Page 3 of 7

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 03:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
22ში, ანუ, უკვე დღეს, ვაპირებ სტადიონზე მისვლასა და სიაში მყოფებისთვის ბილეთების შეძენას.
შევეცდები, ყველაზე დაბალფასიანი ბილეთები ავიღო

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 20:37
by bavshvi
რამე სიახლე არის ბილეთებზე ? :)

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 22:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, დღეს ვიყიდე 10 ბილეთი.
თითოეულის ფასი 7 ლარია.
უპირატესობა მიენიჭება სიაში მყოფ 5 პირს.
დანარჩენი 5 ბილეთი შემიძლია, მას მივცე, ვინც დამიკავშირდება.

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 23:01
by marishka
გოგა, მადლობის მეტი რა მეთქმის .

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 23:07
by mariamooo
გოგა, მეც შემინახე რა ერთი ბილეთი, სიასაც მივეწერები

1. ნაია
2.თ.დ
3. მარიშკა
4. NINUCA
5. Bavshvi
6. მარიამო

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 23:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
marishka wrote:გოგა, მადლობის მეტი რა მეთქმის .
არაფერს, რა მადლობა
mariamooo wrote:გოგა, მეც შემინახე რა ერთი ბილეთი, სიასაც მივეწერები
სიამოვნებით შეგინახავ

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 22 მარ 2011, 23:59
by mariamooo
სიამოვნებით შეგინახავ
გაიხარე : )

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 23 მარ 2011, 16:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
10 ბილეთიდან 1ღა დამრჩა.
6 სიაში მყოფთ შეხვდება, 3 :კარავის: +ებს შეხვდათ სულაკაურის გამომცემლობიდან

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 23 მარ 2011, 21:57
by Nika
სვარკის ყურება მირჩევნაი მაინც :twisted: :twisted: :twisted:

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 23 მარ 2011, 22:33
by bavshvi
მადლობა გოგა :)

ისე სად ვიკრიბებით შაბათს ? ან სად გნახო ბილეთი რომ მივიღო :)

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 24 მარ 2011, 00:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
თავისუფალი ბილეთები აღარ მაქვს.
სიაში მყოფებს ველი ეროვნულ სტადიონზე, საღამოს 20.02ზე მთავარ შესასვლელთან (მუსკომედიის მხრიდან)
მდებარე შუქნიშანთან

Nika wrote:სვარკის ყურება მირჩევნაი მაინც :twisted: :twisted: :twisted:
ვერ დაგეთანხმები, რომ სადუღის თუ შედუღების ცქერა სჯობს საქართველო-ხორვატიის თამაშს

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 24 მარ 2011, 00:29
by NINUCA
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თავისუფალი ბილეთები აღარ მაქვს.
სიაში მყოფებს ველი ეროვნულ სტადიონზე, საღამოს 20.02ზე მთავარ შესასვლელთან (მუსკომედიის მხრიდან) მდებარე შუქნიშანთან
მეგობრებო თუ ვინმეს ძალიან უნდა თამაშზე დასწრება, შემიძლია დავუთმო ჩემი ბილეთი :)
პ.ს. მსურველმა გადაწყვეტილება დროულად მიიღოს რომ მეც გაურკვევლობაში არ ვიყო.

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 24 მარ 2011, 01:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნაკრებმა სრულად ივარჯიშა, კალაძემ სრული დატვირთვით23.03.2011 21:48
წყარო http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18110&lang=1

ხორვატიასა და ისრაელთან მატჩამდე შეკრებილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სრული შემადგენლობით პირველად 23 მარტს ივარჯიშა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ჯვაროსნებს” ამ ორ შეხვედრაში ჯანო ანანიძის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე კიდევ ოთხ ნაკრებელთან (მარცვალაძე, გოგუა, სალუქვაძე, რევიშვილი) ერთად, თბილისში სამშაბათს ღამით ჩამოფრინდა. ნაკრების მწვრთნელ-ექიმებმა მისი მდგომარეობა შეისწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა გუნდში ალექსანდრე კოშკაძის გამოძახება.
თემურ ქეცბაია, სამ გოლკიპერსა და ოცდაერთ მინდვრის ფეხბურთელს, ეროვნული სტადიონის საკმაოდ გამოკეთებულ გაზონზე 16:50 წუთზე შეუძღვა. ტრადიციულ მოთელვას, გახურებით ვარჯიშებსა და მინდვრის სხვადასხვა ნაწილში განაწილებულ სამ შვიდკაცა “კვადრატს”, მოედნის ნახევარზე გაჩაღებული ორიგინალური ორკარა მოჰყვა. ათ “ყვითელსა” და ათ “წითელს”, კოშკაძის სახით, მწვანემოსასხამიანი “ფრილანსერი” ავსებდა. მწვრთნელის დავალებით, იგი შემტევ გუნდს ეხმარებოდა.
ვარჯიშის ამ ელემენტში ორიგინალური ის იყო, რომ სათამაშო არეალის კუთხეებში განაპირა მცველები (კალაძე, სალუქვაძე, ალადაშვილი, კვირკველია) იყვნენ განლაგებულნი, რომლებიც თამაშში მხოლოდ მაშინ ერთვებოდნენ, როცა ბურთი მისდიოდათ და მათი დანიშნულება საჯარიმოში ჩაწოდება იყო. მოედნის შიდა ნაწილში დაკავებულ ფეხბურთელებს, მწვრთნელისაგან აუცილებლად შესასრულებელი “დირექტივა” ჰქონდათ მიღებული - ბურთზე მაქსიმუმ 2 შეხება.
15-წუთიანი ორკარა “ყვითლებმა” 4:1 მოიგეს. მათგან გოლი გოგუამ, ხიზანიშვილმა, გელაშვილმა და დვალიშვილმა მიითვალეს, “წითლებიდან” კი, გურულმა კობიაშვილის პასით დალაშქრა ლორიას კარი (მეორე კარს რევიშვილი იცავდა).
ხუთწუთიანი “მოსულიერების” შემდეგ, სათამაშო მოედანი 15 მეტრით დაგრძელდა და უკვე ჩვეულებრივი, 20-წუთიანი ორკარა ითამაშეს (სულ, ქეცბაიამ საათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარებინა “ჯვაროსნებს”). მასში ფეხბურთელები ასეთი შემადგენლობით წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ:
“ყვითლები” - რევიშვილი, სალუქვაძე, ამისულაშვილი, ხუბუტია, კალაძე, გოგუა, ხიზანიშვილი, დაუშვილი, გელაშვილი, იაშვილი, დვალიშვილი;
“წითლები” - ლორია, ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია, კანკავა, კობიაშვილი, მარცვალაძე, გურული, მოდებაძე, სირაძე.
დინამოელი კოშკაძე ამჯერადაც მწვანეთი იყო შემოსილი და ყოველთვის შემტევის სასარგებლოდ უტევდა. ცოტა ხნით მოუწია ორკარაში ჩართვა “ზესტაფონის” კიპერ როინ კვასხვაძეს.
ამჯერადაც “ყვითლებმა” იმარჯვეს, ოღონდ 1:0. მარჯვენა ფლანგიდან გელაშვილის გაკეთებულ გასწვრივ გადაცემას დვალიშვილი ვერ მიწვდა, თუმცა, იაშვილმა თანაგუნდელს გარჯა მაინც არ დაუკარგა. სხვათა შორის, ერთხელ გიორგი ლორიამ ლაშა სალუქვაძის თავურს ეფექტური “სეივი” მოაყოლა და ბურთი კუთხურზე ისე გადააგდო.
ჩვენი ვარაუდით, ყვითლებში გამოწყობილი 11-ეული, თემურ ქეცბაიას ხორვატიასთან ძირითადი შემადგენლობისთვის ჰყავს შეგულებული. თუმცა, მწვრთნელი მინიმუმ ერთ გადაადგილებას რომ მოახდენს და გელაშვილს კობიაშვილით (რომელიც, დიდი ალბათობით, გოგუას ფლანგს გაუცვლის) ჩაანაცვლებს, “წყალი არ გაუვა”.
და ერთიც - ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ, სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ფრიდონ კერვალიშვილი

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 24 მარ 2011, 01:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამბები ხორვატთა ბანაკიდან
23.03.2011 22:36
წყარო:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18113&lang=1

ხორვატთა შორის ნიკო იელავიჩმა ვერ ივარჯიშაროგორ ემზადება ხორვატიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან 26 მარტის ევროშესარჩევი მატჩისთვის? სლავენ ბილიჩის გუნდის ვარჯიში ორმა ფეხბურთელმა გამოტოვა – ორივე ფორვარდმა, ედუარდომ და ნიკო იელავიჩმა.
“მსოფლიო სპორტი” დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელის მდგომარეობაზე ადრეც წერდა - მას კოჭი სტკივა და თავიდან ცნობილი იყო, რომ აპრილის დასაწყისამდე ვერ ითამაშებდა, თუმცა, ხელმეორედ გასინჯვამ გამოავლინა, რომ ედუარდომ, შესაძლოა, 26 მარტამდე მოასწროს გამოჯანმრთელება. და მაინც, მისი თბილისში თამაშის შანსი მცირეა. ედუარდო ზაგრებშია, ნაკრებს შეუერთდა და თერაპიულ კურსს გადის.
რაც შეეხება იელავიჩს, “გლაზგო რეინჯერსის” ფორვარდი გადაღლილი ყოფილა და თან, მუხლი სტკივა.
ნაკრებს სამშაბათს შეუერთდა “ტოტენჰემის” ორი ფეხბურთელი – მცველი ვედრან ჩორლუკა და წამყვანი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი. ჩორლუკამ გუშინ ინდივიდუალურად, სპეციალური პროგრამით ივარჯიშა, ხოლო დღეს, გუნდთან ერთად მიიღო წვრთნაში მონაწილეობა, მაგრამ სრული დატვირთვით – ვერა.


ილია ნანობაშვილი

საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Posted: 24 მარ 2011, 01:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნიკოლა იურჩევიჩი: “ჩვენ კი არა, საქართველომ იფიქროს”23.03.2011 21:54

წყარო:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18111&lang=1

იურჩევიჩი: “ნუ ინერვიულებთ, მოვიგებთ!”3 დღეც და ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება, მაგრამ მანამდე, ხორვატიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბსა და ფეხბურთელებსაც დაახლოებით ერთნაირი კომენტარები აქვთ – საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ, მაგრამ უეჭველად მოვიგებთო.
“ვატრენის” (ხორვატიის ნაკრების მეტსახელი) თავკაც სლავენ ბილიჩის თანაშემწეს, ნიკოლა იურჩევიჩს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რამდენად იოლად აუღებს ალღოს ხორვატიის ნაკრები ქართველთა თამაშსო, რაზეც ამგვარი პასუხი მიიღეს: “ჯერ საქართველომ იფიქროს ჩვენთან თამაშის ადაპტაციაზე. იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ მოვიგებთ. ნუ ინერვიულებთ, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. საკმაოდ კარგი და ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს”.
უკრაინული “დნიპროს” მცველი ივან სტრინიჩიც ოპტიმისტურადაა განწყობილი - ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ სრული მობილიზებით ჩავალთ საქართველოში და მოგებაში დარწმუნებული ვარო.

ილია ნანობაშვილი