Page 8 of 10

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 11 ივნ 2011, 08:41
by qvevri
Tamari-ch.
შენ როგორ გგონია, ბიოღვინის ბოთლებს ალვის ხე ისხავს? ეგეც ჩვეულებრივი ღვინოა, ოღონდ ბიოს შემთხვევაში ვაზი არ იწამლება შხამებით და ღვინოში ძროხის სისხლი და თევზის ნაწლავები არ იყრება, ისე, როგორც მაგალითAდ ქარხნული ღვინოების უმეტესობაში...

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 11 ივნ 2011, 08:53
by Tamari-ch.
ვაზი არ იწამლება შხამებით და ღვინოში ძროხის სისხლი და თევზის ნაწლავები არ იყრება
:shock:

შაბიამანითაც არ ხდება შეწამვლა ვაზის?

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 11 ივნ 2011, 14:02
by qvevri
Tamari-ch.
რა თქმა უნდა ხდება, ოღონდ ეს პრეპარატი ლიმიტირებულად გამოიყენება, რათა ჰექტარზე დაშვებულზე მეტი სპილენძი არ შევიდეს. ზოგადად სპილენძისშემცველი პრეპარატები ბიოში დაშვებულია გარკვეული დოზებით. დაშვებულია ასევე გოგირდიც. მოკლედ, გამოიყენება კონტაქტური და არა სისტემური პრეპარატები.
ასევე, ნიადაგის გასანოყიერებლად ბიოში მინერალური სასუქები არ გამოიყენება.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 14 ივნ 2011, 16:40
by Makena
Tamari-ch.
რითი განსხვავდება ბიო ყავა ჩვეულებრივისგან - უმთავრესი არის ის რომ ბიო ყავის წარმოების და გადამუშავების დროს არ გამოიყენება ქიმიური საშუალებები, არც სასუქის და არც პესტიციდების სახით.
ასევე უმკაცრესად კონტროლდება ის რომ არ იქნას გამოყენებული გენმოდიფიცირებული ყავა.
ასევე გამორიცხულია ყავის შემცვლელად სოიას და სხვა მსგავსი პარკოსნების გამოყენება, როგორც წესი მსხვილი კომპანიები მაგ: ნესკაფე და ძმანი მისნი იყენებენ ასეთ პრაქტიკას ხსნად ყავაში და როგორც წესი მათ მიერ ყავის ნაცვლად გამოყენებული სოიო გენმოდიფიცირებულია, საერთოდ დედამიწაზე წარმოებული სოიოს 90% გენურია...
ასერომ ყავა საკმაოდ სშიში პროდუქტია თუ ის ხარისხიანი არ არის!

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 01 ივლ 2011, 15:29
by Ledi
,,Bio Valley" - ში ,,ყვავილის მტვერის", ან ,,ფუტკრის რძის" შეძენა თუა შესაძლებელი?

ან იქნებ ვინმემ მირჩიოს სად შეიძლება. სამთო ქიმიასთან არის თაფლის სახლი, მაგრამ ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც ძალიან მალე კარგავს სასარგებლო თვისაბებს, განსაკუთრებით არასწორად შენახვის შემთხვევაში. ასე რომ ნდობის საკითხია.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 01 ივლ 2011, 22:41
by mariamooo
Ledi wrote:,,Bio Valley" - ში ,,ყვავილის მტვერის", ან ,,ფუტკრის რძის" შეძენა თუა შესაძლებელი?

ან იქნებ ვინმემ მირჩიოს სად შეიძლება. სამთო ქიმიასთან არის თაფლის სახლი, მაგრამ ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც ძალიან მალე კარგავს სასარგებლო თვისაბებს, განსაკუთრებით არასწორად შენახვის შემთხვევაში. ასე რომ ნდობის საკითხია.
ლედი, თუ მაღაზიაში არ ექნებათ, მე შემიძლია დაგაკვალიანო მაგ ამბავში

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 28 ივლ 2011, 11:56
by Makena
Ledi
მაღაზიაში არ გვაქვს, თუმცა თუ შეგვიკვეთავ მოგაწვდით, აი ამ მეილზე მიმართე ვატო ღოღობერიძეს - bioextension@elkana.org.ge; შეგიძლია მობილზე დაუკავშირდე - 599446044
ვატო ელკანას კონსულტანტია მეფუტკრეობაში, მას შეუძლია კვალიფიციური რჩევა მოგცეს და თან შეძენაშიც დაგეხმარება.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 28 ივლ 2011, 12:02
by Makena
ბიოველში ყოველდღე იყიდება კახური შოთი რომელიც წითელი დოლის ფქვილით ცხვება თონეში.
ეს კი მაღაზია ბიოველის ტელეფონია 8790536490; პური საკმაოდ სწრაფად იყიდება, ამიტომ ტყუილად რომ არ ამოხვიდეთ ჯობს წინასწარ დაურეკოთ, გამყიდველს თუ ეტყვით თქვენთვის გადაინახავს და დაგახვედრებთ.

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 22 აგვ 2011, 23:39
by დათო
გერმანული ენა არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც მესმის, ელკანაზე არის დადებითი სტატია :)
http://www.renovabis.de/news/3962/mit-o ... -aus-krise

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 30 აგვ 2011, 11:42
by Makena
დათო
დიდი მადლობა, ჩვენ არ ვიცოდით ამ სტატის არსებობა. :)

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 30 აგვ 2011, 14:39
by saskva
Makena
ბიოველში ყოველდღე იყიდება კახური შოთი რომელიც წითელი დოლის ფქვილით ცხვება თონეში.
ეს პური რამდენად რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულებისთვის??? :roll: :roll: :roll:

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 02 სექ 2011, 16:08
by Makena
saskva
ეს არ არის დიაბეტური პური, დიაბეტით დაავადებულთათვის ადრე გამოდიოდა სპეციალური პური, თუმცა დღეს გამოდის თუ არა არ ვიცი :roll:

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 14 სექ 2011, 20:44
by დათო
Makena
გაიხარე :)

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 14 სექ 2011, 21:02
by Tamari-ch.
გუდვილში არაა ელკანას ჩაი!!!

ავწიე იმ დღეს მთელი გუდვილი წიოკით!!!

სასწრაფოდ მომაწოდეთ ელკანს ჩაი გუდვილში, თორემ გავგიჟდები!!



:evil: :twisted: :evil:


:wink:

გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Posted: 20 სექ 2011, 14:03
by Makena
Tamari-ch.
გუდვილსაც ჩამოეძინა უკვე...კონკურენტი რომ არ ყავთ ეტყობათ :)