პურის ფესტივალი ახალციხეში
Posted: 27 სექ 2011, 15:10
მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ პირველ ოქტომბერს, შაბათს, ასოციაცია ელკანას ინიციატივით, ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე, ჩატარდება პურის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზაციას, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა პურის ცხობა, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მცხობელები თავიანთ ოსტატობას გამოავლენენ, გამოცხვება მესხური, კახური, რაჭული პურები, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება დააგემოვნონ ადგილობრივი პური, ღვინო, ყველი და სხვა პროდუქტები.
პარალელურად მოეწყობა ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა(ბაქმაზი,თუთის ჩირი,ღვინო,ტენილი ყველი...), ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა რომელიც მესხეთს მიეძღვნება.
ღია სცენაზე ჩატარდება კონცერტი.
პროგრამის წამყვანი გახლავთ გოგა ჩანადირი - გამარჯობა საქართველო.
ფესტივალი ოფიციალურად 13:00 -ზე გაიხსნება.
ელკანასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან შვეიცარიის განვითარების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო.
მობრძანდით და ისიამოვნეთ !