Page 7 of 8

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 28 მარ 2012, 22:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
17 წლამდელმა ქართველმა ფეხბურთელებმა ჯერ იყო და ესპანელებთან ითამაშეს 26 მირკანს ფრედ - 1:1, დღეს კი ინგლისელ თანატოლებს 1:0 მოუგეს.


ვორლდსპორტ.გეზე ილია ნანობაშვილი წერს:

:თუ ესპანეთმა ინგლისს მინიმალური სხვაობით მოუგო, ხოლო საქართველომ უკრაინასთან უხვგოლიანი ფრე ითამაშა (ქართველებმა ესპანელებზე სამი გოლით მეტი უნდა გაიტანონ), მაშინ ჯგუფში პირველ ადგილს მაისურაძის გუნდი დაიკავებს. და კიდევ, თუ ორივე დასკვნითი მატჩი ფრედ დასრულდა, ხორვატიაში ქართველები გაემგზავრებიან:


თამაში 30 მირკანს იქნება.

ეს კი ჯგუფური შედეგია:
1 საქართველო 2 1 1 0 2-1 4
2 ინგლისი 2 1 0 1 1-1 3
3 ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2
4 უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 28 მარ 2012, 23:19
by CheLo
GAMARJOBA SAKARTVELO

უეფას საიტზე წერია რომ თამაში 31-ში არისო...

Image

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 02 აპრ 2012, 23:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩვენებმა უკრაინელებს 1:0 მოუგეს და ჯგუფში 1ლი ადგილი დაიკავეს. ამ შედეგით ევროპის 1ლობის ფინალურ ასპარეზობაზე გავედით.
ვარდობისთვეს საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ითამაშებს.
ეს 1ად1 პოსტსაბჭოური გუნდია.
კენჭისყრა 4 იგრიკას იქნება და გამოჩნდება, ქვეჯგუფში ვის შევხვდებით.
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს.
ძნ გამახარა იმან, რომ ამ გუნდმა გუნდური თამაში აჩვენა და ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე არ გადიოდა ფონს.
უკრაინასთან გოლიც ამის შედეგი იყო

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 07 მაი 2012, 21:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფის მეორე მატჩი ფრანგ თანატოლებთან ფრედ - 1:1 დაასრულა.
თამაშის პირველი ტაიმის 30-ე წუთზე ანგარიში პენალტი ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გაიტანა და ჩვენები 37 წთის მანძილზე უგებდნენ ფრანგებს.
67-ე წუთზესაპასუხო გოლი შეცვლაზე შესულმა ტომას ლემარმა შეაგდო.
ჯგუფში ბოლო, მე3 შეხვედრას ქართველები 10 მაისს, დომჟალეში, ისლანდიასთან ჩაატარებენ.
2 თამაშში ჩვენებს 1 ქულა აქვთ.
1ლი შეხვედრა ქართველებმა 0:1 დათმეს გერმანელებთან.
თუმცა, ჯვაროსნების თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით კი 1ლ ნახევარში კგ იყო

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
აღფრთოვანებული ვარ - 17 წლამდელებმა ისლანდიას 1:0 მოუგეს და ევროპის 1ლობის ქვეჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა.
ქვეჯგუფში 0:1 გერმანიასთან წააგო, ფრანგებთან 1:1 ითამაშა და ამ საღამოს 1:0 ინგლისელ თანატოლებს მოუგო.
ვარდობისთვის 13ში, იმ დღეს, როდესაც 1981 წელს თბილისის :დინამომ: თასების თასი მოიპოვა, ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრებს ეთამაშება.
მე2 ნახევარფინალში გერმანია-პოლონეთია, სადაც თქმა არ უნდა, გერმანია გაიმარჯვებს.
ჰოლო თუ ჩვენებმა ჰოლანდიელებს მოუგეს, შესანიშნავი ფინალის მომსწრენი ვიქნებით.

დაკიდევ, ასეთი წარმატებისთვის საქართველოს არც 1 ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებს არ მიუღწევია

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:41
by CheLo
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:აღფრთოვანებული ვარ - 17 წლამდელებმა ისლანდიას 1:0 მოუგეს და ევროპის 1ლობის ქვეჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა.
ქვეჯგუფში 0:1 გერმანიასთან წააგო, ფრანგებთან 1:1 ითამაშა და ამ საღამოს 1:0 ინგლისელ თანატოლებს მოუგო.
ინგლისი არა ისლანდია... :)

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
CheLo wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:აღფრთოვანებული ვარ - 17 წლამდელებმა ისლანდიას 1:0 მოუგეს და ევროპის 1ლობის ქვეჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა.
ქვეჯგუფში 0:1 გერმანიასთან წააგო, ფრანგებთან 1:1 ითამაშა და ამ საღამოს 1:0 ინგლისელ თანატოლებს მოუგო.
ინგლისი არა ისლანდია... :)
კი, ისლანდია.
წერილის თავში ისლანდია მიწერია კიდეც. მექანიკურია
ინგლისს თბილისში მოვუგეთ.

რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ჩვენმა ბიჭებმა დამსახურებულად მოიგეს, ნამდვილად გულიანად ითამაშეს, იაზროვნეს მოედანზე და შედეგიც მიიღეს.
თან, ძნ ტექნიკურები არიან

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:47
by გიგა
ისევ ახალგაზრდების იმედით თუ ვიქნებით თორე ...

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:49
by CheLo
მთავარია არ გაფუჭდეს ეს თაობა და მიხედონ.. თორე არაფერი გვეშველება...

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 00:52
by CheLo
Image

Image

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 01:34
by CheLo

ჩვენი გმირები : ))) Pictures By Me :P


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 10:52
by avtokh
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
დაკიდევ, ასეთი წარმატებისთვის საქართველოს არც 1 ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებს არ მიუღწევია
ფეხბურთში კი არა გუნდურ არცერთ სახეობაში ნახევარფინალურ ეტაპზე არ გავსულვარ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე.

კარგები არიან, კარგები. ზურას თქმის არ იყოს მთავარია ბოლომდე ეს შემართება გაყვეთ და უბრალოდ თავში არ აუვარდეთ წარმატება და სწორად წარიმართოს მათი, როგორც ფეხბურთელების, ზრდა.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 11:13
by Makena
გუშინ კარგად ითამაშეს, საფრანგეთთან მეორე ტაიმში აირია გუნდი და მაგრად გადავრჩით.
ეხლა მთავარია ნახევარფინალი მოვიგოთ, მწვრთნელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
უკვე დიდი გამარჯვებაა!ახალი საქართველოს ნაკრები ეხლა იქმნება :)

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 12:34
by გიგა
avtokh wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ფეხბურთში კი არა გუნდურ არცერთ სახეობაში ნახევარფინალურ ეტაპზე არ გავსულვარ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე.
რაგბშიც? ჭიდაობაშიც?

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 მაი 2012, 17:22
by avtokh
გიგა wrote:
avtokh wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ფეხბურთში კი არა გუნდურ არცერთ სახეობაში ნახევარფინალურ ეტაპზე არ გავსულვარ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე.
რაგბშიც? ჭიდაობაშიც?
ჭიდაობა სპორტის გუნდური სახეობა არაა, რამდენადაც ვიცი :) რაგბიში დიდები მხოლოდ ჯგუფურზე იღებენ მონაწილეობას, ჯერ ჯგუფიდან ვერ გავაღწიეთ. პატარა მორაგბეები სხვადასხვა სახის ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. თუმცა რაგბისი ცოტა სხვანაირი სისტემაა. ევროპის ჩემპიონატი როგორც ასეთი არ არსებობს. არის მხოლოდ 6 ერი, ერთა თასი (სადაც ჩვენ ვართ), ოკეანეთის ჩემპიონატი და აწ უკვე 4 ერი. შეიძლება ითქვას მცირე ევროპის ჩემპიონატი იყო ახლა რაგბიში სადაც ჩვენმა პატარა ბორჯღალოსნებმა 6 ადგილი დაიკავეს.

ასე რომ ეს პირველია გუნდურ სახეობაში ჯგუფიდან გასვლის და საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრა.