Page 1 of 2

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 01:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 1ლობაზე ასპარეზობს.
ვერ ვიტყვი, რომ კგდ, მაგრამ დღეს მაინც შეძლო მომდევნო საფეხურზე გასვლა.
5 თამაშში 3ჯერ, რუსეთთან, სლოვენიასთან და ბულგარეთთან (სრულიად 3არცხვინოდ) დამარცხდა, 2ში კი, უკრაინასთან და ბელგიასთან დამაჯერებლად გაიმარჯვა.

იმედია, მომდევნო ტურებში ისეთ უსუსრ კალათბურთს აღარ ვიხილავთ, როგორც ბულგარეთთან.

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 01:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვებ-გვერდმა http://www.worldsport.ge-მ ევო1ლობაზე საქართველოს მდგომარეობას წერილი მიუძღვნა:


საქართველო ევროპულ თორმეტშია!!!
მართალია, ნერვების “წყვეტის” ფასად, თუმცა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორე ჯგუფურ რაუნდში გააღწია – ეს კი, უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, შემდეგ ნიშნავს: საქართველო ევროპის თორმეტ საუკეთესო გუნდში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა საქმე მას შემდეგ გაირთულეს, რაც პირველ ეტაპზე D ჯგუფის დასკვნით მატჩში ბულგარეთთან შეხვედრა 69:79 დათმეს. აღნიშნულის შემდეგ, ჩვენი გუნდი ბელგიისა და უკრაინის ნაკრებთა მატჩის მოლოდინში გახლდათ, სადაც ხელს ამ უკანასკნელთა ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება გვაძლევდა.
საბედნიეროდ, უკრაინელებმა მხოლოდ საწყის წუთებზე გვანერვიულეს, როდესაც მეტოქეს 5:16 ჩამორჩნენ, შემდეგ კი მაიკ ფრატელოს შეგირდების უპირატესობა აშკარა გახდა და მათ ბელგიელები გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ მატჩს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები (ბულგარელები ჯგუფიდან ბელგიის გამარჯვების შემთხვევაში გადიოდნენ) სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ და ემოციების გამოხატვასაც არ ერიდებოდნენ, თამაშის შემდეგ კი ქართველებმა უკრაინელი კალათბურთელები ალალი შეძახილებით დააჯილდოვეს.
ამგვარად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2 მოგებითა და 3 მარცხით, რუსეთისა და სლოვენიის კვალად, მესამე ადგილი დაიკავა და ვილნიუსში მიდის, სადაც 8 სექტემბრიდან F ჯგუფის მატჩებში ჩაებმება. უკვე ცნობილია, რომ მეორე ეტაპზე ქართველთა მეტოქეები მაკედონია, საბერძნეთი და ფინეთი იქნებიან, თანაც პირველ ორს საწყის რაუნდში მოპოვებული გამარჯვებებიც გადაყვებათ, ფინეთი კი ჩვენს დარად, ვილნიუსში უქულოდ მოდის.
8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მაკედონიას ეთამაშება, 10-ში – ფინეთს, ხოლო 12-ში – საბერძნეთს. ექვსეულის ოთხი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს და ასპარეზობას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს.


წყარო:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=24853&lang=1

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 01:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
მაკედონიაც და საბერძნეთიც ძლიერი გუნდებია, მაგრამ მათთან თამაში შეიძლება.
ფინეთთან მოგება კი 20ნება სულაც არ არის.

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 01:30
by guruli
მომდევნო ეტაპზე გასვლა კარგია, მაგრამ ამ რანგის ტურნირზე გუნდი ასეთ თამაშს არ უნდა აჩვენებდეს. სამწუხაროდ, ბულგარეთთანაც ის მოხდა, რაც ხშირად გვემართება ხოლმე ქართველებს - როცა გადამწყვეტი ნაბიჯია გადასადგმელი, იქ აგვიკანკალდება ფეხიც, ხელიც, გულიც და ყველაფერი. :cry:

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 09:53
by QEBURIUS
ფაჩულია 1 თვით დაისვენებსო.... არადა ბულგარეთთან თამაშმა აჩვენა ფაჩულიას გარეშე გუნდი აღარ/ვეღარ თამაშობს

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 01:46
by QEBURIUS
დღეიდან იწყება მეორე ჯგუფური ეტაპი, რაც უკვე წარმატებაა ჩვენთვის. ხუთის ნახევარზე ვხვდებით მაკედონიას, მართალია ფაჩულიას სახით დიდი ძალა დავკარგეთ, მაგრამ იმედია ჩვენი ბიჭები საკუთარ თავში იპოვიან ძალებს და მარტო სტატისტებად არ იქნებიან ჯგუფში

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 11:56
by burdiani
ფაჩულიას დაკარგვას არ ვინერვიულებდი სამქულიანებს და შაშუალო მანძილიდან ნასროლებს რომ უპრობლემოდ ვაგდებდეთ, მაგრამ ეს მოგეხსენებათ ასე არააა. ეგ კი არა საჯარიმოებსაც ძალიან დაბალი მაჩვენებლით ვყრით. ასე კი ვერ გავფრინდებით. ვუყურე მაკედონია ბოსნიას და ნაღდად სხვა სისწრაფით თამაშობს მაკედონია. რაღაც უფრო უკეთესი თუ არ დავუპირისპირეთ შერმადინს გაგვიგუდავს ანტიჩია მგონი გვარად....

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 09 სექ 2011, 01:57
by LEVANIKO
არა რა აქაც ვერაფერს ვშვებით

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 13 სექ 2011, 00:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
დასრულდა ჩვენი გამოსვლა ევროკალათბურთზე.
შედეგი 2 მოგება და 6 წაგება.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბევრს მიაღწია და ჟურნალისტები, ტელერეპორტაჟების წამყვანები, ქომაგების უმრავლესობა ჩვენს ნაკრებს დითირამბებს უძღვნის.
ვთვლი, რომ ჩვენი გამოსვლა ევრო-2011ზე არ იყო წარმატებული. პროცენტულად ყველაზე მეტი შეცდომა გვქონდა, ყველაზე მეტჯერ ვისროლეთ წარუმატებლად 3 და 2ქულიანები და როგორღაა წარმატებული ასპარეზობა?
მომეჩვენა, რომ ჩვენები ლიტვაში ფიზიკურად გადაღლილები და ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები იყვნენ.
მწვრთნელმა ვერ შეძლო უფაჩულიოდ დარჩენილი გუნდის შეთამაშება, ჰოლო მოთამაშეებს არ ეყოთ მწვრთნელის დავალების ბოლომდე შესრულების უნარი.
ნებისმიერს, ვინც იტყვის, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოსვლა მაინც წარმატებული
იყო, დეტალურად დავუსაბუთებ, რომ ცდება.
თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს ნაკრებს უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობები აქვს.

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 13 სექ 2011, 10:17
by QEBURIUS
აბა როგორ გინდა ბრიგაძირს არ დაეთანხმო ზემოთქმულში, თუმცა იმ რესურსით რაც გვქონდა, რასაც დაერთო გუნდის აშკარა ლიდერი, კაპიტნისა და ცენტრის, შემდეგ ცნცაძის დამტვრევა კიდევ რაღაცა შედეგი დადეს. კიდევ კარგი მოვრჩით ამაშებს,. მეორე ეტაპზე ჩვენების ყურება აშკარად ტანჯვა იყო! იმედია ევროპის 12 საუკეთესოში გასვლა რაღაცით მაინც წაადგება ჩვენს ნაკრებს და მომდევნო შესარჩევებში ისევ ბ დევიზიონში აღარ გვიკრავენ თავს!

პ.ს. ბრიგაძირ, შე სამგლე, რომ გადაგვჭამე ყველა შენი გაგებით სრულყოფილი ქართული ენის პროპაგანდით, უფაჩულიოდ რასა ჰგავს? ფაჩულიას გარეშე ვითომ ბარბარიზმი იქნებოდა?

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 13 სექ 2011, 10:54
by keto
მე არ გეთანხმებით და რაც არ უნდა მისაბუთოთ, მაინც არ დაგეთანხმებით. მაინც წარმატებული გამოსვლა იყო და მე მაინც ვამაყობ ბიჭებით!!!
2012-ში კიდევ უკეთესები იქნებიან, გამოცდილები და უკეთ მომზადებულები :)

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 13 სექ 2011, 13:43
by avtokh
რამდენიმე თამაშის ჩაგდება საფუძველი არაა მათი გალანძღვის. ბოლო სამ თამაშში აშკარად ეტყობოდათ ფიზიკური მომზადების ნაკლი, რადგან დასკვნით 15 წუთში აგებდნენ თამაშს და თან აშკარად ეტყობოდათ, რომ სირბილის თავიც აღარ ქონდათ. ჩემთვის მათი გამოსვლა წარმატებული იყო და ბიჭებისთვის დიდი გაკვეთილიც იყო. პირველად მოხვდე ამხელა საკალათბურთო ფორუმზე და თან ქვეჯგუფიდან გახვიდე, არა აქვს მნიშვნელობა როგორ და ვისი დახმარებით. ყველაფრის მიუხედავათ ჯგუფური ეტაბი ნაკრებმა ბურთების დადებითი ბალანსით დაასრულა. ყოჩაღ კალათბურთის ნაკრებს, ეს ერთი და სხვა მრავალი!

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 23 სექ 2011, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
keto
avtokh
მაინც ვერ გავიგე, რატომ თვლით, რომ საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა?
მხოლოდ 2თამაშში, ბელგიასთან და უკრაინასთან აჩვენა კალათბურთი, დანარჩენ თამაშებში
ჩვენი ნაკრები მოზარ კალათბურთელთა ნაკრებს უფრო ჰგავდა

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 23 სექ 2011, 00:40
by t.d
მე ვთვლი რო არ იყო ეს წარმატებული გამოსვლა,
უკრაინის იმედზე დავდექით რათა 12 საუკეთესოთა შორის ვყოფილიყავით? კარგით რაა,
დანარჩენ 3 თამაშში რა თამაIშ აჩვენა? არ იყვნენ მომზადებულები აკლიათ კლასი გამოცდილებეა და უფრო ემტი უნდა ივარჯიშონ რო მალე არ დაიღალნონ.:D

ყველაფერი კალათბურთის შესახებ

Posted: 23 სექ 2011, 08:59
by avtokh
ხოდა ტ.დ. რაც შენ ჩამოთვალე იმის გათვალისწინებით საკმაოდ წარმატებულიც იყო ჩვენი 12 გუნდში მოხვედრა :)