ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by anano » 23 იან 2011, 15:06

22 იანვარს გელა დაიაურისა და პაატა ვარდანაულის ორგანიზებით კიდევ ერთი ლამაზი, ხევსურული საღამო გაიმართა, ამჯერად გუდაურში. აღნიშნული გასვლა ასე იგეგმებოდა
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4790&p ... sc&start=0

საბოლოო სია ასე გამოიყურებოდა:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2-4. GAMARJOBA SAKARTVELOს 3 +
5. ლედი
6. დათო
7.გიორგი ბუნტური
8. თეა-ანასტასია (თხილამური არ მომყავს)
9. კოლხი გოგო
10. ეკატო
11. ანააანო
12. მარი-ჯაფო +
13. მოუსვენარი
14. LiBrA
15. მარიშკა
16. GAMARJOBA SAKARTVELOს +
17. იაკო
18.marmenio
19.. მარი_ჯაფო
20. ნა_კა
21. ანანო (ქეთო ამოეწერა, მაგრამ თოვლი თუ იქნა ქეთო წამოვა და შეუერთდები მაინც)
22. მოუსვენარის +
23. tamari-khevi
24-25. jiniya +
26. Cornellius
27. monadire
28. შორენა
29-30. ანააანო + +
თუმცა იმის გამო რომ მე წინა დღეს ძალიან დავიღალე, დილით გადავწყვიტე აღარ წავსულიყავი. ამის შესახებ მოვახდინე შესაბამისი ორგანოების ინფორმირება და ბედნიერად დავუბრუნდი ძილის მდგომარეობას, დაახლოებით 40 წთ-ში, მობილურზე ზარი გაისმა, წივწივას ხმამ გამომკითხა თბილად მეცვა თუ არა, მიბრძანა თბილად ჩაცმა, რადგანაც მთელი მინიბუსი უკვე ჩემს სახლს უახლოვდებოდა...ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემი გიტარიანად სახლიდან მომიტაცეს :lol: :lol:
მინდა გაგაფრთხილოთ, რომ კარველები გამცილებლების მოტაცებას აღარ ჯერდებიან და ხალხს ახლა უკვე სახლებიდან იტაცებენ :lol:

მინიბუსში ასულს ჩემთვის შენახული,თავისუფალი ადგილი,მომღერალი კარველების გვერდით დამხვდა:) დავიწუწუნე, რომ ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი და ჰოი საოცრებავ,სად იყო და სად არა, მოუსვენარმა წამში მომაწოდა ცხელი, ძალიან გემრიელი ყავით სავსე ჭიქა და ნამცხვარი:) მეორე მინიბუსში მყოფ კარველებს ტრასაზე დავეწიეთ. საუზმის შემდეგ ჯანზე მოსულმა, ჩემი გიტარა მოვიმარჯვე და სიმღერა დავიწყეთ. ანანურამდე არ გავჩერებულვართ.პაუზებს შორის მოუსვენარი და მისი პლიუსი
უგემრიელესი სასმუსნავებით გვამარაგებდნენ. წივწივა კუნელის ჩაის გვთავაზობდა ხანგამოშვებითად, ეს არ გვაკმარეს და უცებ ჯინიყამ პიტნის ჩაი შემოგვთავაზა. მოკლედ, ეს მინიბუსი სუპერ-მინიბუსი არმოჩნდა :lol: ანანურში გავჩერდით,კარაველების ნაწილმა ტაძარში შევსლა გადაწყვიტა, ნაწილმა ციხეზე ასვლა, ნაწილი კი გარეთ დავრჩით. მალევე ჩვენი გიორგი მეზვრიშვილი შემოგვიერთდა,მისი დის ოჯახთან ერთად. ცოტა ხანში კი nagli პლიუსთან ერთად. ხუმრობის, ცელქობისა და ფოტო გადაღებების შემდეგ კვლავ განვაგრძეთ გეზი გუდაურისაკენ. რათქმაუნდა აღნიშნულ მონაკვეთსაც არ აკლდა სიმღერა და ცხელი ტაში, ხანგამოშვებითად კი მჯდომარე ცეკვები:)))), უნდა აღვნიშნო, ფრიად ემოციური:)) შემდეგი გაჩერება სოფ.ნადიბაანთან გახლდათ, სადაც ბევრისათვის ცნობილი ძალიან გემრიელი მჟავე წყალი ამოდის მიწიდან, არაგვის პირას. სანაპიროზე საკმაო რაოდენობით თოვლი იდო, ამიტომ კარაველებმა არ დააყოვნეს და დაუზოგავი გუნდაობა ატყდა, რასაც მათი თოვლში გაგორ-გამოგორებაც მოჰყვა. რა დროსაც მე სახეში ვიღაცის ისეთი მწარე მუშტი მომხვდა,ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან და დღესაც მტკივა:))) (გამოძიება დაწყებულია კომპეტენტური კარაველების მიერ და ვიმედოვნებთ დამნაშავე მალე გამოვლინდება :lol: ) საბედნიეროდ გუნდაობის ცერემონიალმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა და მინიბუსებში გადავნაწილდით,ბოლო აკორდად GAMARJOBA SAKARTVELOმ ჩვენს მინიბუსში საკმაო რაოდენობით თოვლი შემოყარა :lol: დაახლოებით 25წთ-ში გუდაურში გახლდით, სადაც მზე კაშკაშებდა და საკმაოდ სასიამოვნო ამინდი გახლდათ.ორგანიზატორები სცენასა და მიმდებარე ტერიტორიას ამზადებდნენ,გამოფენილი იყო ხევსურული ტანსაცმელი, ნახატები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. საღამოს 4 საათამდე დაახლოებით 1.5 საათი იყო დარჩენილი, ამიტომ კარველები მიმოიფანტნენ, ზოგი მთაზე ავიდა, ზოგიერთმა კი თბილისში დარჩენილი კარაველებისთავის ხელის დაქნევა და ანცობა გდავწყვიტეთ კამერების საშუალებით.მზეს მივეფიცხეთ.მალე 4 საათიც მოვიდა და ნანატრი კონცერტი დაიწყო.იქვე იყიდებოდა ცხელ-ცხელი გლინტვეინი, ხევსურული ლუდი, მწვადი და მსურველებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ.
კონცერტს ჩვენი ძვირფასი მეგობარი გელა დაიაური უძღვებოდა.ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ანსამბლები, დუეტები, ცალკეული შემსრულებლები და პოეტები. ნელნელა ხალხიც გახურდა, სისხლი აუდუღდათ და მოლხენაც დაიწყო. მიკერძოებაშ არავინ ჩამომართმევს თუ ვიტყვი, რომ კარაველები უდაოდ გამოირჩეოდნენ, ადუღებული სისხლის სიჭარბით :lol: :lol: :lol: იმდენად რომ, გარკვეული პერიოდის მერე ყურადღების ცენტრში მოვექეცით :lol: დასაწყისისათვის ცვენმა ბიჭებმა, გადაწყვიტეს აეწიათ სკამი, რომელზეც ვიჯექი(ვიღაცას დარჩენოდა და დანარჩენი მაყურებლისაგან განსხვავებით მე სკამზე მოკალათება გადავწყვიტე ჩემს გლინტვეინთან ერთად), ჰოოო და უცებ რაღაც ძალამ ჩემი სკამიანად ჰაერში აღმომაჩინა :lol: :lol: სირცხვილით თავი ვერ ავწიე მაღლა, ყველა ცემსკენ იყურებოდა და თან ვამბობდი(ვერ ვყვიროდი) დამსვითთქო :lol: ასე მაქანავეს ერთი 5 წუთი სკამით ჰაერში და ჩამომსვეს:) ცოტა ხანშ კი ცეკვა-თამაში გავაჩაღეთ,იმისთანა, კამერები კარგა ხანს სცენისკენ არც შებრუნებულან,განსაკუთრებით მინდა გამოვყო,მონადირე, მისი დაიკო და მარმენიო,რომლებმაც მართლაც რომ ცეცლხი დაანთეს.
ცეკვას ტრადიციული კარვული ჩახუტება და ბურთაობა მოჰყვა,რათქმაუნდა კარველებმა მხოლოდ კარვის წევრებით ვერ იჯერეს გული და იქვე პატიოსნად კამერით ხელში, მომუშავე ოპერატორს სწვდნენ,რომელიც 1-2ჯერ კამერასთან ერთად ააბურთავეს, მერე ვიღაც ღვთისნიერმა კამერა გამოართვა(საბედნიეროდ,თორემ იმ კამერის აფასურს კარავი კი არა ალბათ, მთელი ჩვენი სანათესაოც ვერ გადაიხდიდა :lol: ) აბურთავეს და აბურთავეს, ჰოოოო და ერთერთი აბურთავების დროს, GAMARJOBA SAKARTVELOმ კი ააგდო, ოდნავ შორს გაისროლა, გვერდით მდგარ ორ კარველს ხელიდან გაუსხლტა ეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ჩემს ფეხებთან დაენარცხა,ისე ცუდად რომ ვიფიქრე, აქ მორჩა "ბურთაობათქო", მაგრამ როდესაც მისი მომღიმარი სახე და მოძრაობაში მყოფი 4ივე კიდური დავინახე ამოვისუნთქე:)შებინდებამდე გაგრძელდა ბუთაობაც და ცეკვა-თამაშიც. გელამ სცენიდან დელიკატურად აღნიშნა: "კარავი ანცობს"ო :lol: საღამოს კი გვკითხა, რა დალიეთ ეგეთიო :lol: არა და მართლაც მხოლოდ თითო ჭიქა და კარგი განწყობა აღმოჩნდა საკმარისი ასეთი არაჩვეულებრივი გართობისათვის. თითქმის ბნელოდა როდესაც კვლავ გადავნაწილდით მინიბუსებში და სავახშმოდ გავემართეთ. სადაც მოგიზგიზე ბუხარი და გემრიელი საჭმელი გველოდა. იქაც კარგად მოვილხინეთ,გემრიელ ხინკალ-მწვადსაც გეახელით,ვიმღერ -ვიცეკვეთ და დროულად ავიშალეთ, რადგანაც გადაწყდა სოფ.ბაზალეთში, კარველ N67თან მყოფი, ქავთარაძისათვის დაბადების დღის სიურპრიზად მილოცვა.დუშეთის გადასახვევთან გადავნაწილდით, ნაწილი, ვისაც ქალაქში ჩამოსვლა ეჩქარებოდა გამოემართა, ნაწილმა კი ბაზალეთისაკენ გადავუხვიეთ.N67 შეგვხვდა, მხოლოდ მე და წივწივა მივედით და მივულოცეთ ქავთარაძეს დაბადების დღე.გაუხარდა და გაუკვირდა. დაახლოებით 5 წთ-ში მინიბუსის მთელი შემადგენლობა შემოცვივდა ოთახში და ტრადიციული "რა ლამაზი დღეა" შემოსძახა, გოგამ შამპანურის ბოთლი გახსნა(მეგონა ნამდვილი იყო) და ფერად-ფერადი, ძალიან ლამაზი ფირფიტები გადმოცვივდა ბოთლიდან. ქავთარაძე კი იდგა გაოგნებული სახით :lol: :lol: :lol: ეზოშI წრეშიც მოვაქციეთ, კიდევ ერთხელ ვუმღერეთ და ასე, გაოგნებული სახით დავტოვეთ :lol:

მინდა ავღნიშნო, რომ პირადად ჩემთვის საკმაოდ უცნაურად დაწყებული და ძალიან ლამაზად გაგრძელებულ-დასრულებული დღე აღმოჩნდა:)) ღმეთმა გვიმრავლოს ასეთი, ლამაზი, სიხარულითა და ბეეევრი სითბოთი აღსავსე დღეები.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს, ჩვენს მეგობარს, ზვიად ჩიტაურს, რომელმაც აბსოლიტურად უანგაროდ, უსასყიდლოდ უზრუნველყო კარველთა ტრანსპორტირება და მეორე მძღოლს-გიას, რომელიც სასადილოში სალათებით უფასოდ გაგვიმასპინძლდა.
მადლობა თქვენ,ყველას რომ არსებობთ!

პ.ს თხოვნა მაქვს,არ დაიზაროთ და დაამატოთ ფოტოები, ვიდეოები.მე სამწუხაროდ არ მქონდა კამერა და არცერთი ფოტო არ მომეპოვება. ასევე თუ კი ვინმე ან რაიმე გამომრჩა შეიტანოთ შეწორება.

რუსთავი2 ის რეპორტაჟი:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rus ... 11%2012:11

იმედის რეპორტაჟი:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ime ... 11%2011:16
Last edited by anano on 23 იან 2011, 15:15, edited 1 time in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by guruli » 23 იან 2011, 15:14

კარგი დრომ გიტარებიათ, კარგად გიანციათ, ყოჩაღ თქვენ!
15 საათზე რ2-ზეც აჩვენეს გოგოებთან მოცეკვავე მონადირე.

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by ეკატო » 23 იან 2011, 16:02

ანანომ იმდენად კარგად და ლამაზად აღწერა ეს ლამაზი დღე, ისღა დამრჩენია სურათებით გავაფორმო :)

პირველი გაჩერება ჟინვალის მახლობლად გაყინულ ჩანჩქერთან გვქონდა
Image

Image

მე და კოლხი გოგო :*
Image

გოგა და მისი უსაყვარლესი ნათლული ანა-მარია
Image

ანანურს რომ ვუახლოვდებოდით, გზაში წივწივამ ინატრა, ახლა კარგი ლობიო და მჟავე წითელი კომბოსტო მინდა, ნატვრა დამთავრებული არ ჰქონდა რომ კომბოსტოს უკვე გემრიელად შეექცეოდა :D
გახარებული წივწივა :D
Image

გოგას ნათლულის ძმა გუშინ იუბილარი იყო და წივწივა იუბილარს კომბოსტოთი ულოცავს :D
Image

ანანური
Image

Image

Image

კარაველები როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და არც ერთი კოშკი არ დარჩათ აუღებელი :D

Image

Image

Image


გზად, სოფელ ნადიბანის მახლობლად მჟავე წყალთან გავჩერდით
Image

Image

ვინ ვის ეჭიდავებოდა ვერ გაიგებდით
Image

Image


გოგას და გელას შეხვედრა გუდაურში
Image

გელა და კარაველები
Image


ხევსურული სამოსის, საკრავების და შოთა არაბულის ნახატებისგამოფენა
Image

Image

Image


მართალია გუდაურში სასრიალო თოვლი არ იყო, მაგრამ გუნდაობა მაინც შეიძლებოდა :D
Image

Image

Image

Image


მშენებარე ეკლესია გუდაურში
Image

ხევსურული ლუდიც დავაგემოვნეთ
Image

ბუნტურის სათვალით დანახული ეკატო :D
Image


გაგრძელება იქნება . . .

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by nagli33 » 23 იან 2011, 16:12

anano
სანამ პროფესიონალები მოიცლიან, არ დავიზარებ და ჩემს უნიჭოდ და მობილურით გადაღებულ ცოტა უხარისხო ფოტოებს დავდებ :D
Image



User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by nagli33 » 23 იან 2011, 16:32

კარველები ანცობენ
Image

Image
Image


User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by nagli33 » 23 იან 2011, 16:48

საგზაო ნიშანი www.karavi.ge :)
Image

Image

Image

Image
Image





User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by avtokh » 23 იან 2011, 17:32

თქვენთან ერთად არ ვყოფილვარ, მაგრამ მეც იქ ვიყავ :) და თქვენის ნებართვით ავტვირთავ რამდენიმე ფოტოს კარაველების ანცობისას :)

Image
ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ეკლესია გამოჩენილა.

Image
ანანურის კოშკს შესეული კარველები 1
Image
ანანურის კოშკს შესეული კარველები 2
Image

Image

Image
ანსამბლი "ანანური"

Image

Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურული საღამო გუდაურში, 22.01.2011

Post by guruli » 23 იან 2011, 17:32

nagli33 - ბოლო ფოტოზე დროზე წაშალე, სანამ გვიანი არაა, თორემ... ოი, ოი - შენ მაგაზე ამბავს დაგაწევენ! :D :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]