რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 12 ივნ 2012, 10:44

აშშ-სთან ვარიანტებზე თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ნაკრები 15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვებისთვის 1,25, ხოლო მცირე ანგარიშით მოგებისთვის 0,84 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ფრე 0,16 ქულის დაკარგვის ტოლფასი იქნება, მცირე სხვაობით მარცხის შემთხვევაში, 1,16 ქულას, ხოლო დიდი ანგარიშით მარცხისას 1,75 ქულას დავკარგავთ.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=37112&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 18 ივნ 2012, 22:26

16 ივნისი, საზაფხულო ტესტ მატჩი #1

აშშ 36 - 20 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, აშშ-სთან 16-ქულიანი სხვაობით მარცხი 1,74 სარეიტინგო ქულად და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითებად დაუჯდა და 15 ადგილზე დაბრუნდნენ.

23 ივნისი, საზაფხულო ტესტ მატჩი #2

კანადა - საქართველო
Last edited by avtokh on 18 ივნ 2012, 22:33, edited 1 time in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 18 ივნ 2012, 22:29

ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი აშშ-ს გუნდთან 20:36 წააგო, 24 ივნისს ღამით კი უკვე კანადელებთან დაპირისპირება ელის. გასული და მომავალი თამაშების შესახებ კომენტარები საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გაკეთდა.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ძალიან მძიმე თამაში იყო. შემადგენლობა ბოლო წუთს დადგინდა. წავაგეთ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ბიჭების ასეთი თამაში რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული. ძალიან რთული აკლიმატიზაციის პერიოდი გვქონდა, რაც ნაკრების თამაშზეც აისახა. ამხელა სიმაღლეზე ელემენტარულად სუნთქვა უჭირდათ და 34 საათიანი მოგზაურობის შემდეგ ძალების აღდეგენა ვერ მოახერხეს.
უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ მომავალ წელს ივნისში, როდესაც ნაკრების ძირითად შემადგენლობას ვერ ვკრებთ, მსგავსი სახის გასვლითი მატჩები თავიდან ავიცილოთ და ტურნირი საქართველოში ჩავატაროთ. ასეთ სიმაღლეზე ერთი კვირის ჩასული გუნდი ვერ ასწრებს სრულფასოვან აღდგენას, რაც მატჩის დროს ნათლად გამოჩნდა. ყველა ინდივიდუალური ორთაბრძოლა წავაგეთ.
სასიხარულოა, რომ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის სრული ნდობაა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩს უკეთესად მომზადებულები შევხვდებით”.
ილია ზედგინიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ასეთი შედეგის ძირითადი მიზეზი ენერგიის არქონაა. საკამოდ დიდი საათობრივი სარტყელი, დიდი სიმაღლე და 34 საათიანი ფრენა. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, ბიჭებს ენერგია არ ჰქონდათ. ერთადერთი თამაშის დღეს მოვახერხეთ ნორმალურად ძილი. მორაგბეები მოედანზე ვერ გადაადგილდებოდნენ. მეორე ნახევარში მზე გადავიდა და ცოტათი გამოცოცხლდნენ. “არწივების“ მატჩის ვიდეო ანალიზი გვქონდა ჩატარებული, ბიჭებს კონკრეტული მონახაზი და დავალებები ჰქონდათ, თუმცა ჩამოთვლილი ხელის შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე, მიცემული დავალების შესრულება ვერ მოხერხდა.
კანადასთან მატჩამდე, ნაკრებმა პირველ რიგში კარგად უნდა დაისვენოს. ვფიქრობ, შედარებით დაბალ სიმაღლეზე უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ენერგიის აღდგენა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება კანადასთან მატჩის სტრატეგიაზე ვისაუბროთ.
ზვიად მაისურაძეს ნეკნი სტკივა, ხოლო ლაშა მალაღურაძეს მცირე კომოციო აქვს. კანადასთან მერაბ შარიქაძე გამოგვაკლდება. იგი სოლტ ლეიქ სითიში ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიემგზავრება. სამაგიეროდ, ორშაბათს ნაკრებს შალვა სუთიაშვილი დაემატება”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ძალიან მძიმე მატჩი იყო. აკლიმატიზაციის პერიოდი ბოლომდე ვერ გავიარეთ. პირველ ტაიმში ბურთი თითქმის არ გვქონდა, რის გამოც ძირითადად დაცვაში გვიწევდა თამაში. იმედი მაქვს, კანადასთან უკეთესად ვიასპარეზებთ და მოწინააღმდეგეს ჩვენ ნამდვილ ძალას ვაჩვენებთ”.ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი აშშ-ს გუნდთან 20:36 წააგო, 24 ივნისს ღამით კი უკვე კანადელებთან დაპირისპირება ელის. გასული და მომავალი თამაშების შესახებ კომენტარები საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გაკეთდა.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ძალიან მძიმე თამაში იყო. შემადგენლობა ბოლო წუთს დადგინდა. წავაგეთ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ბიჭების ასეთი თამაში რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული. ძალიან რთული აკლიმატიზაციის პერიოდი გვქონდა, რაც ნაკრების თამაშზეც აისახა. ამხელა სიმაღლეზე ელემენტარულად სუნთქვა უჭირდათ და 34 საათიანი მოგზაურობის შემდეგ ძალების აღდეგენა ვერ მოახერხეს.
უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ მომავალ წელს ივნისში, როდესაც ნაკრების ძირითად შემადგენლობას ვერ ვკრებთ, მსგავსი სახის გასვლითი მატჩები თავიდან ავიცილოთ და ტურნირი საქართველოში ჩავატაროთ. ასეთ სიმაღლეზე ერთი კვირის ჩასული გუნდი ვერ ასწრებს სრულფასოვან აღდგენას, რაც მატჩის დროს ნათლად გამოჩნდა. ყველა ინდივიდუალური ორთაბრძოლა წავაგეთ.
სასიხარულოა, რომ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის სრული ნდობაა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩს უკეთესად მომზადებულები შევხვდებით”.
ილია ზედგინიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ასეთი შედეგის ძირითადი მიზეზი ენერგიის არქონაა. საკამოდ დიდი საათობრივი სარტყელი, დიდი სიმაღლე და 34 საათიანი ფრენა. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, ბიჭებს ენერგია არ ჰქონდათ. ერთადერთი თამაშის დღეს მოვახერხეთ ნორმალურად ძილი. მორაგბეები მოედანზე ვერ გადაადგილდებოდნენ. მეორე ნახევარში მზე გადავიდა და ცოტათი გამოცოცხლდნენ. “არწივების“ მატჩის ვიდეო ანალიზი გვქონდა ჩატარებული, ბიჭებს კონკრეტული მონახაზი და დავალებები ჰქონდათ, თუმცა ჩამოთვლილი ხელის შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე, მიცემული დავალების შესრულება ვერ მოხერხდა.
კანადასთან მატჩამდე, ნაკრებმა პირველ რიგში კარგად უნდა დაისვენოს. ვფიქრობ, შედარებით დაბალ სიმაღლეზე უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ენერგიის აღდგენა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება კანადასთან მატჩის სტრატეგიაზე ვისაუბროთ.
ზვიად მაისურაძეს ნეკნი სტკივა, ხოლო ლაშა მალაღურაძეს მცირე კომოციო აქვს. კანადასთან მერაბ შარიქაძე გამოგვაკლდება. იგი სოლტ ლეიქ სითიში ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიემგზავრება. სამაგიეროდ, ორშაბათს ნაკრებს შალვა სუთიაშვილი დაემატება”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ძალიან მძიმე მატჩი იყო. აკლიმატიზაციის პერიოდი ბოლომდე ვერ გავიარეთ. პირველ ტაიმში ბურთი თითქმის არ გვქონდა, რის გამოც ძირითადად დაცვაში გვიწევდა თამაში. იმედი მაქვს, კანადასთან უკეთესად ვიასპარეზებთ და მოწინააღმდეგეს ჩვენ ნამდვილ ძალას ვაჩვენებთ”.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=37457&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 ივნ 2012, 11:36

სასიხარულო ამბავი: გუშინ, გაიმართა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას პირველი მატჩები, რომლის გამარჯვებულიც გაემგზავრება მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
ჩვენმა ახალგაზრდებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.

18 ივნისი

საქართველო 31 - 17 კანადა
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 ივნ 2012, 15:08

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” პირველი ტურის მატჩი მძიმედ დაიწყო, მაგრამ შესვენების შემდეგ სრული უპირატესობა მოიპოვა და კანადელი თანატოლები 31:17 დაამარცხა.
“ბორჯღალოსნების” წარმატება დიდწილად საბა ნიკოლავას კარგმა დარტყმებმა განაპირობა - პირველ ტაიმში, როდესაც ქართველებს თამაში არ აეწყოთ, კანადელებს დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა და პირიქით, ტაიმი მოაგებინა, მეორე ნახევარში კი, იან სმიტის შეგირდებმა მეტოქე ძალისმიერ თამაშში დაჯაბნეს და საბოლოოდ გატეხეს. გული ორ რამეზე თუ დაგვწყდება. პირველი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მომტანი ლელო ვერ გაიტანეს, ხოლო მეორე გიორგი ბიწაძის გაძევებაა, რის გამოც მას მომდევნო მატჩების (მინიმუმ ერთის) გამოტოვება მოუწევს.

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=37500&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 23 ივნ 2012, 00:03

რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფა

18 ივნისი

საქართველო 31 - 17 კანადა

22 ივნისი

ზიმბაბვე 7 - 43 საქართველო

26 ივნისი

იაპონია 36 - 29 საქართველო

ალაფაზე ვიბრზოლებთ მესამე ადგილისთვის
Last edited by avtokh on 27 ივნ 2012, 10:26, edited 1 time in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 23 ივნ 2012, 14:40

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” მეორე რაუნდში ზიმბაბვე 43:7 გაანადგურა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს იაპონია ლიდერობს, ფინალში გასვლის ფავორიტად ითვლება.

ნორჩმა “ბორჯღალოსნებმა” ოთხი დღის წინ იაპონიასთან მედგრად მებრძოლი აფრიკის ჩემპიონი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. რაც მთავარია, შერკინებასა და დერეფანში მოპოვებული უპირატესობა კარგად გამოიყენეს უკანახაზელებმა და ექვსივე გატანილი ლელო მათ ანგარიშზეა.

ლელოები მიითვალეს:
11. ლევან გოგოლაშვილი (3);
12. გიგა გაგოშვილი (1);
13. მერაბ შარიქაძე (1);
14. ზურაბ ძნელაძე (1).

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=37694&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 24 ივნ 2012, 18:36

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილო ამერიკული ტესტ ტური ორი მარცხით დაასრულა.
მეორე ტესტ მატჩი კანადასთან გამართა და საგრძნობი სხვაობით დამარცხდა.

კანადა 31 - 12 საქართველო

ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში რაც მე ბორჯღალოსნების შესრულებით მინახავს. ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ კანადელთა თითქმის ყველა შეტევა ლელოთი ან საარიმო დარტყმით სრულდებოდა. დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით საწყის წუთებში. ხშირი იყო წინ თამაში, არაორგანიზებული შეტევები. მოკლედ სრულად დავმარცხდით და რეიტინგშიც დავიწევთ უკან. თუმცა რეიტინგი იმდენად არ მიმაჩნია ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად, რამდენადაც სანოემბრო ტესტები, სადაც იაპონიასა და ფიჯის ვუმასპინძლებთ. აქ უკვე ასეთიი თამაში არ გამოგვადგება.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 25 ივნ 2012, 21:05

ბორჯღალოსნებმა ჩრდილო ამერიკული ტურნე ორი წაგებით დაასრულეს. ამერიკელ არწივებთან განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრება, ვერც კანადელების წინააღმდეგობის დაძლევა შესძლო.

პირველი მატჩისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ მორაგბეებს ძირითადად დაცვაში უწევდათ თამაში, კანადელებთან მცირედი სათამაშო უპირატესობა ბორჯღალოსნების მხარეს იყო. სამწუხაროდ ახლგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობის გამოყენება ვერ შესძლო.

სრულად: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 ივლ 2012, 10:38

2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი

18 ივნისი:
საქართველო 31 - 17 კანადა

22 ივნისი:
საქართველო 43 - 7 ზიმბაბვე

26 ივნისი:
იაპონია 36 - 29 საქართველო

30 ივნისი - მატჩი მე-3 ადგილისთვის
ტონგა 31 - 29 საქართველო
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 ივლ 2012, 10:42

დასანანი მარცხი ტონგასგან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით მატჩში, ტონგას ბოლო წუთებისთვის 12 ქულას უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 29:31 დამარცხდა.
თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო წუთებს, “ნორჩმა ბორჯღალოსნებმა” სოლტ ლეიკ სიტიში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, ნაკლებად უშვებდნენ შეცდომებს ხელით თამაშსა და დერეფანში, დროის უმეტესი ნაწილი ბურთს აკონტროლებდნენ და უმეტესად მეტოქის 22-ში თამაშობდნენ. 75 წუთში, ამ უპირატესობამ 12-ქულიანი უპირატესობა მოგვიტანა, მაგრამ მერე, როცა მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩით, მეტოქემ 2 საპასუხო ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და შედეგად, საქართველომ შარშან, თბილისში დაკავებულ მე-3 ადგილზე უარესი - მე-4 ადგილი დაიკავა.

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=38132&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 09 ივლ 2012, 11:46

ოდენსედან სინით და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საგზურით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დანიურ ქალაქ ოდენსეში წლეულს საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა, შედეგად, გუნდმა V ადგილი დაიკავა და სინს დაეუფლა, ჩამოიტოვა რა უკან ევროპის ჩემპიონი ინგლისი, რუსეთი და შოტლანდია.
დანიაში ნაჩვენები შედეგით, საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ამა წლის 20-21 ივლისს, ლისაბონში გასამართი ტურნირის საგზური, რომელიც 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და რაც მთავარია, თამაშმა გააჩინა იმედი იმისა, რომ ლისაბონში ქართველი მორაგბეები, მინიმუმ, მე-5 ადგილს დაიკავებენ (ევროპიდან მსოფლიო თასის საგზურს 5 საუკეთესო გუნდი მიიღებს) და გაისად მოსკოვში გაემგზავრებიან (მოსკოვში გაიმართება 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასი. ევროპიდან მისი საგზური უკვე მოპოვებული აქვთ ევროპის ჩემპიონ ინგლისს, 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონ უელსსა და მასპინძელ რუსეთს).

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=385 ... w#comments
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 21 სექ 2012, 13:53

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო - საერთაშორისო თამაშების სერია, რაც გულისხმობს მე-2 და მე-3 დონის რაგბის კავშირების უზრუნველყოფას, საშემოდგომო ტესტ-მატჩების მრავალფეროვანი პროგრამით.
IRB-ს სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის მონაწილე 12 რაგბის კავშირისთვის დაგეგმილი თამაშები დაემატება იმ საერთაშორისო ტესტ-მატჩებს და ტურნეებს, რაც IRB-მ პირველი და მეორე დონის რაგბის კავშირებისთვის ჯერ კიდევ 2010 წელს დაგეგმა. რუსეთი, აშშ, სამოა, კანადა, ტონგა, ფიჯი, რუმინეთი, იაპონია, ურუგვაი, პორტუგალია, საქართველო და ჩილე უმაღლესი ხარისხის ტესტ-მატჩებს ითამაშებენ.
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდების უმრავლესობაში მოხდა მწვრთნელთა ცვლილება, გამოჩნდნენ ახალი მორაგბეები და 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მათ უკეთ მოსამზადებლად, აუცილებელია მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება. თამაშები იგეგმება წინა სეზონებში აპრობირებული სამატჩო განრიგების საფუძველზე. საკმაოდ დატვირთულ ნოემბრის სათამაშო კალენდარს, წლეულს ემატება საინტერესო ორდღიანი მინი-ტურნირი, რომელიც გაიმართება კოლვინ ბეიში (უელსი), რუსეთის, აშშ-ს, სამოას და კანადის მონაწილეობით. 2012 წლის ნოემბერს დაგეგმილი თამაშებიდან ასევე აღსანიშნავია ინგლისი-ფიჯი (ლონდონი), უელსი-სამოა (კარდიფი), კანადა-ახალი ზელანდიის “მაორები” (ოქსფორდი), საფრანგეთი-სამოა (პარიზი), შოტლანდია-ტონგა (აბერდინი) და ურუგვაი-პორტუგალია (მონტევიდეო).
“ეს მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენაა მსოფლიო რაგბისთვის. IRB ყოველნაირად ცდილობს გაამდიდროს მე-2 დონის რაგბის კავშირებისათვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო თამაშების ასორტიმენტი; ამდენად, ჩვენს მიერ ნოემბერში დაგეგმილი თამაშები მეტად მნიშვნელოვანია მე-2 დონის რაგბის კავშირების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საბოლოო ჯამში, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მათი მზადების თვალსაზრისით. ნოემბერში, ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის ტესტ-მატჩები გაიმართება. სპორტის მოყვარულებისთვის ეს იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, თუ რას უნდა ელოდნენ 2015 წელს, როდესაც ინგლისი უმასპინძლებს მსოფლიოს ოც საუკეთესო სარაგბო ნაკრებს, რაგბის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებაზე”, - განაცხადა IRB-ის თავმჯდომარემ ბერნარ ლაპასემ.
“ნოემბრის ტესტ-მატჩებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ რაგბის კავშირების სანაკრებო განვითარების საქმეში, რომლებიც მოქცეულნი არიან IRB-ს სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში. 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა ნაკრების მწვრთნელს ენდომება შეაფასოს მოთამაშეები თამაშის პირობებში, IRB-ის კი, მიეცემა საშუალება პრაქტიკულად შეამოწმოს, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს მე-2 დონის რაგბის კავშირებმა. ნოემბრის ტესტ-მატჩების პროგრამა ზურგს უმაგრებს ჩვენს მიერ ორგანიზებულ სტრატეგიულ ტურნირებს: ივნისში გამართულ წყნარი ოკეანის ერთა თასს და IRB-ს ერთა თასს, ამერიკის კონტინენტის სარაგბო ჩემპიონატს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორი გამოვა კოლვინ ბეიში, უელსში დაგეგმილი მინი-ტურნირი, რომელიც გაიმართება 9 და 17 ნოემბერს; მოუთმენლად ველით იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების პირველ ვიზიტს საქართველოში”, - დაამატა IRB-ს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა.
სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის წლიური ბიუჯეტი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რომლისგანაც 2,7 მილიონი სხვადასხვა ტურნირებისა (წყნარი ოკეანის და ამერიკის თასი, ერთა თასი) და ნოემბრის ტესტ-მატჩების ჩატარებას მოხმარდება, დანარჩენი კი, 13 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე, პირდაპირი გრანტების სახით განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ნამიბიამ ევროპულ ტურნეზე უარი თავად განაცხადა, და IRB მისთვის ალტერნატიული ვარიანტის გამონახვაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები” თბილისში, 17 ნოემბერს, იაპონიის, ხოლო 24 ნოემბერს, ფიჯის ნაკრებებს დაუხვდებიან.

http://worldsport.ge/Read.aspx?news=42378&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 15 ოქტ 2012, 14:13

ფრიად სასიხარულო და ძალიან კარგი ინფორმაცია:

საქართველოს რაგბის კავშირმა, დააფუძნა სამოყვარულო გუნდების ლიგა. აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის წესები გაწერილია სამოყვარულო ლიგის დებულებაში და მის დანართებში.

სამოყვარულო ლიგაში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ არა უგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბრისა, რის შემდეგაც საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი შეადგენს შეჯიბრის განრიგს.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია თითოეულ გუნდს ჰყავდეს წარმომადგენელი სამოყვარულო ლიგის საბჭოში.

წყარო: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 ოქტ 2012, 14:37

აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელად იმუშავებს

საქართველოს ნაკრებში აქვსენტი გიორგაძის დებიუტი 1996 წელს, 20 წლის ასაკში შედგა. მას შემდეგ, "გლობუსამ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, ეროვნულ გუნდში 62 კეპი მოიხვეჭა და 12 ლელო გაიტანა (60 ქულა).

განვლილი სეზონი მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. აქვსენტიმ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა. სარაგბო კარიერა კი "ტულუზის" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა.

წლევანდელი სეზონის წინ მას ყველა ისევ "ტულუზის" კვართით ელოდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა და აქვსენტი გიორგაძე სამწვრთნელო ასპარეზზე გადაბარგდა. თუმცა ამის თაობაზე, უმჯობესია, თავად გვიამბოს.

- სეზონი რომ დამთავრდა უკვე ვიცოდი, რომ "ტულუზის" რაგბის აკადემიაში უნდა დამეწყო მუშაობა შერკინების კვაჭებისა და ზოგადად პირველხაზელების მწვრთნელად. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც ასევე შერკინების კვაჭია, საოპერაციო შეიქნა.

ამიტომ "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ხუთთვიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, ანუ ნოემბრის ბოლომდე უნდა მეთამაშა.

საწვრთნელი შეკრება ივლისის პირველ დეკადაში დაიწყო. რამდენიმე დღეში "ბრივიდან", რომელიც ელიტურ, მეორე დივიზიონში აღმოჩნდა, ყოფილი ტულუზელი რეჟის ლაკომბი მოვიდა.

ის ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა და უკეთეს ფრომაშიც იყო. ამიტომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა ის აეყვანა. სწორადაც მოიქცა, ვფიქორბ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. ასე დავიწყე უკვე აგვისტოდან "ტულუზის" სარაგბო აკადემიაში მწვრთნელად მუშაობა.

სრულად: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... avebs.html
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]