Page 1 of 2

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 16:54
by ნინი_85

Remembered Joy


Don't grieve for me, for now I'm free!
I follow the plan God laid for me.
I saw His face, I heard His call,
I took His hand and left it all...
I could not stay another day,
To love, to laugh, to work, to play;
And if my parties left a void,
Then fill it with remembered joy.
A friendship shared, a laugh, a kiss...
Ah, yes, these things, I, too, shall miss.
My life's been full, I've savoured much:
Good times, good friends, a loved-one's touch.
Perhaps my time seemed all to brief--
Don't shorten yours with undue grief.
Be not burdened with tears of sorrow,
Enjoy the sunshine of the morrow.



ეს ირლანდიური დალოცვა-დარიგება დღეს ამოვიკითხე წუხანდელი საღამოდან წამოღებული ფურცლებიდან...

ეს სიმღერა კი განწყობის შესაფერისად :)

http://www.youtube.com/watch?v=QbAZiVRG6h0


ალბათ მიხვდებით ვის ეძღვნებოდა წუხანდელი საღამო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჩემს მიერ ორგანიზებული...
რა თქმა უნდა ირლანდიური წვეულება დიკლო9-ს სახელთანაა დაკავშირებული :)
ამერიკული ბარი "H&H" მისი აღმოჩენაა, მისი საყვარელი ადგილი იყო და ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე, ახლა კი მე დავდივარ ხშირად... განსაკუთრებულად მიყვარს და განსაკუთრებულ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ...

დაახლოებით ერთი თვის წინ გამიჩნდა სურვილი ისევ დათოს იდეებიდან რომელიმე განმეხორციელებინა და რაღაცნაირად ავაწყე მოვლენები: First Irish dance and first kiss in Bar Dublin, ირლანდიიდან ჩამოტანილი დათოს საყვარელი ფერადი ქუდი, რომელიც ლილიმ მე მაჩუქა და კიდევ რამდენიმე დეტალი...

სწორედ იმ პერიოდში, როცა ეს დეტალები თავში მიტრიალებდა სრულიად შემთხვევით შეიძლება ითქვას, თუმცაღა შემთხვევით არაფერი არ ხდება ;) შევესწარი ფილმ "ნაკიანი წელიწადის" ირლანდიური ქორწილის სცენას და მაშინ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე წვეულების მოწყობა :)

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 17:21
by ნინი_85
თავდაპირველად წვეულების მოწყობას ღია ცის ქვეშ ვგეგმავდი, მაგრამ თბილისში ისე აგვიცივდა, რომ ცოტა არ იყო დავფიქრდი. ერთ საღამოს "H&H"-ში ყოფნისას თავში გამიელვა იდეამ: იქნებ აქ მოვაყწო? რატომაც არა :D ბარის მენეჯერს დაველაპარაკე და დამთანხმდა სიხარულით თუმცაღა მირჩია წვეულება ისეთ დღეს დამეგეგმა როცა ბენდი ისედაც დაუკრავდა მათთან, მე 19 რიცხვი მინდოდა, მე და დათომ ხომ ერთამანეთი 19-ში გავიცანით, მაგრამ სამშაბათი უწევდა და უახლოეს პარასკევს 22-ზე შევთანხმდით, იმ საღამოს სახლში მისულმა კარავის დაბადების დღეების კალენდარში შევიხედე, წინა ესპანური წვეულება ისე გავაკეთეთ რომ სრულიად შემთხვევით გავიგე დათოს საუკეთესო მეგობრის ლევანის დაბადების დღე რომ დაემთხვა, ლილიკამ მითხრა რომ არ იხდიდა თურმე... ძალიან ვთხოვეთ და მთელი საღამო ჩვენთან გაატარა, ყველანი კმაყოფილები ვიყავით, იუბილარის ჩათვლით :) ამჯერად კალენდარში რომ ვერ ვნახე დაბადების დღეზე დამთხვევა ცოტა გამიკვირდა, თუმცაღა გული რაღაცას მაინც მიგრძნობდა ;) :)

დადგა ნომერ პირველი საკითხი: ბენდი რომელიც ირლანდიურს დაუკრავდა, აქ პერსონალმა მხრები აიჩეჩა, რამდენჯერ უნდოდათ ირლანდიური წვეულების მოწყობდა და ბენდი ვერ ნახეს რომელიც დაუკრავდა, არ გამოვა არაფერი, აზრი არ აქვს და ა.შ. მარა მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ძიება დავიწყე, ჯერ ნაცნობებში :) კარველი ზუკას, რომელსაც გოგას პლიუსად ვიცნობდი მივწერე სკაიპში და ჰოი საოცრებავ ჯერ ერთი გაირკვა რომ მისი ბენდი უკრავდა ბარში იმ საღამოს და მეორეც, ირლანდიურებზეც მოვახერხებთ არ იქნება პრობლემაო :D შაბათს საღამოს პურის ფესტივალიდან პირდაპირ ბარში მივედი მათ მოსასმენად და ახლა მეორე საოცრების წინაშე აღმოვჩნდი: კარველი სკუბიდუ იგივე ამირანი, თურმე იმავე ბენდში ბას გიტარისტი არ არის? :shock: გამოვშტერდი, განა შეიძლეაბ ამდენი დამთხვევა? :shock:

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 18:09
by ნინი_85
ბენდის საკითხის გარკვევის შემდეგ უკვე საფუძვლიანად დავიწყე საორგანიზაციო საკითხების გადანაწილებაზე ზრუნვა, ამისათვის მონადირეს და მარმენიოს ვთხოვე დახმარება. ირაკლიმ ირლანდიური სიმღერები გამომიგზავნა რომლებიც ზუკას და ამირანს გადავუგზავნე რათა მომზადებულიყვნენ, ამირანმა ვიოლინოზე დამკვრელი მოძებნა, ვაჟა მამათელაშვილი, რომელიც ქევხოს მეგობარი აღმოჩნდა და უკვე პირწიგნაკიდან იცოდა წვეულების შესახებ :)

ეკას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვუბურღავდი ტვინს ჩემი იდეებით და ისიც მორჩილად მისმენდა და მათ განხორციელებაში მეხმარებოდა, ძირითადად დეკორაციებზე ვმსჯელობდით, ძალიან მინდოდა სამარხვო ნამცხვის მომზადება, რომელსაც ირლანდიის დროშა ეხატებოდა, თუმცა საბოლოოდ რაც მოვახერხეთ კი ნახეთ თქვენ :D

ინტერნეტ სივრცე რომ გადავაქოთე იდეების ძებნით ეგ კიდევ ცალკე საკითხია, ბოლო დღეს განსაკუთრებულად ბევრი მომივიდა :D

სოფო სმაილის დადებულმა ირლანდიურმა დალოცვამ გამოიწვია ის რომ მოვძებნე ინტერნეტ გვერდი და ეკას ამობავეჭდინე დალოცვების მთელი დასტა, რომლებიც შემდეგ უკვე ბარში თაბახის ფურცლებზე გადავიტანეთ ფერადი ფლომასტერებით, მიმტანიც მეხმარებოდა, შემდეგ ეს დალოცვები ლენტებით შევკარით და კალათაში ჩავაწყეთ :D

ხოდა საიდან გაჩნდა კალათა: კალათა დათოს საჩუქარია, ახალ წელს ტკბილეულით სავსე და თავისი ხელით ლამაზად გაფორმებული გადმომცა, მთელი ერთი თვე მოვუნდი მერე იმ ტკბილეულის ჭამას, მიხვდით ალბათ, ვიზოგავდი :D ლენტებს რაც შეეხება ესპანური წვეულებიდან იყო შემორჩენილი :D

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 23:15
by dolidzeli
დიდი მადლობა ორგანიზატორს,ასეთი ლამაზი საღამოსთვის

ესე პატარა ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=O5hghUNBqw8

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 23:51
by Lola
მადლობა რომ არსებობ ნინო!
და ყველას მადლობა!....

ირლანდიური წვეულება

Posted: 23 ოქტ 2010, 23:56
by MIRANDA
ნინი_85
ვერ გადმოვცემ საკმარისად, როგორი აღფრთოვანებული ვარ შენი პიროვნებით!

ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი ლამაზი საღამოსთვის და არა მარტო ამისთვის !

ირლანდიური წვეულება

Posted: 24 ოქტ 2010, 00:06
by legenda
ნინი_85

საოცარი ადამიანი ხარ, დიდბუნოვანი.

მეამაყები!


გმადლობ რომ ასეთი ხარ. 8)

ირლანდიური წვეულება

Posted: 24 ოქტ 2010, 00:36
by Shanshika
მე უბრალოდ ვიტყვი რომ ...ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულს...

გუშინდელის მერე სასიამოვნოდ მეღიმება ხოლმე ...
მგონი ძილშიც ვიღიმებოდი :D ...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინის, მარმენიოს, ბენდს, ბარს და თქვენ ყველას
...

:* ...

ირლანდიური წვეულება

Posted: 24 ოქტ 2010, 00:58
by keto
Shanshika wrote:მე უბრალოდ ვიტყვი რომ ...ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულს...

გუშინდელის მერე სასიამოვნოდ მეღიმება ხოლმე ...
მგონი ძილშიც ვიღიმებოდი :D ...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინის, მარმენიოს, ბენდს, ბარს და თქვენ ყველას
...

:* ...
+მილიონი :D


ფოტოები მალე იქნება??? :roll:

ირლანდიური წვეულება

Posted: 24 ოქტ 2010, 16:22
by meore monadire
რა მაგარი რამე გამოვიდა :) დიდი მადლობა ნინი ორგანიზებისათვის :)

ირლანდიური წვეულება

Posted: 24 ოქტ 2010, 21:00
by del
დიდი მადლობა ნინის!!!

მოხარული ვიქნები თუ ხშირად შევქმნით ასეთ მრავალფეროვან საღამოებს! :)

ირლანდიური წვეულება

Posted: 25 ოქტ 2010, 04:05
by marishka
ძალიან მხიარული, სასიამოვნო და განსხვავებული საღამოსთვის ნინის დიდი მადლობა.
მეც არ დავაყოვნებ და რამდენიმე ვიდეოს ავტვირთავ

http://www.youtube.com/watch?v=FkstgynVpxs

http://www.youtube.com/watch?v=PVV79N78SXA

ირლანდიური წვეულება

Posted: 25 ოქტ 2010, 12:50
by Katy
ფოტოები დადეთ რა! :(
ბოლო მომენტამდე მოვდიოდი... :)
ნინი, უზომოდ მიყვარხარ, საოცარი ადამიანი ხარ!
ალბათ, one in a million! :)

ირლანდიური წვეულება

Posted: 25 ოქტ 2010, 14:44
by Shanshika
marishka

:mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ...:*

ირლანდიური წვეულება

Posted: 25 ოქტ 2010, 15:42
by iisferiTovli
ნინ მიყვარხარ! :) :*

კარგი საღამო იყო ნამდვილად..