ფიგურული სრიალი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 25 ოქტ 2011, 20:17

სპორტის ეს სახეობა ალბათ გოგოებიათვის უფრო მიმზიდველია. ხოდა მხოლოდ გოგონებისათვის ... თემას გახსნილად ვაცხადებ:)

ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მოწონებული ცეკვის ბმულები, ინფორმაცია და ყველნაირი ინფო ამ თემის ირგვლივ.

ცოტა ქართული ფიგურული სრიალის შესახებ... რომელიც აგერ უკვე მთელი 51 წლისა აღმოჩნდა!

" საქართველოს წარმომადგენლები სამჯერ ფლობდნენ საბჭოთა კავშირის თასს (1975-76 და 1987 წწ.) ხოლო 2010 წლის ვროპის პირველობაზე, რომელიც ჩატარდა ქ. ტალინში, პირველად საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში ელენე გედევანიშვილმა მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი. "

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 25 ოქტ 2011, 20:31

ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი 2010 წლის ევროპის ჩემპიონატი. ტალინი. მეცხრამეტე ადგილი.

http://www.youtube.com/watch?v=f28ryWt0NCs

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 25 ოქტ 2011, 21:07

ევგენი პლიუშენკო - ტალინი 2010.

ჩემი აზრით, პლასტიკითა და სილაღით პირველია. ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ!

http://www.youtube.com/watch?v=qIgtmowi ... re=related

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 25 ოქტ 2011, 21:52

ფიგურულ ციგურაობაში შედის ოთხი დისციპლინა: კაცთა, ქალთა, წყვილთა სრიალი და სპორტული ცეკვები. შეჯიბრება ტარდება ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის მაქსიმალური სიგრძეა 60 მ, სიგანე _ 30 მ, მინიმალური კი, შესაბამისად, 56 და 26 მ. ვარჯიში სრულდება სპორტსმენის მიერ შერჩეული მუსიკის თანხლებით (სპორტული წყვილები ირჩევენ მხოლოდ თავისუფალი პროგრამის მუსიკას); შეჯიბრებისთვის ასევე თავად სპორტსმენები ირჩევენ კოსტიუმებს. ფოლადისგან დამზადებულ ციგურებს განსაკუთრებული ფორმა აქვს. ჩქაროსნული ციგურაობისა და ჰოკეის ციგურებისგან ისინი განსხვავდება წინა ნაწილის კბილანებით. განსხვავებული ფორმისაა სპორტული ცეკვის ციგურებიც: მათი უკიდურესი ქვედა კბილანა შედარებით მცირე ზომისაა.
ფიგურულ ციგურაობაში წყვილს ქალი და კაცი ქმნიან. ცალკე ქალთა ან კაცთა წყვილები არ ასპარეზობენ. გამოსვლისას ფიგურისტები ასრულებენ ნახტომებს (აქსელი, სალხოვი, ტულუპი, რიტბერგერი, ფლიპი, ლუცი), სხვადასხვაგვარ ტრიალს (დგომტრიალი, ჯდომტრიალი და მერცხალტრიალი) და ნაბიჯებს. ერთეული მოციგურავეები და წყვილები ასრულებენ ორ-ორ პროგრამას: მოკლეს, რომელსაც ორიგინალურ ან სავალდებულო პროგრამასაც უწოდებენ, და თავისუფალს. მოკლე პროგრამა როგორც ერთეულების, ისე წყვილების გამოსვლისთვის განკუთვნილია 2,50 წუთი (შეიძლება ნაკლებიც). მოკლე (სავალდებულო) პროგრამა შედგება რვა აუცილებელი ელემენტისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ნაბიჯებითაა დაკავშირებული. (დამაკავშირებელ ნაბიჯებს მსაჯები ითვალისწინებენ მოციგურავის შეფასების დროს. არასავალდებულო, ისევე როგორც განმეორებით შესრულებულ ელემენტებს შეფასებისას მხედველობაში არ იღებენ). თავისუფალი პროგრამის ხანგრძლივობა კაცების და წყვილებისთვის შეადგენს 4,30 წუთს (+/- 10 წამი), ხოლო ქალებისთვის _ 4 წუთს (+/- 10 წამი). თავისუფალ პროგრამას სავალდებულო ელემენტები განსაზღვრული არა აქვს, თუმცა დადგენილია მათი რაოდენობა: კაცებისთვის _ არაუმეტეს 8 ნახტომისა, 4 ტრიალით, 2 ნაბიჯების მონაცვლეობით; ქალებისთვის _ არუმეტეს 7 ნახტომისა, 4 ტრიალით, 2 ნაბიჯების მონაცვლეობით. წყვილთა შეჯიბრებისას არ არის აუცილებელი ერთი და იმავე მოძრაობების შესრულება ანდა მოციგურავეთა შორის მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება, თუმცა მათი გამოსვლა ერთ ჰარმონიულ მთლიანობას უნდა ქმნიდეს.
შეჯიბრება სპორტულ ცეკვებში გულისხმობს ორი სავალდებულო, ერთი ორიგინალური და ერთი თავისუფალი ცეკვის შესრულებას. სპორტული ცეკვების ტექნიკური კომიტეტი ყოველწლიურად ადგენს ოთხი სავალდებულო ცეკვის სახეობას, რომელთაგანაც შეჯიბრებისას შესასრულებელი ორი ცეკვა წილისყრით შეირჩევა. კომიტეტი განსაზღვრავს ასევე ორიგინალურ ცეკვას, მის რიტმს, ტემპსა და ხანგრძლივობას. შესაბამისი ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება. ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია სავალდებულო ცეკვებად მიიჩნევს ფორტინსტეპს, ფოქსტროტს, როკერ ფოქსტროტს, ევროპულ ვალსს, ამერიკულ ვალსს, ვესტმინსტერულ ვალსს, ვენეციურ ვალსს, ავსტრალიურ ვალსს, სტარლაით ვალსს, რევესბურგულ ვალსს, გოლდენ ვალსს, იანკი პოლკას, ქვიქსტეპს, პასადობლს, რუმბას, რუმბა დეამორს, ჩა-ჩა კონგელადოს, სილვერ სამბას, ტანგოს, არგენტინულ ტანგოს, ტანგო რომანტიკას, ბლიუზს, მიდნაით ბლუზს. სავალდებულო ცეკვის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. ცეკვა უნდა შესრულდეს მუსიკის ტაქტით და ზუსტი მონახაზის შესაბამისად. თავისუფალი პროგრამა უნდა შედგებოდეს საცეკვაო ნაბიჯებისა და მოძრაობების კომბინაციებისაგან, რითაც ვლინდება სპორტსმენთა მიერ არჩეული მელოდიის ხასიათი და იდეა. აუცილებელი ელემენტები ჩამოთვლილია ISU-ის წესდებაში. სპორტული ცეკვების ტექნიკური კომიტეტის მიერ წესებში შეტანილი ცვლილებები ყოველწლიურად ქვეყნდება. მოციგურავის მიერ შესრულებული პროგრამის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, ერთი მხრივ, ცალკეული ელემენტების შესრულების ხარისხი (ქულათა შემდეგი სკალის მიხედვით: -3, -2, -1, 0, +1, +2, +3), მეორე მხრივ, სრიალის ოსტატობა, დამაკავშირებელი ნაბიჯები და მოძრაობები, პროგრამის შესრულება, ქორეოგრაფია, ინტერპრეტაცია (0,25-იდან 10 ქულამდე სკალით).


http://www.sok.ge/ge/?p=4518

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 25 ოქტ 2011, 21:53

პლიუშენკო, 2010 წელი ვანკუვერი. თავისუფალი პროგრამა.

http://www.youtube.com/watch?v=xtY1CuAb ... ture=share

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 26 ოქტ 2011, 17:05

2002 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სოლთიში ტარდებოდა, ალექსეი იაგუდინმა ოქროს მედალი მოიპოვა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ის იყო პირველი მოციგურავე რომელმაც ორივე პროგრამის შემდეგ ყველა მსაჯის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი მიიღო. ასევე პრეზენტაციისათვის მიიღო ოთხი შეფასება 6.0. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.

როგორც ტატიანა ტარასოვა იტყოდა: "ლიოშას ყველაფერი შეუძლია!"

http://www.youtube.com/watch?v=kHxBvJgK ... re=related

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 26 ოქტ 2011, 19:13

იაგუდინის სავიზიო ბარათი:) ცნობილი ნაბიჯებით. ამის შემხედვარე ძნელად წარმოიდგენ რომ მას თეძოს თანდაყოლილი ტრავმა აქვს.

http://www.youtube.com/watch?v=9q70BbgHUIQ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 26 ოქტ 2011, 19:21

ალექსეი იაგუდინის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი - კაცი რკინის ნიღაბში...

სოლთ ლეიქ სითი 2002 წელი.

http://www.youtube.com/watch?v=On65xmS5 ... re=related

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ფიგურული სრიალი

Post by Katy » 28 ოქტ 2011, 16:38

როგორ მიყვარს ფიგურული სრიალი!!!
იაგუდინი მე მაგალითად პლუშენკოს მირჩევნია.. ეს უფრო ლამაზად ასრულებს, პლუშენკო მარტო ტექნიკაზეა გადამკვდარი და ნუ ხო, ხტება 4ჯერ, ნაბიჯები, მაგრამ რატომღაც იაგუდინი ჯობია მგონი!

თან, იაგუდინი როდესაც ასპარეზობდა, პლუშენკომ მგონი ვერც ერთხელ ვერ აჯობა ქულებით.. ესე მახსოვს..

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 28 ოქტ 2011, 16:54

Katy

იაგუდინის საფირმო ნაბიჯებზე ჭკუა მეკეტება... არც კი ვიცი რომელი უფრო მომწონს, თუმცა მგონი მეც იაგუდინი:)

იაგუდინს მიშინი კი თურმე სულ მაგას ეუბნებოდა - პლიუშენკოს მოგება მხოლოდ მაშინ შეგიძლია როცა ის სუსტად ასპარეზობს შენ კი იმ დღეს კარგად სრიალებო...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 28 ოქტ 2011, 17:29

ოქროს მედალოსანი წყვილი - ანტონ სიხარულიძე, ელენა ბერეჟნაია. სოლთ ლეიქ სიტი 2002. მწვრთნელი ტამარა მოსკვინა.

მუსიკა მასნეს ოპერიდან ტაისი - ტაისის მედიტაცია.

http://www.youtube.com/watch?v=0z5fWd7Fu5o

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ფიგურული სრიალი

Post by Tami » 28 ოქტ 2011, 18:29

თბილისში სად შემიძლია ვისრიალო??
каньки-ს ქართულად რა ქვია??
каток-ი როგორაა ქართულად??

User avatar
skopi
ბოდიალა
Posts: 219
Joined: 05 ივლ 2010, 15:52
Location: მგონი თბილისი
ფიგურული სრიალი

Post by skopi » 28 ოქტ 2011, 18:45

Tami
თამი მორკინალის უკან საბურთალოზე საციგურაო მოედანია, სადაც სპორცმენები ვარჯიშობენ და როგორც შარშან გავარკვიე შაბათ კვირას შეუძლიათ მოყვარულებს სრიალი.
როგორც მახსოვს საღამოს 5 საათზე
:)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2375
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფიგურული სრიალი

Post by Ketevan Guliashvili » 28 ოქტ 2011, 18:51

თბილისში სად შემიძლია ვისრიალო?? - მგონი მთაწმინდის პარკში უნდა იყოს. სპორტის სასახლესთან რომ იყო გადაიტანეს, თუ არ ვცდები.
каньки-ს ქართულად რა ქვია?? - ციგურები.
каток-ი როგორაა ქართულად?? - საციგურაო მოედანი.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ფიგურული სრიალი

Post by Tami » 31 ოქტ 2011, 13:03

skopi
Ketevan Guliashvili
მადლობა ინფოებისთვის,
სიამოვნებით ვიციგურავებდი თუ ვინმე შემომიერთდება:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]