ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5259
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by Makena » 01 ივნ 2011, 19:13

მეგობრებო მინდა გაცნობოთ რომ 2-4 ივნისს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც მსურველებს შეუძლიათ დააჭაშნიკონ საქართველოში წარმოებული ღვინოები.
ელკანა ტრადიციულად ღებულობს მონაწილეობას გამოფენაში სადაც რამდენიმე სახის ღვინოს წარმოვადგენთ სადეგუსტაციოდ.
მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by teo- » 01 ივნ 2011, 21:20

თუ ჩვენები ახვალთ საღამოს დაწერეთ
არა ექსკურსია! Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by LiBrA » 01 ივნ 2011, 23:23

teo-

მე, სავარაუდოდ, საღამომდე მივალ ექსპოში

შენ რომელზე აპირებ?
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by Nephros » 02 ივნ 2011, 21:35

მადლობა ელკანას კარგი ღვინოებისთვის.
გირჩევთ დააგემოვნოთ ჯაყელების ხაშმის საფერავი, ვისაც მშრალი და წითელი ღვინო უყვარს.
ტკბილს არ ვეტანები, მაგრამ ნახევრად ტკბილმა საფერავმა მოლოდინს გადააჭარბა.
კიდევ მადლობა Makenas-ს და qvevr-ს :)
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by Shanshika » 03 ივნ 2011, 01:05

ვიყავი და ვისიამოვნე, თუ შევძელი შაბათსაც გამოგივლით : )))...
...Finding Inspiration...


User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by legenda » 03 ივნ 2011, 14:12

Nephros wrote:მადლობა ელკანას კარგი ღვინოებისთვის.
გირჩევთ დააგემოვნოთ ჯაყელების ხაშმის საფერავი, ვისაც მშრალი და წითელი ღვინო უყვარს.
ტკბილს არ ვეტანები, მაგრამ ნახევრად ტკბილმა საფერავმა მოლოდინს გადააჭარბა.
კიდევ მადლობა Makenas-ს და qvevr-ს :)

შაბათისთვის გავითვალისწინებთ :wink:

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by LiBrA » 03 ივნ 2011, 23:55

პირადად, მე, უუუუკმაყოფილესი ვარ გუშინდელი დღით :)
შევედით თუ არა მაშინვე ,,ელკანას'' დავუწყეთ თვალებით ძებნა :) მაკენამ და ქვევრმა გულითადად გვიმასპინძლეს და მადლობა მათ :)
ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ნახევრადტკბილმა საფერავმა...

მათ, ვინც ხვალ აპირებთ ექსპოში სტუმრობას, გირჩევთ, აუცილებლად დააგემოვნოთ ,,თელიანი ველის'' თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო - ტვიში და ასევე წითელი ნახევრადტკბილი - Rose :) ხილის არომატი დაკრავთ. ნებისმიერისთვის სასიამოვნოდ დასალევი იქნება ეს ღვინოები.

კიდევ გავსინჯეთ ფოკის დედათა მონასტრის 3 სახეობის ყველი : წითელი აბული, თეთრი აბული და ნაცრისფერი პირამიდა. სამივე მათგანი უგემრიელესი იყო და მისი ბლომად დაგემოვნებისთვის მადლობა დოლიძელს :)

ამ გამოფენაზე სასიამოვნო იყო ჩემთვის მანამდე უცნობი, რამდენიმე ქართული, ღვინის მწარმოებელი კომპანიის აღმოჩენა...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ღვინის გამოფენა ექსპოზე 2-4 ივნისი

Post by guruli » 20 ივნ 2011, 00:16

გამოტყდით ახლა, რომელი იყავით ის მაღალი, გამხდარი კარაველი ბიჭი, ღვინის სოუსები რომ წამოიღეთ მაგ გამოფენიდან ერთი ფორუმელი კულინარისგან და "თავაძე" რომ არ იცოდით?
პ.ს. რა იცოდა იმ გოგომ, რომ კარავზე გურული ვარ და არა თავაძე. :D იმას აქაც თავაძე ვეგონე. :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]