საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 12:31

მეგობრებო! ძალიან კარგი დღე იყო!

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, ჩვენ უკვე გავახარეთ 74 ოჯახი თქვენი შემოწირულობებით.
თქვენთან უამრავი მადლობა დაგვაბარეს.
ახლა გორში ვართ, მგზავრთა მომსახურების ახალ ცენტრში და მელე ნატახტრისკენ დავიძრებით ხინკალზე.
1 სთში იქ ვიქნებით.
შემოგვი1დით. თან, ტომას, სიყოჩაღით თომად წოდებულის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
დანარჩენი თემაში იქნება და იქ გაგიზიარდებით, რა და როგორ გავაკეთეთ

არაჩვეულებრივი აქცია გამოვიდა...კიდევ უფრო მასშტაბური და ძლიერი..

ძალიან გაიხარეს, აღნიშნეს, რომ ასეთი "დიდი" დახმარება ჯერ არ მიგვიღიაო....მრავალფეროვანი პროტუქტითა და ნივთებით...

სულ მადლობებს გვიხდიდნენ და თქვენთანაც გვაბარებდენ....

ყველას დიდი მადლობა ამ კეთილი საქმისთვის, შემომწირველებს პირველ რიგში..
რომ არა თქვენი გულუხვობა და გულისხმიერება,ამხელა თანხა ვერ შეგროვდებოდა....
დიდი მადლობა ზვიად ჩიტაურს -ოქრო ადამიანს და სიკეთის განსახიერებას...უკვე რამდენი წელია ასე უანგაროდ რომ გვეხმარება ჩვენც
და იმათაც...


გოგა ჩანადირს რომ არ ვაწყენინო საერთოდ არ ვახსენებ მაგას:))) ნეტა რა შუაშია ხომ არ იცით?:)))

გმადლობ ყველა მონაწილეს, რამეთუ დიდი ჯაფა დაგვადგა ყველას და მშვენივრად გავართვით თავი..


ტომა რომ არა, საერთოდ უფერული იქნებოდა ეს ქმედება:)) კიდევ ერთხელ ვულლოცავ და ვუსურვებ ყველა დაბადების დღე ასეთი სიკეთეებით ხალისიანად და აზრიანად აღენიშნოს...


და...რაც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია.,,,, ბექა კოკაიას შემოკარვებაზე დიდი "საგმირო საქმე" ანანო ქავთარაძეს არ "ჩაუდენია" :))))


რომ არა ეს ორი "დღესასწაული" ადამიანი, მე არ ვიცი რა იქნებოდა ეს დღე....მათი სიმღერით გამთბარმა ხალხმა ვერც დაღლა ვიგრძენით, ვერც სიცივე და ისიც კი აღარ გვახსოვდა, რომ სახლებში ოჯახის წევრები გველოდებოდნენ...დაშლა არავის გვინდოდა და დაშლილებს უკვე მანქანაში ჩაჯდომა, რომ ეს ლამაზი დღე არ დამთავრებულიყო.......


მოკლედ არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი..

ჩვენი პატრონი და "დიდი დედა-"მატერ-მატუტა" კი გახლდათ თათია აბესაძე....ყველაფერი 5-ზე მოგვიგვარა და გვიპატრონა უმაღლეს დონეზე...


ამ ყველაფრის დასტურად კი ილუსტრაციებს გთავაზობთ და გადავდივარ ფოტორეპორტაჟჟზე..
რაც შეეხება ვიდეოებს, ავტვირთავ პირწიგნაკზე და აქ ბმულს შემოგთავაზებთ.....


მიყვარხართ უზომოდ და მეიმედებით ყოველთვის

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 12:56

anano wrote:სიას დავამატებ იმ ადამიანებს ვინც შემოწირულობა გაიღო,თანხის, ტკბილეულის,საკვების,სათამაშოებისა და ტანსაცმელ-ფეხსაცმელის სახით, აქვე ვისარგებლებ შემთხვევას და ყველა მათგანს უდიდეს მადლობას ვეტყვი....თქვენ ძალიან ,ძალიან კარგი ადამიანები ხართ,ყველა თქვენთქგანი განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარს!
1 კარავული შეკრებებიდან მორჩენილი თანხა - 80 ლარი
2-4. GAMARJOBA SAKARTVELOს +ები გია, ლიკა და ვიკა
5. lilika
6. GAMARJOBA SAKARTVELOს + ნანა
7. გიორგი გიორგაძე
8. marita 777
9. GAMARJOBA SAKARTVELOს + გიო
10. Toma, სიყოჩაღით თომად წოდებული
11. გიორგი მეზვრიშვილი
12. მარი ჯაფო
13. na-ka
14. GAMARJOBA SAKARTVELOს მეგობარი ლალიკო და მისი ოჯახი
15. გვალდა
16. ზიკა
17. Tami
18-19. NAIAს მეგობრები თამარ ნეფარიძე და ნანა დიასამიძე
20. ბურდულა
21-23. Tomaს მეგობრები მაკა გუგუშვილი, ირმა ლობჯანიძე და მაო ჩიკვაიძე
24. GT.ge
25. კარაველი დათო
26. ქრისტინე ჯიქია
27. shoda1121
28. მთაშენკა
29. lnln
30. Keto
31. Meko
32. ელენის მეგობარი მეკო მემარნიშვილი
33. ანანოს მეგობარი- გოგა ღვინიაშვილი ,მაღაზია "SAGASHOP" თან ერთად და მისი მეგობარი
34. მაღაზია "KIABI"
35. ნესტან ზურაბიშვილი
36-37. Dafina იგივე შორენა მარდალეიშვილი მისი +
38. del
39. Tutmaji
40. Kvashta
41. შანშიკა
42. ლექსო ხუბულავა
42. მაია ბოლქვაძე
43. სკოპი
44. ლიკაკოო
45. ლოლა
46. ლიკუნა კოტეტიშვილი
47. თამარი-ხევი
48-51. 4 ადამიანი (ამათგან 2 კარველია), რომელთაც მთხოვეს რომ მათი ვინაობა არ დამესახელებია Smile
52. Domciko
53. მარი ჯაფო და მისი მეგობრები
54. ნინი_85
55. ლიბრა
56. მარმენიო
57. კიდევ ერთი ინკოგნიტო კარველი
58. Avtokh
59. ნატალია ტერტერაშვილი (Judi)
60. ოპტიმისტი
61. Bavshvi
62. ქეთი გულიაშვილის +ები
63. ბოჭო
64. მაო კაპპა
65. Falcon
66. აცა
67. დაკოტა
68. ლიკა ტოგონიძე
69. გიორგი ოქრიაშვილი
70-71. ანანოს მეგობრები - ანა ბარამიძე და თემო გოლეთიანი
72-77. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლები
78-79. მარიშკა და მისი + გიორგი
80. მაკენა და :ელკანა:
81. ლილიკას და ნინი85ის შესანიშნავი + რუსკა გრიგალაშვილი
82. კარავი87, იგივე ლადო
83. ანანოს მეგობარი - ნათია ქაჯაია
84. ანანოს მეგობარი - მერიკო როგავა
85. beshqena
86.ანანოს მეგობარი- ნინო ბესელია
87.
Last edited by chuna on 26 დეკ 2011, 13:01, edited 1 time in total.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 12:58

aragvispireli wrote:დღეს ვიყავით საჩუქრების შესაძენად, შევეცადეთ შეგვეძინა ყველაზე საჭირო ნივთები.

როგორც იცით სულ უნდა დავეხმაროთ 74 ოჯახს , აქედან 10 არის მრავალშვილიანი
როგორც წინა წლებში წელსაც, მრავაშვილიანი ოჯახებისთვის რაოდენობრივად მეტი პროდუქტი იქნება გამოყოფილი.

გთხოვთ იხილოთ ჩამონათვალი შეძენილი ნივთების:
შენიშვნა - (ფრჩხილებში მიწერილია რაოდენობა და ფასი )

1.სარეცხი ფხვნილი =(3X64)+(5X10)= 74 ცალი
2.სარეცხი საპონი= (3X64)+(5X10)=74 ცალი
3.მარილი=(1X64)+(2X10)=84 ცალი
4.ჭურჭლის სარეცხი ჟელე=74 ცალი
5. ღრუბელი=74 ცალი
************************
ჯამში გადავიხადეთ 500 ლარი


6.სარჭი=(1X64)+(2X10)= 84 ცალი
7.აქანდაზი=74 ცალი
8.ვარცლი=64
9.სათლი=64
10 კომპლექტი მხოლოდ მრავალშვილაინი ოჯახებისთვის=(ვარცლი, სათლი, ტოლჩა)
*****************************
ჯამში გადავიხადეთ: 704 ლარი


10. ყავის მადუღარა - 74 ცალი (ფასი 296 ლარი)
11. საწური(საცერი) - 74 ცალი (ფასი-74 ლარი)
12. ტოლჩა- 74 ცალი - (74 ლარი)
13. ქვაბის სახეხი- 74 ცალი (ფასი 74 ლარი)
****************************************
ჯამში გადავიხადეთ: 518 ლარი


14. მანდარინი : -160 კგ (2X64)+ (3X10) = 158 კგ / 158 ლარი
(დამატებიტად 2 კგ მანდარინი) = ჯამში 160 ლარი
15. კამფეტი - 160 კგ = (2X64) + (3X10) = 158კგ (ფასი 640 ლარი )
**********************************************
ჯამში გადავიხადეთ: 800 ლარი



16. ხელის თხევადი საპონი - 74 ცალი (საჩუქრად)
17. სველი ხელსაწმენდები - 74 ცალი (საჩუქრად)
18. შაქარი - 10 კგ მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (საჩუქრად)
19. ბრინჯი - 10 კგ მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (საჩუქრად)

ჯამში დაიხარჯა : 2522 ლარი

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 13:05

შეკრება ასე დაიწყო:

ეს კაცი გახლავთ ზვიადი, ვინც მინიბუსით დახმარება წაგვაღებინა..უსაყვარლესი ადამიანია, საღამოს ველოდით კიდეც, მაგრამ ვერ შეძლო შემოერთება...გული დამწყდა...

Image


Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 13:13

ნაიკომ და ქეთიმ გაგვაცილეს:

Image


Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 13:18

და დაიწყო გიჟობანა მგზავრობაში:


Image


Image


Image


User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 295
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by aragvispireli » 26 დეკ 2011, 14:23

ჭუნიკო, შენ ჩემო გადამრჩენელოოო :oops:
თემის გახსნა გოგამ მთხოვა მაგრამ დილიდან რაღაც ვერ მოვახერხე, აი შენ კი გიყოჩაღია და გაგიხსნია თემა :wink:

მართლაც რომ არაჩევულებრივი დღე იყო , ყველასთვის, მიხარია რომ თანამონაწილე ვიყავი ამ დღის.
მიხარია რომ ყოველ წელს ეს ჩვენი მცდელობა უფრო მაშტაბური ხდება.

არ მინდა გამოვტოვო ის ხალხი , ვინც მონაწილეობა მიიღო პროდუქტის შეძენაში:
1. ზიკა
2. ამიგო
3. დოლიძელი
4. კარავი 87
5. გოგა
6. ნაია
7. ანანო
8. ბეშქენა
9. გიორგი გიორგაძე
10. არაგვისპირელი



შენიშვნა:
ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს დაემატა პატარა ნაძვისხეები, ჩამონათვალში არ წერია აგრეთვე ტანსაცმელი რომელიც მართლაც რომ გორად იდგა.

შეკრების ადგილი : სამთოქიმია
გასვლის დრო 10:30
მონაწილეთა რაოდენობა :
1. GAMARJOBA SAQARTVELO
2. TOMA
3. ჭუნა
4. ლიბრა
5. ლიბრას + (ნათია)
6. ანანო
7. ბეშქენა
8. GT.ge
9. GIORGI GIORGADZE
10. FALCON
11. lnln
12. ARAGVISPIRELI
13. DATO

ზვიადი ჩიტაური თავისი თეთრი რაშით :) რომელმაც ჩვენი უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყო.

აგრეთვე მე-2 ზვიდი (სამწუხაროდ გვარი არ ვიცი) დევნილთა სამინისტროდან!

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი მოლოდინით გველოდნენ დევნილები, ჭუნას დავეთანხმები და მათმა მადლირმა მზერამ ჩვენი შრომის ნაყოფიერება გააათკეცა.
დაღლა მემგონი არავის არ უგრძვნია, ისეთი შემართებით ვმუშაობდით, მხოლოდ წამოსვლის წინ აღმოვაჩინეთ რომ უკვე 5 საათი იყო.

ვთვლი რომ კარგი იქნება თუ დავწერ მუშაობის გადანაწილების პრინციპს, ეს სამომავლოდაც გამოგვადგება :)
ჯგუფი გაიყო 5 ნაწილად:

1. ტანსაცმლის სექცია, რომელიც ახარისხებდა ტანსაცმელს(ქალის, მამაკაცის, ბავშვები)

2. ამწონავთა ჯგუფი - ეს ჯგუფი წონიდა პროდუქტს, და ასაწყობებდა :)

3. გამნაწილებეთა ჯგუფი, თითო ადამიანს ევალა რაღაც კონკრეტული ნივთების განაწილება თითო კალათაზე.

4. კონტროლის პალატა :))) რომელიც ამოწმებდა კალათებს.

5. გამცემი პუნქტი. რომელიც აღრიცხავდა სიის მიხედვით გაცემულ ნობათს.

წინა წელს უფრო ადვილი იყო ამის გაკეთება, ვინაიდან ერთი დიდი ოთახი დაგვეთმო, წელს ვიწრო დეფერანში მოგვიწია (20/20 კალათად ) დანაწილება ნობათის.

მაინც ყველაფერმა კარგად ჩაიარა...
უკმაყოფილო არავინ არ დარჩენილა, ერთი კი გვთხოვეს რომ ძველით ახალწელსაც იქნებ გაგვახაროთოოოო :))

კიდევ ერთი კარგი საქმეც გაავკეთეთ, ხაშურშივე დავეხმარეთ 5 შვილიან ოჯახს, აქედან 2 შვილი ყავთ უნარშეზღუდული, ასე რომ 1 დღეში 2კარგი საქმე მოვახერხეთ.

ამაზე მეტი რაღა დავწერო არ ვიცი :) თან ვთვლი რომ ამ საქმეს ბევრი გაშუქება არ სჭირდება.

შენი- ჩემი- ჩვენი არაგვისპირელი :)
Last edited by aragvispireli on 27 დეკ 2011, 16:45, edited 3 times in total.

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by zika » 26 დეკ 2011, 14:34

:lol: :lol: :lol: ყოჩაღები ხართ!!!!!!!!!
მეორე ნაწილში ვერ შემოგიერთდით მაგრამ სულიერად თქვენთან ვიყავი, იმედია გრძნობდით :D :D :D :D
мир идет навстречу Вам во Всем.


User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by domciko » 26 დეკ 2011, 15:36

ჩვენი საამაყო,კეთილი,თბილი,საყვარელი კარველები... ზიკასი არ იყოს და მართლა ჩემი გული თქვენთან იყო... :* :<3

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by Falcon » 26 დეკ 2011, 16:36

მართლა ძალიან კარგი დღე იყო თავისი ყველაფრით. მადლობა ყველას, ვინც 1 ლარი მაინც გაიღო, ან სხვანაირად შემოუერთდა აქციას, მათაც ვინც იქ იყო და ადგილზე იმუშავა, რა თქმა უნდა მადლობა იდეის განმახორციელებელს (რაც არ უნდა ბევრი აპროტესტოს) რადგან იდეა შეიძლება იდეის დონეზე დარჩეს თუ თავი არ მოაბი. ეს კი 1000 საორგანიზაციო წვრილმანთან არის დაკავშირებული და არც ისე ადვილი საქმეა.

აქციის მასშტაბები წელს უფრო დიდი იყო ვიდრე გასულ წლებში და იმედია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ისეთი პირი უჩანს, რომ საქველაქცია ყოველი წლის ბოლოს 25 დეკემბერს კარვულ ტრადიციად იქცევა (პრინციპში უკვე არის) რასაც მივესალმები.

aragvispireli wrote: 10. FALKONI
შეცდომაა :!: , უნდა იყოს Falcon

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 19:01

GAMARJOBA SAKARTVELO-მ არ დაიშალა და თავისი ფულით ყველასთვის ნაძვისხეები იყიდა....

თურმე სხვა ჩანაფიქრიც ჰქონდა და რაღა დაიჭერდა გოგას?! :)))

ხოდა დაგვიბრუნდა გუდვილიდან "ხელდამშვენებული" :)))



Image

Image

ტომას დაბადების დღის საჩუქარი მოართვა-უსაყვარლესი "გველესაპი" თუ რა ვიცი "დრაკონს რა დავარქვა ქართულად?
ტელევუიზორში გადაცემა "100 გრ. ცელსიუსში"-ურჩხულადაც კი მოიხსენიებდნენ:)))

Image


ტომას ის ჩახუტებისთანავე შეუყვარდა..:))) მგონი "იმასაც" :)))

Image

და აღარც "დაშორებულან"...ყოველშემთხვევაში გუშინ და დღეს რა ხდებოდა არ ვიცი...:)))


Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by chuna » 26 დეკ 2011, 19:18

GAMARJOBA SAKARTVELO-ს ნაყიდმა ნაძვისხეებმა ნამდვილად სადღესასწაულო ელფერი შესძინა აქციას და დაამშვენა საჩუქრები....

ძალიან მოეწონათ და გაუხარდათ, განსაკუთრებით პატარებს...

Image

საქმიანი ზარები არ წყდებოდა და მართლაც გზადაგზა ყველაფერს აგვარებდა, ატანხმებდა, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ ვმხიარულობდით და ვმღეროდით:)))

Image

Image


Image
Last edited by chuna on 26 დეკ 2011, 19:31, edited 1 time in total.

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Post by karavi87 » 26 დეკ 2011, 19:30

ყოჩაღ მაგრები ხართ!!
მოგზაურობა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]