Page 2 of 2

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 03 აპრ 2012, 00:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, იმის განცდა მაქვს, რომ ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ უფრო მეტნი რომ ვყოფილიყავით, უფრო შედეგიანად გავირჯებოდით.
155 ტომარა გვქონდა. აქედან 120მდე გავავსეთ, დანარჩენი კი მომდევნო აქციებისთვის გადავინახეთ.
მცხეთის გამგეობის დასუფთავების 3სახურმა ნაგვის მანქანა გამოგვიყო. წინა წლებისგან განსხვავებით, ტექნიკა გაუმჯობესებული ჰქონდათ.
ამ აქციაში ჩემი წვლილი გამოყოფას არ იმსახურებს, რადგან ყველამ 1ნაირად თანაბრად მიიღო მონაწილეობა.
კარაველებს რომ ვუყურებდი, თავს არ ზოგავდნენ, გარემო სუფთა და მიმზიდველი გაეხადათ.
წინა დასუფთავების აქციებს თავისი შედეგი ჰქონდა და ჯვრის მიდამოებში ძნ ცოტა ნაგავი შეგროვდა, გზის გაყოლებაზე კი ნაგვის მინდვრები იყო და სწორედ მათ ვუტევდით.

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 03 აპრ 2012, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახალი ტაძრის გვერდით პატარა კორომი იყო, უამრავი ენძელით, მაგრამ იმდენი ნაგავი იყო, ყვავილების სილამაზე იკაგებოდა.
ეს ჯერ კიდევ მაშინ შევნიშნე, როდესაც ზვიადის მინიბუსით ჯვრისკენ მივემართებოდით.
დავიწყე მისი გასუფთავება, გულში მქონდა ჩარჩენილი. ამასობაში ნაგვის მანქანამ ჩამიარა, ჯვრისკენ მიდიოდა. მე 2 ტომარა მქონდა გავსებული და გავიაზრე, რომ არემარის დასუფთავებას ვერ მოვასწრებდი.
ამასობაში fe_male შემომი1და და კიდევ 2 ტომრის შევსება მოვახერხეთ, თუმცა, 1 მხარე მაინც დასასუფთავებელი დარჩა.
დრო აღარ მეყო. ეს ხინჯად მაქვს გამოყოლილი. ქარმა თუ დაუბერა, გაწმენდილზეც გადაიტანს მსუბუქ პოლიეთილენს.

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 03 აპრ 2012, 01:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა
datoforestს
თამის
ჭუნიკოს
და ჭუნიკოს + ფრაუ ნატალია (სახელი ჰომ არ მეშლება?)
ზღარბის + ინტელას
გიო გიორგაძესა და მის +ს თამუნას
fe_maleს
VANO-ბუბას
ჩემს +ებს ეკას, დიტოს და პატარა ლუკას
ქსოვრელს
L-O-M-Iს
დასუფთავების აქციაში მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ზვიად ჩიტაურს, წინა დღეს შვილი შეეძინა, ამის მიუხედავად, მცხეთაში
წაგვიყვანა-წამოგვიყვანა და თანაც, უფასოდ.
ასევე, მადლობა NINUCAს, რომ ტომრების გარკვეული ოდენობა შემოგვწირა და მადლობა ჭუნიკოს,
ტომრებისა და ხელთათმანების შესაძენად წინა დღეს რომ ელიავას ბაზრობა შემომატარა.

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 03 აპრ 2012, 01:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, მართლა, სიურპრიზი იყო VANO-ბუბასა და ქსოვრელის შემო1ება. ისინი სიაში არ ეწერნენ და მაინც
წამოვიდნენ. z g a r b iს + კი თავად ინტელა ყოფილა. ესეც სიურპრიზი იყო, ცხადია.
მკდ, ყველას დიდი მადლობა კიდევ 1ხელ

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 03 აპრ 2012, 02:47
by datoforesti
GAMARJOBA SAKARTVELO
და არ დაგავიწყდეთ..ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გოგა ჩანადირი...:)

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 04 აპრ 2012, 10:17
by QAQUCA
ყოჩაღ თქვენა! ყოჩაღ თქვენა! ყოჩაღ თქვენა! :!:

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან, 31.03.2012

Posted: 09 მაი 2012, 02:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯვარზე ავედი და სასიამოვნოდ გამაკვირვა, რომ იქაურობა სუფთად დამხვდა.
გზის პირას პლასტმასის 1-2 ბოთლი კი ეგდო.
ჯვრის მონასტრის არემარეს ტრადიციულ დასუფთავებას, ვატყობ, შედეგი აქვს - კერძოდ, 5 წლის მანძილზე
იმდენი ნაგავი გავიტანეთ, რომ იქაურობა სუფთად გამოიყურება