Page 1 of 3

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 12 მაი 2011, 10:40
by Kakha
შაბათს, 14 მაისს გაიმართება ახალი ღვინის ფესტივალი, რომელზედაც გამოტანილი იქნება მხოლოდ ბოლო, 2010, წლის მოსავლის ღვინეობი (ამიტომაცაა ახალი ღვინის).

ფესტივალზე შესაძლებელი იქნება დააგემოვნოთ სხვადასხვა კუთხისა და სახვადასხვა ჯიშის ყურძნის ღვინოები - ზოგიერთი იშვიათი ჯიშის ჩათვლით.

რაც მთავარია, გარდა ღვნის მწარმოებელი დიდი კომპანიებისა ასევე წარმოდგენილი იქნება ორმოცდაათი ღვნის კლუბის მიერ შერჩეული გლეხური ღვინო.

ფესტივალი გაიმართება ღია ცის ქვეშ მუზეუმში (კუს ტბის გზაზე) - 11:00-დან

შარშან პირველი ასეთი ფესტივალი გაიმართა, რომელზედაც წავედი და დიდად ვისიამოვნე. დიდებული ღვინოები დავაგემოვნე. გირჩევთ წახვიდეთ.

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ www.vinoge.com

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 12 მაი 2011, 11:42
by avtokh
მე მანდ ვარ დაცემამდე :D დაგემოვნება ფასიანია? თუ კი შარშან რა ღირდა ხომ არ გახსოვს?

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 12 მაი 2011, 13:58
by Kakha
დაგემოვნება უფასოა. მგონია ერჯერადად ბილეთს ყიდულობ (5 ლარი, თუ სწორედ მახსოვს) და მერე მიდი სინჯე რამდენიც გინდა.

ჰო კიდევ ერთი დეტალი შარშანდელი გამოცდილებიდან - როგორც დეგუსტაციას შეეფერება, სპეციალური ჭურჭლები აქვთ დასაგემოვნებელი ღვინის გვერდზე, რომ კი არ გადაყლაპო ღვინო არამედ გადმოაფურთხო (ბოდიში ასეთი დეტალებისათვის), მაგრამ მე პირადად იმ მშვენიერ ღვინოს ჩემი მუცლისკენ ვუშვებდი, აბა როგორ შეველეოდი, ჰოდა ამ ცოტ-ცოტა დაგემოვნებაში და 50 გრამი ღვინის სინჯვაში მშვენივრად დავთვერი....

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 12 მაი 2011, 15:17
by avtokh
ეგ ჭურჭელი სომელიებმა მოიხმარონ :)

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 12 მაი 2011, 18:26
by meleksa
Kakha

მეც კარგად შევზარხოშდი შარშან, მაგრამ კონკურსში მაინც გავიმარჯვე და 2 ბოთლი ღვინო მოვიგე :)

არ დაგავიწყდეთ მისაყოლებელი აქრდანვე წამოიღეთ თორე იქ ვერაფერს ვერ იყიდით და ღვინოს ისევ ღვინოს ხომარ მიაყოლებთ? :D

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 12:29
by Naia
მე მოვდივარ! თან უმანქანოდ! :)

დაახლოებით რომელი საათისთვის აპირებთ ასვლას?

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 13:25
by meleksa
თუ სურვილი გაქვთ კუს ტბის ასახვევთან შევიკრიბოთ და ერთად ავიდეთ.

აბა ვინ მოდის შეხვედრის ადგილას 12 საათისთვის? :)

1. მელექსა

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 14:08
by lama
მოვდივარ!!!!!!!!!!

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 16:14
by avtokh
1. მელექსა
2. ავთო

12 საათზე იქ ვარ. დასაყოლებელი რა წავიღოთ?

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 17:21
by Naia
მოვდივარ და მისაყოლებელიც მომაქვს :)

1. მელექსა
2. ავთო
3. ნაია

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 19:10
by lama
1. მელექსა
2. ავთო
3. ნაია
4. კახა (ლამა)

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 19:14
by meleksa
avtokh

აქედან მინიმუმ თონის პურები გავიყოლოთ :) კიდე რავიცი ღვეზელები, ძეხვი და ა.შ :)

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 19:47
by lama
meleksa wrote:avtokh

აქედან მინიმუმ თონის პურები გავიყოლოთ :) კიდე რავიცი ღვეზელები, ძეხვი და ა.შ :)
+1111

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 22:15
by Mta Mkvarebia
1. მელექსა
2. ავთო
3. ნაია
4. კახა (ლამა)
5. მთა მყვარებია (მეც მოვდივარ და მისაყოლებელი მომაქვს)

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს

Posted: 13 მაი 2011, 22:18
by meleksa
Mta Mkvarebia

ყოჩაღ მარგალიტ :)