ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 09 სექ 2010, 22:14

დღევანდელ დღეს. 09.09.2010 გადავცურეთ თბილისის ზღვა

გადაცურვა დავიწყეთ საღამოს 5 საათზე და საათნახევარში მეორე ნაპირზე ვიყავით.

დანარჩენები დანარჩენებმა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Gvalva » 10 სექ 2010, 14:03

აუ, ძალიან მაგარი საღამო გვქონდა :)

გულწრფელი მადლობა ყველას, ხო თითქოს არაფერისთვის, მაგრამ ყველაფერმა თავისი ლაზათი შემატა ამ საღამოს.

გადავცურეთ არჩილმა, ნინი-85, ტ.დ.-თემომ და მე, გვგულშემატკივრობდა კეთილშობილი ბასილა, შუა ზღვაში! შემოგვემატა მომხიბვლელი ლიმპოპო :)

ჩემთვის პირადად ყველაზე მძიმე მომენტი იყო, როცა მაშველების ნავთან მივედით და გადავხედე რა უნდა გადაგვეცურა :) "თქვენ გიჟები ხომ არ ხართ??" იყო პირველი რაც გავიფიქრე, რადგან კიდე-განის სანახავად თავი ჯერ ერთ მხარეს მივაბრუნე ბოლომდე და მერე მეორე მხარეს, მოკლედ, თემქის მხრიდან თბილისის ზღვის წვეტი სადაცაა, მოწყობილი პლიაჟი, აი იქ რომ დადგებით და გაიხედავთ დამერწმუნებით რომ შემზარავი პერსპექტივაა :D :D

Image

ბიჭებმა ნავი გააჩალიჩეს!! მადლობების კორიანტელი მათ ამისთვის!!! იმიტომ რომ ნავი იყო კომფორტი!! აი, იცი როგორი? სავარძელში რომ ზიხარ და მიცურავ ისეთი :) :D

მოკლედ, ნავს ვუთხარით შუაზე შევხდეთო და გავემართეთ არჩილის მანქანით საწყის წერტილში. მინდა გითხრათ, რომ მოვახერხეთ და ზღვა სადაც ყველაზე განიერია იქ გადავცურეთ, მაშინ როცა მშვენივრად შეგვეძლო თბილისის ზღვის კლუბის მეორე მხრიდან გადმოცურვა, იმ მიზეზით რომ იქეთ წყალმცენარეები არ არის და ჩვენი დისტანციაც იმის ნახევარი იქნებოდა, რაც ეხლა გამოგვივიდა :)

როგორც გითხარით კომფორტულად ვცურავდით, ბასილა, მაშველი და ორი რგოლი და ერთი ჟილეტი იქვე 5 მეტრში მყოფ ნავში გვეგულებოდა და როიოდეჯერ ფეხის გაკვანძის მცდელობა ისე არხეინად გავატარე თითქოს ეს ვიღაცას ტელევიზორში მოეყოლოს და მე სავარძლიდან ვუყურებდი :), ამიტომ არც გამეკვანძა, თორემ რომ გავიხედ-გამოვიხედე 3ივე მხარეს ნაპირამდე ძაააალიან ბევრი იყო და ნავი რომ არა ჩემი პანიკა ფეხს კი არა ტვინსაც გამიკვანძავდა :)

პირველი მესამედი ლაპარაკ-ლაპარაკით ვიცურავეთ, საათსაც ვკითხულობდით მაგრამ მეორე ნაპირამდე კიიიიდევ ბევრი იყო, აქ ვთქვი, რომ თუ ცოტა ლაპარაკს არ მოვუკლებთ ასე ზღვა კი არა დაღამებამდე ხაშურამდეც ვერ ჩავალთ მეთქი :)

მეორე მესამედის გავლის შემდეგ კი არ დავიღალე, მომბეზრდა :) ამ დროს უკვე დაახლოებით 1 საათი ნაცური გვქონდა და არც არის გასაკვირი. თემო გვართობდა, ყორღანებიდან გნოლი აფრინა :), თან მოცურავდა, მეც მივცურავდი და რიტმულად ამოვდიოდი-ჩავდიოდი წყალში და იმას ვფიქრობდი, აბა ეხლა თავს რომ ამოვყოფ სად იქნება ლექსში :), უცნობი ლექსი ასეთი კაი არ იქნებოდა ალბათ, ეს კაი იყო :)

ბოლოს ნაპირზე მდგომი მანქანა გამოჩნდა, მერე გამოიკვეთა რომ სამარშუტო იყო, მერე ბორბლები უკვე გარკვევით ჩანდა, მერე წყალმცენარეებს შევეხეთ წყალში, მერე ისევ აღარ იყო წყალმცენარეები, მერე ბევრი იყო, მერე თემომ თქვა ეეე, უკვე ვდგევარო, მეც დავდექი და ვიდექი!!! ეეეეეეეეეეე!!! აშარად ვიგრძენი რას გრძნობდნენ 16 საუკუნის ზღვაოსნები როცა ყვიროდნენ ზემლლლლლიიიიიიიაააააა!! ნუ, ფილმებში ასე ყვიროდნენ თორემ დედანში ალბათ რამე ტერრრრრრააას მსგავსს იყვირებდნენ

მოკლედ გადავცურეთ!!

როცა დავდექით, ფოტოებიც გადავიღეთ და სულიც მოვითქვით არჩილმა მითხრა, ჩვენი მანქანა სხვათაშორის იქეთ არისო... არრრრრა მეთქი, უკან გადაცურვაზე ვერ დამითანხმებ მეთქი, და არჩილი მარტო გაბრუნდა... უკვე ისეთ კონდიციაში ვიყავი, რამდენს ვიცურავებდი ფაქტიურად სულ ერთი იყო, მაგრამ საათი და 20 წუთი ვიცურეთ, ახლა უკვე 7-ის ნახევარი იყო, რეალურს არ გავდა ეს აზრი...

ბევრი სტვენის და ნავის დადევნების შემდეგ, მაშველების კატერი გამოვიძახეთ, ნავი ქარს ვარკეთილისკენ მიქონდა უკვე, კატერსაც არ ემორჩილებოდა მოცურავე, მაგრამ მაგიური სიტყვა გაგვახსენდა :), სად მიცურავს, მაგის მანქანის გასაღები აქ არისო და ამან გაჭრა :)

არჩილს დეპორტაცია გაუკეთეს :)

მერე ჩვენ ნავში ჩავსხედით, და ციტა შიგნით შევედით, კატერი ასეთ ნაპირთან ვერ მოვაო, მერე კატერში გადავსხედით, ნავი და მაშველი გამოვიბით და კატერით გავისეირნეთ :)

სულ უკან მიმაქვს რაც მაშველებზე აუგი ვთქვი წინა თემაში!! ძალიან მაგარ იბიჭები ყოფილან!!! ბასილამ, ვეხვეწე და ძლივს დავითანხმე მეც რომ მომესვა ნიჩბებიო, სულ თვითონ უსვამდაო. მერე კატერს ვკითხეთ, თქვენს საგუშაგომდე მიგვიყვანთო? არა, მაგას როგორ გაკადრებთ, რეკორდსმენი ხალხი ხართო :) და მანქანასთან მიგვაბრძანეს ისე, რომ ფეხიც არ დაგვისველებია :)

მოკლედ, მადლობა!!

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by GT.ge » 10 სექ 2010, 16:40

Archil წერდა:

გადაცურვა გრძელდება !!!!

ტუდა სუდას დილიხორი მაქვს


ყოჩაღები ხართ!
სამსახურის მერე... "პაჟარი იყო"?

ხვალ არ ვიცი, არამგონია მოვიცალო... იქითა შაბათისთვის დავგეგმოთ "ტუდა-სუდა".

"ტუდას" რა დრო მოუნდით?
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 10 სექ 2010, 19:34

GT.ge

გეგმების შესახებ სამომავლოებში, აქ რეპორტაჟი

სამსახურის მერე პაჟარი იყო

შაბათ კვირა ლაშქრობების დროა. გვალვასაც არ ეცალა მერე და... ეგრე მოხდა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 10 სექ 2010, 19:49

ცოტას მეც მოვყვები

ეს სამომავლოებში რაც მივაწერე
Archil wrote:შევიკრიბეთ,

მე და გვალვა
ნინი და ბასილა სარაჯიშვილის მეტროსთან დაგვხვდნენ, უფრო სწორედ თემქის ასახვევთან
ტ.დ., თემო რომ ქვია, მაგი თავის სახლის მიდამოებში, წამი, წამზე შეგვხვდა

ლიმპომპომ ყველა გაგვაოცა - შუა ზღვაში ვიყავით უკვე გასულები, კატარღით რომ მოგვადგა.

გადავცურეთ, მაგრად გაგვისწორდა. კარგი წყალიც იყო.

ნავი გვყავდა თავისი მაშველით და ორი სამაშველორგოლით. ნავის გვერდით ყოფნა იმდენად დამამშვიდებელი აღმოჩნდა, რომ უპრბლემო გადავცურეთ ზღვა.

მე უკანაც მინდოდა გადმოცურვა... მარა კეთილმა მაშველებმა არაო..

აღარ გავძალიანებულვარ, მით უმეტეს რომ ყველას ტანისამოსი ჩემს მანქანაში იყო და ლოდინი მოუწევდათ.

მერე გლდანის თეთრი ტბა მოვინახულეთ

ჰოდა დავიშალეთ კიდევაც..

ეს მოკლედ და ცალკე თემაშI, რომელიც ალბათ სხვა აქტივობებშI გაიხსნება, იქ მოვყვეთ


გადაცურვა გრძელდება !!!!

ტუდა სუდას დილიხორი მაქვს :)
თავიდან მაშველებთან მივედით. ვუთხარით გიჟები ვართ და შარშანწინ გვითხრეს აქ უნდა დარეგისტრირდეთო ჰოდა ჩვენც მოვედითო.

გვითხრეს სწორად მოქცეულხართო. ნავი დაგჭირდებათო.. დავეთანხმეთ. ჯერ წყლის ველო ვიფიქრეთ ბასილასთვის, მარტო რომ წამოსულიყო, მარა მარტო ვერ გაქაჩავსო, დაგვარიგეს კეთილმა ადამიანებმა. მაშველსაც გამოგატანთო, ნავსაცო და მთელ ეკიპირებასაც, ოღონდ თქვენ ე მანდ არ მიგვეხრჩვათო (ეს ბოლო არ უთქვიათ, იგულიხმებოდა).

ნავი წყალში ჩაუშვეს, ნავში ორი ნიჩაბი, ორი სამაშველო რგოლი და ბასილა და მაშველი ჩასვეს. გოგოებამ თავიანთი ჩანთები პირსახოცებით და ეგეთებიც ნავში დაუტოვეს ბასილას. ნინის მობილურიც და ფოტოაპარატებიც მენავეთა გამგებლობაში აღმოჩნდა.

მანქანით საწყის ადგილთან მივედით. მანქანას დაკეტვა ხომ უნდოდა. გასაღები ვიღაცისთვის ხომ უნდა მიმეცა? არადა ბასილა უკვე "მე ვზივარ ნავში და მივცურავ ზღვაში" ტექსტით იყო.

ერთი სიტყვით ჩვენი ტანსაცმელი და სხვა ნივთები მანქანაში დავტოვეთ, გასაღების სხმულს კარების ჩამკეტი გასაღები მოვხსენი, კარებები დავკეტე. იქვე ნაპოვნი მავრთულით ხელზე შევიბი და ზღვისკენ გავწიე.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 10 სექ 2010, 20:03

ზღვაში ბოლოს მე და თემ შევედით. მე ნელა, აუჩქარფებლად, ნაბიჯ, ნაბიჯ მიყვარს შესვლა. უცებ თუ შევარდი, სული გეხუთებასავით, სხეული გარკვეულ შოკს ღებულობს და გრძელ საცურაო მანძIლზე ამ შოკით იცურაო, არაა მთლად კარგი. სჯობია სხეული ნელ-ნელა შეაგუო წყალს.

წყალი თბილი იყო, საამური საცურაოდ. არც ქარი იყო, რომ აეტალღებინა. ხელვადობაც კარგი იყო, წყალშიც და წყლის ზემოთაც.

ნავამდე უცებ მივედით. თავიდან ჯანზე ხარ, დაუღლელი და ენერგიის დახარჯვა გინდა. წინა გადაცურვის გამოცდილებიდან შემორჩენილი ჩვევა, ნინისკენ გამეხედა მუდამ ჟამს, თავიდან მუშაობდა. მაგრამ ნინი ნავის ახლოს იყო სულ და ამდენად ნელ-ნელა მიყუჩდა ეს ჩვევაც.

მე ცურვა ბაყაყურით მიყვარს, ბრასის სტილს ორმ ეძახიან. ამ დროს გულის რიტმი არ გერღვევა, ენერგია არ გეხარჯება და შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი იცურაო.

მე და გვალვა ბაყაყურით მივდიოდით. ნინი და თემო მკლავურით უმეტეს წილად.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by ARCHILI » 10 სექ 2010, 20:10

ასჯერ გაგონილს - წაკითხულს ერთხელ ნანახი - ფოტოდადებული ჯობიაო

:)
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by teo- » 10 სექ 2010, 20:11

ARCHILI
ჰაჰაჰა
ჰოო
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 10 სექ 2010, 20:12

მაშველები გარს დაგვტრიალებდნენ. სკუტერით მოვიდოდნენ და დაგვხედავდნენ, ჯერ კიდევ ფართხალებენ თუ არაო... ვფართხალებდით. მათი წესების დაცვით ვფართხალებდით და რა უნდა ეთქვათ. მიდიოდნენ მერე და... მოდიოდნენ ისევ :)

ნინიმ გადამრია. მისი მობილური რეკავდა ნავში და ისიც პასუხობდა. პირველად ვნახე შუა ზღვაში მოცურავე მობილზე ლაპარაკობდეს. თან ტექსტი ჰქონდა შესაბამისი - ჰო, ეხლა შუა ზღვაში ვარ და ვცურავ ( წარმომიდგენია ტელეფონის მეორე მხარეს ვინც იყო, მისი რეაქცია).

ცურვით ყველა კარგად მიდიოდა. გეზი წინა გასვლის ანალოგიურად წინ მდგომი შენობისკენ ავიღეთ - დიდია, თეთრია და კარგად მოჩანს. თანაც ყველაზე განიერი მაგ ადგილასაა. ჩვენი გააცურვის მიზანიც მაგია, რაც შეიძლება მეტი მანძილი გავიაროთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 10 სექ 2010, 20:12

ARCHILI wrote:ასჯერ გაგონილს - წაკითხულს ერთხელ ნანახი - ფოტოდადებული ჯობიაო

:)
მერე მოსულიყავი, მე შენ გეტყვი და შორს ცხოვრობ ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by ARCHILI » 10 სექ 2010, 20:19

Archil


მე მაგ დროს ნამუშევარი დღის შემდეგ ბაზარში ვიყავი საოჯახო საჭიროებების მოსაგვარებლად.

:)

მერე გვიან მოვედი, ჯერ ვიფიქრე, ავალ-თქო და მერე...

ნუ, ტექსტი თავადაც იცი

:)
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Nika » 10 სექ 2010, 23:56

:shock: :shock: :shock: :shock: :shock:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by Archil » 11 სექ 2010, 00:56

ასე დაიწყო

გველოდებიან ნავზე რას ვიჩალიჩებთ

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by limpompo » 11 სექ 2010, 00:56

არ მინდოდა ამისთქმა მაგრამ, მე შარშანწინდელი ამბავი არ ვიცოდი და არ მეგონა... მართლა... ვფიქრობდი ნავში ამოვიდოდნენ ბოლოს ოთხივე
სასიამოვნოდ გამაკვირვეს და კიდევ ერთხელ ვამბობ საამაყოა)))
... გვიან მივედი, თითქმის აღარც ჩანდნენ ნაპირიდან
მაშცველებს შეეშინდათ ლოდინში ლექსების წერა არ დამეწყო და მიმიყვანეს ნავთან სადაც ერთი გულშემატკივარი და ერთი მაშველი ისხდნენ...
დავდებ რამოდენიმე ფოტოს და დანარჩენებს ავტვირთავ))
ბასილა და მერაბი მგონიი
Image

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
ხუთშაბათს გადავცურეთ ზღვა !!!

Post by limpompo » 11 სექ 2010, 01:13

Image
გვალვას ვერ ვუღებდი სულ ჩაყვინთული იყოო
Image
აი ამოყვინთა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]