Page 6 of 7

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 01:10
by CheLo
აუუუუ ხმა აღარ მქონდა და სახეზე მიხატული დროშა მიმადნა ემოციებისგან !!! ასეთი მაგარი მოგება ჯერ არ მინახავს .. ხორვატიას ეხუმრებით ფიფა კოკა კოლას რეიტინგში 8 ადგილზე იყო ჩვენ 72-ზე :lol: :lol: :lol: ვაიმეე რა გამისწორდა ბილიჩს რომ "გაუდეთ" თავის მარიაჟობა!!! აი ეგრე საღოლ ქეცბაია! საღოლ კობიაშვილი! საღოლ მარცვალაძე! საღოლ გოგუა! საღოლ რევიშვილი და საღოლ მთლიანი გუნდი და მთელ საქართველოს ულოცაააავ!!!

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 01:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩვენმა უშუალო მეტოქეებმა - ისრალემა და საბრძნეთმა მოიგეს.
ისრაელი-ლატვია 2:1
მალტა-საბერძნეთი 0:1.
არადა, 2ვე გუნდმა გამარჯვების გოლები ბოლო წთებზე გაიტანეს.
წაბორძიკების უფლება არ გვაქვს.
3 დღეში ისრაელს ვხვდებით და თუ მოვიგებთ, სერიოზული წინსვლა გვექნება.

აქვე დავსძენ, რომ ქეცბაიმ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ნაკრები 10ჯერ წაუგებლად ათამაშა.
იმედია, ეს სასიამოვნო ჩვეულება გაგრძელდება

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 01:22
by CheLo
საბერძნეთი ძალიან დასუსტებულია ჩემი აზრით და აქ დარწმუნებული ვარ მოუგებთ : ))))))))))

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 01:35
by M-A-R-T-A
WenTTo wrote:საბერძნეთი ძალიან დასუსტებულია ჩემი აზრით და აქ დარწმუნებული ვარ მოუგებთ : ))))))))))
დავიჯერო საბერძნეთში არსებულმა კრიზისმა ფეხბურთზეც იქონია გავლენააა?!

გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ყველას ამ მართლაც მნიშვნელოვან გამარჯვებას :D :D :D

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 01:52
by CheLo
M-A-R-T-A
არაა ეგ არაფერ შუაშია უბრალოდ საბერძნეთის დონის გუნდს არ უნდა უჭირდეს მალტასნაირ უსუსურ გუნდთან გამრჯვების მიღწევა... ისიც 92 წუთზე...

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 27 მარ 2011, 19:35
by GT.ge
პლეი-ოფში სომხებს ვხვდებით!

ნანახი მაქვს. შედეგს არ გეტყვით, დაელოდეთ. :P

კაკაია ბოლ, კაკაია ბოლ, გრუზია-ჰარმენია?.. :D

მანამდე ისრაელს ვასწავლით ფეხბურთის თამაშს. :)))

ყველას გილოცავთ. ერთობ დიდი გამარჯვება იყო.

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 10:26
by giorgi_barca
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შევძელით და გავიმარჯვეთ.
გილ20ავთ მოგებას.
ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ძლიერ ნაკრებს მოუგო.
ბულგარეთიც კი, რომელსაც შინ 1995ის ღვინობისთვეს 2:1 მოვუგეთ და 1994 წლის მსოფლიო 1ლობის
აღმოჩენა იყო, ასეთი ძლიერი არ ყოფია.
ვერ დაგეთანხმები გოგა.მაშინდელი ბულგარეთი დღევანდელ ხორვატიაზეც ძლიერი იყო და კიდევ ბევრ თანამედროვე ლიდერ გუნდებზე.ბულგარეთს მს.ჩემპიონატის შემდეგ ოფიციალური თამაში არ წაეგო და ჩვენთან წაგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგა.
ხორვატიასთან თამაში თავისი მნიშვნელობით აღემატებოდა ბულგარეთთან თამაშს:მაშინ ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგული გვქონდა,ეხლა კი...ზღაპარში ვართ

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 10:37
by Nika
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 12:25
by CheLo
ისე მეც ვთვლი რომ ხორვატია არაა იმ დონის გუნდი რომ ფიფას რეიტინგში 8 ადგილს იკავებდეს... როცა იტალია 11 ადგილზეა და საფრანგეთი 18 : ) ის ბულგარეთი მართლა ძლიერი იყო... ბოლო ბოლო სტოიჩკოვი ყავდათ ამ ხორვატიას კიდე ვინ? მლადენ პეტრიჩი? :lol: :lol: :lol: :lol: კი რათქმაუნდა სენსაცია მოხდა რომ მოვიგეთ მაგრამ მე ხორვატიას ვერ აღვიქვამ გრანდად.. მასე ურუგვაის 2-0 რომ მოუგეთ არავის ხმა არ ამოუღია არადა ურუგვაი ყოველთვის ანგარიშ გასაწევი ძალა იყო : )

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 12:27
by CheLo
და კიდე ამ გამარჯვებას მე რუსეთის დამარხება უფრომესიამოვნა.. უბრალოდ ეს უფრო ემოციური იყო რადგან ბოლო წუთზე გავიტანეთ და მეგონა ცოტაც და მწვანე ტრიბუნა სადაც მე ვიდექი ჩაინგრეოდა :)))))))))))))))))) ახლა მთავარია ისრაელი გავიფინოთ მაგრამ ფრეც კარგი შედეგი იქნება..

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 15:57
by lama
ტელერეპორტაჟი არ იქნება ხვალ, ისრაელიდან და რატომ? თუ იცით იქნება მითხრათ?

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 22:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
giorgi_barca wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შევძელით და გავიმარჯვეთ.
გილ20ავთ მოგებას.
ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ძლიერ ნაკრებს მოუგო.
ბულგარეთიც კი, რომელსაც შინ 1995ის ღვინობისთვეს 2:1 მოვუგეთ და 1994 წლის მსოფლიო 1ლობის
აღმოჩენა იყო, ასეთი ძლიერი არ ყოფია.
ვერ დაგეთანხმები გოგა.მაშინდელი ბულგარეთი დღევანდელ ხორვატიაზეც ძლიერი იყო და კიდევ ბევრ თანამედროვე ლიდერ გუნდებზე.ბულგარეთს მს.ჩემპიონატის შემდეგ ოფიციალური თამაში არ წაეგო და ჩვენთან წაგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგა.
ხორვატიასთან თამაში თავისი მნიშვნელობით აღემატებოდა ბულგარეთთან თამაშს:მაშინ ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგული გვქონდა,ეხლა კი...ზღაპარში ვართ
როდესაც ჩვენ ბულგარეთს მოვუგეთ, ეს ნაკრები რეიტინგში 10ეულის მიღმა იყო, ახლანდელი ხორვატია კი მე8 ადგილზე.
ამდენი ვარსკვლავი ბულგარეთს 1995ში არ ჰყავდა, ეს მაშინ, როდესაც ხორვატებს გაცილებით მეტი ჰყვდათ.
სტოიჩკოვი, მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ბევრი გოლიც გჰქონდა.
1996ის ევო1ლობაზე 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა.
საქართველო-ბულგარეთის თამაშამდე მეტოქეს 1994-95 წლებში 5 თუ 6 წაუგებელლი სერია ჰქონდა, ხორვატებს 2009-11 წლებში - 14.
ახლა განსაჯეთ, 1995ის ბულგარეთი უფრო ძლიერი იყო თუ 2011ის ხორვატია?

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 23:47
by mariamooo
თაგვს თუ დავუჯერებთ, ისრაელთანაც უნდა მოვიგოთ :D:D გოგა, შენ არაფერი დაგსიზმრებია? :roll: :roll:

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 00:14
by bavshvi
ისა და რა მაინტერესებს იცით:

ხვალე ხომ არ შევკრებილიყავით და ერთად ხომ არ გვეყურებინა ფეხბურთისთვის სადმე ?

პ.ს რავი სახლშიც კი ვუყურებ, მაგრამ ის ემოცია და მუხტი არ ექნება (ვგონებ)

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 11:19
by t.d
ერთად უყუროთ რა