Page 9 of 10

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 20 სექ 2011, 14:06
by Makena
ინფორმაციისათვის - ბიოველში შემოვიდა კარტოფილი(ახალციხე), ხახვი წითელი და ოქროსფერი(ხაშური), ღერღილი და ჭადის ფქვილი(ქართული სიმინდისაგან - კაჟოვანასგან დამზადებული), მინდვრის ლობიო(ხაშური).

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 20 სექ 2011, 16:35
by Tamusia
სავარაუდოდ, 5 დღეში ამოვივლი და ჭადის ფქვილი იმედია დამხვდება :D

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 26 სექ 2011, 10:01
by tiko_r
qvevri wrote:
KSOVRELI wrote:მაღაზიაში მიიღეს ახალი პროდუქცია: ვერმიშელი, მაკარონი და ბიო ყავა.

ეს ბიო ყავა ხსნადია. ყველა სხვა ხსნად ყავას ჯობია, რომელიც კი ოდესმე გამისინჯავს. წარმოებულია გერმანიაში.
ჩვენთნ ორი სახის ბიოყავაა: კოფეინით და კოფეინის გარეშე!
მაუნთ ჰაგენზეა საუბარი?

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 30 სექ 2011, 13:24
by KSOVRELI
tiko_r

კი.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 13 ოქტ 2011, 12:11
by GT.ge
გუშინ საღამოს ავედი ტრადიციულად თაფლ-ფიჭა-ჩაისთვინ.
მაღაზიაში იმფერი ცხელი ჰაერი უბერავდა საიდანღაც, გაღვივებული ლობიო წავიღე. :))) პროდუქტები იქეთ იყოს და, მაღაზიის თანამშრომელი ცოდოა...

KSOVRELI
0,5 კგ-იან ჩაის შეფუთვას რომ იღებ, მერე როგორ ინახავ, მინის ქილაში ათავსებ, თუ ქაღალდში ტოვებ?

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 13 ოქტ 2011, 23:56
by Makena
GT.ge
მაღაზიაში მძლავრი კონდინციონერი დგას გასაგრილებლად, როცა დენი ითიშება კონდენციონერიც ავტომატურად ითიშება და გენერატორის რეჟიმი ირთვება მაცივრებისთვის, კონდინციონერს კი აღარ ყოფნის.. შესაბამისად ვეღარ გრილდება იქაურობა, სულ ეგ არის.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 14 ოქტ 2011, 23:11
by KSOVRELI
GT.ge wrote:გუშინ საღამოს ავედი ტრადიციულად თაფლ-ფიჭა-ჩაისთვინ.
მაღაზიაში იმფერი ცხელი ჰაერი უბერავდა საიდანღაც, გაღვივებული ლობიო წავიღე. :))) პროდუქტები იქეთ იყოს და, მაღაზიის თანამშრომელი ცოდოა...

KSOVRELI
0,5 კგ-იან ჩაის შეფუთვას რომ იღებ, მერე როგორ ინახავ, მინის ქილაში ათავსებ, თუ ქაღალდში ტოვებ?
ქაღალდში ვტოვებ და დროდადრო ვავსებ მცირე ზომის კერამიკულ ჭურჭელს.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 14 ოქტ 2011, 23:14
by KSOVRELI
Makena

მზესუმზირის ზეთს ლამის მთელი წელია ველოდები.
აღარ არის მუხუდო და ცერცვი (ბოლო შეფუთვა მე წამოვიღე) :(

და კიდე: რატომ აღარ აცხობთ აგურის პურს?
მართალია, შოთიც გემრიელია, მაგრამ ის სულ სხვა იყო.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 18 ოქტ 2011, 15:25
by Makena
მზესუმზირის ზეთი, მუხუდო და ცერცვი მალე იქნება, როგორც კი შემოვა დავწერ, მზესუმზირის ზეთს მეც ველოდები უკვე რახანია :)

შოთზე მეტი იყო მოთხოვნა და ამიტომ ჩავანაცვლეთ.

სიახლე - მაღაზიაში იყიდება,, წითელი დოლის" ფქვილი, დიდი ხანია ამ ფქვილს გვთხოვდნენ, ვისაც ქართული ხორბლის ფქვილით უნდა პური თვითონ გამოაცხოს სახლში, შეუძლია შეიძინოს, გაითვალისწინეთ რომ ეს არის ხორბლის მთლიანი მარცვლის დაფქვით მიღებული რუხი ფქვილი ყოველგვარი დანამატებისა და მინარევების გარეშე, კონკრეტულად პურის გამოსაცხობად არის იდეალური, იმისდა მიხედვით თუ ვის როგორი მოსწონს შეიძლება მისი განუზავებლად ცხობა ასევე შეიძლება 30 ან 50% თეთრი ფქვილის შერევა და ისე გამოცხობა.
ნამცხვრებისთვის და ხაჭაპურისთვის არ გამოგადგებათ :)

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 07 ნოე 2011, 17:31
by Makena
KSOVRELI
მზესუმზირას ცივი გამოხდის ზეთი შემოვიდა.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 08 ნოე 2011, 10:28
by Tamari-ch.
შავი ჩაი არააა ელკანასი გუდვილში!!!!!!!!!!!!!!
ორჯერ მივედი უკვე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


:evil: :twisted: :evil: :twisted: :x :P :o

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 09 ნოე 2011, 08:22
by KSOVRELI
Makena wrote:KSOVRELI
მზესუმზირას ცივი გამოხდის ზეთი შემოვიდა.
:D

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 09 ნოე 2011, 14:32
by Makena
Tamari-ch.
გუდვილში ამდენ სიარულს, ამოდი ჩვენთან და უფრო იაფად შეიძენ :)

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 09 ნოე 2011, 17:24
by Tamari-ch.
Makena wrote:Tamari-ch.
გუდვილში ამდენ სიარულს, ამოდი ჩვენთან და უფრო იაფად შეიძენ :)
სადღაც კენწეროზე ხართ კაცო...
თან მაქეთ არ ვხვდები - სამსახური რუსთაველზე მაქვს -
(თუ ვინმე აქეთ მუშაობთ - წამომიღეთ და შეგხვდებით სადმე) ...

გუდვილი კი სახლთანაა ახლოს..

ჰოდა რომ მოიტანთ გუდვილში შავ ჩაის
წააწერეთ:

"ეძღვნება ჩვენს საყვარელ Tamari-ch.-ს თქო"


:lol:

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 16 დეკ 2011, 10:40
by Makena
ბიოველში შემოვიდა კახური ღვინო ნეკრესიდან, საუცხოო ღვინოა! საახალწლოდ თუ გინდათ რომ ისიამოვნოთ ღვინით, ნამდვილად ღირს შეძენა :)