საახალწლო საქველაქცია სოფ. მოხისის დევნილებისთვის.25.12.10

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
საახალწლო საქველაქცია სოფ. მოხისის დევნილებისთვის.25.12.10

Post by anano » 26 დეკ 2010, 13:37

მოგესალმებით მეგობრებო, ენით აუწერელი კმაყოფილებით აღსავსე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ კარავმა კიდევ ერთი პატარა სიკეთე დათესა. რაც მთავარია ამ სიკეთემ მრავალი ადამიანი გააერთიანა ერთი მიზნისათვის.

ყველაფერი ასე დაიწყო, 3 დეკემბერს GAMARJOBA SAKARTVELOმ კიდევ ერთი საინტერესო იდეით გახსნა თემა:

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4709&p ... sc&start=0

ჩვენდა სასიხარულოდ თემამ მალევე ჰპოვა გამოხმაურება და მისმა მაშტაბებმა მოლოდინს გადააჭარბა. აქციაში პირდაპირი თუ ირიბი სახით მონაწილეობა მიიღო 90მდე ადამიანმა, რაც დამეთანხმებით ალბათ რომ ცოტა არ არის. სია ასე გამოიყურება და მინდა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა ვუთხრა. (თუ კი ვინმე აკლია ამ სიას ჩემი თხოვნა იქნება დაამატოთ)
1. მთაშენკა-აცაბაცა (თანხა)
2. თამუნა გუდარეხის მეგობარი მანუჩარი (თანხა)
3. თამუნა გუდარეხი (თანხა)
4. მარი, თამუნა გუდარეხის და (თანხა)
5. მაო-კაპპა (თანხა)
6. თეო 2011 (თანხა)
7. მთაშენკასა და ტომას ეგვიპტეში გაცილების აღნიშვნიდან მორჩენილი თანხა
8. გიორგი მეზვრიშვილი (თანხა)
9. ლიბრა (თანხა)
10. იაკო (თანხა)
11. ბეთქილა (თანხა)
12.-13 ბეთქილას მეგობრები (თანხა)
14. ნინუცა (თანხა და ტანსაცმელი)
15. თამარი ხევი (თანხა)
16 ქვევრი (თანხა)
17. ანანო (თანხა)
18. ანანოს მეგობარი ამირანი (თანხა)
19. მირანდა (თანხა)
20. t.d. (თანხა)
21. საკნატუნა (თანხა)
22. ამირან რამიშვილი (თანხა)
23. ლილიკა (თანხა)
24. ლილიკას მეგობარი ლევან სოლოღაშვილი (თანხა)
25. ვამპა (თანხა)
26. Katy (თანხა)
27. ოპტიმისტი (თანხა)
28. გიორგი მერკვილაძე (თანხა)
29. GAMARJOBA SAKARTVELOს მეგობარი თაია (თანხა)
30. GAMARJOBA SAKARTVELOს მეოგბარი გიორგი (თანხა)
31. მირანდა (კიდევ 1ხელ თანხა და ტანსაცმელი)
32. კვაშტა (ტანსაცმელი)
33. დათო (ტანსაცმელი)
34. გვალდა (ტანსაცმელი)
35. :ელკანას: თანამშრომელი გოჩა (ტანსაცმელი)
36. კოლხი გოგო (ტანსაცმელი)
37. მირანდას თანამშრომლები (ტანსაცმელი)
38. ანანოს მეგობარი მანჩო (თანხა და ტანსაცმელი)
39. ვანსკი, იგივე VANO (თანხა)
40. მართა (თანხა)
41. კარვის მეგობარი ლიკა ტოგონიძე (ტანსაცმელი და თანხა)
42. ამიგო (თანხა)
43. Gt.ge (თანხა)
44. ეკატო (თანხა)
45-46. ნანა სართანია და მისი მეგობარი (თანხა)
47. Tsitsi (თანხა)
47. ბოჭო (თანხა)
48. გურული (თანხა)
49.-50. Mta Mkvarebia და მისი + გიორგი (თანხა)
51. კიდევ 1ხელ გიორგი მეზვრიშვილი (თანხა)
52. tusho+, იგივე გიორგი (თანხა)
53. kakh-eli, იგივე ელისო (თანხა)
54. მარიშკა (თანხა)
55. ტომა, სიყოჩაღით თომად წოდებული (თანხა)
56. ln-ln (ტანსაცმელი)
57. ნატალიკო-ნატალიკო (თანხა)
58. ნა-კა (თანხა)
59. ანანოს მეგობარი თამარი (თანხა,ტანსაცმელი)
60. დოლიძელი (თანხა)
61. კარავი-87 (თანხა)
62. გამომცემლობა 'ბაკურ სულაკაურის' თანამშრომლები: რუსა, თამარი (ტანსაცმელი)
63. ანანოს მეგობარი სოფო- დღეს ერთი პარკი ბამბა, ბრილიანტის მწვანე და სხვა სააფთიაქო ნაწარმი გადმომცა.
64. ანანოს მეგობარი ეკა (ტანსაცმელი,ფეხსაცმელი)
65. ჟურნალი :სახელები და სახეები:, თითო ოჯახზე ჩიჩილაკი
66. ყვავილების მაღაზია :ჟასმინი:, რომელიც კოსტავაზე, ჩაჩავას 3შობიაროს ჩაყოლებაზე მდებარეობს, 80 ლარი
67. ზუკა, GAMARJOBA SAKARTVELOს + ჯუთა-ჭაუხების 2010 წლის გასვლიდან (თანხა)
68. კაკატული (თანხა)
69. karavi 87ის, იმავე ლადოს მეგობრები შპს :ლიბო გრუპიდან: დევნილებისთვის გამოგვატანეს ჰიგიენური საშუალებები
70. Mao, ჩვენი დაკარგული მაო, (ტანსაცმლის გვარიანი ფუთა)
71. ნაია (თანხა, ტანსაცმელი)
72.ქეთუნა 4 (ტანსაცმელი)
73.ფალკონი (ტანსაცმელი)

ადამიანები, რომლებიც აქციას სხვა აქტივობებითაც დაეხმარნენ:
1. ნაია
2. keto
3. kvashta
4. კაკატული (ბარგს მასთან ვინახავდით)
5. korneliuisi
6. karavi 87
7. saknatuna
8. გიორგი მეზვრიშვილი
9. ჭუნიკო
10. burdula
11. თათია აბესაძე
12. ზვიად ჩიტაური მინიბუსით
13. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მინიბუსით
14. guruli, იგივე თავაიძე

სულ შეგროვდა 2100 ლარი, უამრავი ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სათამაშო.
24.12.2010. 1726.70ლარით შეძენილ იქნა:
1. სარეცხი ფხვნილი - 192 ც. - 160 ლ.
2. შამპუნი - 72 ც. - 201 ლ (5ც გვაჩუქეს)
3. ტაფის სახეხი - 116 ც. - 29 ლ.
4. შოკოლადის ფილა - 2 ყუთი - 62 ლ.
5. საპონი - 6 ყუთი - 108 ლ.
6. სარეცხის სარჭი - 67 ც.
7. აქანდაზი - 58 ც. - 105.20 ლ
8. წყლის ამოსახაპი ჭურჭელი - 58 ც. - 40 ლ.
9. პარკი - 100 ც. - 3.50 ლ.
10. ყავის მადუღარა - 58 ც - 174 ლ.
11. სათლი - 58 ც. - 307 ლ.
12. ვარცლი - 58 ც. - 232 ლ.
13. საწური - 58 ც. - 58 ლ.
14. ტომატ-პასტა - 58 ც. - 116 ლ.
15.მანდარინი - 120 კგ - 132 ლ.

25.12.2010 დილით, 373.3 ლარით შეძენილ იქნა დამატებით შოკოლადი

გარდა ამისა გვაჩუქეს:
16. 'მიო' (300 გრ) - 1 ყუთი (10 ც.) სულ 40.6 ლარის საქონელი
17. 'მიო' (900 გრ) 2 ყუთი (18 ც.) სულ 116 ლარის საქონელი
18. ერთჯერადი ცხვირსახოცი - 60 ც. სულ 84 ლარის საქონელი
19. ბავშვის სველი საწმენდი - 58 ც. - სულ 16.24 ლარის საქონელი)
20. თხევადი საპონი - 4 ყუთი (10 ც.) სულ 81.2 ლარის საქონელი


25.12.2010ს კი დილის 9 საათზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ. სადაც გველოდა თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში შეგროვილი და წინა დღეს შეძენილი ნივთებით უკვე თითქმის ბოლომდე დატვირთული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი მინიბუსი და ასევე კარვის უკვე განუყრელი მეგობარი ზვიად ჩიტაური, თავისი მინიბუსით, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ და უსაფრთხოდ უზრუნველყო ჩვენი გადაადგილება. ჩვენს გასაცილებლად დილაადრიან მოსვლა არ დაიზარეს გურულმა, მირანდამ და ნიცა-ნიცამ, მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა ასევე t.dმ, რომელმაც შემთხვევით დაგვინახა. (მგონი გამცილებლების სიიდან არავინ გამომრჩენია:)
დავიძარით და გამარჯობა საქართელომ წარმოადგინა აქციის სრული ანგარიში და გაგვაცნო ერთმანეთი, რათქმაუნდა აღსანიშნავ მომენტებს "ფილარმონია" და ჩვეულებრივი ტაშით ვეგებებოდით:) მოხისში წამომსვლელთა სია ასე გამოიყურებოდა:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნაია
3-4. vampa + მეუღლე
5.Toma( სიყოჩაღით თომად წოდებული და ასევე იუბილარი)
6.ზვიად ჩიტაური მინიბუსით
7.მთა მყვარებიას + გიორგი (მომავალი კარაველი)
8. თათია აბესაძე
9. Amigo
10. Falcon
11.ბურდულა
12.ქეთო.
13.კვაშტა
14.karavi 87
15.დედილო chuna 16.
16. skopi.
17.GT.ge
18.anano.
19.dolidzeli
მგონი არავინ გამომარჩა, თუ გამომრჩა,მაპატიეთ და მიაწერეთ სიას.

გზაში ვიმხიარულეთ, სიყოჩაღით თომად წოდებულს "რა ლამაზი დღეაც ვუმღერეთ" და დანიშნულების ადგილზეც მალე ჩავედით, სადაც შემოგვიერთდა გიორგი მეზვრიშვილი მის უსაყვარლეს მგზავრთან -ანისთან ერთად:)

სოფლის ბავშვები ძალიან თბილად შემოგვეგებნენ, გამგებელმა კლუბის კარი გაგვიღო, ჩამოვტვირთეთ მინიბუსები, რაშიც ბავეშვებმაც დიდი სიხარულით მიიღეს აქტიური მონაწილეობა. გოგამ გაგვაცნო მოქმედების ინსტრუქტაჟი და დავიწყეთ ბარგის დახარისხება.ავწონეთ 2-2კგ.მანდარინი და კანფეტი,გავხსენით ყუთები და პირველ რიგში გავამზადეთ ნაკრები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის,რომელთათისაც რაოდენობით უფრო მეტი იყო გათვალისწინებული.შემდგომ კი შევუდექით ჩვეულებრივი ნაკრების ჩაწყობა დახარისხებას. თითოეული ნაკრების შემადგენლობის გადამოწმებას ტომა და ბურდულა ხელმძღვანელობდნენ. გამგებელმა გადმოგვცა დევნილთა სიები, კოტეჯების მიხედვით, რის მიხედვითაც ვაწარმოებდით საჩუქრების გაცემას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი კონვეირული სისტემით ამუშავდა და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რამაც შედეგიც გამოიღო და დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში შევძელით ნივთების გაცემა. ჩვენს მიერ ჩატანილი სამედიცინო ნივთები კი აღვრიცხეთ და გადავეცით სოფლის ამბულატორიულ კაბინეტს, სადაც ექიმები საჭიროებისამებრ უფასოდ გამოიყენებენ დევნილთა დასახმარებლად.
საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვების გაცემის პარალელურად თავისუფალმა კარაველებმა დავიწყეს ტანისამოსის, ფეხსაცმლისა და სათამაშოების დახარისხება. შემდეგ კი რიგის მიხედვით ვუშებდით, რამოდენიმე დევნილს ერთდროულად, ბავშვებთან ერთად და ისინი არჩევდნენ თავიანთთვის სასურველ ნივთებს.
მინდა აღვნიშნო მათი მადლიერება თითოეული თქვენგანისადმი, თქვენ სიხარულით სავსე ნაპერწკალი შეიტანეთ ტკივილითა და დარდით სავსე ადამიანების გულებში, ალბათ ყველა იქ მყოფი კარაველი დამეთანხმება, რომ სულ პატარა დევნილების თვალებშიც კი უდიდესი სევდის ამოკითხვაა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა თქვენგანს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის, თქვენ წინასაახალწლოდ დიდი სიკეთე დათესეთ და მინდა გისურვოთ ათმაგი მოგემკოთ მომავალ 2011 წელს, უფრო მეტი და მეთი შეგაძლებინოთ უფალმა. გუშინდელ დღეს არაჩვეულებრივი დასასრული ჰქონდა, ტომუსის დაბდების დღე ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, შემომატებულ კარაველებთან ერთად. მადლობა, ტომუსი, რომ არსებობს :*

პ.ს მინდა ბოდიში მოვიხადო თუ კი ვინმე ან რაიმე გამომრჩა და გთხოვოთ დაამატოთ ფოტოებთან ერთად აღნიშნულ თემას.
Last edited by anano on 02 იან 2011, 23:37, edited 4 times in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

NINUCA
მაწანწალა
Posts: 717
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
საახალწლო საქველაქცია სოფ. მოხისის დევნილებისთვის.25.12.10

Post by NINUCA » 26 დეკ 2010, 16:27

ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა ამ ადამიანების გაჭირვება.ბედნიერი ვარ რომ თქვენი სახით ასეთი მეგობრები მყავს გვერდით.
მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით!!!!!!!!
:*:*:*














ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]