საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
bavshvi
მაწანწალა
Posts: 320
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by bavshvi » 29 მარ 2011, 11:56

მე თანახმა ვარ :) ოღონდ მითხარით სად ვუყუროთ და როდისთვის შევიკრიბოთ :)

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by t.d » 29 მარ 2011, 12:57

ლუდსახარში მირზაანი 7-37 წუთზე ვიკრიბებით თბილისი, უზნაძის ქ. #41

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by t.d » 29 მარ 2011, 13:01

1.თ.დ
2 ბავშვი.
3. გიო ბარსა.

აბა ხალხო არ დაიზაროთ წამოდით და დავაგემვონოთ კარგი ლუდი.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by Naia » 29 მარ 2011, 13:19

t.d
თემო, 9-ზე არ არის თამაში?

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by t.d » 29 მარ 2011, 13:25

Naia
ნინ პირველი არხის პროგრამაში ვნახე რომ იწყება 20-00 წუთზე ანუ რვა საათზე.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 მარ 2011, 00:33

ისრაელთან შევრცხვით.
1:0 წავაგეთ.
ასე ცუდად ნაკრებს ქეცბაიას ხელში არ უთამაშია.
არადა, ხორვატიასთან თამაშით ჩვენი მწვრთვნელი და ფეხბურთელები ნამდვილად გამორჩეულნი იყვნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

tutmaji
ბოდიალა
Posts: 141
Joined: 19 თებ 2011, 15:47
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by tutmaji » 30 მარ 2011, 00:41

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ისრაელთან შევრცხვით.
1:0 წავაგეთ.
ასე ცუდად ნაკრებს ქეცბაიას ხელში არ უთამაშია.
არადა, ხორვატიასთან თამაშით ჩვენი მწვრთვნელი და ფეხბურთელები ნამდვილად გამორჩეულნი იყვნენ
მიანცდამაინც ცუდად მემგონი არ უთამაშიათ ბიჭებს. ხორვატიასთან თამშის მსაგვსად მეორე ტაიმი იგივე მონდომებით და ჟინით დაიწყეს მაგრამ ის საბედისწერო ერთი შეცდომა გოლით დასრულდა.
ამისულაშვილს რო ის გაეტანა დარწმუნებული ვარ მაგ თამაშს შემოაბრუნებდნენ ბიჭები.
მარცვალაძე კვლავ გამოირჩეოდა. მარცხენა ფლანგი (დაცვას ვგულისხმობ) სულ ჩავარდნილი იყო.
მაგრამ ამ ერთი თმაშIს გამო მემგონი არ ღირს ბიჭების და ქეცბაიას გაკიცხვა.

ეს ისე ჩემი მოკრძალებული აზრია და სრულიად უმნიშვნელოც ალბათ. ბოდიშით თუ რამე გაუგებრად დავწერე :oops:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by Toma » 30 მარ 2011, 11:45

გუშინ მშვენიერი დღე გამოვიდა, ძალიან ვიხალისეთ მატჩის მსვლელობის დროს, ფსონებიც გვქონდა დადებული.

გუშინდელი თამაში მართლაც კარგი იყო, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა მეტი გოლები რომ გატანილიყო. ბიჭებმა მართლაც თავდაუზოგავად ითამაშეს, ეხლა ცოტა დახვეწა უნდა, რომ კარში დაარტყან უფრო მეტი სიზუსტით.

მემგონი საქართველო მოესწრება ჩვენი საფეხბურთო გუნდის ისევ აღზევებას.
ცხოვრება მშვენიერია :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2011, 01:07

ამ თამაშში დაცვას იმდენი შეცდომა ჰქონდა, რამდენიც 1ად არ ჰქონია წინა 10 თამაშში.
გოლიც დაცვის შეცდომის შედეგად გავიდა.
1ად1 ნათელი წერტილი მეკარე რევიშვილი იყო.
დანარჩენი - გუნდი გუნდს არ ჰგავდა. გაკვირვებული ვარ, ნუთუ ეს ის ნაკრებია, ხორვატის 26ში თბილისში რომ მოუგო?
ჟინი ხორვატებსაც ჰქონდათ ჩვენთან, მაგრამ მაინც წააგეს.
მხოლოდ ჟინი თამაშს არ ცვლის - საჭიროა დისციპლინა.
რაც შეეხება გოგიტა გოგუას, რომელიც თემურ ქეცბაიამ ისრაელში არ წაიყვანა, სრულიად უდისციპლონოდ მოიქცა.
ვიდრე ქეცბაიას ბოდიშს არ მოუხდის, ნაკრებში არ უნდა დაიშვას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებში მუდამ უწესრიგობა იქნება.
დარწმუნებული ვარ, ქეცბაია ამ საქმეში მართალია. ის ტყუილად საჭირო ფეხბურთელს, მით უფრო, პრინციპული თამაშის წინ - არ აითვალისწუნდებდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by guruli » 01 აპრ 2011, 02:43

ამქვეყნად უსასრულო არაფერია. მათ შორის - არც ქეცბაიას ნაკრების წაუგებლობა გაგრძელდებოდა მუდმივად. სადღაც ეს ჯაჭვიც უნდა გაწყვეტილიყო და გაწყდა კიდეც. ალბათ, ლოგიკურიცაა - ნახორვატებს ისრაელის ძლიერ გუნდთან გასვლა მეტისმეტად მალე მოგვიწია. პრაქტიკულად, გუნდს 1 დღე ჰქონდა, რადგან დანარჩენი მგზავრობას უნდოდა. საერთოდაც, ჩვენი ჯგუფის კალენდარი საისრაელო იყო - ჩვენ ასეთი გიჟური გადარბენა, იმათ - ამ პერიოდში ორივე მატჩი სახლში იტამაშეს, ხორვატია ისვენებდა... სამწუხაროდ, ყველაფერში დოყლაპიები როგორ უნდა ვიყოთ - თავდაპირველი ვარიანტიც, ისრაელში 7 ოქტომბერს უნდა გვეთამაშა, მაგრამ მაშინ მანდ რაღაც რელიგიური დღესასწაული ყოფილა და იმათ უთხოვიათ მაგ თამაშის ახლა გადმოტანა, რასაც ჩვენებიც დაეთანხმნენ... :cry: არავის რელიგიას არ შეურაცხვყოფ, მაგრამ არაფრის დიდებით არ უნდა დათანხმებოდნენ ამას.
თუმცა რაც მოხდა, ტრაგედია არაა. როცა ქეცბა მოვიდა, მაშინ არავინ ფიქრობდა ფინალურ ეტაპზე გასვლაზე, ერთადერტი მოთხოვნა ბრძოლისუნარიანი კოლექტივის, გუნდის შექმნა იყო. ქეცბამ ეს შეძლო და ახლა ერთბაშად გაგვიჩნდა ფინალურ ეტაპზე გასვლის ამბიცია! გასვლა კარგია, მაგრამ ეს არც ლოგიკური იქნება და ამ ნაკრებით არც არაფერი გვესაქმება იქ. ნაკრებს ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება, ჯერ კიდევ ასაშენებელია და მირჩევნია, ქეცბაია ამ შენების პროცესს გაჰყვეს.
ერთი საზოგადოებისთვის დაფარული, მაგრამ საინტერესო ფაქტი, რისთვისაც ქეცბაია კიდევ უფრო დავაფასე. მოგეხსენებათ, მაგას არ უყვარს ჟურნალისტების რია-რია და ხორვატიასთან თამაშის წინ გამოჰყო ორი დღე ღია ვარჯიშისთვის, დანარჩენზე კი მკაცრად მოითხოვა მედიისგან იზოლირება და ჩაიკეტა ბაზაზე. ჩვენი ანცური ხელისუფლების პიარისადმი ტრფიალი მოგეხსენებათ - ოღონდ კი ტელევიზორში გამოჩნდნენ და როცა რეალური მიზეზი არაა, სამინისტროებში ეს პიარ-ჯგუფები და იმიჯმეიკერები ზიან და ფიქრობენ, სად გაუხერხონ შეფს წასვლა, მერე მირეკავენ ტელევიზიებს, თვიტონ კი ნახევარი საათის დაგვიანებით მივლენ, რათა ატყდეს ფაცი-ფუცი, ოპერატორების კამერებით სირბილი, მაგათ კი დაყენებული ტონით იკეთონ პიარი. სპორტის მინისტრმაც ზუსტად ამგვარად მოინდომა ბაზაზე სტუმრობა. ტელევიზიები მივიდნენ და დაიჭირეს თადარიგი. ქეცბაიამ რომ დაინახა, რა უნდათ ამათ აქო. უთხრეს, მინისტრი მოდისო. მერე თუ მოდის, შემოვიდეს თვითონ და შეხვდეს ფეხბურთელებს, მაგრამ კამერები, ტელევიზიები და მაგათი ერთი ამბები არ მინდა, ახლავე მოაშორეთ ესენი აქედანო. მართლაც გაიტანა თავისი, ეს კი სპორტის მინისტრმა რომ გაიგო, საერთოდ იუარა ბაზაზე მისვლა - კამერები თუ არ იქნებოდა და ტელევიზორში არ გამოჩნდებოდა, ისე მისვლა რათ უნდოდა, მაგის კაცია განა!
მოკლედ, მაგრად გამიხარდა, ეს ამბავი რომ გავიგე.
პ.ს. ნაი, ფეხბურთს და ამ თამაშს არ ეხება, მაგრამ ორი დღის წინ შენმა მოგვარემ, ქუთაისელმა ბიჭმა ხმლით ფარიკაობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოსთვის ეს პირველი მედალია ფარიკაობაში. ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ აფციაურის მერე მედალი არ გვქონია.
პ.ს.პს. ბარემ მეორე არასაფეხბურთო "ნიუსიც" სპორტიდან, რაც კიკის დააინტერესებს: :wink: დღეს ოლიმპიური გუნდის მედროშედ დასახელდა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომლისთვისაც ლონდონი მეშვიდე ოლიმპიადა იქნება. ლეგენდარული ქალია რა! ზუსტად ხორვატიასთან თამაშზე ხორვატიის ეოკ-ის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და არ იჯერებდა თურმე, რამდენჯერმე იკითხა, მერამდენე თამაშებიაო? ბოლოს უკითხავს, როგორ გამოიყურებაო. :D :D ალბათ, იფიქრა, ვიღაც დედაბერი იქნებაო. :D
ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ სალუქვაზე საქართველოში აქამდეც რეკორდსმენი იყო, მაგრამ ახლა ტყვიის სროლაში მსოფლიოს მასშტაბითაც პირველია - ერთადერთი, სერბი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი მუდმივი მეტოქე და მეგობარი, სერბი იასნა სეკარიჩი თუ დაეწევა. სალუქვაძეს ერთი მსოფლიოს რეკორდიც ეკუთვნის, რომელსაც უკვე ვერავინ გაიმეორებს - 100-დან 100 ქულა, მაგრამ რეკორდსმენია მსოფლიოს სუპერტასების ფლობიტაც - 9 სუპერთასი აქვს, უახლოესი მდევრები კი, თუ იმათ მდევრები ჰქვიათ, 6-6 ჯილდოთი იგივე სეკარიჩი და ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ტაო ლუნა არიან, ოღონდ ეს უკვე აღარ ისვრის.
ერთი სიტყვით, სალუქვაძე მართლაც ყველანაირად ლეგენდაა. ერთადერთი ქართველია, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. ძალიან დიდი შანსია, ლონდონშიც მოიპოვოს მედალი.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by Naia » 01 აპრ 2011, 10:49

guruli
პ.ს. ნაი, ფეხბურთს და ამ თამაშს არ ეხება, მაგრამ ორი დღის წინ შენმა მოგვარემ, ქუთაისელმა ბიჭმა ხმლით ფარიკაობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოსთვის ეს პირველი მედალია ფარიკაობაში. ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ აფციაურის მერე მედალი არ გვქონია.
ვააა, როგორ გამახარე! ვამაყობ ჩემი მოგვარის წარმატებებით!

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GT.ge » 02 აპრ 2011, 00:06

შესარჩევი რომ დაიწყო ქეცბაიამ, ვფიქრობდი, გუნდის შენებასთან ერთად III ადგილზეც თუ გავალთ, უდიდესი პროგრესი იქნებათქო.
ჯერ ნახევარი გზაა გავლილი და და თითქმის დარწმუნებულები ვართ, გუნდის შენების პროცესი სწრაფი ტემპით სწორი მიმართულებით მიდის და III ადგილიც არაა ოცნება.
მოკლედ, ხელსაყრელი კალენდარი რომ გვქონოდა, ვინ იცის, ახლა I ადგილზეც ვყოფილიყავით.
გუნდი ფაქტიურად გამოფიტული ჩავიდა ისრაელში... მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს არ ვგულისხმობ... მე, ახლაც ეიფორიაში ვარ.


სპორტის ამჟამინდელ "მამებს" როდის მივუჩენთ საკადირს ადგილს... გვეჩქარება... 1981 წლის მსგავსი ნაკრების შეკვრის პოტენციალი გვაქვს და ხელშეწყობა სჭირდება ქვეყანას.

პ.ს. ხორვატიაში გამოჩნდება ვინ ვინაა, ანუ, ვის რისი ტაკო აქვს. :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]