რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 19 მარ 2012, 04:51

კალენდარში ასე უწერიათ:

ზაფხულის ტესტები

16 ივნისი
აშშ-საქართველო

23 ივნისი
კანადა - საქართველო

რა მაგის პასუხია და 'ა ნაკრები' რომ ლონდონში თამაშობს იმ მატჩზე მივდივარ მგონიიი..

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 მარ 2012, 10:02

ეგრეა მირანდა არის ამერიკული ტურნე :) მაგრამ საკმაოდ შესუსტებული ნაკრებით მივდივართ რამდენადაც გავიგე და ვნახოთ ა იქნება, სავარაუდოდ ახალი მოთამაშეების გამოცდა იქნება მაგ თამაშებზე.

აი "ა" ნაკრების თამაშზე რომ მიდიხარ ეგ კარგია და სასიამოვნოა :) შენ ისიც გეცოდინება ლონდონში რომელ საათზეაა და რომელ სტადიონზე? მანდაური ქართველების გულშემატკივრობა ძალიან წაადგებათ ჩვენ ბიჭებს :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 20 მარ 2012, 15:33

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რუსეთთან გამართული შეხვედრა, “დათვების” სარეკორდო სხვაობით დამარცხების გარდა, სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი.
მატჩამდე ფედერალ 1-ის “სენ-ჟუნიენის” მორაგბეს ნაკრების კვართით 315 ქულა ჰქონდა მოხვეჭილი და “ბორჯღალოსანთა” ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილს იკავებდა. ამ თამაშამდე საუკეთესო მაჩვენებელი მალხაზ ურჯუკაშვილს ჰქონდა, რომელმაც 70 მატჩში 325 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორეზე, 57 მატჩში 320 ქულით, პალიკო ჯიმშელაძე იყო. “მეკომ” რუსებთან გამართულ შეხვედრაში მონაგარს 16 ქულა შემატა, ჯამში 331 გაუხდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. “დათვების” წინააღმდეგ, კვირიკაშვილმა ეროვნულ გუნდში საიუბილეო, მე-60 შეხვედრა ჩაატარა და ბომბარდირთა დავაშიც ამ საიუბილეო მატჩში მოგროვილი ქულებით დაწინაურდა.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=32967&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 20 მარ 2012, 20:19

რა ხდება ახლა, როგორც მოგეხსენებათ შარშან პატარა ბორჯღალოსნებმა მოიპოვეს უფლება ეთამაშათ ევროპის ჩემპიონატზე. ხოდა ახლოვდება ის ნაანტრი დრო როცა ჩვენი 18 წლამდე ნაკრები ევროპულ გრანდებს დაუპირისპირდება. გათამაშების პირველივე დღეს ეს ასაკობრივი ნაკრები დაუპირისპირდება ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მეორე გუნდს, ინგლისს.

ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 30 მარტი - 7 აპრილი, მადრიდი, ესპანეთი

30 მარტი
1. ინგლისი - საქართველო
2. ირლანდია - პორტუგალია
3. უელსი - იტალია
4. საფრანგეთი - შოტლანდია

3 აპრილი. ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
პირველის წაგებული - მეოთხეს წაგებული
მეორეს წაგებული - მესამეს წაგებული

თასის ნახევარფინალები
პირველის გამარჯვებული - მეოთხეს გამარჯვებული
მეორეს გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული

7 აპრილი. ფინალები

დაწვრილებითი ინფორმაცია და გუნდის შემადგენლობა იხილეთ აქ: http://worldsport.ge/Read.aspx?news=32973&lang=1
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 მარ 2012, 00:29

უფ, მესიამოვნა რუსეთის ნაკრებთან დიდებული გამარჯვება.
ტანაც როგორი გამარჯვება - 46:0
სა20არი ანგარიშია.
აგრესიული დათვი ბეჭებზე გაეკრა.
მადლობა ქართველ მორაგბეებს, ნადმვილ მამულიშვილებს, ყოველთვის რომ საქართველოსთვის თამაშობენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 21 მარ 2012, 11:00

ბრიგაძირ იყავი თამაშზე?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
რაგბის მატჩები

Post by keto » 21 მარ 2012, 12:14

GAMARJOBA SAKARTVELO

აუ, ფოტო რომ გადაგვიღე, ატვირთე რა, გთხოვ :)
Keep Smiling...

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 22 მარ 2012, 09:48

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს "ა" ნაკრები იმყოფება ბრიტანთში სადაც გამართავს 3 შეხვედრას.

ინგლისში მყოფი კარავის წარმომადგენელი და სხვა ქართველები აქტიურად ქომაგობდნენ ჩვენს ნაკრებს :) რამაც დარწმუნებული ვარ სათანადოდ იმოქმედა ქართველთა თამაშზე.

გუშინ გაიმართა პირველი თამაში ეშერი (Esher)-ის წინააღმდეგ. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, პირველი ტაიმის დასაწყისსა და ბოლო წუთებზე თითო თითო მოთამაშე გაგვისინბინეს, მეორე ტაიმში კი ჩხუბის გამო მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა ქართველ და ინგლისელ მოთამაშეს.

მიუხედავად ამგვარი უხეშობისა საქართველოს "ა" ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა თამაში და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა.

ეშერი (Esher) 8 - 25 საქართველო"ა"

გილოცავთ ამ გამარჯვებას!

საქართველოს “ა” ნაკრები ტურნეს განმავლობაში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 27 მარტს “ბორჯღალოსნები” უელსის საკლუბო ნაკრებს ბრიჯენდში (კარდიფის მახლობლად) გაეჯიბრებიან, ხოლო 31 მარტს – ჩრდ.უელსის საკლუბო ნაკრებს კონვიში (ჩრდილოეთ უელსი).

ცოტაოდენი ინგლისური კლუბის შესახებ:
ეშერი დაარსდა 1923 წელს. ამჟამად კლუბი გამოდის ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში.
უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/Esher_RFC
Last edited by avtokh on 22 მარ 2012, 10:51, edited 3 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 22 მარ 2012, 09:57

ჩვენს საამაყო წარმომადგენელს ნისლიან ალბიონზე დავესესხები რამდენიმე ფოტოს (თუ არ მიწყენს რა თქმა უნდა) :)

Image
Image
Image
Image
პატარა ქომაგები

Image
ესეც დიდი ქომაგები :)

Image

Image
გამარჯვებულნი
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 23 მარ 2012, 10:11

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც წლეულს პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში, საფრანგეთში ათდღიანი შეკრება დაიწყო და კლერმონის ბაზაზე მასპინძელთა 19-წლამდელთა გუნდთან ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა – 17:0.
როგორც შენიშნავდით, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” სპარინგი ერთი წლით უფროსებთან გამართეს, ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ქართველებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობეს. “კლერმონის” 19-წლამდელთა გუნდი საფრანგეთში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა და როდესაც ასეთ კოლექტივს უშანსოდ ამარცხებ, ცოტას ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს.
საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ბაჩო ხურციძის ინფორმაციით, შემთხვევითი არ ყოფილა მასპინძელთა რეაქციაც. მატჩის შემდეგ ფრანგი მწვრთნელები “ბორჯღალოსანთა” შტაბთან მისულან და ალალად განუცხადებიათ, ასეთი ქართული გუნდი პირველად ვნახეთო...
უდავოა, ფრანგებზე უპირველესად შთაბეჭდილებას ის ფაქტი მოახდენდა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აქცენტი უკანა ხაზით თამაშზე გააკეთა და არა, ჩვენი გუნდების საფირმო ნიშნად ქცეულ შერკინებით შეტევაზე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები საჯარიმოებს კარში არ ურტყამდნენ და აქცენტი ლელოებზე ჰქონდათ გადატანილი, რაც დაფასდა კიდეც. შედეგიანი შეტევები მურაზ გიორგაძის (“პატარძეული”), გიორგი ნათელაშვილისა (“რუსთავი”) და დევი დევსურაშვილის (“ხულიგანა”) ანგარიშზეა.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=33115&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 მარ 2012, 12:46

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი - დავით ზირაქაშვილი, გასული წლის 11 დეკემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ, მოედანზე პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის III ტურში, ინგლისურ “ლესტერთან” 30:12 მოგებულ შეხვედრაში, ზირაქაშვილმა ხელი მაჯაში მოიტეხა და ამის გამო, თითქმის 4 თვე გაუცდა. საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XXI ტურში, ქართველი ლეგიონერი “პერპინიანის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე, 54-ე წუთზე შევიდა და 17681 გულშემატკივრის ოვაცია დაიმსახურა.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 27 მარ 2012, 11:54

დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე საქართველოს "ა" ნაკრები გამართავს შეხვედრას უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებთან.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მარ 2012, 00:13

ფრიად და ფრიად სასიამოვნო საღამო იყო! მართალია თამაშს ვერ ვადევნე თვალი და მხოლოდ ანგარიშის გაგებით შემოვიფარგლე, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ანგარიშს, რომ საკმაოდ დაძაბული თამაში იყო.

უელსი XV 32 - 36 საქართველო "A" (22-21 პირველი ტაიმი)

უელსი XV წარმოადგენს უელსის რაგბის შიდა ჩემპიონატის ნაკრებ გუნდს, ეს არ არის ეროვნული და არც "A" ნაკრები. თუმცა ჩვენი "A" ნაკრები უმეტესწილად საქართველოს შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ ეს გამარჯვება ფრიად გასახარია!

ეს უკვე მეორე მატჩი მოიგეს ბრიტანული ტურნეს პერიოდში, წინ კიდევ ერთი თამაშია, კვლავ უელსელებთან, ამჟამად ჩრდილოეთ უელსის ნაკრებ გუნდთან :) ანგარიშიდან გამომდინარე ჩანს, რომ საკმაო პრობლემატურია კარებში დამრტყმელი, ტუმცა პირველი თამაშიდან განსხვავებით პროგრესი არის და იმედია ნელ-ნელა ამ კომპონენტსაც დახვეწავენ. დასახვეწია გუნდური დისციპლინა, რადგან პირველ თამაშში ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარატი მივიღეთ, ამ თამაშშიც ერთი ყვითელი. ეროვნულ ნაკრებში მეტნაკლებად აღმოიფხვრა ეს, მაგრამ მაინც სამუშაოა ამ მხრივ ორივე ნაკრებში. სხვა თამაშზე არაფერი შემიძლია ვთქვა რადგან არ მიყურებია.

დღევანდელი თამაშის მონაწილენი:
15 საბა ნიკოლავა(“არმია”, თბილისი); 14 ზურაბ ძნელაძე(“აია”, ქუთაისი); 13 ირაკლი ჩხიკვაძე(“არმია”, თბილისი); 12 გიორგი ჯიმშელაძე(“არმია”, თბილისი); 11 ლექსო გუგავა^კაპ(“ლელო”, თბილისი); 10 ირაკლი გეგენავა(“ლელო”, თბილისი); 9 გიორგი კაჭარავა(“ლელო”, თბილისი);
1 ირაკლი მირცხულავა(“ტარბი”, საფრანგეთი); 2 შალვა მამუკაშვილი(“არმია”, თბილისი); 3 გიორგი მენაბდიშვილი(“ტარბი”, საფრანგეთი);
4 მიხეილ გაჩეჩილაძე(“აკადემია”, თბილისი); 5 დავით ჩიტიძე(“არმია”, თბილისი); 6 ბექა ბიწაძე(“არმია”, თბილისი); 7 გივი ბერიშვილი(“ლოკომოტივი”, თბილისი); 8 გიორგი ტყეშელიაძე(“გლოსტერი”, ინგლისი); 22 ბექა ურჯუკაშვილი(“ფიჟაკი”, საფრანგეთი); 21 გიგა გაგოშვილი(“არმია”, თბილისი); 20 სანდრო ნიჟარაძე(“გლოსტერი”, ინგლისი); 16 ბექა მეკოკიშვილი(“არმია”, თბილისი); 17 ლევან ჩილაჩავა(“ტულონი”, საფრანგეთი); 18 ჯაბა კიკვიძე(“არმია”, თბილისი); 19 გიორგი თხილაიშვილი(“არმია”, თბილისი).

ესეც სტატია ნამატჩევს უელსელებისა http://www.southwalesargus.co.uk/sport/ ... edged_out/
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 28 მარ 2012, 17:43

ეს შეფასებები მომეწონააა :D

- They weren’t the big, mean, imposing pack that had been expected; instead they were more of a threat when they played at a high tempo.

- The Georgians didn’t have the bulk of their hosts but boy did they run hard.

- Nikolava calmed Georgia’s nerves with an injury-time penalty and they safely saw out time.


ყოჩაღ ბიჭებს:
Georgia scorers: S Mamukashvili, D Chitidze, G Kacharava, I Chkhikvadze, J Kikvidze; conversions – S Nikolava (4); penalty – S Nikolava

ისე.. თუ სწორად მივხვდი, გარდასახვები რომ კარგად გამოსვლოდათ გაცილებით უფრო დიდი განსხვავებით დასრულდებოდა თამაში.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მარ 2012, 17:59

MIRANDA wrote:ეს შეფასებები მომეწონააა :D

- They weren’t the big, mean, imposing pack that had been expected; instead they were more of a threat when they played at a high tempo.

- The Georgians didn’t have the bulk of their hosts but boy did they run hard.

- Nikolava calmed Georgia’s nerves with an injury-time penalty and they safely saw out time.


ყოჩაღ ბიჭებს:
Georgia scorers: S Mamukashvili, D Chitidze, G Kacharava, I Chkhikvadze, J Kikvidze; conversions – S Nikolava (4); penalty – S Nikolava

ისე.. თუ სწორად მივხვდი, გარდასახვები რომ კარგად გამოსვლოდათ გაცილებით უფრო დიდი განსხვავებით დასრულდებოდა თამაში.
როგორც ჩანს არ ელოდნენ ეგეთ წინააღმდეგობას და სათანადოდ არ შეგვაფასეს, ეს ჩემი აზრია.
ზემოთაც ვწერდი, კარში დამრტყმელი მოიკოჭლებს, მაგრამ პირველთან შედარებით მაინც კარგი რეზულტატია გამოყენებულ რეალიზაციების. ბოლო თამაში უფრო დაძაბული იქნება, რადგან უკვე ნახეს რასაც წარმოვადგენთ უფრო მომზადებულები დაგვხვდებიან. მე მჯერა იმ თამაშსაც მოვიგებთ :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]