ფიგურული სრიალი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderator: ilia

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ფიგურული სრიალი

Post by Katy » 31 ოქტ 2011, 15:40

Ketevan Guliashvili

პლუშენკო რაღაც ამპარტავანი მგონია და იაგუდინი თითქოს უფრო უბრალოა.. ჩემი სუბიექტური აზრია.. :)

ანტონ სიხარულიძე და ელენა ბერეჟნაია ძალიან მომწონს, კარგი წყვილი იყო.. ისე, 2006 წლის ოლიმპიადის ფურორის მერე მაგარი ჩავარდნა აქვთ რუსებს..

ჩვენს ელენეზეც გული მწყდება, ცოტა არასტაბილური სპორტსმენია.. :) იგივეს ამბობდნენ სარა მაიერზეც, ხან ოცეულშია, ხან მედალს იღებს.. ჩვენიც ეგეთია რა.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 31 ოქტ 2011, 16:13

Tami wrote:skopi
Ketevan Guliashvili
მადლობა ინფოებისთვის,
სიამოვნებით ვიციგურავებდი თუ ვინმე შემომიერთდება:)
ეჰ! :roll:

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 31 ოქტ 2011, 16:33

Katy wrote:Ketevan Guliashvili

პლუშენკო რაღაც ამპარტავანი მგონია და იაგუდინი თითქოს უფრო უბრალოა.. ჩემი სუბიექტური აზრია.. :)

ანტონ სიხარულიძე და ელენა ბერეჟნაია ძალიან მომწონს, კარგი წყვილი იყო.. ისე, 2006 წლის ოლიმპიადის ფურორის მერე მაგარი ჩავარდნა აქვთ რუსებს..

ჩვენს ელენეზეც გული მწყდება, ცოტა არასტაბილური სპორტსმენია.. :) იგივეს ამბობდნენ სარა მაიერზეც, ხან ოცეულშია, ხან მედალს იღებს.. ჩვენიც ეგეთია რა.
პლუშენკო თავდაჯერებულია:) მას ვგულშემატკივრობდი 2010 ში. ევან ლაისაჩეკი კარგი მოციგურავეა, მაგრამ ამერიკული სკოლა ზოგადად არ მომწონს, პლასტიკა აკლიათ მოციგურავეებს.... რუსულს და ახლა უკვე აზიურსაც (რომელიც რუსულ ტრადიციებს მიყვება, ჩემი აზრით) უპირატესობას ვანიჭებ.

იაგუდინს ისეთი თავისებურება აქვს, რომელიც გამოარჩევს ბევრი კარგი ტექნიკის მქონე მოციგურავისაგან. მერე ემოციები!!! მომწონს მისი ემოციურობა!

ინტერვიუში იხსენებდა, რომ ვარჯიშისას ტარასოვასთან კამათი მოსდიოდა და სიბრაზისაგან ციგურებს საციგურაო მოედნის ირგვლივ რომ ამაღლებაა იმას ურტყამდა...

ისე აზიამ მოწინავე ადგილები დაიკავა, კარგი სკოლები აქვთ, ბავშვებს ჩინათშI, თU არ ვცდები, უფასოდ ავარჯიშებენ და მწვრთნელები მთელ ქვეყანაში დაეძებენ თურმე ბავშვებს... კორეელი იუ ნაკიმი რა მოხდენილად კატაობს!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ფიგურული სრიალი

Post by Naia » 01 ნოე 2011, 10:12

Ketevan Guliashvili
Tami
სპორტის სასახლესთან (ტელევიზია 'მზის' უკან) არის საციგურაო სკოლა. როგორც ვიცი, მოყვარულებსაც უშვებენ. ციგურებიც იქვე აქვთ და შეგიძლიათ იქირაოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ თბილად უნდა ჩაიცვათ, თორემ დარბაზში საშინლად ცივა

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ფიგურული სრიალი

Post by Katy » 01 ნოე 2011, 11:52

Ketevan Guliashvili

აზიის სკოლა ცალკე თემაა.. :) მარტო ის რად ღირს, 2006 წლის ოლიმპიადაზე ასეთი ტრავმით რომ დაასრულა პროგრამა ჩინეთის წყვილმა..
გოგოები ჰყავთ ძალიან მსუბუქები და ალბათ ამიტომ უმარტივდებათ უფრო სრიალი, სად ახლა იუ ნაკიმი და სად ევროპელი "ფუმფულა" სპორტსმენები.. :)
ბიჭები რატომღაც მხოლოდ ათეულში გყავთ..

ლისაჩეკს მედალი რატომ მისცეს დღემდე ქრ მესმის.. მიუხედავად იმისა, რომ პლუშენკო პიროვნულად არ მესიმპათიურება, მგონია რომ სპეციალურად დააკლეს ის მეათედები.. ამას იმით ხსნიდნენ რომ ფიგურულ სრიალში არა მარტო სპორტული ელემენტები უნდა იყოსო, ამ დროს, ცეკვა ცალკე დისციპლინაა და სრიალი ცალკე.. მოკლედ, დაჩაგრეს პლუშენკო და ვაღიარებ! :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 01 ნოე 2011, 17:06

Naia wrote:Ketevan Guliashvili
Tami
სპორტის სასახლესთან (ტელევიზია 'მზის' უკან) არის საციგურაო სკოლა. როგორც ვიცი, მოყვარულებსაც უშვებენ. ციგურებიც იქვე აქვთ და შეგიძლიათ იქირაოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ თბილად უნდა ჩაიცვათ, თორემ დარბაზში საშინლად ცივა
მე ვერ და თამის ვუშოვოთ მეწყვილე :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 01 ნოე 2011, 17:18

Katy

2006 ში ჩIნელლი წყვილის ის ტრავმა არ მახსოვდა და ახლა ვნახე...

იმ ჩემპიონატზე მარინინი- ტატმიანინა პირველზე და მომდევნო 3 ადგილი ჩინური წყვილებისა იყო. წარმოიდგინე, სპორტის ამ სახეობას 1980 წლიდან მოკიდეს ხელი და რუსებს უკვე აგდებენ პიედესტალიდან.

მსუბუქი ქალები ყავთ და ბევრსაც ვარჯიშობენ. შრომისმოყვარეობაში ტოლ დაუდებელი ხალხია, მათემატიკური ტვინით.

თემიდან გადავუხვევ და... ჩემი მეგობარი კორეაში ასწავლიდა და ყვებოდა, გადაქანცვებისა და ძლიერი დატვირთვების კორეელ ბავშვებში ხშირია თვითმკვლელობაო, რა საშინელებაა წარმოიდგინე! ღირს კი?

ლაისაჩეკი არ იყო ცუდი, კარგად და სუფთად იკატავა, მაგრამ რა ხის მორი და რა ეგ.... არ მომწონს....

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 20:24

იუზურუ ჰანიუ, მგონი ასე გამოითქმებამისი გვარ-სახელი. 16 წლის ჩემი აზრით პერსპექტიული მოციგურავე.

http://www.youtube.com/watch?v=pvf0KIEvryo

User avatar
skopi
ბოდიალა
Posts: 219
Joined: 05 ივლ 2010, 15:52
Location: მგონი თბილისი
ფიგურული სრიალი

Post by skopi » 09 ნოე 2011, 20:56

Tami wrote:skopi
Ketevan Guliashvili
მადლობა ინფოებისთვის,
სიამოვნებით ვიციგურავებდი თუ ვინმე შემომიერთდება:)
მე შემოგიერთდები თან დიდი სიამოვნებით რამდენიხანია მინდა და ვერავინ ავიყოლიე :oops:
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ფიგურული სრიალი

Post by domciko » 09 ნოე 2011, 21:30

skopi wrote:
Tami wrote:skopi
Ketevan Guliashvili
მადლობა ინფოებისთვის,
სიამოვნებით ვიციგურავებდი თუ ვინმე შემომიერთდება:)
მე შემოგიერთდები თან დიდი სიამოვნებით რამდენიხანია მინდა და ვერავინ ავიყოლიე :oops:
სად და როდიიიიის????

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ფიგურული სრიალი

Post by CheLo » 09 ნოე 2011, 21:40

domciko

ისე კითხულობ სად გეგონება 2 საციგურაო მოედანი გვქონდეს თბილისში : ))))) სად და სპორტის სასახლის უკან : )))))

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ფიგურული სრიალი

Post by CheLo » 09 ნოე 2011, 21:41

მე ვიყავი მანდ 6 წლის უკან ჩემი და დადიოდა.. და 15 ლარი ღირდა.. მაშინ მხოლოდ კვირა დღეს უშვებდნენ მოყვარულებს.. და იმდენჯერ დავებერტყე ხალხი მხოლოდ მე მიყურებდა თუმცა შემდეგ ცოტა ავითვისე.. ილეტებს ვერ ვაკეთებდი მაგრამ დავქროდი და მერე დატორმუზების დროს ვეცემოდი :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ფიგურული სრიალი

Post by CheLo » 09 ნოე 2011, 21:48

Katy wrote:Ketevan Guliashvili

პლუშენკო რაღაც ამპარტავანი მგონია და იაგუდინი თითქოს უფრო უბრალოა.. ჩემი სუბიექტური აზრია.. :)

ანტონ სიხარულიძე და ელენა ბერეჟნაია ძალიან მომწონს, კარგი წყვილი იყო.. ისე, 2006 წლის ოლიმპიადის ფურორის მერე მაგარი ჩავარდნა აქვთ რუსებს..

ჩვენს ელენეზეც გული მწყდება, ცოტა არასტაბილური სპორტსმენია.. :) იგივეს ამბობდნენ სარა მაიერზეც, ხან ოცეულშია, ხან მედალს იღებს.. ჩვენიც ეგეთია რა.
სარა მაიერს ნუ შეადარებ გედევანიშვილს :lol: :lol: :lol: ჩვენი მედალსაც ვერ იღებს :oops: :oops:

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ფიგურული სრიალი

Post by CheLo » 09 ნოე 2011, 21:51

და საერთოდ ფიგურული არ მომხიბლავდა მანდ რომ კირა კორპი არ მენახა!! ეს ქალი არის ჩემი ქალის ეტალონი!! და სულ არ მაინტერესებს მისი გაკეთებული "ტულუპები" და "აქსელები" უყურებ მას და მსიამოვნებს უკვე :lol: :lol: :lol:

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 21:53

და იმდენჯერ დავებერტყე ხალხი მხოლოდ მე მიყურებდა თუმცა შემდეგ ცოტა ავითვისე.. ილეტებს ვერ ვაკეთებდი მაგრამ დავქროდი და მერე დამუხრუჭების დროს ვეცემოდი.
:D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]