Page 1 of 1

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 10:31
by Makena
მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ 16 ოქტომბერს,შაბათს, ასოციაცია ელკანას ინიციატივით, ახალციხეში, მუზეუმის (ჯაყელების სასახლე) მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება პურის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზაციას, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა პურის ცხობა, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მცხობელები თავიანთ ოსტატობას გამოავლენენ, გამოცხვება მესხური, კახური, რაჭული პურები... პარალელურად მოეწყობა ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა(ბაქმაზი,თუთის ჩირი,ღვინო...), ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა რომელიც მესხეთს მიეძღვნება, ღია სცენაზე ჩატარდება კონცერტი რაც ბოლოს მცირე ფეირვერკით დასრულდება.

ფესტივალი ოფიციალურად 13:00 -ზე გაიხსნება.
ელკანასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქარტველოს ტურიზმის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფონდი ევრაზია.
მობრძანდით და ისიამოვნეთ !
:)

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 11:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena
რამდენი სახის ქართული პური იქნება წარმოდგენილი?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 11:55
by guruli
Makena - ალბათ, არ იქნები წინააღმდეგი, ეს განცხადება სხვა ფორუმზეც რომ გავავრცელო. :wink:

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 13:11
by Nephros
რა კარგია! მიყვარს პური!

Makena
მესხურ პურში რომელი იგულისხმება? - მრგვალი, შუაში გახვრეტილი პური, თუ სომინი?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 23:05
by Makena
Nephros
სომინი რომელი პურია? მართალი გითხრა არ ვიცი, საინტერესო სახელია.

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 23:07
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
5 თონე დაიდგმება ფესტივალისთვის და ასევე ვცდილობთ ფურნის მოწყობას რადგან მესხეთისთვის სწორედ ფურნეში გამომცხვარი პურია დამახასიათებელი, თუმცა ფურნის ასე სწრაფად აწყობა და თანაც დროებით არც ისე იოლი აღმოჩნდა.
გამოაცხობენ მესხურ, რაჭულ, კახურ და სომხურ პურებს.

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 12 ოქტ 2010, 23:08
by Makena
ირაკლი,
რათქმაუნდა არა, ვისაც სურვილი აქვს ყველას შეუძლია ფესტივალზე ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება :)

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 13 ოქტ 2010, 00:13
by Nephros
Makena wrote:Nephros
სომინი რომელი პურია? მართალი გითხრა არ ვიცი, საინტერესო სახელია.
სწორედ სომინია მესხური პური.
მესხეთისთვის სწორედ ფურნეში გამომცხვარი პურია დამახასიათებელი
შესაძლოა სწორედ სომინი უნდა გამოცხვეს ამ ფუნეში და უბრალოდ არ იცი, რომ ასე ქვია. რა ვიცი, მგონი სომინის გამომცხობი ხალხი აღარ დარჩა მესხეთში და სომინი ვისღა ეცოდინება? :)
რამდენადაც ვიცი, ფურნეში ოჯახი ბევრ სომინს აცხობდა, რომელიც რაოდენიმე დღის განმავლობაში კარგად ინახებოდა და დიდხანს არ ძველდებოდა.

მომწონს პურის ფესტივალის იდეა! იმედია ბევრი ხალხი დაესწრება ფესტივალს და მრავალი წელი იარსებებს!

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 14 ოქტ 2010, 15:04
by Makena
Nephros
სომინი არასოდეს გამისინჯავს, იმედია ფესტივალზე გავსინჯავთ :)

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 15 ოქტ 2010, 10:21
by del
სურათებს ველით :)

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 15 ოქტ 2010, 12:11
by miau
იყავით პურის ფესტივალზე? რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 15 ოქტ 2010, 13:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფესტივალი ხვალ ტარდება, 16 ღვინობისთვეს.
ასე რომ, ფოტოები ჯერ არ არის

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 19 ოქტ 2010, 14:25
by Makena
პურის ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა, მართალია დენი გამოირთო რის გამოც პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა მაგრამ მაინც საინტერესო ფესტივალი შედგა.
იყო პურის ცხობა, თონეში ლობიანები და დედას პურები, მწვადები და მესხური ღვინო, ქართული სიმღერა და ცეკვა... ამინდი მზიანი და თბილი, ასერომ მესხეთს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაამახსოვრდება. :D ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 20 ოქტ 2010, 20:37
by miau
Makena

ვაა, ძალიან საინტერესო, ძალიან მაინტერესებს ფოტოები...

პურის ფესტივალი ახალციხეში

Posted: 22 ოქტ 2010, 12:01
by Nephros
Makena
კარგი დასაწყისია. მთავარია, რომ ფესტივალი ყოველ წელს ჩატარდეს – უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხალხმრავალი გახდება.

სიამოვნებით დავაგემოვნე თონეში გამომცხვარი წითელი დოლის პური. უგემრიელესი იყო.
იმედია სომინს მომავალ წელს გავსინჯავთ :wink:

ელკანას გვერდზე ვერ ვნახე და ძალიან მაინტერესებს – სამცხე–ჯავახეთში თქვენი დახმარებით მარტო ის ღვინო ისხმება, რომელიც ფესტივალზე იყო წარმოდგენილი? რა ყურძნის ჯიშია? სხვა მეღვინეები თუ გყავთ?