გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by anna_di » 27 ოქტ 2010, 12:23

Makena

გილოცავთ.
ძალიან მომხიბლავად ჟღერს ეკოლოგიურად სუფთა ბიო-პროდუქტები და მინდა დავაგემოვნო. მოწონების შემთხვევაში საერთოდაც გადავიდე თქვენი პროდუქციის მოხმარებაზე.

მეტრო დელისიდან თუ ამოდის სამარშრუტო ტაქსი ან ავტობუსი?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Tamari-ch. » 27 ოქტ 2010, 12:32

მეტრო დელისიდან თუ ამოდის სამარშრუტო ტაქსი ან ავტობუსი?
არაფერი არ ადის - ქაჯეთის ციხესავითაა

:lol:

გუდვილს მიაწოდეთ რა თქვენი პროდუქცია
იქ მაინც ვიყიდი.....

:D
Last edited by Tamari-ch. on 27 ოქტ 2010, 15:07, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by anna_di » 27 ოქტ 2010, 13:01

Tamari-ch.

და დელისის მეტროდან ფეხით უნდა ავიდე? სასიარულო ბევრია? :(

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by GT.ge » 27 ოქტ 2010, 13:45

KSOVRELI wrote:GT.ge

ჩაი ჯერ კიდევ მაღაზიის გახსნამდე შევიძინე. ნახევარი კილო ვიყიდე. ისეთია, ზედმეტი თუ მოგივიდა, ღამე არ დაგაძინებს :D
კაი ხანია მაგ მწვანეს გარდა, ჩაი არ გამისინჯავს. ძაან მომწონს.

პური ვიყიდე კვირას... ე.ი. 6 დღის გამომცხვარი. გემო გადასარევი. ცოტა იფშხვნებოდა.

M დელისიდან იქნება 500 მ.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Makena » 27 ოქტ 2010, 18:55

Tamari-ch.
რასაც ჩვენ ტყე-ღრეში დავდივართ... 500 მეტრის ასფალტზე გავლამ შეგაშინა :wink:
გუდვილში არის რამდენიმე პროდუქტი, თუმცა იქ დაახლოებით 60% ით აძვირებენ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Makena » 27 ოქტ 2010, 18:57

anna_di
დიდი მადლობა :)
მეტრო დელისიდან ტრანსპორტი არ მოდის, ეკოლოგიურ გარემოში გვაქვს ოფისიც და მაღაზიაც, ასე 500 მეტრია გასავლელი, გზაზე მინიშნებაა რამდენიმე ადგილას, თეთრ-მწვანე ისრებია წარწერით.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Tamari-ch. » 27 ოქტ 2010, 20:22

Makena wrote:Tamari-ch.
რასაც ჩვენ ტყე-ღრეში დავდივართ... 500 მეტრის ასფალტზე გავლამ შეგაშინა :wink:
გუდვილში არის რამდენიმე პროდუქტი, თუმცა იქ დაახლოებით 60% ით აძვირებენ.
არა - ტყე-ღრეში სიარული მაინც სულ სხვაა

აი სამსახურის მერე 500 მეტრი აღმართი ეს ნამდვილი გმირობაა
და ძალიან უნდა გიყვარდეს ქვევრი და მაკენა ეს გმირობა რომ ჩAიდინო...

:lol: :lol:

ახლოს რომ ვცხოვრობდე, კი ვიზამდი ...

:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by ნინი_85 » 27 ოქტ 2010, 20:53

პურის ფესტივალზე შეძენილი ელკანას მწვანე ჩაი დაგემოვნებას ელოდება :D
ხვალ-ზეგ არმაზსში გავუსინჯავ გემოს ;)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by KSOVRELI » 28 ოქტ 2010, 00:46

GT.ge

მე განსაკუთრებით პარკოსნები მომწონს: ცერცვი, ცულისპირა, მუხუდო.
ცერცვი მამაკაცის პოტენციისთვის კარგიაო :shock:
მართალია, პოტენციას არ ვუჩივი, მაგრამ იქნებ სწორედ მაგიტომაც არ ვუჩივი :wink:

და კიდე ზეთი მომეწონა ძალიან. 4 თვე აქვს ვარგისიანობის ვადა.
მართალია, 1 თვის ვადაგასული ვიყიდე, მაგრამ მაინც მომეწონა :shock:
და ახლა სხვა ზეთს ზიზღით ვუყურებ :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by guruli » 28 ოქტ 2010, 01:20

ვახ - ეს მწვანე ჩაი ნუთუ ასე კარგია? :roll: ძალიან კარგი - ანასეულის ნაჩუქარი ჩაი მითავდება და ვწუხდი, სად ვიყიდო ასე კარგი-მეტქი და ბარემ მაგას ვიყიდი, თორემ გურიაში საკუთარი ხელით დამზადების გარდა, სხვა შანსი არ მქონდა. :)
არადა, ჩემი 15 კილოგრამით (ეს რაც ვიცი ანუ როცა ავიწონე) დაკლებას ძირითადად ჩაის ვუმადლი - დიეტას მოუკვდა მომგონი! :D
KSOVRELI
და კიდე ზეთი მომეწონა ძალიან. 4 თვე აქვს ვარგისიანობის ვადა.
მართალია, 1 თვის ვადაგასული ვიყიდე, მაგრამ მაინც მომეწონა
და ახლა სხვა ზეთს ზიზღით ვუყურებ
საინტერესოა! მე მხოლოდ ქართულ ზეთს ვყიდულობ - "მზიურს" რომელიც აღარ გამოდის უკვე, სხვა ქართულები კი არ მომეწონა და იძულებული ვარ, ისევ რუსულ-თურქულ-უკრაინულები ვიყიდო. ეგ თუ ვარგა, ძალიან კარგი.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by KSOVRELI » 28 ოქტ 2010, 08:14

guruli

რას ამბობ, კაცო, "მზიურს" ვერც შევადარებ. მართალია, 7 ლარი ღირს, მაგრამ მე მიღირს.
ელკანას ზეთი ცივი დაწურვის მეთოდით არის მიღებული.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by GT.ge » 28 ოქტ 2010, 13:38

KSOVRELI wrote:GT.ge

მე განსაკუთრებით პარკოსნები მომწონს: ცერცვი, ცულისპირა, მუხუდო.
ცერცვი მამაკაცის პოტენციისთვის კარგიაო :shock:
მართალია, პოტენციას არ ვუჩივი, მაგრამ იქნებ სწორედ მაგიტომაც არ ვუჩივი :wink:

და კიდე ზეთი მომეწონა ძალიან. 4 თვე აქვს ვარგისიანობის ვადა.
მართალია, 1 თვის ვადაგასული ვიყიდე, მაგრამ მაინც მომეწონა :shock:
და ახლა სხვა ზეთს ზიზღით ვუყურებ :?
ჰოოო... ისეთ ასაკში შევდივარ, დროა დავიწყო ცერცვის მოხმარება... :D :lol:

ზეთის ფასი (8 ლარი) ცოტა მეძვირა... კაი ხანია სურსათი არ მიყიდნია. ე.ი. თუ კარგია და ფასიც ნორმალური, მაშინ ავიღებ. :)

guruli
დღეში რამდენ ჭიქა ჩაის მიირთმევ, წონაზე რო იმოქმედა? :roll:
ისე, რაც ელკანას ჩაის ინსტრუქციაში სამკურნალო თვისებები უწერია, სიცოცხლეს ალბათ გააორმაგებს, დაკლების არ ვიცი. :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Makena » 28 ოქტ 2010, 19:09

ზეთის ფასი თავიდან ყველას ეძვირება, თუმცა გასათვალისწინებელია ის რომ ეს არის ცივად გამოწურვის ტექნოლოგია საიდანაც ზეთის გამოსავალი 1 კგ. მზესუმზირიდან 35% მდეა, არ ხდება მზესუმზირის წინასწარ მოხალვა და არც ზეთის გაცხელება, არ ემატება არანაერი კონსერვანტი ამიტომ ეს ზეთი 4 თვეს ინახება, თუ სიგრილეში შეინახავთ 6 თვეც გაძლებს. ქარხნულ მზესუმზირას ზეთში უამრავი კონსერვანტია, ადუღებულია, გაფილტრულია და მის მიღებაში გამოყენებულია ბენზოლი იმისათვის რომ მაქსიმალურად ბევრი ცხიმი ამოიღონ, ბენზოლი საბოლოოდ ფილტრაციის დროს ნაწილობრივ ერთმევა...ნაწილობრივ კი რჩება ასერომ ყველა ქარხნულ ზეთში ბენზოლის გარკვეული დოზაა რომელსაც ჩვენ ზეთთან ერთად მივირთმევთ... დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
მზესუმზირის გარდა ჩვენ სელის ზეთიც გვქონდა რომელიც ერთერთ უძლიერეს ანტიკანცეროგენად ითვლება, ჩვენი წინაპარი სწორედ ამ ზეთით იკვებებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეს ზეთი 20 ლარი ღირდა ლიტრი, სელის ზეთი მთლიანად გაიყიდა უკვე და ამიტომ ვერ შემოგთავაზებთ მომავალ სეზონამდე. ეს ზეთები ისეთი ხარისხის არის რომ დილაობით მათი დალევაა რეკომენდებული უზმოზე, რადგან შეუცვლელ ამინომჯავებს შეიცავენ და ასევე ძალზედ მდიდარია მინერალებით და ომეგა 3 ით.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by Tamari-ch. » 28 ოქტ 2010, 19:16

Makena
ეგ ზეთი გუდვილში შეტანილია?
იქ ვიყიდი.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გაიხსნა ელკანას მაღაზია ,,Bio Valley"

Post by qvevri » 28 ოქტ 2010, 19:17

დავამატებდი, რომ სელის ზეთი ძველ დროში აგრეთვე გამოიყენებოდა ხმალ-სატევრების გასაწმენდად და აქედან გამომდინარე მოსავლელ საშუალებადაც, ოღონ მანამდე სელის ზეთს აძველებდნენ ერთი ან ორი წლით. მოკლედ მაგარი რამეა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]