Page 6 of 8

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 29 აგვ 2011, 23:23
by Archil
ანუ კიდევ ივარჯიშეთო? :(

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 00:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
:დინამოს: გამოვარდნა მეწყინა.
იმედია, 2012ის სეზონში უკეთ იასპარეზებს

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 00:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
ევრო2012ის შესარჩევი თამაშის მე8 ტურში საქართველოს ნაკრების ლატვიასთან დამარცხებამ ქომაგებს გული დაგვწყვიტა.
ეს ჩემთვის მოულოდნელი მარცხი იყო და ამაში მაყურებელსაც ვადანაშაულებ.
როდესაც შენი საყვარელი გუნდი აგებს, კი არ უნდა დადუმდე, პირიქით - ომახიანად გაამხნევო, შეუძახო და აგრძნობინო, რომ პრობლემასთან მარტო არ ხარ.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 06 სექ 2011, 01:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
დაკიდევ, ჩვენი ნაკრები ვერც ვერასოდეს მოიგებს მანამ, ვიდრე ქართველ ქომაგებს სტადიონზე მესის, :ბარსელონას:,
:რომას:ს, :მანჩესტერისა: და სხვა გუნდებისა და ფეხბურთელების მაისურები ეცმევათ.
ზუსტადაც სირცხვილია, რომ საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მიდიხარ, ტანთ სხვა გუნდის მაისური გაცვია და
თან, შენს ნაკრებს გამარჯვებას სთხოვ.
ამაზრზენი იყო ასეთი ვაიქომაგების :ლოკომოტივზე: ნახვა.
ნაკრების მაისურის შეენითაც კი ეხმარები გუნდს და ფეხბურთელიც რომ სტადიონს თეთრ-წითლებში
ხედავს, უფრო მეტი ჟინი ემატება

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 07 სექ 2011, 10:23
by QEBURIUS
მალტასთან წუხანდელმა თამაშმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში არიან (აცა როგორც ამბობს ხოლმე, ინონაციურად) სირები!

კარგი რა გოგა ქომაგებს რას აბრალებ?
1999 წელს რაგბისტებს 1 რაგბის მოედანიც კი არ ჰქონდათ ისე გავიდნენ მსოფლიოს თასზე. გინახავს ოდესმე ფეხბურთელებივით უთავმოყვარეოდ მოთამაშე საქართველოს რაგბის ნაკრები?? კი, წაუგიათ, რამდენიც გინდა, თამაშია ბოლოს და ბოლოს, მაგრამ მაგათზე ცუდის მთქმელი ქომაგი მე ჯერ არ შემხვედრია...

როცა შენი ქვეყნის სახელით, ქვეყნის დროშითსა და ჰიმნის ქვეშ გამოდიხარ და ესე უპასუხისმგებლოდ თამაშობ, რატომ უნდა გცეს ესეთ გუნდს ქომაგმა პატივი??

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 07 სექ 2011, 10:29
by QEBURIUS
რითი ვერ დამთავრდა კიდეს ეს საფეხბურთო ნაკრების მარცხების სხვებისათვის გადაბრალება საქართველოში. ვერ ვთამაშობთ აქაოდა ხან სავარჯიშო პირობები არ გვაქვსო, ხან მოედნის საფარი არ ვარგაო, ხან კიდევ რა და კიდევ რა. ეხლა თურმე იმიტომ წაუგიათ ლატვიასთან ვიღაც ღლაპი ბარსას მაისურით მისულა სტადიონზე.... (ისე ბრიგადირ ქართულ საფეხბურთო მარაზმში აშკარად ყველას გადაუჯოკრე)

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 07 სექ 2011, 11:50
by paata_
QEBURIUS wrote:ისე ბრიგადირ ქართულ საფეხბურთო მარაზმში აშკარად ყველას გადაუჯოკრე
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

მართალი ხარ

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 07 სექ 2011, 23:19
by Makena
კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს ნაკრების უსუსურობა, არც მოთამაშეები გვივარგა, არც მწვრთნელები.. ამათ რა უნდათ მოედანზე, ყანაში უნდა გაყარო სათოხნად :!:

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 08:09
by Lado meleksishvili
Makena wrote:კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს ნაკრების უსუსურობა, არც მოთამაშეები გვივარგა, არც მწვრთნელები.. ამათ რა უნდათ მოედანზე, ყანაში უნდა გაყარო სათოხნად :!:
თოხნაში ხო პირველები იქნებიან :(

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 09:57
by avtokh
ქართული ფეხბურთის საფლავის ქვაზე, მგონი დროა მიეწეროს გარდაცვალების თარიღი.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 11:51
by burdiani
უმრავლესობა ფეხბურთელებისა გასაშვებია, ნამუსიანი გუნდი უმწვრთნელოდ უნდა უგებდეს მალტას :(

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 08 სექ 2011, 15:48
by meleksa
ყოჩაღ სომხებს :!:

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 ოქტ 2011, 01:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
avtokh wrote:ქართული ფეხბურთის საფლავის ქვაზე, მგონი დროა მიეწეროს გარდაცვალების თარიღი.
წარუმატებლობის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმები

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 ოქტ 2011, 01:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
11 ღვინობისთვეს საქართველოს ნაკრები ევრო-2012ის საკვალიფიკაციოში ბოლო თამაშს ატარებს და შინ, :ლოკომოტივზე: საბერძნეთის ნაკრებს ხვდება.
იმედია, ჩვენები ბერძნებს მოუგებენ.
თუ წავაგეთ, ისინი ჯგუფში 1ლ ადგილზე გავლენ, თუ მოვიგეთ, მაშინ ხორვატები აღზევდებიან.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 19 ოქტ 2011, 18:42
by CheLo
დავით მუჯირის ღია წერილი: ქეცბაიას გზით ვერ გავფრინდებით

მოგესალმებით ყველას. ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები იმდენად უსამართლოდ მეჩვენება, იძულებული გავხდი, ასეთი სახის მიმართვა გამეკეთებინა.

ეს გულშემატკივრის დაცინვაა
როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა, თავს უფლება მივეცი, საქართველოს ნაკრების თავკაცისა და ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა და ქართული ფეხბურთის უკუსვლისკენ მიმართული მათი რამდენიმე გამონათქვამი და მიღებული გადაწყვეტილება გავაკრიტიკო.

ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სუსტი ჯგუფი გასულ შესარჩევ ციკლში შეგვხვდა. ამ ჯგუფში კატასტროფული შედეგისა და მთელი ციკლის განმავლობაში ნაჩვენები "ანტიფეხბურთის" შემდეგ ფედერაციის თავკაცმა მიიღო გადაწყვეტილება, მთავარ მწვრთნელთან გაეფორმებინა ახალი ოთხწლიანი კონრაქტი და თან, როგორც თავად აცხადებს, გასული ორი წლის მსგავსად, მომდევნო სამი წელი შედეგს არ მოსთხოვს. თუმცა, ბატონი დომენტის გადაწყვეტილებაზე მეტად თემურ ქეცბაიას კომენტარებმა დამწყვიტა გული, რომლებზეც დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით.

ქეცბაიამ და სიჭინავამ ქართველებს ახალი ფენომენი შემოგვთავაზეს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის გამოყენება, რადგან, მაინც ძლიერი ჯგუფიაო! თითქოს წინასწარ იცოდნენ მომდევნო შესარჩევი ციკლის კენჭისყრის შედეგები და გარანტია ჰქონდეთ იმისა, რომ ისევ ესპანეთ-საფრანგეთის მსგავსი ძლიერი გუნდები არ შეგვხვდება. ან თუნდაც "იოლი" ჯგუფიდან გასვლა ჰქონდეთ გარანტირებული.

ნეტავ, რას მიიჩნევენ "იოლ" ჯგუფად, როდესაც იმაზე სუსტი ჯგუფი, რომელშიც ბოლო შესარჩევ ციკლში მოვხვდით, არ არსებობდა. არადა, შეგახსენებთ, 10 ქულით მეხუთე ადგილზე გავედით, 10 ტურში მხოლოდ 7 გოლი გავიტანეთ, უპერსპექტივო ფეხბურთი ვაჩვენეთ და მთავარმა მწვრთნელმა ეს ყველაფერი დადებითად შეაფასა, რაც ქართველი გულშემატკივრის დაცინვად მიმაჩნია. ქეცბაიას მხრიდან მართებული იქნებოდა და სწორად ჩავთვლიდი, თუ იგი გამოვიდოდა, აღიარებდა შეცდომებს, წარუმატებლად მიიჩნევდა ციკლს, წარმატებას უსურვებდა ნაკრებს და დატოვებდა თანამდებობას.

მწვრთნელ ქეცბაიას მინუსები - სადაა ტაქტიკა?!
სამწუხაროდ, მწვრთნელ ქეცბაიას უამრავი მინუსი აღმოაჩნდა, უამრავი შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევაში, თამაშებისთვის მზადების პროცესში, შეცვლებში, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში... რაც შეეხება ტაქტიკას, ჩემი აზრით, მის არსენალში ის საერთოდ არ მოიპოვება, რადგან, პირადად მე, "მცველთა და დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელების ჭარბი რაოდენობით მოედანზე გამოყვანას და იქნებ გაგვიმართლოს და შემთხვევით ბოლო წუთზე გოლი გავიტანოთ"-ს, ტაქტიკას ვერ ვუწოდებ.

გამართლებაზე გამახსენდა, არ გვიმართლებსო, გაიძახის ქეცბაია ეს ბოლო პერიოდია, რასაც გავახსენებ მასაც და გულშემატკივარსაც. 1.კენჭისყრისას ისე გაგვიმართლა, სიზმარშიც ვერ ვინატრებდით და უსუსტესი ჯგუფი შეგვხდა; 2. თემურის სადებიუტო შეხვედრაში ესტონეთთან ბოლო წამზე სირაძის თავურმა გაგვახარა; 3. ჯგუფის აუტსაიდერ მალტასაც ასევე ბოლო წამზე, ისევ სირაძის თავურით გაჭირვებით გამოვტყუეთ გამარჯვება; 4. ხორვატიასთან თბილისში ბოლო წუთზე პირველად (!!!) დავარტყით კარში და კობიაშვილის გოლით გავიხარეთ; 5. ხორვატიაში კარის მიმართულებით გაგზავნილი ერთადერთი (!!!) ბურთი კანკავას თავიდან მოწინააღმდეგის ბადეში აღმოჩნდა.

აღარ კმარა? და ჩვენ რით ვუპასუხეთ ხორვატიას? იაშვილის მაგივრად დაუშვილი, დაცვაზე ორიენტირებული კიდევ ერთი ნახევარმცველი შემოვიყვანეთ და "დავტვირთეთ" ჩვენი საჯარიმო.

ამდენი გამართლების შემდეგ 2014 წლის შესარჩევში რონალდომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი შეგვახვედრა. თუმცა ეს ფაქტი ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ თავის სასიკეთოდ შემოაბრუნა, ძლიერი ჯგუფია, შედეგს ნუ მოგვთხოვთ და 2014 წლის სექტემბერში რომ ციკლი დაიწყება, ანუ 3 წლის შემდეგ, მაშინ ვსინჯავთ რამესო.

ფაქტია, ამაზე ძლიერი ჯგუფი იყო ტოპმიოლერის დროს, სადაც, ესპანეთის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი, 1/4-ფინალისტი უკრაინა და შოტლანდია გვყავდა და ქეცბაიას გუნდის მსგავსად, ჯგუფში 10 ქულა ავიღეთ. მალტის დონის გუნდთან, ფარერებთან, 2 მატჩში 9 გოლი გავიტანეთ, როცა ქეცბაიას გუნდმა 10 მატჩში მხოლოდ 7-ის გატანა მოახერხა.

ტოპმიოლერი გავაგდეთ, ცუდი შედეგი ჰქონდაო, ქეცბაიას კი ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ და მომავალ, შედარებით სუსტ ჯგუფში შედეგს არ ვთხოვთ. სადაა ლოგიკა?!

ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები?!
ვინმე იტყვის, ეს ქართველიაო. გიპასუხებთ - ქეცბაია, ტოპმიოლერის, კუპერის და კიდევ ბევრი სხვა მწვრთნელის მსგავსად, დაქირავებული, მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, რომელიც შედეგზეა პასუხისმგებელი და მისი არქონის შემთხვევაში სხვა მიზეზებზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთელების დეფიციტზე, გადაბრალება არ ეპატიება.

ავხსნი რატომ - როდესაც ქეცბაიამ საქმეს ხელი მოჰკიდა და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, მშვენივრად იცოდა, ვისთან ერთად მოუწევდა დასახული მიზნების განხორციელება. მისი განცხადებები, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, მინიმუმ, არაკორექტული, ჩემი ხედვით კი, საკუთარი გუნდის უპატივცემულობაა.

ანუ, რა გამოდის? ის, რომ კალაძეს ეუბნება, კახა, შენ კი მოიგე 2 ჩემპიონთა ლიგა და სისტემატურად კი თამაშობ სერია A-ში, მაგრამ ესტონელებს (რომლებიც სერია A-ს სიზმარშიც ვერ ნახულობენ) უკეთესი მცველები ჰყავთო? კობიაშვილს ეუბნება, ლევან, შენ კი თამაშობ ბუნდესლიგაში 15 წელიწადია და შენს პოზიციაზე ახლაც გამორჩეული ხარ, მაგრამ მე მაინც ლატვიის (სამწუხაროდ, გვარებიც არ ვიცი) ფეხბურთელები მირჩევნიაო? რევიშვილს ეუბნება, კი ხარ დღეს რუსეთის ძლიერი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მაგრამ მე მაინც რუსეთის მეორე ლიგის "ხიმკის" სომეხთა მეკარე ბერეზოვსკი მირჩევნიაო? თუ, რა გამოდის, რომ ესტონეთის, ლატვიის და სომხეთის ეროვნული ჩემპიონატები და კლუბები საქართველოსაზე ძლიერია?

არა, არა და არა. ანუ მორიგ ქართულ ფენომენთან გვაქვს საქმე - იგებს მწვრთნელი, აგებენ ფეხბურთელები. შეიძლება, არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ესპანეთს, ჰოლანდიასა და გერმანიას, მაგრამ ჩვენ ხომ თემურს მსოფლიოს ჩემპიონობას არ ვთხოვთ?

გოგუასთან კონფლიქტი და რას ერჩის სირაძეს?
კიდევ ერთ გაუგებარ მომენტს უნდა შევეხო. სელექცია და ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახების კრიტერიუმები, რომლებიც მწვრთნელის ხასიათთან ერთად იცვლება. ერთ მაგალითს მოვიყვან. გოგუა-ქეცბაიას კონფლიქტის განხილვა ცალმხრივად მოხდა, მოვისმინეთ მხოლოდ ქეცბაიას აზრი, რომელმაც დიმა ობოლაძის გადაცემაში გოგუა "მიწასთან გაასწორა". თემური კატეგორიულად უარყოფს კონფლიქტს და აცხადებს, ისრაელთან გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ორი დღით ადრე გოგუა იმიტომ "გაუშვა" ნაკრებიდან, რომ გოლები ვერ გაჰქონდაო.

მიუხედავად იმისა, თუ ვინაა დამნაშავე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდებული იყო, უპირველესად, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა და ნებისმიერი (თუნდაც ურჩი) ფეხბურთელის მიმართ პრეტენზია მატჩის შემდეგ გამოეთქვა.

კარგი, ვთქვათ, აქ ქეცბაიას დავუჯერეთ, მაშინ რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ სირაძე, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და რამდენიმეჯერ სირცხვილს ბოლო წამებზე გადაგვარჩინა, ნაკრებს მიღმა რჩება? დათოს ბევრი გოლი რომ გააქვს, ეს არ ითვლება?! აღარაფერს ვამბობ შეტევის ხაზის (მათ შორის, უშუალოდ თავდამსხმელების) იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც შესარჩევი ციკლის დასრულებამდე იძახებდა მიუხედავად იმისა, რომ, გოგუას მსგავსად, არც ერთი გოლი არ გაუტანიათ.

საქმე კი იმაშია, რომ ქეცბაიამ კარგად იცის, ნებისმიერი კონფლიქტი, რომელმაც გუნდს საბედისწეროდ ავნო, უკვე მწვრთნელის შეცდომად ითვლება, და ამიტომ იგი ყველგან და ყველაში ეძებს წაგების მიზეზებს, საკუთარი თავის გარდა.

მოთამაშეთა დეფიციტია და აკადემიას კვიპროსში ხსნი?
მე პირადად არსად მსმენია, შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, ქვეყანაში ფეხბურთელების დეფიციტს წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევდე, საკუთარ სამშობლოში წარმოუდგენლად მაღალ გასამრჯელოს იღებდე და ამ დროს სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში კვიპროსზე, საფეხბურთო აკადემიას ხსნიდე. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან კატასტროფული პირობებია ბავშვთა და, საერთოდ, ფეხბურთში; იმ დროს, როდესაც ბატონმა თემურმა ჟურნალისტების და კამერების თანდასწრებით "სპექტაკლი" დადგა და სასტიკად და უხეშად გააკრიტიკა ვეტერანთა თაობა, ქართულ ფეხბურთზე და მის განვითარებაზე არ ზრუნავთო, თავად 3 თვეში იზრუნა კვიპროსული ფეხბურთის განვითარებაზე.

და კიდევ, თუ ქეცბაია თანამდებობაზე სიმბოლურ ან თუნდაც დაბალ ხელფასზე მუშაობს მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარულისა და მის მომავალზე ზრუნვის გამო, მით უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს ეს ფაქტი. ამიტომ, საფეხბურთო სამყაროში არსებული აზრი, რომ ქეცბაიას წლიური გასამრჯელო მინიმუმ შვიდნიშნა რიცხვია, უფრო ჰგავს სიმართლეს და მაძლევს საფუძველს, მას "წარმოუდგენლად მაღალი" ვუწოდო.

ვეტერანთა მოშორებით წარუმატებლობა გამართლდება
მინდა, მივმართო გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაკრებში ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკლებად იხარჯება, ვიდრე საკუთარ კლუბში. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრებში არ არის ფეხბურთელი, რომლისთვისაც ნაკრების ინტერესი უპირველესი არ იყოს და მაქსიმალურად არ იხარჯებოდეს გუნდის წარმატებისთვის.

გამაკვირვა ქეცბაიას ურთიერთობამ ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან და მათ მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე მისმა არაკონკრეტულმა და არადამაჯერებელმა პასუხებმა. იმის მაგივრად, რომ თქვას, ნაკრებში ითამაშებენ საუკეთესო ფეხბურთელები ასაკის მიუხედავადო, კითხვებს თავს არიდებს და კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებს. რას ელოდებით, ბატონო თემურ? კალა-კობი-იაშკა-ხიზანა რომ გამოვლენ და თავად იტყვიან, ჩვენ კი ვთამაშობთ სერია A-ში, პირველ და მეორე ბუნდესლიგებსა და თურქეთში, კი ვართ ნაკრებისთვის ყველაზე საჭირო ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენი დრო წავიდა და წავალთო?

ლოგიკურად ეგრეა და თუ ასე არ არის, მაშ რატომ არ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას გუნდის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირებით? პრინციპში, თქვენს "არსენალს" კიდევ ერთი არგუმენტი შეემატება და წარუმატებელი მატჩის შემდეგ იტყვით, გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა თავად დატოვეს და ახლებს დრო სჭირდებათ შესათამაშებლადო. ალბათ, 5-გუნდიან ძლიერ ჯგუფში ყოფნასაც თქვენს სასიკეთოდ გამოიყენებთ და (ღმერთმა არ ქნას) თუ მეხუთეზე გავედით, იტყვით, პროგრესი აშკარაა, წინა შესარჩევ ციკლთან შედარებით უფრო ძლიერ ჯგუფში გავედით მეხუთეზე და ციკლი წარმატებულად უნდა ჩავთვალოთო.

ამას ხომ უმწვრთნელოდ მოვახერხებდით?
მაისის ბოლოს, როდესაც ხორვატიაში მატჩამდე ქეცბაიამ გაფართოებულ 30-კაციან შემადგენლობას უხმო, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და შედეგიანად და გუნდისთვის სასარგებლოდ ვთამაშობდი, ვიფიქრე, რომ ნაკრებში გამოძახების საფუძველი მქონდა.

ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც ნაკრებში თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ამიტომ მწყდება გული, რომ ვერც ამ 30-კაციან სიაში და ვერც სხვა რომელიმე მატჩში ჩემი ადგილი არ მოიძებნა და ნაკრების დახმარება ვერ შევძელი.

შევეცადე, ამისთვის გულშემატკივრის თვალით შემეხედა და ვიფიქრე - თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განკარგულებაში მუჯირზე უკეთესი 30 ფეხბურთელია, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა უფრო გაგვიადვილდება-მეთქი. თუმცა, როდესაც თამაშს ვუყურე და ვნახე, რომ საქართველოს ნაკრებმა სპლიტში 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარში (და კარის მიმართულებითაც!) მხოლოდ ერთხელ დაარტყა, და ისიც თავით, მივხვდი, რომ ასე ვერ "გავფრინდებით".

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამჟამად აქვს იმის რესურსი და ჰყავს ისეთი დონის ფეხბურთელები, რომ მწვრთნელის გარეშეც მოახერხებს ასეთ სუსტ და თუნდაც ძლიერ ხორვატიასთან ორჯერ მაინც დაარტყას კარში!

მედიას სითამამე სჭირდება!
სამწუხაროდ, სპორტული მედია დუმს. ბევრ ჟურნალისტს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ბევრი ხედავს და ბევრ რამეში მეთანხმება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ქართული ფეხბურთის აღორძინებას ელოდებიან და ერთი სურვილით არიან შეპყრობილნი, როდის დაწერენ და გვამცნობენ ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების დიდ წარმატებას. მათი დახმარების გარეშე კი, არაფერი შეიცვლება.

ამიტომ მათ თხოვნით მივმართავ - უშუალო მონაწილეობა მიიღონ ქართული ფეხბურთის განვითარების პროცესში. ესაა ჟურნალისტის საქმე, სტატიებითა და გადაცემებით ქართული ფეხბურთის და სპორტის წინსვლას ემსახურებოდეს. თორემ, ხორვატებს რომ გავუტანეთ, ამას სიხარულისგან მთელი საქართველო ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ასე ვიყავი მეც ღამის 5 საათზე იაპონიაში, შოთა თურქეთში, ასათიანი მოსკოვში, ყენია გერმანიაში, მჭედლიძე იტალიაში და კიდევ ათასობით უცხოეთში მყოფი ქართველი, იმიტომ, რომ ეს ყველა ქართველის ნაკრები და თითოეული ჩენგანის სიხარული და ტკივილია.

ამოიღეთ ხმა, თამამად და თავისუფლად მიუთითეთ შეცდომებზე, დაუსვით კონკრეტული კითხვები და მოითხოვეთ კონკრეტული პასუხები. იქნებ მიხვდნენ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მათ გარდა სხვამაც იცის, რა არის ფეხბურთი და რა "ანტიფეხბურთი".

იქნებ, თვალები გაახილონ
იქნებ, ასე მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა შედეგზე; იქნებ, სუსტ ჯგუფშ