე მოამზადონ ახალი ვეფხვი, რა დროს რევერანსებია ;) თორემ გამოვალთ რიოში დაჩინჩლური ქათმებივით, აი ისე ძიუდოისტები რომ გამოვიდნენ, შავდათუაშვილის გამოკლებით,


აჰა თქვენ საინტერესო სტატისტიკაც:
http://www.medalspercapita.com/

ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Posted: 18 სექ 2012, 00:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ოლიმპიადაზე ფეხბურთში 1ლი ადგილი ვინ აიღო?