Page 5 of 8

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 01 აგვ 2011, 11:32
by CheLo
არადა პირველი კალათიდან ყველაზე ძლიერი ნაკრები ესპანეთი იყო, მეორე კალათიდან საფრანგეთი... მესამე კალათაში ცოტა გაგვიმართლა მაგრამ არც ბელარუსები არიან საჩუქრები.. 5 კალათიდან კი ყველაზე ძლიერი შეგხვდა.. ფინეთს პატარა კრიზისი ქონდა და შესაბამისად დაქვეითნენ რაც არ ასახავს მათ რეალურ ძალას... და ძალიან ცუდია რომ 5 გუნდიან ბოლო ჯგუფშიო მოვხვდით... სუსტი მეტოქე არავინ შეგხვდა!!

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 01 აგვ 2011, 13:06
by burdiani
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:2014ის მსოფლიო 1ლობის შესარჩევ ქვეჯგუფში საქართველოსთან მოხვდნენ ესპანეთი
საფრანგეთი
ფინეთი
ბელორუსი

საფრანგეთის გარდა, საქართველოსოფიციალურ შეხვედრებში აქამდე არც 1 გუნდთან უთამაშია.
მგონი, არაოფიციალურადაც მხოლოდ ბელორუსს შეხვდა.
მკდ, ურთულესი ჯგუფია.
ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, საფრანგეთი წინა წლების.
იმედია, ჩვენები ამ შეხვედრებში ფსიქოლოგიურად მწყობრში იქნებიან და თამაშის მოსაგებად გავლენ მინდორზე და არა გასახდელიდანვე ყურებჩამოყრილნი, როგორც ეს ტოპმიოლერის დროს იყო საფრანგეთის ნაკრებთან 2006 წელს.

აქვე ვიტყვი, რომ 2011ის ზაფხულის დასაწყისში ბელორუსმა საფრანგეთთან 1:1 ითამაშა.
2010ში ბელორუსმა სტუმრად მოუგო საფრანგეთს.
მკდ, რთული ჯგუფია, მაგრამ კაი თვალსასეირო თამაშები იქნება. მთავარია, ჩვენი ბიჭები ყოჩაღად იყვნენ

მანამდე კი საერთოდ გასვლაზე სძლია საფრანგეთს ბელორუსმა 1-0, მაგრამ იმდენად არასტაბილურები არიან რომ ამის მერე ლუქსემბურგს ვერ მოუგეს. რა ვიცი ვნახოთ ესპანეთის გარდა ამ წუთას თამაში ყველასთან შეიძლება და 2 მერე რა იქნება კაცმა არ იცის :)

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 09 აგვ 2011, 04:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხვალ, მარიამობისთვის 10ში პოლონეთში საქართველო ადგილობრივ ნაკრებს ეთამაშება.
ჩემი ვარაუდით, 0:0 დასრულდება

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 11 აგვ 2011, 15:36
by QEBURIUS
GAMARJOBA SAKARTVELO

ლელა კაკულიაც კი გჯობია პროგნოზების დასმაში
:twisted: :twisted:

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 13 აგვ 2011, 01:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
QEBURIUS wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ლელა კაკულიაც კი გჯობია პროგნოზების დასმაში
:twisted: :twisted:
რაღა დაგიმალო და ვიცოდი, 1:0ს რომ წავაგებდით, მაგრამ ჩვენი ნაკრები წასაგებად ვერ გავიმეტე.
მთავარია, რომ მომდევნო 3 ოფიციალურ შეხვედრაში ვიმარჯვოთ ლიტვასთან ენკენისთვის დასაყისში თბილისში, მალტასთან მალევე გასვლაზე და საბერძნეთთან 11 ღვინობისთვეს თბილისში

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 13 აგვ 2011, 18:48
by QEBURIUS
GAMARJOBA SAKARTVELO

პირველ ორ თამაშს თუ მოვიგებთ და რაღაც სხვა გარემოებებიც გაგვიმართლებს ბერძენ კაზიოლებთან თამაში კი არა ჩეხვა გველის

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 15 აგვ 2011, 09:59
by burdiani
QEBURIUS wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

პირველ ორ თამაშს თუ მოვიგებთ და რაღაც სხვა გარემოებებიც გაგვიმართლებს ბერძენ კაზიოლებთან თამაში კი არა ჩეხვა გველის
ჯერ მაგ ბერძენ თხებთან დინამოს უწევს :))))

იმედია გამოვძვრებით :)

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 18 აგვ 2011, 22:14
by Makena
20 წელია ქართული შემტევი ფეხბურთი არ მინახავს... დღეს ზესტაფონმა მშვენივრად ითამაშა, ბრუგეს შეუგდეს რასაც ქვია! ქეცბაია ამ ფეხბურთელებს ვერ ხედავს?

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 19 აგვ 2011, 02:17
by Archil
დინამომ წააგო :(

დაცვაზე და დროის გაწელვაზე თამაშობდნენ. ფორტუნას მებრძოლები უყვარს. თავიდანვე რომ გადაწყვეტ, მომგები არა ვარო, ვერც მოიგებ.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 19 აგვ 2011, 10:15
by lama
დინამოს თამაში მომეწონა. მიუხედავად წაგებისა გუნდი აშკარად აწყობილ ფეხბურთს თამაშობს.
მექანიზმი ყალიბდება და მალე საშუალო ევროპული გუნდი იქნება, ჩვენი დინამო.

ზესტაბონის თამაშმა, ხომ საერთოდ გამაოგნა :) ძალიან მაგრად ითამაშეს ბიჭებმა და მსაჯის ბედოვლათობა რომ არა (არდანიშნულ პენალტსა და თამაშგარედან გატანილ გოლს ვგულისხმობ) ჩვენები ნამდვილად მოიგებდნენ!

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 25 აგვ 2011, 02:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა,დღეს დიდი თამაშია - :დინამო: - :აეკი:
ყველანი სტადიონზე.
გავამხნევოთ ჩვენი გუნდი, გულები შეძახილებით ავუნთოთ ჩვენს ფეხბურთელებს.
შეუძლებელი არაფერია
lama wrote:დინამოს თამაში მომეწონა. მიუხედავად წაგებისა გუნდი აშკარად აწყობილ ფეხბურთს თამაშობს.
მექანიზმი ყალიბდება და მალე საშუალო ევროპული გუნდი იქნება, ჩვენი დინამო!
არ ვარ თანახმა, რომ საშუალო ევროპული გუნდი გვქონდეს.
:დინამომ: 1ხელ კვე შეძლო, რომ ძლიერი ყოფილიყო.
ჰოდა, შეუძლებელი არც ახლაა, უფრო ძლიერი გუნდი გვყვავდეს

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 25 აგვ 2011, 19:17
by Makena
დღეს დინამოსაც და ზესტაფონსაც აქვს შანსი დაამტკიცოს შეუძლიათ თუ არა მოგება! ზესტაფონმა წინა თამაშში სასწაული მოახდინა, შემტევი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. დინამომ მოზომილი, არაშემტევი, უღიმღამო თამაში გვაჩვენა, ეს ის სტილია რომელიც არ მომწონს, იმედია დღესაც მსგავს ტაქტიკას არ აირჩევენ და ბოლომდე მიაწვებიან აეკს, მითუმეტეს რომ ამ გუნდის დამარცხება შესაძლებელია!

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 26 აგვ 2011, 10:00
by Giorgi Bagrationi
დინამოს თამაშით საშინლად უკმაყოფილო დავრჩი. მგონი მაყურებელთა სიმრავლემ ზედმეტად დაძაბა და "ფაფხურობდნენ". თუ ასეთ თამაშს აპირებდნენ ჯგუფურ ეტაპზეც, შეიძლება კარგიცაა რომ ვერ გავიდნენ, მთლად შევრცხვებოდით, თუმცა გამოცდილებას მიიღებდნენ.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 29 აგვ 2011, 12:19
by Makena
დინამომ სრულიად დამსახურებულად წააგო, დაახლოებით 5 რეალური შანსი ჰქონდატ რომ გოლი გაეტანათ და ვერცერთი ვერ გამოიყენეს, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო იმისათვის რომ ევროპულ გუნდებს გაუწიონ მეტოქეობა.
ზესტაფონმა უფრო ღირსეულად იასპარეზა ვიდრე დინამომ.

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ

Posted: 29 აგვ 2011, 17:36
by QEBURIUS
იტოგში საკლუბო ფეხბურთს საქართველოში არც პატრონი ჰყავს და არც მიწის მიმყრელი.... ჯერჯერობით