Page 1 of 3

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 18:33
by karavi87
ასეთი იდეა დამებადა და ვისაც სურვილის და დრო ექნება შემომიერთდეს.

მოკლედ,
მინდა მოვაწყო კარვული შეკრება ჩემს აგარაკზე ცხვარიჭამიაში, და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ასევე გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შთაბეჭდილებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების და ადგილების შესახებ, ხოლო ამისათვის გთავაზობთ ჩემს აგარაკს. მემგონი კარგი იდეა არის.

ჩემი აგარაკი არის სრულად კეთილმოწყობილი ანუ სახლში მაქვს ბუხარი და შეშა სამწვადისათვის, ასევე თეფშები და ყველანაირი აქსესუარი რაც სუფრას სჭირდება, რაც შეეხება თანხას ვფიქრობ რომ თითოეულმა ადამიანმა რომ დავდოთ 15 ლარი სრულიად საკმარისი იქნება პროდუქტების საყიდლად. რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას 30 კაცი თავისუფლად დავეტევით და თუ მეტნი ვიქნებით ეგეც არ არის პრობლემა რამეს მოვიფიქრებთ :). ასევე სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება სახლში მთელი ღამე დავრჩეთ და გავერთოთ რადგანაც ამჟამად ცარიელია. მოკლედ შევიკრიბებით 7 ნოემბერს დილით (საათი ერთად შევათანხმოთ), ხოლო ამის შემდეგ ერთი ნაწილი გაემგზავრება ჩემი აგარაკისაკენ ხოლო მეორე ნაწილი წავა პროდუქტების საყიდლად.

ერთი სიტყვით მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

ესეც ჩემი აგარაკის სურათები


Image

Image

Image

Image

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 20:18
by guruli
karavi87 - 31-ში ვმუშაობ, მაგრამ იდეა დამაინტერესებელია. თან შემოდგომის ფერები!!! :? :?

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 20:20
by teo-
წამოვალ

მუსიკა არის???

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 22:29
by Shanshika
მე მომწონს იდეა ...
:roll:

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 23:16
by ARCHILI
karavi87


ცოდო ხარ ველური კარაველების ხელში...

:)


მე მომინდა ძალიან, თუ ჯანმრთელობა არ შემიშლის ხელს, სიამოვნებით გესტუმრები :)


მარა, ღამისთევისათვის 30 ჯობია, ანუ შაბათს გასვლა-კვირას დაბრუნება,...

:)

ჯგირ კოჩ!!!

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 23:22
by karavi87
teo- wrote:წამოვალ

მუსიკა არის???
მუსიკა არის და გიტარაც მაქ

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 23:23
by karavi87
ARCHILI wrote:karavi87


ცოდო ხარ ველური კარაველების ხელში...

:)


მე მომინდა ძალიან, თუ ჯანმრთელობა არ შემიშლის ხელს, სიამოვნებით გესტუმრები :)


მარა, ღამისთევისათვის 30 ჯობია, ანუ შაბათს გასვლა-კვირას დაბრუნება,...

:)

ჯგირ კოჩ!!!
გადავწყვიტოთ ერთად და მასეც შეგვიძლია მოვიქცეთ

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 18 ოქტ 2010, 23:53
by keto
მართლა კარგი აზრია, მეც მომწონს და თბ-ში ყოფნის შემთხვევაში, შემოგიერთდებით ალბათ.

ისა და, თოვლი რომ მოვა და ისეთი იქნება სახლი, როგორიც სურათებშია, მაშინაც ხომ დაგვპატიჟებ? :roll: :roll:

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 00:04
by bambina
აუ

ასეთი კარგი აზრი კარგა ხანია არ მსმენია


მმმმმ

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 00:14
by karavi87
keto wrote:მართლა კარგი აზრია, მეც მომწონს და თბ-ში ყოფნის შემთხვევაში, შემოგიერთდებით ალბათ.

ისა და, თოვლი რომ მოვა და ისეთი იქნება სახლი, როგორიც სურათებშია, მაშინაც ხომ დაგვპატიჟებ? :roll: :roll:
მაშინაც შეიძლება მაგრამ ძალიან ეციება :)

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 01:20
by Naia
karavi87
ყოჩაღ, ლადო, გადასარევი იდეააა! :)

ქეთოს თქმის არ იყოს, თუ თბ-ში ვიქნები აუცილებლად წამოვალ

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 09:18
by ნინი_85
მშვენიერია თუმცაღა ჩემი უფროსის ხელში მე რამდენად შევძლებ შემოგიერთდეთ არ ვიცი :D

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 10:01
by del
karavi87
ვაუ რა მაგარი აგარაკი გქონია!

გოგონების ამოყვანა მოსულა? :D

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 11:30
by lama
karavi87
ძალიან კაი იდეააა. შეიძლება მე და ჩემი მეუღლეც შემოგიერთდეთ :)

კარველები კარავი 87 თან აგარაკზე 7.11.2010

Posted: 19 ოქტ 2010, 11:38
by Ledi
karavi87 ფრიად მოხიბლული ვარ, შესანიშნავი გარემოა, ასე მგონია საზღვარგარეთ უნდა წავიდე :)
შიდა ინტერიერის ფოტოები არ გაქვს? ესეც საინტერესო იქნებოდა.