Page 26 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 01 აპრ 2015, 12:48
by avtokh
რაგბი ევროპის U18 ელიტ დივიზიონის ევროპის ჩემპიონატში, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს და პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობენ ქართველმა 18 წლამდელმა მორაგბებმა მეოთხედფინალური მატჩი ირლანდიასთან ფრედ დაასრულეს 8:8, დამატებითი დარტყმებში კი 3:1 მოვიგეთ. ამ მოგებით ელიტ დივიზიონის ნახევარფინალში გავედით, სადაც უელსის დამმარცხებელ იტალიას დავუპირისპირდით. ნახევარფინალური შეხვედრაც ფრედ დასსრულდა საქართველო 6 - 6 იტალია და ამ შემთხვევაშიც მატჩის ბედი დამატებითმა საჯარიმო დარტყმებმა გაარკვია. “შუთ-აუთებში” კი მეტოქეს პატარა ბორჯღალოსნება 5:4 სძლიეს და გათამაშების ფინალში გავიდნენ. სადაც ინგლისის, შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულს, დამმარცხებელ საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

რაგბის მატჩები

Posted: 04 აპრ 2015, 22:48
by avtokh
ელიტ დივიზიონის ფინალი დავთმეთ დიდი ანგარიშით საფრანგეთი 57 - 0 საქართველო. ამგვარად თვრამეტწლამდელთა ნაკრები მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა და ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი წარმატებაა რაც აქამდე მიგვიღწევია. იმედია სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის წინ.
ცოტა არამობილიზირებულად გამოიყურებოდნენ, ბევრი შეცდომა დაუშვეს, პირველი ნახევრის 35 წუთიდან 20 წუთი კაცნაკლული ვთამაშობდით, მეორე ტაიმშიც ტაიმის მიწურულს კვლავ კაცნაკლულნი დავრჩით. ფრანგთა სწრაფ შეტევებს პატარა ბორჯღალოსნებმა ვერაფერი დაუპირისპირეს გარდა თავდადებისა, რაც საკმარისი არ იყო სასურველი შედეგის მისაღწევად.