Page 6 of 6

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 29 დეკ 2011, 03:21
by LiBrA
დღე თათიას მიერ წამოღებული ღამის ფარნების გაშვებით დავაბოლოვეთ

Image
Image
Image

ჩემი ფოტოების მარაგი ამოიწურა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩემს კმაყოფილებას და სიხარულს, რომ ეს ლამაზი და ნაყოფიერი დღე თქვენთან ერთად დავუთმე ამ საახალწლო-საქველმოქმედო აქციას ხაშურში მცხოვრები დევნილებისთვის :)

დამდეგი წელი უფრო მეტად აქტიური და მრავალი ასეთი აქციით დატვირთული ყოფილიყოს კარავისთვის :)

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 29 დეკ 2011, 09:40
by domciko
LiBrA

ძალიან მაგარი ფოტოებია მართლა, ისე გაქვს აღწერილი ყველაფერი,მეგონა მეც თქვენთან ერთად ვიყავი... ყოჩაღები ხართ,მიყვარხართ ყველა და შეგეწიოთ უფალი ამ კეთილი საქმის გაკეთებისთვის :) :******

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 31 დეკ 2011, 01:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
დავიწყებ იმით, რომ აქციას 100მდე შემომწირველი და ქომაგი ჰყავდა.
ყველას სახელი თემაში მოხსენიებულია.
განა იმიტომ, რომ ეს ვინმეს სჭირდება, უბრალოდ, საქველმოქმედო აქციის თავისებურების გამო, რადგან
საქმე ფულთან და საჩუქრებთან გვაქვს, ყველა წვრილმანიც კი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.
მით უფრო, რომ ბევრი არაკარაველიც ეცნობა ფორუმს და მათთაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი დანიშნულების ადგილზე მიგვაქვს.

რომ არა ეს 100მდე შემომწირველი, რომ არა ისინი, ვინც შაბათ დღეს საყიდლებზე დარბოდა, რომ არა ის ხალხი, ვინც ხაშურში საქველაქციის წარმართვაში მიიღო მონაწილეობა, ჩემი სურვილი სურვილადვე დარჩებოდა.
ყველა ნონაწილის სახელი ამავე თემაში ჩამოწერილია.
აღარ ჩამოვწერ, უბრალოდ, ვიტყოდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ, ნამდვილი პიროვნებები და თქვენ ისინი ხართ, უფალმა რომ მოყვასის სიყვარულის, სხვათა გვერდით დადგომის არაჩვეულებრივი უნარით დააჯილდოა.

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 31 დეკ 2011, 02:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ თემაში რამდენიმეგან ჩემი სახელი ახსენა, მაგრამ 2ვე ხელით ვაპროტესტებ.
მეც ისეთივე წვლილი შევიტანე, როგორც თქვენ და ამას ცალკე ან განსაკუთრებულა გამოყოფა არ ჭირდება.
ამიტომ, ჩემი თხოვნაა, შემდეგში ამაზე აღარ გავამახვილოთ ყურადღება.
ეს აქცია ჩემი იდეა კი არა, სწორედ მონაწილეთა, შემომწირველთა იდეა იყო.
სწორედ ასეთი ხალხის შედეგად გადაიქცა სიტყვა საქმედ.

კეთილო ხალხო, გილ20ავთ შობა-ახალ წელს.
ღმერთმა ყველა სიკეთე გა100მაგებულად დაგიბრუნოთ, რათა მოყვასს მომავალ წელსაც შეეწიოთ

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 31 დეკ 2011, 11:32
by Archil
ქატო იქა, ფქვილი აქა...


ყოჩაღთ :)

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 31 დეკ 2011, 19:18
by karavi87
ყველას წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 იან 2012, 22:23
by LiBrA
domciko wrote:LiBrA

ძალიან მაგარი ფოტოებია მართლა, ისე გაქვს აღწერილი ყველაფერი,მეგონა მეც თქვენთან ერთად ვიყავი... ყოჩაღები ხართ,მიყვარხართ ყველა და შეგეწიოთ უფალი ამ კეთილი საქმის გაკეთებისთვის :) :******
მადლობაა, რა ფოტოებიც მქონდა მაქსიმალურად ვეცადე, რომ თქვენთვისაც მენახებინა :)

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 იან 2012, 23:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ აქციაზე 60-65 ლარი მოგვრჩა. ამ თანხად ისეთი არაფერი მოდიოდა, რომ 74 ოჯახისთვის გაგვენაწილებინა.
ამიტომ, ადგილზე გადავწყვიტეთ, რომ მორჩენილი თანხა :კარავის: საბავშვო-საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ამ საკითხში თათია არაგვისპირელი უფრო ნათლად გაგვარკევს

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 იან 2012, 23:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ საქველმოქმედო აქციაში ზვიად ჩიტაური თავისი მანქანით ჰომ დაგვეხმარა და ფრიად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა,
მაგრამ არ მინდა, ჩვენი კიდევ 1 მეგობარი სულიკო ოთიაშვილი გამომრჩეს, ვისაც გასვლებში არა1ხელ წავუყვანივართ - მან დამირეკა
და მითხრა, თუ სატვირთო მანქანა დაგჭირდეთ, ჩემსას უშურველად დაგახმართო.
ჩვენ ეს საკითხი უკვე გადაჭრილი გვქონდა, ამიტომ, სულიკოს დახმარება არ დაგვჭირვებია, მაგრამ მას დიდი მადლობა

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 07 იან 2012, 19:37
by Ketevan Guliashvili
არ ვიცი სად დავწერო, მოკედ ამ თემაში იყოს. ამ აქციიდან თანხა კიდევ მორჩა, რაც ჩემთან ინახება, დღეს არჩილმა კიდევ დაამატა თანხა, რასაც მომავალ აქციამდე შევინახავ.