ამერიკა - საქართველო

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ამერიკა - საქართველო

Post by konstantine » 27 ნოე 2010, 15:55

ვერ ვმეტყველებ ჯერ....


ასეთი მძაფრსიუჟეტიანი თამაში ჯერ არ მინახია...
უძლიერესი და საამაყო რაგბის ნაკრები გვყავს.
მართლაც რომ ღირსეულად ჩაატარეს მთლიანი თამაში.
ბოლოს როგორ შემოატრიალეს თამაში, კი ნახეთ. რამოდენა მონდომება უნდა ხომ წარმოგიდგენიათ...

უსურვებ ულევ გამარჯვებებს ჩვენს მორაგბეებს....




პ.ს. ხო მართლა შტანგაზე რომ მიაღუნეს ერთი ამერიკელი გადარჩა?
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ამერიკა - საქართველო

Post by MIRANDA » 27 ნოე 2010, 18:54

გადარჩა კოკა, გადარჩა!

მეც ვიყავი, ხმის იოგები ახლაც მტკივა ბოლო წუთებზე იმდენი ვიყვირე...

გილოცავთ გამარჯვებას :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ამერიკა - საქართველო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ნოე 2010, 21:23

ესე იგი, სიღნაღში დღესასწაულზე ვიყავი, თამაში 52ე წთიდან ტელევიზორით ვუყურე, ჯერ კიდევ რომ 9ით 14 იყო.
ვიცოდი, რომ ლელოსაც გავიტაბდით და მოვიგებდით კიდეც.
ამაში მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, თამაშის 82ე წთ რომ იყო და 12ით 17ს ვაგებდით.
ისე აგიხდეთ ყველაფერი.
მოვიგეთ ანგარიშით 19:17.
სხვათა შორის, თანამაყურებლები დამემოწმებიან, რომ სწორად გამოვიცანი, ცენტრალური პოზიციიდან ამერიკელები ბოლო ჯარიმას რომ ვერ გაგვიტანდნენ, ხოლო მეკო გარდასხვით 2 ქულას მოგვიტანდა.
ნამდვილად არ მინდოდა, რომ ეს თამაში 17:17 დასრულებულიყო.

დაკიდევ, ჩვენი ნაკრები რეიტინგში 15ე ადგილიდან მე12ზე აღზევდა და ჯილა გუნდებში გაერია.
გზა პრესტიჟული შეხვედრებისკენ გაგვეხსნა.
ნაკრებთა დონეზე ასეთ სარეიტინგო წარმატებას მორაგბების გარდა, არავის მიუღწევია.
მოჭადრაკეებს არ ვგულისხმობ.
თუ სწორად მახსოვს, მორაგბეთა ნაკრები ქართველ კალათბურთელთა და ფეხბურთელთა მსგავსად, 2010 წლის არც 1 შეხვედრაში დამარცხებულა.

გილ20ავთ ბორჯღალოსანთა თავდადებული შრომით მოპოვებულ გამარჯვებას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ამერიკა - საქართველო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ნოე 2010, 21:26

სპორტული თვალსაზრისით, 2010 წელი ჩვენთვის ძნ წარმატებული იყო.
დღევანდელი დღე კი გამორჩეული.
გარდა იმისა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მასზე უფრო ძლიერ ამერიკულ ნაკრებს მოუგეს, დღეს ბელგრადში თბილისმა მოიპოვა 2010 წლის ევროპის ახალგაზრდული ოპილმიადის მასპინძლობის უფლება.
5 ხმით ჩეხეთის ქალაქი ბრნო დაამარცხა.
ასევე გილ20ავთ.
ოლიმპიური სოფელი დიღომში, აშშს საელჩოს გვერდით გაშენდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ამერიკა - საქართველო

Post by დათო » 27 ნოე 2010, 21:59

დაკიდევ, ჩვენი ნაკრები რეიტინგში 15ე ადგილიდან მე12ზე აღზევდა და ჯილა გუნდებში გაერია.
მე-12-ზე ჩვენ ვერ ვიქნებით ამ ეტაპზე, მანდ იტალიაა. ვიყავით მე-16-ზე კანადასთან თამაშის შემდეგ, ეხლა გადავინაცვლებთ მე-15 ან მე-14 ადგილას.
თუ სწორად მახსოვს, მორაგბეთა ნაკრები ქართველ კალათბურთელთა და ფეხბურთელთა მსგავსად, 2010 წლის არც 1 შეხვედრაში დამარცხებულა.
არა, სამწუხაროდ რუმინეთთან და ნამიბიასთან დავმარცხებულვართ 2010 წელს. თუმცა ბევრად მეტი მოვიგეთ, მათ შორის ბოლო ორი თამაში გუნდებთან, რომლებიც უფრო ძლიერებად ითვლებოდნენ.
სპორტული თვალსაზრისით, 2010 წელი ჩვენთვის ძნ წარმატებული იყო.
დღევანდელი დღე კი გამორჩეული.
ნამდვილად.

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ამერიკა - საქართველო

Post by meleksa » 27 ნოე 2010, 23:40

მაგარი იყო, უმძაფრესი ემოციები და დაძაბული თამაში იყო, უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო 6 წელია რაგბი საკუთარ მოედანზე არ წაგვიგია.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ამერიკა - საქართველო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 ნოე 2010, 00:29

meleksa wrote:მაგარი იყო, უმძაფრესი ემოციები და დაძაბული თამაში იყო, უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო 6 წელია რაგბი საკუთარ მოედანზე არ წაგვიგია.
დიახ, 2004 წლის შემდეგ თბილისში სარაგბო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებს არ წაუგია.
ის ბოლო მარცხიც რუმინელებმა გვაწვნიეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ამერიკა - საქართველო

Post by meleksa » 28 ნოე 2010, 10:39

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
meleksa wrote:მაგარი იყო, უმძაფრესი ემოციები და დაძაბული თამაში იყო, უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო 6 წელია რაგბი საკუთარ მოედანზე არ წაგვიგია.
დიახ, 2004 წლის შემდეგ თბილისში სარაგბო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებს არ წაუგია.
ის ბოლო მარცხიც რუმინელებმა გვაწვნიეს
ჩერჩილის თასზე წავაგეთ რუმინეთის მერე ყველა(სამიე) თამაში, მაშინ კანადამაც მოგვიგო და ამერიკამაც... სამწუხაროდ

მაგას მოყვა მთავარი მწვრთნელის შეცვლაც
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ამერიკა - საქართველო

Post by konstantine » 28 ნოე 2010, 13:08

ფაქტია,
სეზონი დაამთავრეს ორიგინალურად...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ამერიკა - საქართველო

Post by guruli » 28 ნოე 2010, 13:40

გილოცავთ. მართლაც საამაყო ნაკრები გვყავს. ნეტავ ყველა სახეობაში ასეთი გუნდი გვეიმედებოდეს.
მაგრამ გუშინ ქართული სპორტისთვის ბევრად მასშტაბური მოვლენაც მოხდა, რასაც ჩვენმა ტელევიზიებმა არც ისე დიდი ყურადღება დაუთმეს - თბილისმა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ბელგრადში გამართულ ევროპის ეოკ-თა კონგრესზე ჩეხურ ბრნოს არჩევნებში 5 ხმით ვაჯობეთ - 26:21.
ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩვენთან ჩატარდება ეს თამაშები. ეს არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური გამარჯვებაცაა, რადგან ერთ-ერთი სერიოზული ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. ამას სხვა ამგვარი გლობალური წარმატებებიც მოჰყვება და არა მხოლოდ სპორტში.

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ამერიკა - საქართველო

Post by konstantine » 28 ნოე 2010, 18:33

guruli wrote:2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ბელგრადში გამართულ ევროპის ეოკ-თა კონგრესზე ჩეხურ ბრნოს არჩევნებში 5 ხმით ვაჯობეთ - 26:21.

ძალიან კარგი :)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ამერიკა - საქართველო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ნოე 2010, 00:55

meleksa wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
meleksa wrote:მაგარი იყო, უმძაფრესი ემოციები და დაძაბული თამაში იყო, უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო 6 წელია რაგბი საკუთარ მოედანზე არ წაგვიგია.
დიახ, 2004 წლის შემდეგ თბილისში სარაგბო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებს არ წაუგია.
ის ბოლო მარცხიც რუმინელებმა გვაწვნიეს
ჩერჩილის თასზე წავაგეთ რუმინეთის მერე ყველა(სამიე) თამაში, მაშინ კანადამაც მოგვიგო და ამერიკამაც... სამწუხაროდ

მაგას მოყვა მთავარი მწვრთნელის შეცვლაც
თბილისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2004ის შემდეგ არ წაუგია-მეთქი.
შენ რასაც ამბობ, ეგ შეხვედრები თბილისში არ გამართულა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ამერიკა - საქართველო

Post by Monadire » 29 ნოე 2010, 12:30

guruli wrote: მაგრამ გუშინ ქართული სპორტისთვის ბევრად მასშტაბური მოვლენაც მოხდა, რასაც ჩვენმა ტელევიზიებმა არც ისე დიდი ყურადღება დაუთმეს - თბილისმა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ბელგრადში გამართულ ევროპის ეოკ-თა კონგრესზე ჩეხურ ბრნოს არჩევნებში 5 ხმით ვაჯობეთ - 26:21.
ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩვენთან ჩატარდება ეს თამაშები. ეს არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური გამარჯვებაცაა, რადგან ერთ-ერთი სერიოზული ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. ამას სხვა ამგვარი გლობალური წარმატებებიც მოჰყვება და არა მხოლოდ სპორტში.
ვაჰ რა მაგარი ამბავია. ეხლა გავიგე. ყველას გილოცავთ
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ამერიკა - საქართველო

Post by აცაბაცა » 29 ნოე 2010, 13:18

ჩვენი მორაგბეები არიან ...... უუუუხხხხ რა მაგრად შეასრულეს......
ვენაცვალე მაგათ ჯიგრები არიან ჯიგრები!!!!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ამერიკა - საქართველო

Post by avtokh » 29 ნოე 2010, 20:38

თამაში იყო მაგრამ რა თამაში, მართალია ცოტა გვარიანად ვინერვიულე, მაგრამ ბოლოს ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყო. ხმის იოგები კი არა ლელო რომ დადო გუგავამ ყვირილის თავი და ძალი აღარ მქონდა არც მე და არც ჩემს მეგობარს :) ეხლა მთავარია ის ხარვეზები გამოასწორონ რაც ამ ორ თამაშში გამოჩნდა და მსოფლიოზე ღირსეულად წარვდგეთ, მანამდე კი ერთა თასი და ტრადიციული მეტოქენი გველიან თებერვალ მარტში.

ესეც მსოფლიო რეიტინგის პირველი ოცეული

1(1) NEW ZEALAND 93.19
2(2) AUSTRALIA 87.45
3(3) SOUTH AFRICA 86.44
4(4) ENGLAND 82.48
5(7) IRELAND 81.79
6(5) FRANCE 81.66
7(6) SCOTLAND 81.20
8(8) ARGENTINA 78.97
9(9) WALES 77.04
10(10) FJIFIJI 74.05
11(11) SAMOA 74.02
12(12) ITALY 73.31
13(13) JAPAN 71.45
14(14) CANADA 69.19
15(16) GEORGIA 68.21
16(15) USA 67.69
17(17) TGATONGA 67.35
18(18) RUSSIA 65.56
19(19) ROMANIA 65.54
20(22) URUGUAY 60.94
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]