Page 1 of 2

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 27 სექ 2011, 15:10
by Makena
მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ პირველ ოქტომბერს, შაბათს, ასოციაცია ელკანას ინიციატივით, ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე, ჩატარდება პურის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზაციას, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა პურის ცხობა, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მცხობელები თავიანთ ოსტატობას გამოავლენენ, გამოცხვება მესხური, კახური, რაჭული პურები, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება დააგემოვნონ ადგილობრივი პური, ღვინო, ყველი და სხვა პროდუქტები.
პარალელურად მოეწყობა ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა(ბაქმაზი,თუთის ჩირი,ღვინო,ტენილი ყველი...), ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა რომელიც მესხეთს მიეძღვნება.
ღია სცენაზე ჩატარდება კონცერტი.
პროგრამის წამყვანი გახლავთ გოგა ჩანადირი - გამარჯობა საქართველო.

ფესტივალი ოფიციალურად 13:00 -ზე გაიხსნება.
ელკანასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან შვეიცარიის განვითარების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო.
მობრძანდით და ისიამოვნეთ !

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 27 სექ 2011, 15:15
by Maiko-adventurous
მგზავრობის საკითხთან დაკავშირებით, რამე ორგანიზებული ხომ არ იგეგმება? თუ ყველა თავისით უნდა ჩავიდეს?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 27 სექ 2011, 15:29
by LiBrA
ბაქმაზზე დიიიიდი და სახალისო ისტორიები აქვთ ჩემს მეგობრებს და ძალიან მაინტერესებს დაგემოვნება :D
კვირას რომ ყოფილიყო, ბევრს აღარ ვიფიქრებდი წამოსვლაზე...

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 27 სექ 2011, 16:12
by ZVIOSULI
მანდ გესტხაუსებისა და სასტუმროების ამბავი როგორ არის, ინდომაცია დაიდოს!

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 27 სექ 2011, 17:32
by teo-
საინტერესოაა

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 28 სექ 2011, 23:02
by ketuna4
ხალხნოოო არ წავიდეეეეთ???????

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 10:39
by VANO
გავეშუროთ ხალხნო რატომაც არა :) :) :)

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 13:23
by keto
FB- ჯგუფში ერთი ამბავია, გვინდა გვინდაო და გახსნას ვინმემ თემა, ყველა ცალ-ცალკე რომ იძახის მინდა მინდაო :))

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 20:25
by ketuna4
აბა ვინ მოდის და იმისდა მიხედვიტ ან მინიბუსუ ვიქირაოტ ან სამარსჰრუტოტი ცავიდეეეეეტ

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 20:25
by ketuna4
აუუუ რა ენაზე დამიწერიაააა:))))))))))

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 22:28
by konstantine
დაახლოებით რამდენი არის მსურველი რომ წავიდეთ?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 22:37
by ketuna4
konstantine
მე და ჩემი +
რახდება???? ვინმე გეგმავს????

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 22:43
by konstantine
გვაქვს სურვილი 2-ს ჯერ ჯერობით.

ანუ 4 უკვე ვართ...

ამ თემას რომ ჩამოურბინო 10 კაცამდე კი უნდა შევგროვდეთ

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 23:02
by ARCHILI
თქვენ ჩასვლა-ჩამორბენას გეგმავთ ერთ დღეში? ანუ შაბათს წახვალთ-წამოხვალთ?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 29 სექ 2011, 23:28
by ARCHILI
თუ პასუხის გამცემი გამოჩნდება, შეიძლება წამომსვლელთა რიცხვმა მოიმატოს.

:)