Page 1 of 4

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:29
by Ketevan Guliashvili
მეგობრებო, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვისაც წვლილი მიგიძრვით ამ კეთილშობილ საქმეში!


პირველ რიგში აღვნიშნავ ზვიადის კეთილშობილ საქციელს, რომელმაც უსასყიდლოდ აგვიყვანა და აგვატანინა დახმარება! გულიანი ადამიანი და საამაყო კარაველია!

უღმესი მადლობა მოუსვენარს, ჭუნას, სთრეინჯერს, ნინი_85ს, ლიკას, მაოს, საბას, დოლიძელს, თამარი-ჩ-სა სხვებს ვინც ტანისამოსი, ფეხსაცმელი, კაფეტი თუ სხვა რამ გაიღო ძეგველებისათვის.

მადლობა მამა ანტონსა და წმ. ანტონ მარტყოფელის ეკლესიის მრევლს, ასევე გოჩასა და მის ქალიშვილს გაწეული ფულადი და ტრანსპორტით დახმარების გამო.

დიდი მადლობა იმათ ვინც შეძლო და წამოვიდა! ამაზე მოგვინებითაც დავწერ:)

დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც გულშემატკივრობდა ამ გასვლას!

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:32
by Ketevan Guliashvili
საქველმოქმედო აქცია ასე დაიწყო: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5293


1. დანიშუნლების ადგილი - წმ. გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი.

2 მიზანი - დახმარების გაწევა.

3. თარიღი - 12 ნოემბერი 2011 წელი. 11 საათი.

4. სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გაწეული დახმარება-ჩამონათვალი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი. ფული.

5. ცენტრში მცხოვრებთა რაოდენობა - სულ 60, აქედან 15 ბავშვი +2 მოზარდი 17 წლის.

6. მანძილი თბილისიდან ცენტრამდე - დაახლოვებით 50კმ.

7. წამომსვლელთა სია:

1. ზვიად ჩიტაური (სამარშრუტოთი)
2. ქეთი გულიაშვილი
3. ჭუნა
4. სთრეინჯერი
5. შაქარა
6. დოლიძელი
7. გოჩა (საბარგო სამარშრუტოთი)
8. გოჩას ქალიშვილი
9-10-11. გუნდის გოგონები: ნათია, დიანა, ნინო.

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:35
by ARCHILI
Ketevan Guliashvili wrote:ლაშქრობა ასე დაიწყო
Ketevan Guliashvili


ამ მეტად შესანიშნავ საქმეს ლაშქრობა არ ჰქვია, ამიტომ მკითხველი რომ შეცდომაში არ შეიყვანოთ, დააზუსტეთ, რომ ამ ექსკურსიას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა :)

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:36
by Ketevan Guliashvili
ასევე უღმესი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ცენტრის ფულადი დახმარება გაუწია:

ჭუნა
სთრეინჯერი
შაქარა
დოლიძელი
ქეთი
მაიკო
გოჩა

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:37
by CheLo
ლაშქრობა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში 8)

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:52
by Ketevan Guliashvili
ARCHILI
CheLo

მართალია!

საქველმოქმედო აქცია დილით 10:30 წთზე დაიწყო. ტანისამოსი ზვიადის სამარშრუტოში მოვათავსეთ და სამთო ქიმიისაკენ გავწიეთ. აქ გველოდნენ ჭუნა, სთრეინჯერი, შაქარა და დოლიძელი! საბასა და იმედას წამოსვლას არ ველოდი, რომ დავინახე ვერ აგიღწერთ ისე გამიხარდა!

გზაში თამარმაც დაგვირეკა, უჩემოდ არ წახვიდეთო! თამარი-ჩმატანისამოსი შესწირა ძეგვს, რისთვისაც დიდი მადლობა!

ძეგვში 11:30ზე ვიყავით. შიო მღვიმის მონასტრის მიერ აშენებული ეკლესიის მოპირკეთება დასრულებული დაგვხვდა.

Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 21:53
by Ketevan Guliashvili
ზვიადი, დოლიძელი, ჭუნა, შაქარა და სთრეინჯერი ეკლესიისაკენ მიმავალ გზაზე.

Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:12
by Ketevan Guliashvili
სთრეინჯერი

Image

ზვიადი

Image

დოლიძელი

Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:21
by Ketevan Guliashvili
შაქარა

Image

ჭუნა, დოლიძელი და სთრეინჯერი ქარაგმის წაკითხვას ცდილობენ, დიჟინებული მუშაობის შემდეგ იმედამ ტექსტი ამოიკითხა :)

Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:31
by Ketevan Guliashvili
წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხატი.

Image

აღსავლის კარი

Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:38
by Ketevan Guliashvili
Image

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:49
by Ketevan Guliashvili
აღარ იტვირთება, ხვალ გავაგრძელებ.

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 12 ნოე 2011, 22:52
by dolidzeli
Ketevan Guliashvili wrote:ზვიადი, დოლიძელი, ჭუნა, შაქარა და სთრეინჯერი ეკლესიისაკენ მიმავალ გზაზე.

Image
ჩემ ქუდს,კიარადა ჭუნიკოს ქუდს არ ვიმჩნევთ :D :D:D:Dდ:დD:D

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 13 ნოე 2011, 13:52
by Ketevan Guliashvili
dolidzeli


ისეთი ქარი იყო, ლამის თმაც წაიღო:D

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი (12.11.11)

Posted: 13 ნოე 2011, 14:06
by Ketevan Guliashvili
ბავშვები ეზოში თამაშობდნენ.

Image

ცოტა ხანში მეორე (საბარგო) სამარშრუტოც ამოვიდა, მომღერლებიც მან ამოიყვანა. ჩამოვცალეთ და კონცერტი მალევე დავიწყეთ. ჯერ საგალობელი, შემდეგ ხალხური სიმღერები ვუმღერეთ. თითონაც ჩაერთნენ, აღმოჩნდა რომ ზოგიერთი მათგანი კარგად მღეროდა. მერე ინდური სიმღერა შეასრულეს და რამოდენიმე სიმღერა მათი თხოვნით, მათთან ერთად ვიმღერეთ. ამდენი აღფრთოვანებული თვალი და გულანთებული აპლოდისმენტი პირადად არც ერთ კონცერტზე მქონია, გოგოების არ ვიცი:) გვითხრეს - კიდევ მოდით, რაო.