რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderator: ilia

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 აპრ 2012, 10:30

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"მართალია, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ბედნიერები ვართ. ამ პატარა ვაჟკაცებმა თავი ყველასთვის შესაშური ხასითით და თამაშის მაღალი ხარისხით გამოიჩინეს.

თავიდან ძალიან ავირიეთ. პირველივე წუთებზე ლელო მივიღეთ და ამან ოდნავ დაგვაბნია. მეორე ლელო საკუთარი ჩათვლის მოედანთან ახლოს თითქმის მოგებული დერეფნის შემდეგ მივიღეთ. მაგრამ გუნდმა მალე შეძლო დალაგება და ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლა.

მსაჯობა იყო საზიზღარი, ამას ყველა აღნიშნავს. პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მითხრა, ამ მსაჯს თუ არ უჩივლებთ, მაშინ თქვენს მაგივრად მე ვუჩივლებო. ცხადია, ჩვენი გუნდის ასეთი მებრძოლი სულით ყველა აღფრთოვანდა, ყველამ მოგვილოცა ბრიტანელებმაც და, სხვათა შორის, თავად იტალიელებმაც.

ის უელსელი მსაჯი კი რას გვერჩოდა, არ ვიცი. სამი მოთამაშე გაგვისინბინა და 6 წუთის განმავლობაში თორმეტნი ვეთმაშებოდით თხუთმეტს.

მიუხედავად ასეთი დიდი რიცხობრივი უპირატესობისა, მაინც ვერაფერი დაგვაკლეს, პირიქით, ასეთ რთულ სიტუაციაში ბიჭებმა გაათკეცებული ენერგიით იბრძოლეს და გარწმუნებთ, რომ მეტოქეს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ვჯობდით, როგორც შერკინების, ისე გაშლილი, ღია თამაშისას.

ფანტასტიკური იყო, თამაშის ბოლო წუთები. გუნდმა შესანიშნავად გაშალა თამაში და ფრუიძემ გამარჯვების ლელო გაიტანა, რომელიც ბროძელმა გარდასახა. გამარჯვბას ჩვენ ვიმსახურებდით და მოვიგეთ კიდეც.

მომდევნო თამაში შოტლანდიის 18-წლამდლეთა ნაკრებთან გვაქვს. ძალიან კარგი გუნდია. ვნახე "სკოტებისა" და პორტუგალიელების მატჩი. "უმცროსმა ლობუშებმა" საწყის 15 წუთში სერიზული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, მაგრამ შოტლანდიელებმა კლასის ხრაჯზე მაინც დაჩაგრეს".

ილია მაისურაძე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
"დასაწყისში გაგვიჭირდა, მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ორიენტაცია დაცით თამაშზე გავაკეთეთ, სწრაფ გადაწყობასა და ერთ-ერთზე ბოჭვებში მეტოქეს ვაჯობეთ, რამაც იტალიელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ერთი სიტყვით, დაცვის ხარჯზე შევძელით გარადატეხის შეტანა. ბოლო 15 წუთის განმავლობაში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით. ამან შედეგიც გამოიღო.

სამი მორაგბე გაგვისინბინეს, ამათგან ერთისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება, ალბათ, სამართლიანი იყო, დანარჩენ ორს მსაჯი რას ერჩოდა, არ ვიცი.

შოტლანდიის ნაკრების თამაშის ფირს ვნახავთ, გავაანალიზებთ. აქცენტს ისევ დაცვაში კარგ თამაშზე გავაკეთებთ. ვნახოთ, თუ შევძელით და დაცვა უკეთესად ავაწყვეთ, ვიდრე იტალიასთან, ვფიქრობ, რომ შოტლანდიის დამარცხებაც შეიძლება".

სრულად: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... bulia.html
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 აპრ 2012, 23:16

U18 იტალია საქართველო თამაშის ჩანაწერი

http://www.ustream.tv/channel/ferugbytv
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 07 აპრ 2012, 14:22

ირლანდია 13 - 25 ინგლისი
საფრანგეთი 10 - 7 უელსი
შოტლანდ 29 - 10 საქართველო
პორტუგალია 14 - 41 იტალია

U18 ელიტ დივიზიონში და ფაქტიურად ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე გადანაწილდა:
1. ინგლისი
2. ირლანდია
3. საფრანგეთი
4. უელსი
5. შოტლანდია
6. საქართველო
7. იტალია
8. პორტუგალია
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 07 აპრ 2012, 22:45

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პროგრამა მინიმუმიც შეასრულა და მაქსიმუმიც. მიზანი მოწინავე ექვსეულიდან რომელიმე გუნდის გამოძევება იყო და “ბორჯღალოსნებს” იტალია ემსხვერპლა, შოტლანდიას კი, იმედია, ძველ ანგარიშს მომავალ წელს გავუსწორებთ.
ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოსა და ევროპული რაგბის მმართველებმა, ამ ტურნირს ასეთივე ფორმატი მაინც, სამომავლოდაც შეუნარჩუნეს. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, მოგვეცემა თუ არა საგაისოდ ექვსი ერის წარმომადგენლებთან თამაშის საშუალება, რომელთან თანასწორობაც, ამ ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, როცა იტალიას ჯერ 12 კაცის ამარა გაუძლეს (15-ის წინააღმდეგ), მერე 13 კაცით იქით შეუტიეს და ჯარიმა გაიტანეს, ბოლოს კი, ლელოთი და გარდასახვით გამარჯვება მოიპოვეს - 20:18.
ისე, ევროპის ყველა სხვა დონეზე, დივიზიონის ბოლოადგილოსანი, მომავალი წლისთვის ადგილს ქვედა დივიზიონის გამარჯვებულს უთმობს, მაგრამ ასე არაა “ელიტაში”. საქართველომ და პორტუგალიამ, მოწინავე ექვსეულთა თამაშის უფლება შესარჩევ ეტაპში გამარჯვების წყალობით მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა მე-6 ადგილი დაიკავეს, მათ სწორედ შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ იგივე უფლების საგაისოდ მოპოვება და წლევანდელ შედეგებს არავინ დაგვიფასებს, რა თქმა უნდა, თუ ბოლოს და ბოლოს, FIღA-ში გონს არ მოეგებიან და ფორმატში შესაბამის ცვლილებებს არ შეიტანენ (რისი იმედიც ნაკლებად უნდა გვქონდეს).
შოტლანდიას ქართველი ჭაბუკები V ადგილის დასაკავებლად ეკვეთნენ და საწყის წუთებში ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. პერიოდულად, საქართველოს ნაკრები კიდევ ახერხებდა უპირატესობის დაუფლებას, მაგრამ გამოუცდელობის გამო, ბურთი იკარგებოდა და “ბორჯღალოსანთა” ნაცვლად, ლელო მოწინააღმდეგეს გაჰქონდა. გამოუცდელობის ბრალი იყო, გასულ წელს იტალიის ძლევა რომ ვერ მოხერხდა, რაც წელს გამოსწორდა, მომავალ წელს კი, იმედია, შოტლანდიის ჯერიც დადგება.
ადრეც ვთქვით, რომ სქოთების კოზირი უკანა ხაზის გამართული მოქმედება იყო და ლელოებიც სწორედ მათი კარგი გარჯის წყალობით გავიდა. მეტოქემ ბურთი რომ მოიხელთა, ქართველთა თავგანწირული დაცვა შეტევის ფლანგის სწრაფი ცვლით მოსალა, მათმა გარემარბმა 30 მეტრიანი რეიდი მოაწყო და ბურთი ჩათვლის მოედანში ფულბეკს შეაყოლა. ამან ქართველები ცოტა დააბნია და სამ წუთში ფულბეკმა მეორე ლელო მიითვალა. რეალიზაციები არაზუსტი იყო და ტაბლოზე 10:0 ენთო. 26-ე წუთზე სქოთებმა რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, ქართველთა დაცვა ერთხელაც გატეხეს და რადგან ამ ჯერზე გარდასახვაც ზუსტი იყო, 17:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საპასუხოდ შეუტია, რადგან სამმეოთხედელებს ხაზის გაჭრა არ გამოუვიდათ, მეტოქის 22-ის ხაზთან კარგი მოლი დააყენეს და ძალისმიერი ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 17:5 დასრულდა.
გატანილმა ლელომ ქართველებს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა, მეორე ტაიმის დასაწყისში მათ მეტოქეს მასირებული იერიში მოუწყეს და ის საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გამოკეტეს. ამ დროს რომ სწრაფი ლელო გასულიყო... მით უმეტეს, შოტლანდია რამდენჯერმე დაჯარიმებისთვის სინბინით დაისაჯა და საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო ლელოს გატანასთან, მაგრამ მეორე ძალისმიერი ლელო არ შედგა, მერე რეფერიმ შალვა შაშიაშვილი გაასინბინა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა, მერე კი, მეტობაში შოტლანდია დარჩა.
ამ დროს, FIRA-ს ოფიციალურმა საიტმაც კი აღიარა, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს, მაგრამ შოტლანდია დღეს შეუდარებელიაო. ილია მაისურაძის შეგირდებმა კვლავ მოლით სცადეს ფონს გასვლა, მერე ბურთი ხაზზე გაშალეს, მაგრამ თითქმის მთელი 15 წუთის უპირატესობა უქულოდ დასრულდა, მერე ბურთი დაიკარგა, მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელშიც პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ფულბეკმა ერთხელაც დაგვამწუხრა.
განახლდა თამაში და საქართველოს ნაკრებმა კვლავ დასცა ბანაკი მეტოქის 22-ში, 57-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დააყენა კარგი მოლი და შაშიაშვილმა მიზანს უწია. რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო და სხვაობა კვლავ 12 ქულა დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს იტალიასთან მოგებული მატჩის გამეორების იმედი გაუჩნდა და კიდევ უფრო მონდომებით შეუტია. ჩათვლის მოედნამდე 5 მეტრიღა რჩებოდა, მაგრამ ბურთი დაიკარგა, შოტლანდიამ თამაში საქართველოს ნაკრების 22-ში გადაიტანა და ბურთზე კონტროლი დაამყარა. მაისურაძის შეგირდებმა პირველი იერიში მოიგერიეს, მაგრამ მეორე მიძალებას ვეღარ გაუმკლავდნენ და სქოთებმა მეხუთე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს - 29:10.
თამაშის დამთავრებამდე 6-7 წუთი რჩებოდა და მატჩის ბედის შემოტრიალების იმედი გადაიწურა, სულ ბოლოს კი, რეფერიმ მასხარაშვილს წითელი ბარათი უჩვენა და ქართველმა 18-წლამდელებმა ისტორიული ევროპის ჩემპიონატი VI ადგილზე, იტალიის წინ დაასრულეს!

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=33956&lang=1
Image

marishka
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 21 აპრ 2008, 19:44
Location: tbilisi
რაგბის მატჩები

Post by marishka » 09 აპრ 2012, 19:07

ავთო, ისე კარგად ერკვევი ამ სპორტში, არამარტო ფორუმზე, პირდაპირ ეთერშიც კომენტატორის ამპლუაში რომ გისმინოთ ურიგო არ იქნება ;)

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2710
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 09 აპრ 2012, 22:07

marishka
გეთანხმები.. ეგ აზრი მეც გამიჩნდა :)

marishka
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 21 აპრ 2008, 19:44
Location: tbilisi
რაგბის მატჩები

Post by marishka » 09 აპრ 2012, 22:22

ხოდა, ცოდნისა და ნიჭის მიუხედავად საქართველოში ნაცნობობა მაინც აუცილებელია, მივდგები მოვდგები ავთოს გულისთვის შევაწუხებ ხალხს:)
ავთო, მთავარია შენ გამოთქვა სურვილი!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 აპრ 2012, 00:04

:)))))))))))))))))) მაგას მარტო ერთი ორი პოსტის გაკეთება არ უნდა, კომენტატორი რომ იყო მინიმუმ 100 სხვადასხვა თამაში მაინც უნდა გქონდეს ნანახი :) და ახლა კიდე ყუთში მაყბედეთ :)
ვაფასებ თქვენს სურვილს, მაგრამ ხმის გაგონებას ისე მიყუროთ თამაშების გულშემატკივრობისას არ ჯობია? :))))
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 აპრ 2012, 12:18

დასანანი მარცხი და საიმედო პერსპექტივები
შოტლანდია vs საქართველო 29 – 10


მატჩის თვითმხილველები და პრესის წარმომადგენლები, ერთხმად მიიჩნევენ, რომ ანგარიში სრულებითაც არ გამოხატავს ძალთა რეალურ თანაფარდობას. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები, ბურთსაც ვაკონტროლებდით და მოწინააღმდეგეს ბევრ თავსატეხსაც ვუჩენდით, ორი კარგი ლელოც გავიტანეთ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ისევ უდისციპლინობამ გვიმუხთლა. მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე კაცნაკლული იყო და ქართველებს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შანსი ჰქონდათ, მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან 10 წუთით გაისტუმრა შალვა შაშიაშვილი, რაც ძალიან დაეტყო ჩვენ თვრამეტწლამდელებს. ხოლო მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მასხარაშვილს წითელი ბარათი უჩვენა, რითაც ქართველების იმედებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. როდესაც შოტლანდიის დონის გუნდთან თამაშის თითქმის ერთ მესამედს კაცნაკლული ატარებ, რა თქმა უნდა წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. სათამაშო დისციპლინა ეს ის ცნებაა, რომელიც ისევე ფასობს თანამედროვე რაგბიში, როგორც ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება. 3 მატჩში მიღებული 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი კი მართლაც რომ მეტისმეტია.
შოტლანდიასთან მარცხის მიუხედავად საამაყო ნამდვილად გვაქვს. საერთო ჩათვლაში, ჩვენ პირველ ექვსეულში მოვხვდით, რაც ელიტ-ჯგუფის დებიუტანტისათვის აშკარად დიდი წარმატებაა და ქართული რაგბის უდაო წინსვლაზე მიუთითებს. შარშანდელი შედეგებით საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზე იყო. ამჯერად ერთი საფეხურით ზევით ავიწიეთ, მაგრამ ამ გამარჯვებას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ რეიტინგში წინსვლას. საქმე იმაშია, რომ ახალი ფორმულის შემოღებით IRB-სურს პრაქტიკაში გამოსცადოს ექვსი ერის გათამაშებაში როტაციის იდეა. აღნიშნული როტაცია სავარაუდოდ 2015 წლის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს, თუ კი ის გუნდები, რომლებსაც დიდ ,,ექვს ერში” მოხვედრის პრეტენზია აქვთ, მოედანზე დაამტკიცებენ, რომ მათი სათამაშო დონე ევროპული სარაგბო გრანდებისას არ ჩამოუვარდება. ამიტომაც ქართველი თვრამეტწლამდელების მეექვსე ადგილი, კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია როტაციის იდეის მომხრეებისათვის.

სრულად: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 აპრ 2012, 17:48

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი PlanetRugby-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს გამოცემა ყოველი მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენის შემდეგ ადგენს სიმბოლურ ნაკრებს, ამჯერად, აქცენტი ევროპის ყველაზე პრესტიჟული - “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალზე გაკეთდა და ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად მობურთალმა 28 წლის ქართველმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=340 ... w#comments
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 11 აპრ 2012, 12:49

18-წლამდელებმა ევროპაში ფანჯარა გაჭრეს

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის ერთ-ერთი წარმომადგენელი იტალია 20:18 დაამარცხა, თანაც ისე, რომ დაახლოებით 5 წუთი სამი კაცით ნაკლებმა ითამაშა, მერე შოტლანდიასაც ტოლსწორად დაუდგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საკუთარი შეცდომების გამო, 10:29 დამარცხდა. მანამდე, მეოთხედფინალში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და მომავალ ჩემპიონ ინგლისთან 8:58 განადგურდნენ.
გუნდის მწვრთნელებისა და ნაკრებთან ერთად მადრიდში ნამყოფი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის თქმით, სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორი აღმოჩნდა ხელისშემშლელი თუნდაც იმავე შოტლანდიის დასამარცხებლად. ამასთან, საქართველოს ნაკრები მოიკოჭლებდა სათამაშო დისციპლინაში, რის გამოც სარეკორდო რაოდენობის ყვითელი ბარათებით და ერთი წითელი ბარათითაც დაისაჯა.
მიუხედავად მადრიდში მოპოვებული მე-6 ადგილისა, ევროპის 18-წლამდელთა მომავალ ჩემპიონატზე სათამაშოდ ქართველ ჭაბუკებს შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ თამაში, სადაც მათი მოწინააღმდეგეები პორტუგალია და სავარაუდოდ, გერმანია და ბელგია იქნებიან. ეს შეხვედრები ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, მანამდე კი, სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და შერკინების მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ მადრიდული ტურნირის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და სამომავლო გეგმებიც გაგვანდეს.

გიორგი ნიჟარაძე: “მართალია. 18 წლამდე მორაგბეთა შორის, მაგრამ წლეულს პირველად ჩატარდა ევროპოს ნამდვილი ჩემპიონატი, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებთან შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულმა გუნდებმა, საქართველომ და პორტუგალიამ ითამაშეს. ეს ტურნირი ჰაერიდან არ მოსულა და მას წინ დიდი სამუშაოები უძღოდა. ჩვენმა დაჟინებულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და ასაკობრივ დონეზე მაინც, ყონული დაიძრა, საბოლოო მიზანი კი, ეროვნული ნაკრებების დონეზე, ევროპულ გრანდებთან რეგულარულად თამაშის უფლების მოპოვებაა.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მსგავსი ფორმატი სამი წლის ვადით შენარჩუნდება, ოღონდ, ექვსი ერის წარმომადგენლები ხელშეუხებლები იქნებიან, ჩვენ კი, სულაც რომ ევროპის ჩემპიონები გავხდეთ, მომავალ წელს მაინც შესარჩევ ეტაპზე მოგვიწევს თამაში. აქ უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია და სამი წლის შემდეგ, ტურნირი საბოლოო სახეს მიიღებს. სავარაუდოდ, როგორც სხვა ჯგუფებში, აქაც ბოლოადგილოსანი გავარდება და მის ადგილს ქვედა დივიზიონის გამარჯვებული დაიკავებს.
საკუთრივ ესპანეთში, ჩვენი მიზანი იყო ექვსი ერის ერთ-ერთი წარმომადგენელი მაინც დაგვემარცხებინა და ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა. მწვრთნელებმა უდიდესი სამუშაო გაწიეს და მათი გარჯით კმაყოფილი ვარ. პირველ მატჩში ჩავარდნის შემდეგ, ბიჭებმაც იყოჩაღეს. ისე, ინგლისის ნაკრები სხვებზე ბევრად სრულყოფილი გუნდი იყო. ჯერ მარტო ფიზიკურად იმხელები იყვნენ, რომ მორაგბეებს თავიდანვე გაუჩნდათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ ასაკობრივ დონეზე ინგლისი, საფრანგეთი, უელსი და ირლანდია ერთი თავით მაღლა დგანან იმავე შოტლანდიასა და იტალიაზე. ისინი გამართულ რაგბის თამაშობენ და გასაკვირი არცაა, რადგან რამდენიმე ათასიდან ირჩევენ საუკეთესოებს, ჩვენ კი, არჩევანის გაკეთება დაახლოებით 50 ბავშვიდან გვიწევს.
ინგლისთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისთვის ტრადიციული რაგბის ნაცვლად, განსხვავებულ სტილში, გაშლილი ბურთაობა აჩვენა. მერე იყო ფანტასტიკური გამარჯვება იტალიასთან, სადაც ბიჭებმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მაღალი იყო თამაშის ხარისხიც. უმცირესობაში დარჩენილებმაც კი (დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 15 იტალიელის წინააღმდეგ 12 კაცით ითამაშა), უპირატესობა მოიპოვეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. შოტლანდიასთანაც მოსაგები თამაში იყო, ანგარიში სრულიად არ შეესაბამება იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ეპიზოდებში საქართველოს ნაკრები უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლელოს გატანის ნაცვლად, გადამწყვეტ მომენტებში უაზრო შეცდომებს უშვებდა. შერკინებაში იმდენად აშკარა იყო ქართველთა უპირატესობა, რომ მოლით 20-40 მეტრს თავისუფლად გავდიოდით.
უდისციპლინობა საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მთელ ტურნირზე, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა (სამი 8-გუნდიანი ჯგუფი), მსაჯებმა სულ 60 ყვითელი ბარათი აჩვენეს მორაგბეებს და ამის 10 პროცენტი (6 სინბინი) ჩვენ მივიღეთ. ტურნირზე ერთადერთი იყო წითელი ბარათი და ისიც ჩვენ “გვერგო”. ფსიქოლოგიური და დისციპლინის თვალსაზრისით, სამუშაო აშკარად ბევრია. მოედანს მიღმა საქართველოს ნაკრები სამაგალითო იყო, მაგრამ მოედანზე, სათამაშო სიტუაციებში... არავის უჩხუბია და ყვითელი ბარათებიც უმეტესად დამსახურებულად, სათამაშო სიტუაციებში დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ.
საქართველოს ნაკრები უკვე იმ დონის გუნდია, რა დონეზეც იტალია და შოტლანდია არიან. შეიძლება მათთან ხან დავმარცხდეთ და ხან მოვუგოთ, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად მივაღწევთ მათთან დადებით ბალანსს. ამისთვის დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მიმდინარეობს მუშაობა სარაგბო აკადემიის ახალ კონცეფციაზე და ის უახლოეს პერიოდში ამუშავდება. დაინერგება უახლესი ტექნოლოგიები. აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს. თუ საშუალება იქნება, უნდა მოვიწვიოთ ასაკობრივი ნაკრებები, ან კლუბები და მათთან ამხანაგური თამაშები გავმართოთ, რათა ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ და გადამწყვეტ მომენტში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. შეიქმნება თითოეული მოთამაშის ისტორია, დაწყებული ბავშვთა ასაკიდან, დამთავრებული ეროვნული გუნდით, სადაც ასახული იქნება მისი ყველა ნაბიჯი თუ ტრავმა.
აუცილებელია სამუშაოების ჩატარება კლუბებთან მიმართებაში. ამასთან, ნაკრები კვირაში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს და ვარჯიშობდეს, რათა მოსამზადებლად მხოლოდ ტურნირისწინა მოკლე პერიოდი არ გვქონდეს და მწვრთნელებს ბიჭებზე მთელი წლის განმავლობაში დაკვირვების საშუალება ჰქონდეთ. ნაკრების მწვრთნელი არ უნდა ზრუნავდეს მოთამაშისთვის პასის სწორად გაკეთების სწავლებაზე. მოკლედ, განვლილი ტურნირი წარმატებული იყო, დავამარცხეთ ექვსი ერის ერთი წარმომადგენელი და ცოტა დაგვაკლდა მეორესთან, მაგრამ ახლა უნდა ვიმუშაოთ, რათა მუდამ თანაბრად ვეთამაშოთ იტალიას და შოტლანდიას. სწორედ ამ მიზანს მიეძღვნება მთელი შემდგომი პერიოდი”.
ილია მაისურაძე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ტურნირზე დაცვის პრობლემა გვექნებოდა. ტაქტიკურად ყველაფერი მეტ-ნაკლებად ზუსტად შესრულდა, მაგრამ ინდივიდუალური ბოჭვებისას მოვიკოჭლებდით. შოტლანდიის ნაკრებმა სწორედ ეს ინდივიდუალური შეცდომები გამოიყენა და იდენტური ლელოები გაგვიტანა. შოტლანდიელებთან შეხვედრაში ორი ლელოს გაშვების შემდეგ, სათამაში უპირატესობა გვქონდა, ერთი ლელო გავიტანეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში მეორეც უნდა გაგვეტანა, მაგრამ უაზრო ჯარიმის გამო ეს შანსი დავკარგეთ და კონტრშეტევაზე ლელო აქეთ მივიღეთ.
ინგლისთან მარცხის შემდეგ, მძიმე სამი დღე გვქონდა. ბიჭებთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განვლილი მატჩის ვიდეოანალიზს ვაკეთებდით, ვცდილობდით, ბავშვებისთვის კომპლექსი მოგვეხსნა. თავიდან თამაში ვერ დავალაგეთ და ორი მარტივი ლელო გავუშვით, მაგრამ მერე მორაგბეებმა თავი ხელში აიყვანეს და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვეთ. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი. ბიჭები უკვე თამამად უტევდნენ, ცდილობდნენ, ხელით ეთამაშათ და შედეგიც სახეზეა.
დისციპლინას თავიდანვე დიდ ყურადღებას ვაქცევდით და ვერც კი წარმომედგინა, თუ ზეწოლა ასე იმოქმედებდა ბიჭებზე. ეს ამხანაგური მატჩების ნაკლებობამაც განაპირობა. საქართველოში რამდენიმე ტესტ-მატჩი გვქონდა, მერე “კლერმონს” ვეთამაშეთ და მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ იქ უცებ ყველაფერი აირია. პრაქტიკულად ყველა გაძევება სამართლიანი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემის დამსახურება იყო, ყველა მატჩის დებიუტში ორ ლელოს რომ ვუშვებდით. ბიჭები მერე ხვდებოდნენ, რომ მეტოქის დამარცხება შეიძლებოდა და ჩვეულ სტილში თამაშს იწყებდნენ. ეს ყველაფერი ძლიერ მეტოქეებთან სათამაშო პრაქტიკის დეფიციტის “დამსახურებაა”.
ირაკლი ჭყონია: “შოტლანდიასთან მატჩში გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში მხოლოდ უკანა ხაზი კი არ თამაშობს გამართულად, შერკინებაც ძლიერია და ბალანსი დაცულია. მეტოქეს მოლში დიდი პრობლემები შევუქმენით და 20-30 მეტრით ვახევინებდით უკან. სამწუხაროდ, ამ თამაშში ხაზმა ვერ ითამაშა სათანადოდ, ისე კი, სხვა ნაკრებებთან შედარებით, ამ გუნდის ხაზი უდავოდ უკეთ თამაშობს”.

ზურა ქსოვრელი
წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=34092&lang=1

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთავეჭდილება, რომ გუნდს აუცილებლად ჭირდება კარგი ფსიქოლოგი, რომელიც კარგად დამოძღვრავს ბიჭებს და დაეხმარება მატჩის წინა თუ შემდგომ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 აპრ 2012, 01:03

"ედინბურგმა" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტი გააფორმა
11:02 11-04-2012

შოტლანდიურმა კლუბმა "ედინბურგმა", რომელმაც ახლახან "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში გააღწია, ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელთან, დიმიტრი ბასილაიასთან კონტრაქტის გაფორმება.

აი, როგორ ეხმაურება ამ ამბავს შოტლანდიის რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი:

"დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც ამჟამად ფრანგული კლუბის, "ვალანს დაჟენის" ღირსებას იცავს, "ედინბურგთან" პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა. 26 წლის მორაგბის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა. ბასილაია შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო. მან რუმინეთის, შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან მატჩებში შესანიშნავად ითამაშა და "პომებს" ეფექტური ლელოც გაუტანა.

ბასილაია "ედინბურგს" 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება და "ჩიტაზის" მორკინალ ვი პი ნილთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდის შერკინების თამაშს.

ბასილაია აღფრთოვანებას ვერ მალავს "ედინბურგთან" კონტრაქტის გაფორმების გამო:

უწინარესად, მინდა, "ედინბურგს" მივულოცო "ჰეინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში "ტულუზთან" შესანიშნავი გამარჯვება.

ასეთი მაღალი დონის პროფესიულ კლუბთან კარიერის დაკავშირება ჩემთვის უდიდესი პატივია. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა "ედინბურგის" საკმაოდ ნიჭიერ მორაგბეებთან ერთად მომიწევს ასპარეზობა.

გუნდში ახალი მოთამაშის გამოჩენა ყოველთვის უკავშირდება დიდ მოლოდინს. მოთამაშეებს მოტივაციასა და ენთუზიაზმს მატებს. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ეს მოლოდინი გავამართლო.

შესანიშნავ ფორმაში ვარ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ყველაფრისთვის მზად ვარ და ძალიან მინდა, "ედინბურგის" შავ-წითელი კვართი, რაც შეიძლება მალე მოვირგო. - თქვა ბასილაიამ.

"ედინბურგის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ ნიჭიერი ქართველი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როცა საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტად მუშაობდა.

ბრედლის ძალიან უხაროდა ბასილაიასთან კონტრაქტის გაფორმების მიღწევა. მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ისევე წარმატებით იასპარეზებს ევროპულ არენაზე, როგორც მისი თანამემამულეები: ჯაბა ბრეგვაძე, აქვსენტი გიორგაძე (ორივე-ტულუზი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი).

"მიმაჩნია, რომ "ედინბურგისთვის" დიმიტრი შესანიშნავი შენაძენია. ის ფანტასტიკურად ესადაგება ჩვენი გუნდის თამაშის სტილს. მას შეუძლია, დიდი სამუშაო გასწიოს და ჩვენი შერკინების თამაში კიდევ უფრო აგრესიული გახადოს.

დიმა ძალიან შრომისმოყვარეა და სიგიჟემდე უყვარს რაგბი. ის მოხარულია, "ედინბურგში" ითამაშოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიღებს, შავ-თეთრი კვართის ღირსების დასაცავად", - თქვა მაიკლ ბრედლიმ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 აპრ 2012, 01:04

დავით ზირაქაშვილი სიმბოლურ ნაკრებში


საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. "ვულკანებმა" გასვლით მატჩში შესანიშნავად ითამაშეს და ინგლისის ჩემპიონი "სარასენზი" დაამარცხეს.

აი, როგორ აფასებს მის თამაშს Planetrugby:

"ექვსი ერის გათამაშებაში ირლანდიელ მაიკ როსს ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა "კარდიფთან" მატჩში ბრედ თორნის დახმარებით მან შესანიშნავად ითამაშა. მაგრამ 28 წლის ქართველის ძალა და სიჩქარე იმდენად გამოკვეთილი იყო, რომ მისი სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვება არ შეიძლებოდა.

ის ბრწყინვალე იყო შერკინებაში თამაშისას და ვიზავის, რის გილს უამრავი თავსატეხი გაუჩინა".

სიმბოლური ნაკრები
15. რობ კირნი (ლენსტერი), 14. სიტივენი სივივატუ (კლერმონი), 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი (ორივე-ლენსტერი), 11. კრეიგ გილროი (ალსტერი), 10. გრეიგ ლაიდლოუ (ედინბურგი), 9. რუან პინარი (ალსტერი) 1. კიან ჰილი (ლენსტერი), 2. ბენიამინ კაისერი, 3. დავით ზირაქაშვილი (ორივე-კლერმონი), 4. ჯონათან მიულერი (ალსტერი), 5. ნათან ჰაინსი (კლერმონი), 6. სტივენ ფერისი (ალსტერი), 7. ჟულიენ ბონერი (კლერმონი), 8. ნატანი ტელეი (ედინბურგი).


"ლელო"

ინტერნტეწყარო:
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... forma.html
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 12 აპრ 2012, 15:20

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის Top 14-ის “ბრივის” პირველხაზელი ვასილ კაკოვინი, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდ “ტულუზაში” გადავა.
La Montagne-მ იმ ხუთი მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბრივს” დატოვებენ და მათ შორის პირველი, 22 წლის ქართველი ბურჯი წერია. კაკოვინის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და მის მომავალ დასაქმების ადგილად სწორედ “ტულუზა” სახელდება, სადაც უკვე ირიცხებიან ქართველი ჰუკერები - აქვსენტი გიორგაძე და ჯაბა ბრეგვაძე (მოცემულ მომენტში, ორივე მათგანი ტრავმირებულია).
rugbymercato-ს ამ ტრანსფერის განხორციელების დამადასტურებლად ის ფაქტი მოჰყავს, რომ “ტულუზას” ტოვებს 36 წლის სამხრეთაფრიკელი ბურჯი დენ ჰუმანი, რომელიც ამ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ორჯერ კი, “ჰაინეკენის თასი” მოიგო. ვეტერანი აფრიკელის გამოთავისუფლებული ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად, “ბრივის” ქართველი ვარსკვლავი კაკოვინი მიიჩნევა, რომელიც Midi Olympique-მ გასული წლის დეკემბერში სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
კაკოვინი, რომელსაც როგორც პირველ, ასევე მესამე ნომრად შეუძლია თამაში და კარგია სტატიკაში და გახსნილ თამაშში, “ბრივში” 2010 წელს გადავიდა. ის მალევე იქცა გუნდის წამყვან მორაგბედ და მიმდინარე სეზონში Top 14-ში ჩატარებულ 14 მატჩში, ორი ლელო გაიტანა. საქართველოს ეროვნულ გუნდში კაკოვინის დებიუტი 2008 წელს, შოტლანდიის “ა” ნაკრების წინააღმდეგ შედგა, დღემდე “ბორჯღალოსანთა” კვართი 20 შეხვედრაში მოირგო და გასულ წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზეც ითამაშა.

ზურა ქსოვრელი

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=34175&lang=1
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რაგბის მატჩები

Post by Kakha » 26 აპრ 2012, 13:30

ნელ-ნელა ახლოვდება უკრაინასთან თამაშის დღე.

სხვათა შორის შიდა ჩემპიონატიც დაიწყო და არის ხლომე საინტერესო მატჩები.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]