Page 1 of 6

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 02:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, შემეხმიანნენ ახალგორის მოსწავლეთა სახლიდან და წიგნების მიწოდება მთხოვეს.
ლაპარაკია კლასგარეშე ლიტერატურაზე, რომლის სიმწირეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მოსწავლეთე სახლი განიცდის.
აქ ყოველდღიურად 60მდე მოსწავლე იკრიბება, რომლებსაც წიგნები აინტერესებთ, მაგრამ არ აქვთ.
ბიბლიოთეკა ღარიბია და არასახარბიელო მდგომარეობაშია.
ბოლო დროს გოგი ხარაბაძემ აუდიო წიგნი მიაწოდა და მოსწავლეები, თურმე, მას უსმენენ.
ძნ გთხოვთ, შევუგროვოთ მძიმე ვითარებაში მყოფი რაიონის ქართველობას წიგნები.
მომაწოდეთ და 2-3 კვირაში მათ მოსწავლეთა სახლის წარმომადგენელს გადავცემ და ის წაიღებს ახალგორში.

ჩვენი თანადგომა ოკუპირებული ახალქგორის ქართველობისთვის ჰაერივით საჭიროა.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 09:19
by qvevri
დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
კარგი საქმეა და ძალიან მესიამოვნა ბავშვები წიგნებით რომ არიან დაინტერესებული.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 12:19
by Naia
ძალიან კარგი საქმეა. დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას!

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 12:21
by Naia
ხალხ, წიგნები შეგიძლიათ მიაწოდოთ გოგას ან მე.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 12:37
by anano
არაჩვეულებრივი აზრი და საქმეა!

ვეცდები ჩემს მეგობრებშიც მოვიძიო წიგნები.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 25 ნოე 2010, 12:43
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი საქმეა!
ელკანას გამოცემების სრულ კომპლექტს მოგაწვდი.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 26 ნოე 2010, 00:23
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, აუცილებლად ახალი წიგნები უნდა იყოს? პირადი ბიბლიოთეკიდან წიგნები მიიღება?

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 26 ნოე 2010, 00:25
by diffenbaxia
მეც მაქვს დარჩენილი რამოდენიმე წიგნი ,რაც ჰერეთში ვერ გადავიტანე და აუცილებლად გადმოგცემთ .

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 26 ნოე 2010, 00:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
მიიღება ნებისმიერი კლასგარეშე წიგნი.
საინტერესოა, რომ მოსწავლეები კითხვით მართლაც არიან დაინტერესებულნი.
წიგნი ახალი იქნება თუ პირადი ბიბლიოთეკიდან, მნიშვნელობა არ აქვს.
მთავარია, დროულად მოგვაწოდოთ ნაიას ან მე

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 26 ნოე 2010, 09:34
by qvevri
GAMARJOBA SAKARTVELO
იქნებ გვითხრა რა დრო გვაქვს?

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 28 ნოე 2010, 11:03
by Naia
qvevri
გიო, მგონი 2 კვირაო

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 28 ნოე 2010, 20:49
by Hereti
რუსულენოვანი წიგნებიც აინტერესებთ??

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 28 ნოე 2010, 21:18
by qvevri
Hereti
პირიქით :!:

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 28 ნოე 2010, 21:37
by qvevri
ვინაიდან ჯერ კიდევ ლექსიკონების გავლენის ქვეშა ვარ გადმოსაცემად მოვამზადე ჩემი ლექსიკონი ორ ცალად, სულხან საბას სიტყვის კონა და ნონეშვილის ლექსთა კრებული, რომელიც შევიძინე ლექსისასთვის "ღმერთი და ხელები" :wink:. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მივანმატებ რამე საინტერესოს მოზარდთAთვის.

ვაგროვებთ წიგნებს ახალგორის მოსწავლეთა სახლისთVის

Posted: 29 ნოე 2010, 13:14
by qvevri
ეს-ესაა ნაია იყო მოსული ელკანაში და წაიღო მაკენას მიცემული წიგნები, რომელსაც ჩემი წიგნებიც დავამატე. იმედია საკმაო რაოდენობის წიგნები მოგროვდება ბავშვებისათვის.