Page 1 of 2

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 15:53
by Ketevan Guliashvili
1. დასასუფთავებელი ადგილი:
გრემი (ყვარლის გამგეობა, კახეთი)

2. მგზავრობის ღირებულება:
თითო გამსვლელისათვის 18 ლარი.

3. აქციის მონაწილეები:

1.გამარჯობა საქართველო
2. არჩილ დაკოტელი
3. ოპტიმისტი
4. გამარჯობა საქართველოს + ეკა
5. გამარჯობა საქართველოს + ლუკა
6. ქეთი გულიაშვილი

და 40იოდე ენისელი სკოლის მოსწავლე.


4. დასუფთავების აქციის ორგანიზატორი:
GAMARJOBA SAKARTVELO

5. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
300 კმ


6. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ტელეფონი ყველგან იჭერს

7. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის მისაღების Nები:
საკონტაქტო ტელეფონი: 577 95 50 40; 590 900 621


8. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 16:56
by Ketevan Guliashvili
რედისონ ივერიის წინ. 7:50 წუთზე შევიკრიბეთ. ყველა დაუგვიანებლად მოვიდა. გამარჯობა საქართველოს უკვე ეყიდა შაქრის ტომრები და ხელთათმანი. 8:20ზე ქალაქიდან გავედით და გომბორის გავლით გრემს მივაშურეთ.

თეთრ წყლებთან ცოტა ხნით შევჩერდით და ფოტო გადავიღეთ. ხელმარცხნივ, ხეთა რიგს მიმალული გიგანტი კავკასიონი მზის შუქზე თეთრად ელვარებდა. მაჯვნივ დამრეცი ტყე... გზის ხვეულები... მაგრამ
დიდხანს ვერ გავჩერდებოდით. შიოს მარანს ფანჯრიდან გავხედეთ. კავკასიონი გზას ჩვენთან ერთად აგრძელბდა.

ბატონ კონსტანტინეს (სკოლის დირექტორს) დაუკავშირდით და ისიც 40იოდე უფროსკლასელ ბავშვთან ერთად გრემთან შეგვეგება.

მცირე ლექციისა და ახსნა-განმარტების შემდეგ, საქმეს შევუდექით. ბავშვები ცდილობდნენ ტომრები მალე შეევსოთ და ბოთლების წამოკრეფას მიეძალნენ. თუმცა არც "წვრილი" ნაგავი გამოგვრჩენია. ისე დავუარეთ, რომ ეკალ ბარდების ფესვებთან შემოხვეული და ეკლებზე ჩაჭირდებული პარკები და წვრილი პლასტმასის ნარჩენებიც ამოვასუფთავეთ.

ჩემი აზრით, ბავშვბის ამგვარ საქმიანობაში ჩართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია მომავალში ისინი ასეთივე ხალისით და მეტი ოდენობით მიიღებენ მონაწილეობას.

ხო, კიდევ, ბაშვებს ძალინ მოეწონათ მუშაობა, ხშირად გვესმოდა როგორ ამბობდნენ ერთმანეთში, რა კარგი ყოფილა ეს დასუფთავებაო. თან ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, თან თამაშობდნენ. "მსუბუქად" და სიამოვნებით ალაგებდნენ.

ჩვენც კარგ მაგალითს ვაძლევდით და ხელდაკაპიწებულები ვმუშაობდით. დავიკაწრეთ და ბევრი ეკალიც შეგვესო. თუმცა დასუფთავების დასარულს სიამოვნებით გადავხედეთ ნაშრომს.

მუზეუმის დირექტორი მადლობის ნიშნად ყურძნით, ხურმითა და პიტნის ჩაით გაგვიმასპინძლდა. თან დაამატა - ეს რა კარგი სტურები ყოფილხართ შაქარი არ გდომებიათო და პიტნა ბარაქიანად ჩაგვიყარა:) მაგრად მშიოდა. ტკბილი, გემრიელი და დამანაყრებელი იყო ყველაფერი.

ნაგვის მანქანა დაგვიანებით მოვიდა. მანქანის ძარაზე მოხვედრას 100 ტომარა პლასტმასი ელოდებოდა.

აბარგება რომ დავასრულეთ და სატვირთო დაიძრა 12 წლის ლუკამ თეთრი ტომრებით სავსე მანქანას თვალი გააყოლა და ლუღლუღებდა "ოღონდ გზაში არ ჩამოიყაროთ"...

ამის შემდეგ გრემში შევედით, სანთელი დავანთეთ. მერე ილიას ტბაზე შევიარეთ.

საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით ერთ სასიამოვნო ადგილას დავასრულეთ.

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 17:33
by Ketevan Guliashvili
თეთრი წყლების სიახლოვეს

Image
By guliashvili at 2011-12-04

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 17:49
by Ketevan Guliashvili
Image
By guliashvili at 2011-12-04

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 17:55
by Ketevan Guliashvili
Image

Uploaded with ImageShack.us

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 21:41
by Ketevan Guliashvili
გრემი

Image
By guliashvili at 2011-12-04

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 04 დეკ 2011, 22:07
by Ketevan Guliashvili
Image
By guliashvili at 2011-12-04

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 11:03
by Archil
ყოჩაღთ !!!

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 12:32
by Archil
ესეც გომბორის გზაზე - გოგა, მისი პლიუსი ეკა და ეკას ლუკა.

გურჯაანის გზით ვაპ;ირებდი წასვლას - უფრო უსაფრთხოა, მაგრამ გოგამ გომბორით წავიდეთო და ხათრი არ გავუტეხე - უყვარს კაცს ლამაზი სურათების გადაღება და ...


Image


გზაზე თოვლი არ იდო, თუმცა ზოგიერთ ადგილებში მოყინული იყო და ცივ გომბორს იქით ნისლი დაგვხვდა. ერთ ადგილას ცოტათი მომაცურა კიდევაც, მაგრამ დატოკაში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი ქნა..

გომბორი ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს.

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 12:37
by Archil
გოგამ სიტყვით მიმართა ბავშვებს, თუ რა კარგები უნდა იყვნენ და რა მოწადინებით უნდა მოუარონ თავიანთ მიწა-წყალს

Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 12:42
by Archil
ეს ენისელის სკოლის დირექტორიანაწილებს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით

Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 12:52
by Archil
ესეც მთავარანგელოზი - კახელები გრემად არ იხსენებენ, მთავარანგელოზს ეძახიან ძირითადად

Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 12:57
by Archil
აი რა მოწადინებით მუშაობდნენ კარაველები - ყოჩაღ ქეთი !!!!

ზოგიერთებს კი არ გვანან (ჩემს თავს ვგულისხმობ ;) )

Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 13:04
by Archil
დაესია ხალხი პოლიეთილენს


Image

Image

ხევი არ დატოვეს დაუსუფთავებელი

Image

დასუფთავების აქცია - გრემის მიმდებარე ტერიტორია

Posted: 05 დეკ 2011, 13:22
by Archil
ესეც ცხოველების მოყვარულებს

პირველად იყო 2 კვირის ხნოვანების კვიცი სასეირნოდ გამოყვანილი - დედას არ სცილდებოდა და ფეხებში ებლანდებოდა. მორცხვი და მშიშარა იყო ძალიან(ზოგიერთებივით ;) )

Image