Page 1 of 1

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 13 მაი 2012, 15:05
by Nazgha
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი აცხადებს მოხალისეების მიღებას საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსზე:
http://www.aisiforce.org/word/?page_id=408
კურსზე ჩაწერის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ-ანკეტა:
https://docs.google.com/spreadsheet/vie ... E6MQ#gid=0
2012 წლის 28 მაისს ჩატარდება ღია კარის დღე. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის.
სასწავლო კურსი დაიწყება 2012 წლის 2 ივნისს გაცნობითი ლაშქრობით. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ღია კარის დღეს ჩაეწერება სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.
სასწავლო კურსი უფასოა.

კონტაქტი:
ელ-ფოსტა - info@aisiforce.org
ტელეფონები - 595 73-33-90 და 577 37-01-73
Image

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 13 მაი 2012, 17:03
by CheLo
მინდაა.. თუ ვინმე ხართ მსურველები ბარემ ერთად შევავსოთ ანკეტები რა??

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 14 მაი 2012, 09:57
by Ledi
მეც დავინტერესდი, მაგრამ, თუ აისი-ს ფორუმის წევრი არ ვარ? ვინც მუშაობს იმათთვის სწავლების როგორი გრაფიკი იქნება?

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 14 მაი 2012, 10:11
by Nazgha
Ledi
აისის არათუ ფორუმის წევრობა, არამედ ზოგადად აისის წევრობაც არაა საჭირო იმისთვის რომ ეს კურსი გაიაროთ.

სწავლების გრაფიკი მაქსიმალურად ისეა გაკეთებული რომ სტუდენტებს და დასაქმებულ კურსანტებს ხელი არ შეეშალოთ. თეორიული მეცადინეობა იქნება ორშაბათს საღამოს 7საათიდან. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები კვირაობით.

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 14 მაი 2012, 11:09
by avtokh
მშვენიერი კურსები იქნება. განსაკუთრებით სამხედრო მიმართულება.

ვინაიდან აქ მხოლოდ დაგეგმილი ლაშქრობები ქვეყნდება, ხომ არ აჯობებდა ეს თემა სამომავლო გეგმების ნაცვლად ზოგად საუბრებში გახსნილიყო?

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 14 მაი 2012, 11:23
by Nazgha
avtokh
იდეაში სამომავლო გეგმებში შედის აისის კურსი. თუმცა სად იქნება გახსნილი ამას დიდი მნიშნველობა არ აქვს, მოდერმა თავისი გადაწყვეტილებისამებრ შესაძლებელია რომ გადაიტანოს. მთავარია ისეთ ადგილას იყოს რომ რაც შეიძLება მეტ ადამიანს ქონდეს ამ კურსზე ინფორმაციის მიღების საშუალება.

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 00:09
by teo-
28ში მივიდეთ ღია კარის დღეზე და გადავწყვიტოთ

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 00:16
by kiki
კარგიააა, მაგრამ 3 თვე OMG :/

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 09:37
by Kakha
აქ გადმოვიტანე, რადგან მთლად კარვულ ლაშქრობის დაგეგმას არ ეხება, არადა საინტერესო რამაა.

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 14:31
by Forrest Gump

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 15:49
by datoforesti
დამაინტერესა..მაგრამ კიტხვები მაქვს...

ეს ლაშქრობები კვირაობით რა თანხა ჯდება..

და ამ სამ თვეში საკმაოდ ბევრი ლაშქრობა იქნება კარავზე და უარს ვერ ვიტყვი, მაშინ რა მოხდება?

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 16:27
by Nazgha
datoforesti
აისის სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ (საველე) მეცადინეობებს. კვირის გასვლები ლაშქრობა არ არის. თითოეული კვირის საველე გასვლისას დამუშავდება კონკრეტული თემა (ტოპოგრაფია,ფორტიფიკაციები და ასე შემდეგ).

კურსი სრულებით უფასოა, ანუ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ კურსის გასავლელად. ერთადერთი დანახარჯი რაც რეკრუტებს ამ ხნის განმავლობაში ექნებათ გასაწევი არის გზის ფული (თითო გასვლაზე მაქსიმუმ 1-2ლარი), ასევე თავად უნდა წამოიღონ თავისი საჭმელი კვირაობით.

ამ ხნის განმავლობაში შაბათობით თქვენ თავისუფალი იქნებით, ანუ შეძლებთ შაბათობით სხვაგან ლაშქრობას. თუკი კურსანტი სისტემატიურად აცდენს გასვლებს ის რათქმაუნდა კურსს ვერ გაივლის.

"ს.ო.აისი"-ს სასწავლო კურსი

Posted: 15 მაი 2012, 17:25
by datoforesti
Nazgha
მადლობა .... მგონი ჩავეწერები...